ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა.

„მე“-ს სტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფენომენია თვითშემეცნებაში. მისი გამოკვლევისას ჩვენ გამოვიყენებთ სისტემურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ფრაქტალურობისა და დუალურობის პრინციპებზე.

„მე“ ესაა ცნობიერების ჩაძირვა ცნობიერებისავე შიგნით. ესაა მენტალური კონსტრუქცია, ყველა რწმუნებულებების ფუნდამენტი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ  ჩვენ განვიხილავთ ფსიქიკის ფენომენს. (სხეულთან კონტექსტში იგულისხმება ფსიქიკის ის ნაწილი რომელიც პასუხისმგებელია სხეულზე).

ის, რასაც ჩვენ მოვიაზრებთ „საკუთარი თავი“-ში  გამოიხატება ჩვენს შეგრძნებებში. ჩვენს მიერ სამყაროს აღქმის – გრძნობათა ხუთი ორგანოს მეშვეობით.  დუალისტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ იერარქიულად ვანაწილებთ არსს „შნაგანი – გარეგანი“-ს პრინციპით, ხშირ შემთხვევაში კი საუბარია წყვილზე „მე – საზოგადოება“.

საკუთარ საწყისში  „მე“ ნაწილდება: ფსიქიკის აღქმაზე (გონების მიერ) და სხეულის შეგრძნებაზე (იმავე გონების მეშვეობით). აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის ფსიქიკა არის პირველწყარო, ხოლო სხეული მასზე დამოკიდებული რგოლი.  შესაბამისად ფსიქიკა არის, სამყაროს შეცნობის ფუნქციის მატარებელი, სამყაროსთან კომუნიკაციის არხი. ის მიმართულია შიგნიდან გარეთ. სხეული კი თავისთავად წარმოადგენს ჭურჭელს მიღებისთვის, გაცემის სურვილს სხეული არ განიცდის. ესაა „მე“-ს შიდა მხარე.

ფსიქიკა შედგება ცნობიერებისგან. ესაა ინსტრუმენტი გარესამყაროს არსებობის გაცნობიერების აქ და ახლა.  და სტიმულისგან (შინაგანი ძალა), რომელსაც მოვყავართ მოქმედებაში . სტიმული ასევე შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სურვილი.

ცნობიერება – ესაა ფსიქიკის გარე ნაწილი, მიმართული სამყაროს შეცნობისკენ. შეესაბამება ინფორმაციულ მეოთხედს.  სტიმულები – ეს შიდა მხარეა, (ენერგიის მეოთხედი). ის გვაძლევს შინაგან ბიძგს, განაპირობებს ცხოვრების ინტერესს, ესაა სხეულის არსებობა დროში.

სხეული თავის მხრივ დაკავშირებულია ფსიქიკასთან ორი მარტივი პროგრამის საშუალებით: რეფლექსები – შეძენილი ცხოვრების მანძილზე, და  ინსინქტები – სხეულის საბაზისო მოცემულობები, მიმართული თვითუზრუნველყოფის და არსებობის გაგრძელებისკენ.