ამოკი თავში ან რატომ ისვრიან მოსწავლეები

 

რა მოუვა პირველად თავში ბავარიელს  ხუთი დღით ადრე იმ ცნობილი შოკისმომგვრელი ამბებიდან და კიდევ ერთი  არც თუ  ისე მასობრივი მაგრამ არანაკლებ სისხლიან დანაშაულიდან? ექსტრემისტულად განწყობილმა 17 წლის ნაშვილებმა  ლტოლვილმა ავღანელმა ცულით დაჩეხა რამოდენიმე მგზავრი ვიურცბურგის მატარებელში.

„ამოკი“. ესაა წიგნის სათაური რომელიც გერმანულმა პოლიციამ ჟურნალისტების მიერ – მისი დანაშაულისა და შემდგომი სუიციდის გამო „მიუნხენელ  მსროლელეად „ მონათლული ალი დავიდ სომბოლის  ბინაში აღმოაჩინა.

მე გერმანელი ვარ!

„მე გერმანელი ვარ! მე აქ დავიბადე“, – ყვიროდა  მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიას“ მანქანების მრავაიარუსიანი სადგომის სახურავზე მოსიარულე 18 წლის ალი. ერთერთმა  მოწმემ, რომელიც ამას საკუთარი აივნიდან ტელეფონით იღებდა  ხმამაღლა გამოთქვა თავისი ეჭვი. ამგვარ უხეშობას ალიმ ყვირილითა და სროლით უპასუხა. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ის ისტორიაში შევიდა როგორც მარტოხელა ტერორისტი რომელმაც გერმანული სმი-ს მონაცემებით 10 ადამიანი დაცხრილა და 27 დაჭრა.

არ იყო შემჩნეული ექსტრემისტულ წრეებთან კავშირში.

რა მოუვა პირველად თავში ბავარიელს  ხუთი დღით ადრე იმ ცნობილი შოკისმომგვრელი ამბებიდან და კიდევ ერთი  არც თუ  ისე მასობრივი მაგრამ არანაკლებ სისხლიან დანაშაულიდან? ექსტრემისტულად განწყობილმა 17 წლის ნაშვილებმა  ლტოლვილმა ავღანელმა ცულით დაჩეხა რამოდენიმე მგზავრი ვიურცბურგის მატარებელში.

გერმანიაში გატარებული წლის განმავლობაში მან ვერაფრით ვერ მიიღო ევროპული ფასეულობები და არც იმაზე ოცნებობდა საკუთარი თავი საჯაროდ გერმანელად გამოეცხადებინა. მთელი მისი ფიქრები ალაჰს დასტრიალებდნენ, მის სიდიადეს, ახალ საზოგადოებაში ინტერგაციას კი სულაც არ ცდილობდა.

რადიკალური ისლამის მიმდევარი ვიურცბურგელი მკვლელი ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩეოდა: ენა, კულტურა,რელიგია და ძლიერი სიძულვილი მათ მიმართ ვისთანაც 12 თვის წინ უსაფრთხოებასა და დაცულობას ეძებდა.

ალი დავიდ სომბოლო მისგან  სრულიად განსხვევდებოდა. ის დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში და ირანული წარმოშობის მიუხედავად იმ ქვეყანაში ადაპტირებას ცდილობდა რომელმაც 90-იან წლებში მისი ცენტრალური აზიიდან ლტოლვილი მშობლები მიიღო. არ გამოუვიდა.

რომელმა გარეგნულმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი? ისინი ალიმ თავის უკანასკნელ, მანქანების სადგომის სახურავზე შემთხვევითი ადამიანის მიერ გადაღებულ ვიდეო ინტერვიუში ჩამოაყალიბა. “თქვენ შვიდი წელი მაწამებდით, მეყოფა. ახლა იარაღს ვიყიდი თქვენს დასახოცად.“

პასუხობს კი ეს განცხადება ყველა კითხვას? არა.

იმ მიზეზების ზუსტად წარმოჩენისთვის რამაც ალის მასობრივ მკვლელობისკენ უბიძგა მოგვიწევს სვფ-ს მივმართოთ, მით უფრო რომ მსგავსი დამნაშავეების ფსიქიკურ მდგომარეობას გარკვეული განსაზღვრება გააჩნია. ხოლო მსგავსი მასობრივი მკვლელობების გახშირებას თუ გავითვალისწინებთ ამ მოვლენის  გააზრება აუცილებელია.

