ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალური ბავშვი

“რატომ გინდათ შვილის ყოლა?” – ვკითხე ერთხელ ანალური ფსიქოტიპის მატარებელ მშობლებს. “როგორ თუ რატომ?” – მიპასუხეს მათ “ახალი სიცოცხლის გასაჩენად, გვარის გასაგრძელებლად, მომავლისთვის.” და რამოდენი ხნის შემდეგ მიიღეს რაც უნდოდათ, გაგრძელება, მომავალი და ახალი და უფრო მეტიც.

ალბათ წარმოიდგენდნენ კიდეც როგორ წყნარად და მშვიდად დატკბებოდნენ თავიანთი პატარათი. როცა წამოიზრდებოდა როგორ ააწყობდნენ მასთან ერთად უამრავ პაზლს. მერე ქარგვას ან ხეზე ჭრას ასწავლიდნენ სკოლის გაკვეთილებშიც დაეხმარებოდნენ, ცოდნის სისტემატიზაციაშიც უშველიდნენ, ამას მოყვებოდა ინსტიტუტი – ანალის ვექტორიანებს ხომ ყოველთვის აქვთ შორსმიმავალი გეგმები.

მაგრამ მათ ოცნებებს ასრულება არ ეწერა. მათი შვილი არასოდეს იწვა წყნარად, სულ სადღაც მიძვრებოდა, პაზლებს სამ წუთზე მეტ ხანს ვერ აწყობდა, სამაგიეროდ წუთში პოულობდა ასანთს, სპირტს და ძმრის ესენციას. ვერც ქარგვამ დააინტერესა, ვერც ხეზე ჭრამ, სულ სადღაც გარბოდა და ატრუსული წამწამებით, მოტეხილი თითებით და ჩალურჯებებით ბრუნდებოდა. სკოლაშიც ვერ ერთ სისტემას ვერაფერი გაუგო, სამაგიეროდ ყველა გახმაურებული ისტორიის ეპიცენტრში იყო და კლასის ნაცვლად დირექტორის კაბინეტში უფრო ხშირად იჯდა. ბოლოს ყველაფერი იმით დააგვირგვინა რომ სახლში მოიყვანა თავისზე საგრძნობლად დიდი გოგონა სიტყვებით “ეს მაშაა და ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს იმიტომ რომ მე უკვე მოზრდილი მამაკაცი ვარ და ჩემთვის ის აუცილებელია.” აი ასე პატიოსნად და მარტივად.

მაგრამ რაღაც ეტაპზე ანალის ვექტორიანი მშობლების მოთმინების ფიალაც ივსება და აცხადებენ “მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება,” და მთელი ძლით ცდილობენ თავზეხელაღებული შვილი თავიანთ სამყაროში შეტენონ. აქ კი უკვე ვინ ვის აჯობებს. თუ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა, მშობლები ახერხებენ მისი ურეთრალური ვექტორის დათრგუნვას თუ არა, მისი გამოვლინებების გაკონტროლებას მაინც. მაგრამ თუ ეს მომენტი გამოეპარათ და ბავშვი უკვე წამოიზარდა, მაშინ მას უკვე აქვს შანსი თავისი უფლებები და ცხოვრების სტილი დაიცვას, ასე სერიოზული გამოცდის გავლით მისი “ურეთრალური” თვისებების უფრო მყარდება.

მშობლებმა რაღა ქნან?

რქებით ნამდვილად არ უნდა მიაწვნენ ბავშვს. ხანდახან ანალის ვექტორიანებს უყვართ თავიანთი სიჯიუტით გარშემომყოფებზე ზეწოლა. ურეთრალურ ბავშვთან კი ეს არ გამოდგებათ. მასთან თავიდანვე სხვაგვარად უნდა აეწყოს ურთიერთობა. პირველ რიგში უნდა აღიაროთ და მიიღოთ შეთანხმება ტემპის შესახებ – სანამ ანალის ვექტორიანი დედა ჩაიცვამს და მოწესრიგდება, ურეთრალური გოგონა ჩაიცვამს, წავა და დაბრუნდება კიდეც. მაგრამ ანალური მშობლები ზუსტად ისინი არიან, ვინც ფიქრობს რომ “სწრაფი” უფრო ადვილად შენელდება ვიდრე “ნელი” აჩქარდება.

