აზრების მატერიალიზაცია

ყველაფერი რაც არსებობს, მთელი მატერია, შედგება ფიზიკური და მეტაფიზიკური ნაწილისგან. ასევე თითოეულ ვექტორს აქვს ფიზიკური და მეტაფიზიკური ნაწილები, თუმცა ყველას რაღაც დოზით. მაგ: თუ ჩვენ ავიღებთ კუნთის ვექტორს მისი 99% ფიზიკურ სამყაროშია და მხოლოდ მისი არსი არსებობს მეტაფიზიკურად. ხოლო სმენის ვექტორი სრულიად მეტაფიზიკურ, არსთა სამყაროში არსებობს და ფიზიკურ სამყაროსთან მხოლოდ სხეული აკავშირებს. რაც უფრო ახლოსაა ვექტორი მეტაფიზიკურ სამყაროსთან, მით მეტი შესაძლებლობა აქვს აზრთა მატერიალიზცია მოახდინოს. თუმცა ძირითადად ეს გაუცნობიერებლად ხდება. კერძოდ: სმენის ვექტორიანებს აქვთ უზარმაზარი უკმარისობის გრძნობა, იმდენად დიდი, რომ ის მთელ ქმნილებას სწვდება და ერთგვარად ცდება კიდეც მის საზღვრებს. ეს გამოწვეულია სმენის ვექტორიანების მიერ საკუთარი ფუნქციის მასობრივი ვერშესრულებით. როდესაც სმენის ვექტორიანები ვერ ახერხებენ გასულიერებას, ვერ ახერხებენ შემეცნებას, მათ უჩნდებათ აზრები, რომ მატერია მათ სპეციალურად ატყვევებს, ისინი ჩაკეტილები არიან სხეულში და ა.შ. ამიტომ ასეთ სმენის ვექტორიანებში ჩნდება სამყაროს მოსპობა-განადგურების სურვილი. ამ სურვილების ერთობა ერთიანდება და ქმნის უზარმაზარი ძალის ნეგატიურ ენერგიას, რომელსაც სტიქიური უბედურების გამოწვევაც კი შეუძლია (რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ნეგატიურ სიტუაციებს არ ეხება). აზრის მატერიალიზაცია შესაძლებელია ინდივიდუალურ დონეზეც (სმენის ვექტორში) თუმცა აქ მუშაობის მექანიზმი ცოტა განსხვავებულია.