ალის დღევანდელი მდგომარეობის მიზეზები ბავშვობაში უნდა ვეძიოთ. დაწყებით კლასებში ბიჭი ცუდად სწავლობდა რის გამოც სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მაგრამ ვერ ამით ეშველა. თურქული და არაბული წარმოშობის ახალი კლასელები გიზინგის რაიონიდან გამუდმებით დასცინოდნენ წყნარ სწავლაში ჩამორჩენილ მოსწავლეს და ბულინგს უწყობდნენ.

გიზინგი – მიუნხენის ერთერთი რაიონი განათლების დაბალი დონით და მზარდი კრიმინალით რომელიც უკვე დიდი ხანია სხვა და სხვა ეროვნების უცხოელებისა და უმუშევარი ემიგრანტების ანკლავადაა გადაქცეული.

ბინები ამ რაიონში შესაშური სიიაფით გამოირჩვეა და ამიტომ აქ თავს იყრის გერმანულ საზოგადოებაში ნაკლებად ადაპტირებული მოსახლეობა რომელიც სოციალურ შემწობაზე და შემთხვევით სამუშაობზე ცხოვრობს და ხანდახან ისიც კი არ იცის როგორ იღება გერმანული სამუშაოზე მოწყობის ბიუროს კარი.

ალის ანალ-კანის ვექტორიანმა მამა მცირე ბიზნესიც კი წამოიწყო და პატარა ტაქსი-ფირმა შექმნა დედა სავაჭრო ცენტრ „კარშტადტში“ მოეწყო სამუშაოდ.

მშობლებს არ მოსწონდათ რომ მათ შვილს სახლში ცუდი ნიშნები მოქონდა. ანალური მამა შვილში ყოველთვის თავის გაგრძელებას ხედავს და დარწმუნებულია რომ ის მის კვალს გაყვება.უფროსი  სომბოლი შვილისთვის თავისი ბიზნესის გადასაცემად ემზადებდა.

მამა ვერასოდეს მიხვდებოდა  რომ შვილის ისევე როგორც ყველა სმენის ვექტორიანის ინტერესები არ იყო დაკარშირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. ბიზნესი, გოგონებთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი მისთვის მეორე ადგილზეა. ყველაზე ძლიერი სმენური სურვილი ესაა – დარჩე მარტოობასა და სიჩუმეში, გაეცლო ამ სამყაროს გუგუნს, მშობლებისა და თანატოლების ყვირილსა და შეურცხყოფას. ეს ხმები აღიზიანებენ თანდაყოლილ განსაკუთრებით მგრძნობიარე სმენით სენსორს, ხელს უშლიან სამუშაოზე კონცენტრაციაში.

ერთადერთი შესაძლებლობა საძულველ ხალხსა და უაზრო ცხოვრებას გაქცეოდა – საკუთარ თავში ჩაღრმავება იყო. ადრე თუ გვიან არსასურველ გარემოში მცხოვრები სმენა გაურბის რა გარე სამყაროს წყვეტს აზრების ერთმანეთისგან გარჩევას და მისი ცოდნის მიღების უნარიც იკარგება. რაც უფრო ინეტენიურად მეორდება ეს ჩაღმავებები მით უფრო იშლება კავშირი მასა და რეალობას შორის. სინამდვილისგან გაქცევის ყველა იოლი გზა კი ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშებია.

 

თამაში როგორც მკვლელობის რეპეტიცია.

რა თქმა უნდა მამა სომბოლი ვერ ეგუებოდა იმას რომ შვილი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებდა და გაკვეთილებს სროლა-თამაშებს ამჯობინებდა. ბავშვის მშობლები არ უფიქრდებოდნენ რას უკავშირდებოდა მისი ასეთი გატაცება კომპიუტერული თამაშებით.