თუ შესაძლებელია და ბავშვს თავის რიტმში ცხოვრების საშუალება აქვს ძალიან კარგი. იმ უამრავი საქმის მოსწრებას ახერხებს ვიდრე ანალის ვექტორიანი მამა მანქანას გაახურებს. ასევე შეგიძლიათ რამე დავალება მისცეთ და დააკავოთ იქამდე სანამ თქვენ თქვენს ნელ ტემპში ყველაფერს გააკეთებთ რაც გჭირდებათ. ამ შემთხვევაში არც თქვენ მოგიწევთ ურეთრალის გადარბენებში ჩართვა და ორივეს საზღვრები ხელშეუხებელი დარჩება.

თუ ბავშვის თავისუფლად გაშვება არ გამოდის, მაშინ მისი ურეთრალური ენერგია ითრგუნება და როდის და როგორ ამოხეთქავს არავინ იცის. საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ თავდაყირა დააყენებს სახლს – იყვირებს, იხტუნებს და ირბენს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის რაღაც პერიოდი ცდილობდა ანალის ვექტორიან მშობლებს და მათ რიტმს მორგებოდა.

იგივეს გაკეთება შეიძლება სხვა სფეროებშიც, სადაც ურეთრალური და ანალური ვექტორები იკვეთება. ამასთან ერთად თქვენ არ მოგიწევთ მის ჭკუაზე გავლა და არ შემოუშვებთ თქვენს საზღვრებში, მაგრამ არც მისას დაარღვევთ.

მაგრამ ვექტორების ამ კომბინაციაში რა თქმა უნდა არის თავისი პლიუსებიც. ანალის ვექტორიან მშობლებთან ცხოვრებით, ურეთრალი სწავლობს როგორ იურთიერთოს  ნელ და ჯიუტ სამყაროსთან, ეს კი მას უფრო სტაბილურსა და გამძლეს ხდის. გარდა ამისა თუ ბავშვს ანალური ვექტორიც აქვს, ასეთ პირობებში ის მის რეალიზებას 100%-ით ახერხებს და ჩვენ კი უკვე ვიცით რომ ურეთრალური და ანალური ვექტორები ერთ ადამიანში, ეს მეგა პოტენციალია. ვიქტორ ტალკაჩოვი ასეთ ხალხს “ოქროს ფონდს” ეძახდა.

რას ნიშნავს ანალის ვექტორიანი მშობლისთვის ურეთრალური შვილის დაბადება? ისინი გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ ოჯახი თუ უფრო გაიზრდება უფრო სტაბილურიც გახდება, რომ უფრო მეტი კომფორტისა და მოხერხებულობის მიღწევა შეიძლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ანალის ვექტორიანისთვის. მაგრამ ვერ მოგართვეს! ურეთრალი შვილის დაბადება – ბუნებით აუჩქარებელი ანალი მშობლისთვის ნამდვილი სტრესია. მისი ცხოვრების პირველ კვირებში დედას და ხშირად მამასაც მშფოთვარე განწყობა ეუფლებათ, რაც ძირითადად ასე გამოიხატება “ვერაფერს ვასწრებ”. ეს ნებისმიერი ახალგამომცხვარი მშობლის სახლში დატრიალებული ორომტრიალი არაა, ეს ნამდვილი დოღია.

