ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა (2)

სისტემურობის თანახმად, ყურადღება წარმოადგენს ვიზუალურ ვექტორს, და ნაწილდება ორ ფუნქციად: გარესამყაროზე დაკვირვება, და  საკუთარი სახის დემონსტრირება.

აღქმის ნაწილებად გვევლინება: გავრცობის ინსტრუმენტი – ცენტრალური იდეის არჩევა, მასთან მიმართებაში ფორმირდება მსოფლმხედველობა,  და ის რასაც ვუწოდებთ ეგზისტენციალურ ძიებას – განსაკუთრებული მისწრაფება, დამახასიათებელი მხოლოდ სმენის ვექტორისთვის, იპოვოს  საკუთარი „მე“,  რის შედეგადაც არც თუ იშვიათად ერწყმის სხვა ვექტორებს ან ფოკუსირდება საკუთარ თავზე.

შემდეგი დონე გაცილებით მარტივია – ესაა ორი პოლუსი: სიამოვნება და ტანჯვა. ამ ორი საბაზისო შეგრძნებისაგან გამომდინარე ხდება სხვა გრძნობათა რანჟირება.  სიამოვნება ესაა ობიექტი რომლისკენაც მივილტვით. ტანჯვა ესაა რეალიზაციის დისფუნქცია.

ინტუიციის სქემა არც ისე რთულადაა მოწყობილი. ის შედგება  ჩანაფიქრისა და საბოლოო მიზნისაგან, აქედან გამომდინარე ხდება შემდგომი კომუნიკაცია გარესამყაროსთან. ასოციაციები რანჟირდება რათა მოძიებული იქნას უფრო კომფორტული გზა მიზნის მისაღწევად.  ამიტომ ინტუიცია არის თვითრეგულირებადი მექანიზმი. თავად ირჩევს ჩანაფიქრს და თავადვე ეძიებს გზას მისი განხორციელებისთვის.

თუკი შევძლებთ აღმოვაჩინოთ ჩვენში ამ მატრიცის ყოველი საფეხური, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ნაპოვნი გვყავს საკუთარი თავი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გაცნობიერებულად არსებობას და მოვლენათა განვითარების წინასწარ განჭვრეტას.

სისტემურობის თანახმად, ყოველი ადამიანი ესაა ბუნების განვითარების ადამიანური დონის დასრულებული ცალკეული ერთეული. შესაბამისად მისი ყურადღება შესაძლოა მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს საკუთარი ფსიქიკურის  აბსტაქტული მატრიცის რომელიმე კონკრეტულ საფეხურზე. აქედან გამომდინარე იქნება აღქმული სხვა საფეხურების იერარქია. მაგალითისთვის, თუ ვფლობთ „გავრცობის“ უნარებს, შეგვიძლია გადავიტანოთ ყურადღება „დაკვირვებაზე“ და ამის შედეგად გავიფართოვოთ „აღქმა“, ამით გავაცნობიეროთ აბსტრაქციის უფრო მაღალი დონეები.

ცალკეული კონკრეტული მე (პიროვნება) – ესაა მატრიცის შემავსებელი პირადი ნაკრები, მაშასადამე,  „სრული“-ს კრიტერიუმს სავსებით მიესადაგება.