ასიათასობით სმენის ვექტორიანი ალის მსგავსი ბავშვი წლების განმავლობაში რჩებიან ვირტუალურ რეალობაში, უაზრო ,,ბოევიკების“ სამყაროში – ვირტუალურ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებაზე კონცენტრირებულები, სადაც არც შეზღუდვებია არც გრძნობები სადაც შენ ბედის  სრულუფლებიანი გამგებელი ხარ. ასე თანდათან წყდება რეალურ სამყარს სმენის ვექტორიანი რომლისთვისაც სამყაროს ისედაც ასე თუ ისე ილუზორულია და ამას ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

ბუნების ჩანაფიქრის თანახმად სმენა ეს ის ადამიანია რომელსაც სამყაროს საიდულმო უნდა გაენდოს. სვფ-ს თანახმად მხოლოდ სმენის ვექტორიანი ადამიანები ცდილობენ იპოვონ ცხოვრების აზრი და აყალიბებენ მთელი კაცობრიობისთვის გამოსადეგ იდეებს, მათი მთავარი ამოცანა ფსიქიკის – ადამიანური მეს გახსნაა.

დაძაბული გონებრივი სამუშაოსა და კონცენტრაციის მაგივრად სმენა-გეიმერი ისეთი მოქმედეებითაა დაკავებული რომლესაც არანაირი შედეგი არ მოაქვს თუ არ ჩავთვლით მოკლევადიან სიხარულისა და კმაყოფილების და მთელ სამყაროზე აღმატებულობის შეგრძნებას.

ალი იშვიათად გამოდიოდა თავისი ოთახიდან და მთელ დროს კომპიუტერთან ატარებდა. ონლაინ თამაშებში მისი მეტსახელები იყო „ფსიქო“ და „ ღვთაებრივი“. როცა ბავშვის ბუნებრივი განვითერება ირღვევა სმენას ეგოცენტრიზმზე დაფუძნებული  საკუთარი გენიალობია და სხვებზე აღმატებულობის  ცრუ შეგრძნება უჩნდება.

სწორედ ეს ხდება თანატოლების ნეგატიური  დამოკიდებულების მიზეზი რომლების გრძნობენ მათ მიმართ ამპატრავნულ დამოკიდებულებას. თუ სმენა სასკოლო ტომში ვერ ადაპტირდება ის არ აპატიებს განდიდებასა და ეცდება გარიყოს რაც ალი დავიდ სომბოლის დაემართა.

მისი ერთადერთი გატაცება სროლა-თამაშები გახდა მათი მეშვეობით ადგენდა მომავალი დანაშაულის ტაქტიკას. კლასელების მიმართ დაგროვილმა სიძულვილმა და წყენამ წაშალეს ზღვარი წარმოსახვით და რეალურ სამყაროებს შორის და გაზარდეს ისედაც უზარმაზარი სიცარიელე მის ფსიქიკაში.

თავიდან სმენა ხელოვნურად შექმნილ სამყაროში გადადის ერწყმის რომელიმე ვირტუალურ გმირს რომელიც აუცილებლად იმარჯვებს. შემდგომ კი მოჩვენებით საყაროში დიდი ხნით ყოფნა შლის მის გონებაში რეალურ სურათებს და ილუზორული ვიდეოწყებებით ანაცვლებს.

ამის შედეგად კი ადამიანები გარშემო ისეთივე ილუზორულები ხდებიან როგორც ეს ონლაილ თამაშებშია. სმენის ფანტასმაგორიულ საწმოსახვაში ისინი კარავენ თავიანთ ადამიანურ არსს ხდებიან მობები – მოძრავი მტრულად განწყობილი არსებები რომლებშიც არაა და არც შეიძლება იყოს არანაირი თანაგრძნობა.ალის ფანტაზიებში საძულველი კლასელები თამაშების სამიზნეებთან გაიგივდნენ რომლებიც აუცილებლად უნდა განადგურებულიყვნენ.

და მაინც „მე გერმანელი ვარ !“

ალის ყველა კლასელი ვერ დაიკვეხნიდა გერმანიაში დაბადებით, უმრავლესობა იქ რამოდენიმე წლის შემდეგ მოხვდა და იქ ცხოვრებას აპირებდნენ. მას კი კოზირი ეჭირა: “მე აქ დავიბადე“. ეს ძალიან გავს ანალის ვექტორიანი ადამიანის საქციელს რომელიც საკუთარი თავის გაწმენდისა გაკეთილშობილებისთვის ისწრაფვის „ხორბალი ბზისგან უნდა გამოარჩიოს“, ცდილობს გახდეს უკეთესი და არ დარჩეს იმად რასაც საზოგადოება სთავაზობს მისი გარეგნობისა და ეროვნების გათვალისწინებით.

