ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველივე მიწიერზე

განდეგილობის უკიდურესობა, კან-სმენის უკიდურესობამდე მისული გამოხატულებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად საერთოდ უარს ამბობს ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაზე და ცდილობს გაეცალოს ყველაფერს. მაგალითად: მიდის უდაბნოში. ეს არის ადამიანი, რომელსაც ეს სამყარო მობეზრდა. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ჯგუფში, მუშაობს, აქვს ხელფასი (ყოველ შემთხვევაში ზოგს აქვს 😀 ), გამოიმუშავებს ფულს, მას კი ეს არ აინტერესებს. ადამიანების უმეტესობას უყვარს გემრიელად კვება, მეგობრებთან ერთად გართობა, ტკბებიან ადამიანური ურთიერთობებით, მას კი ეს არ აინტერესებს. საყოველთაო მხიარულებაში ის ისეთი სახით ზის, თითქოს სადღაც სხვაგან იყოს. ადამიანების უმრავლესობა იწყებს წყვილში ურთიერთობებს, ოჯახდება, აჩენს შვილებს, უყვართ ერთმანეთი, აქვთ სექსი, ტკბებიან სიცოცხლით. მას კი ამის სურვილი არ აქვს, ეს არ იზიდავს.

კი მაგრამ მაშინ რა აინტერესებს მას? ის არის კანი და სმენა ერთად, მოძრაობა + იდეა. ის ზის თავის განმარტოებულ სენაკში წყალზე და გამხმარ პურზე, ყოველ დღე ერთი და იგივეს უყურებს, ყველასგან გამოცალკევებულია, ასეთი არავის ჭირდება, სადღაც შორს დაფრინავს, ზოგჯერ საერთოდ უძრავად ზის. სად წავიდა მისი კანის ვექტორი? კანი ხომ მომხვეჭელია? კანს ხომ მუდამ მაღლა აძვრომა სურს კარიერულ კიბეზე? სად წავიდა ეს ფაქტორები ამ კან-სმენაში, რომელიც სადღაც განცალკევდა? ადამიანების უმეტესობა მას ვერასოდეს გაუგებს, რადგან ის საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობს. უმრავლესობა ცხოვრობს ფიზიკურ სამყაროში და ისინი ტკბობას აქ იღებენ. ის კი არაფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს, მთელი მისი ტკბობა, მთელი მისი მისწრაფებები აზრებში, მის ფიქრებში, მის იდეებშია. ის სიბრტყე სადაც ის კანურ შედარებებს და შეჯიბრს ახდენს, აქ არ არის, მისი კანი არსად წასულა, უბრალოდ იმდენად სიღრმეშია მისი სმენა წასული, რომ კანის ვექტორი მხოლოდ იდეებთან თუ კონკურირებს. ამიტომ მას არ აინტერესებს გემრიელია თუ არა გამხმარი პური, არ ანიჭებს ტკბობას ფიქიკური ურთიერთობები, მას სრულიად სხვა ამბიციები აქვს, კერძოდ: რამდენად მიუახლოვდება პირველმიზეზს, რამდენად შორს წავა.

ასეთი კან-სმენები ხშირად ქადაგებენ სხვადასხვა საკვების აკრძალვის, სხვადასხვა რამისგან თავშეკავების იდეებს. ის სმენასთან ერთად კანიცაა, კანი კი ისეც შეზღუდვაა, ის ყველაზე უკეთ გრძნობს, რომელი საკვებია რთულად მოსანელებელი და რა ამძიმებს მის სხეულს, მას სურს ფიზიკური სიმსუბუქე, რაც სმენასთან ერთად ფსიქიკის სიმსუბუქის სურვილში გადადის. მხოლოდ კან-სმენამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას სექსი ენერგიას აცლის და რაც საინტერესოა, მისთვის ეს ასეცაა, რადგან კანის ისეც წერტილოვან ლიბიდოს, სმენის ვექტორი ათჯერ ამცირებს, ამიტომ კან-სმენას სექსი საერთოდ აცლის ძალას, იმდენად, რომ მას აღარ შეუძლია იფიქროს და კონცენტრირება აზრებზე მოახდინოს. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ბუნებრივად იდეოლოგი კან-სმენები იწყებენ სექსისგან თავშეკავების იდეის ქადაგებას და ყველგან ქადაგებენ, რომ ,,სექსი ცუდია და ენერგიას გვაცლის“, მათ არ ესმით, რომ ეს ასე მხოლოდ მათთვისაა. თვით სხვა კომბინაციაში მყოფი სმენის ვექტორიანებისთვისაც კი ეს ასე არ მუშაობს. ანალ-სმენა, ანალ-ორალ-სმენა, ანალ-კან-სმენა, ან მითუმეტეს ურეთრალ-სმენა არ არიან ასე მოწყობილნი. ანალს უზარმაზარი ლიბიდო აქვს, ურეთრალი მთელი არსებით ვნებაა და მათთვის სექსის ტაბუირება მათ ბუნებაზე ძალადობაა. კან-სმენამ ამ აკრძალვით შეიძლება ტკბობაც მიიღოს, რადგან ეს მის ბუნებაში დევს, მაგრამ დანარჩენებისთვის ეს სტრესული და დამანგრეველი ფაქტორი იქნება.