თავდაპირველად ანალის ვეტქორიანი ლოიალურია იმ საზოგადოებისა და ქვეყნის მიმართ სადაც ცხოვრობს. ირანელმა ყმაწვილმა რომელიც დაიბადა გერმანიაში ეს ქვეყანა და ხალხი თავის სამშობლოდ მიიღო და მათგანაც საპასუხოდ იგივეს მოელოდა. თუმცაღა ასე არ მოხდა და მცხოვრებთა უმრავლესობისთვის ის ისევ უცხოელად დარჩა.

ის ვერ ეგუებოდა იმას რომ საზოგადოება ხელს უშლიდა სოციალიზაციაში. ავადმყოფური სმენის დეპრესიული მდგომარეობა დაერთო წყენებს ანალის ვექტორში  რამაც ძლიერ ფრუსტრაციამდე მიიყვანა. ამ ყველაფერს ის მარტო ვერ უმკლავდებოდა. ამ ფონზე ანალ-სმენას რომლისთვისაც სისუფთავეს და ამ შემთხვევაში სუფთა სისხლს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაძლოა რასის სისუფთავის იდეა განუვითარდეს. ასეც მოხდა. ალი თავს არიელად თვლიდა, ამიტომ არაევროპული გარეგნობის ხალხს უმიზნებდა.

ყველაზე ხშირად საზოგადოებაზე განაწყენების ფესვები დედაზე განაწყენებაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც ვერ შეძლო ტრავმირებული შვილის დაცვა. სმენის ზემგრძნობიარე სენსორი ვენ ინელებს ვერც ყვირილს,ვერც ჩხუბს,ვერც  დამცირებას,ამ ყველაფერს ყურის ბარაბნის მეორე მხარეს სამყაროსგან შორს – ასე ხსნის სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ლექციებზე იური ბურლანი.

გეგმის მომწიფება.

ემიგრანტ-დედებს თავიანთი სოციალური სტატუსისა და განვითარების არც ისე მაღალი დონის გათვალისწინებით ხშირად თავადვე განიცდიან დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნების ნაკლებობას. ბუნებრივია რომ მათ არ შეუძლიათ ამ, ბავშვის ნორმალური განვითრებისთვის აუცილებელი საბაზისო გრძნობის გადაცემა. ამის გამო ბავშვი მხარდაჭერას ინტერნეტში, ოჯახისა და სახლის მიღმა  ეძებს, სადაც არსებობს დიდი საშიშროება რომ რელიგიური ფანატიკოსების, ისლამისტების  კარგად ორგანიზებული ქსელსა თუ სხვა ასოციალურ წრეებში მოხვდეს.

ანალ-სმენის  ვექტორების კომბინაციის მატარებელი ხალხი ძნელად პოულობენ საერთო ენას გარშემომყოფებთან. ისინი არ არიან ორგანიზატორები. თავიანთ „სამართლიანი შურისძიების“ გეგმას წლები ატარებენ გონებაში არავის ენდობიან და დამოუკიდებლად მოქმედებენ.

ამიტომაც ეძახიან მარტოხელა მკვლელებს. მომავალ დანაშაულს მათთვის დამახასიათებელი მონდომებითა და პედანტურობით ამზადებენ. ყველაფერში პერფექციონისტებს უყვართ სამყაროზე შურისძიების აქტის ყოველი დეტალის გულდასმით დამუშავება. თუ ცნობილი ანალური ანდაზიდან „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ გამოვალთ გასაგები ხდება რატომაა იშვიათი დარღვევები ანალ-სმენებში.

ფსიქოლოგიური დარღვევების მთელი სინთეზი რომელსაც ანალ-სმენები ატარებენ გასაგებს ხდის რატომ მოქმედებენ ისინი მარტო და რატომაა მათ შორიდ ხშირი თვითმკვლელობები.

მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი

სვფ ხსნის თუ რატომაა რომ როცა ანალ-სმენა შურისძიების გეგმას ადგენს ის ცდილობს რომ რაც შეიძლება მასშტაბურად განახორციელოს თავისი კაცთმოძულე იდეები. ეს იდეა მისი ყოველგვარი  მატერიალურისადმი გაუცნობიერებელ სიძულვილში იბადება; საკუთარი სხეულის ჩათვლით რომელსაც იგი სულის ტანჯვის მიზეზად აღიქვამს რადგანაც თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებებით ის სმენას მისი მთავარი ამოცანის კონცენტრაციის განხორციელებაში უშლის ხელს.

სმენური სურვილები არაფრითაა დაკავშირებული მატერიალურთან, სამყაროს მთელი სიკეთე მისთვის ფასეული არაა, სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით სმენას გაცილებით მეტი სჭირდება – საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის გააზრება.ამას კი განსაკუთრებული პირობები სჭირდება – სიწყნარე, ყურადღების მოკრება, ნორმალური განვითარება ბავშვობიდან. გარე სამყაროს კი ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. სხეულს სმენა მატრეალური სამყაროს ნაწილად აღიქვამს თავისი მე-ს ასოცირებას კი უშუალოდ სულთან ახდენს ამიტომაც არ ენანება სხეული უფრო მეტიც უნდა მოიშოროს ეს ტვირთი.

აქედან გამომდინარეობს უუნარობა დააფასოს როგორც თავისი ისე სხვისი სიცოცხლე, სურვილი განთავისუფლდეს თავისი „ტომრისგან“ და რაც შეიძლება მეტი თავისნაირი გაიყოლოს, იდეალურ ვარიანტში კი მთელი სამყარო გაანადგუროს. ასეთ ქცევას სვფ  მორალურ-ზნეობრივ დეგენერაციას ანდა მეორად აუტიზმს უწოდებს.

მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი წარმოადგენს სმენისა და ანალური ვექტორების ცუდი მგდომარეობით გამოწვეულ  გადახრას და ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. თუ ოჯახში მათი განვითარებისთვის საჭირო პირობები არაა მაშინ ფსიქოლოგიური გადახრები გარდაუვალია რაც სმენის ვექტორში დეპრესიული მდგომარეობითა და ანალურში წყენით გამოიხატება.

მზდ-ს მიზეზები მოზარდობასა და მის შემდგომ პერიოდში უნდა ვეძიოთ როცა გარშემომყოფთა მიმართ თანაგრძნობისა და სამყაროს ადექვატური გააზრების უუნარობა იჩენს თავს. ნებისმიერი მორალურ-ზნეობრივი შეზღუდვის არქონა ანალ-სმენა მარტოხელა დამნაშავეს განსაკუთრებით საშიშს ხდიან.

ხოლო ბრბოში კი მზდ სინდრომის მატარებლის გამორიცხვა სისტემურ-ვექტორული ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ეს არაერთხელ განმეორდა ბინოგრადოვის, ბრეივიკის და სხვების შემთხვევებში. გარეგნულად ზრდილობიანები და მშვიდები, ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და საგულდაგულობ ამუშავებენ თავიანთ  კაცთმოძულე გეგმებს.

მიუნხენის ტრაგედია მარტოხელა მკვლელმა მოაწყო მისი საქციელის მიზეზები დიდად არ განსხვავდება პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ავტორებისგან.

საფრთხის ნარინჯისფერი დონე.

თუ ანალ-სმენას კაცობრიობისადმი გლობალური წყენა უვითარდება თანამედროვე ენით რომ ვთქვათ გარშემომყოფებისთვის საფრთხის ნარინჯისფერი დონე დგება.

ალი დავიდ სომბოლიმ რომელიც თანატოლებისა და კლასელებისგან გაირიყა და მათი მობინგის მსხვერპლი გახდა სხვა ახალგაზრდების ჯგუფებზე თავისი წყენის პროეცირება მოახდინა (ანალური ვექტორისთვის დამახასიათებელი პირველადი გამოცდილების გადატანა განზოგადება).

სხვისი ფეისბუქის გატეხილი გვერდით სიმპატიური მოზარდი გოგონას სურათით  უფასო  გამასპინძლებით მან გადაწყვიტა „მაკდონალდსში“ რაც შეიძლება მეტი მოზარდი შეეტყუებინა. საქმე  მხოლოდ ბრეივიკის მიბაძვაში როდია რომელმაც ზუსტად ამ დღეს ხუთი წლის წინ ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში სისხლიანი გარჩევა მოაწყო არამედ იმაში რომ ამ ორი მკვლელის ფსიქიკური მდგომარეობა თითქმის იდენტური იყო. არცაა გასაკვირი რომ გერმანული პოლიციის განცხადებით ბრეივიკი ალის კუმირი იყო.

არის ადამიანი – არის პრობლემაც.

დასავლური მენტალიტეტის ანალ-კანური მენტალიტეტი მკაცრად განსაზღვრავს ვინ და რამდენი უნდა შეითვისოს რომ სიცოცოხლეც შეინარჩუნოს და არც ჩარჩოებს გასცდეს. უცხოელი ცდილობს შეერწყას მას და გახდეს ნამდვილი გერმანელი, ფრანგი, ბელგიელი და როცა უარს და შეზღუდვებს იღებს წინ გამოდიან ანალური ვექტორის არარეალიზებული თვისებები და უსამართლობისთვის შურისძიების სურვილი.

მაგრამ ესეც არაა ყველაფერი. ყველაზე საშიში ტრავმირებული სმენის ვეტქორის მძიმე მდგომარეობაა რაც ადამიანს ფაქტიურად მოარულ ნაღმად აქცევს. უკვე ვიცით რომ სამყარო აჩქარების მდგომარეობაში ცხოვრობს და ის გზები რითაც ადრე სმენები სიცარიელეს ივსებდნენ უკვე აღარაა. თანამედროვე სმენების ფსიქიკური მდგომარეობა წინა თაობებთან შედარებით გაცილებით გართულდა.ის ბავშვობიდან სათანადო განვითარებასა და ფსიქიკური სასიცოცხლო აზრის გახსნას მოითხოვს. იღებს თუ არა ის ამას ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

 

ზარბაზნით ნადირობა ბეღურებზე.

პრობლემა რომელიც როგორც იქნა შეამჩნიეს საერთაშორიშო ორგანიზაციებმა და სხვა და სვხა ქვეყნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა, სვფ-ს უკვე დიდი ხნის  მიგნებული და  შესწავლილი აქვს. ეს კი იმაში მდგომარეობს რომ ორგანიზებული ტერორიზმის გვერდით სამყაროში ძალას იკრებს ახალი, ფარული საფრთხე რომელიც მზდ-ს მდგომარეობაში მყოფი ანალ-სმენები ქმნიან – ესაა მარტოხელა დამნაშავეები ვინოგრადოვის, ბრეივიკისა და სომბოლის მსგავსები.

მათ ქცევებს განიხილავენ ფსიქიატრები თუმცაღა ეს ახსნა ონდავადაც ვერ უახლოვდება ისეთი რთული ფსიქიკის ტიპს როგორიც ანალ-სმენები არიან.

მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ წამოიწია იარაღის თავისუფლად გაყიდვისა და გარკვეული კომპიუტერული თამაშების აკრძალვის თემამ, რადგამ ეს უკანასკნელი ანალ-სმენებს რეალობასთან კავშრს ურღვევს და ნამდვილ სამყაროს ილუზორულით ცვლის.

თუმცაღა საეჭვოა ამგვარმა ზომებმაც კი მარტოხელა დამნაშავეების რიცხვი შეამციროს, თუ იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ გავერკვევით რაც ახალგაზრდებს ტეროტიზმისა და შემდგომი თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში კარლ გუსტავ იუნგმა ანდერძივით დაუტოვა თავისი გზავნილი მსოფლიოს და თქვა ყველა პრობლემა ჩვენს თავშია. ვიდრე სხვა ადამიანების გაგებას არ ვისწავლით ამოკი ისევ თავში დარჩება და შესაბამისად ვერც საფრთხეს გავექცევით.

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/amok-v-golove-pochemu-shkolniki-streljajut

მთარგმნელი: ლე თე