ურეთრალი ბავშვი ისე სწრაფად ჭამს, იფსამს და სადღაც მიძვრება, რომ ყველაფერს შლის რაც გაზაზე ეღობება და აუჩქარებელი ანალის ვექტორიანი მშობლები ძლივს ასწრებენ მის მიხედვას. მათ სულ ტყულად გონიათ, რომ ბავშვი წამოიზრდება და ყველაფერი თავისით მოწესრიგდება. გარწმუნებთ ეს უფრო გაძლიერდება.

აი ის ძირითადი პრეტენზიები რომელსაც ანალის ვექტორიანი მშობლები ურეთრალ ბავშვებს უყენებენ:

ის “ელექტორცოცხია” ყველაფერს იცილებს თავის გზაზე (მძიმე ავეჯი მართალია რჩება, ეს უფრო კუნთური ბავშვების საქმეა).

ის იმაზე გაცილებით სწრაფად ურევს ვიდრე დედა დალაგებას ასწრებს.

ისე სწრაფად ჭამს თითქოს საერთოდ არ ღეჭავს.

ერთი წუთიც კი ვერ ისვენებს.

გამუდმებით იცვლის ჩვევებს, მეგობრებს, გატაცებებს, იდეალებს, რწმენას…

არც ერთი ავტორიტეტის აზრს არ ითვალისწინებს და ყველაფერზე არას ამბობს.

ის ის … უბრალოდ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს.

 

რა გინდა რომ ქნა ამ დროს?

მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილების გავლენით ანალის ვექტორიანი მშობლები ცდილობენ პირმშო მათთვის ჩვეულ რიტმს მოარგონ; “არ შეიძლება იცხოვრო სტრუქტურის და გეგმის გარეშე”. და ანალური ვექტორის მეთოდურობის წყალობით ასეთი მშობლები წარმატებებსაც აღწევენ. ურეთრალი ბავშვი კი თავისი ბელადური თვისებების მიუხედავად ძალიან არამყარია და ამ ვექტორის გატეხვა და დათრგუნვა არც ისე ძნელია.

მაგრამ ყველაფერი არც ისე საშინლადაა. თუ სიტუაცის მეორე მხრიდან შევხედავთ დავინახავთ, რომ ურეთრალ ბავშვს შეუძლია მშობლები რეალობასთან ურთიერთქმედების ახალ დონეზე გადაიყვანოს. მათ კი თავის მხრივ შეუძლიათ ის ფასდაუდებელი უნარები გამოუმუშავონ რაც ასე სჭირდება ბავშვს.

 

რა უშლით ხელს მშობლებს სიტუაციას სხვანაირად შეხედონ?

 

  1. საკუთარ თავში ურეთრალური ვექტორის მიღებლობა. იმ შემთხევევაში როცა დედას და მამას ეს ვექტორი არ აქვთ, მაშინ ბავშვში მისი ნებისმიერი გამოვლინება სასტიკად გააღიზიანებთ.
  2. ურეთრალური ვექტორის პარტნიორში მიუღებლობა.  ყველაზე ხშირად ამას გასაგები მიზეზების გამო ურეთრალ ქმართან დაცილებული ანალის ვექტორიანი დედები განიცდიან და აი გამოცანაც. მათი ურეთრალი შვილები ზუსტად მამასავით იქცევიან, მაშინაც კი თუ სულ არ იცნობენ მას. რაც უფრო ცდილობს დედა დაივიწყოს ყველაფერი, რაც ქმრის დესტრუქციულ ქცევას ახსენებს, უფრო მკვეთრად ვლინდება მსგავსი თვისებები ბავშვში.
  3. საკუთარი ვერ მიღებული ანალური ვექტორი. როცა ადამიანს გამოკვეთილი ანალური ვექტორი აქვს, მაგრამ მისი მიღება ნაკლებია, მაშინ მისი ყველა პრეტენზია ურეთრალებთან გადაჭარბებული და არაადექვატურია. ყველაზე მეტი რაღა თქმა უნდა ურეთრალ შვილებს ხვდებათ…

ახლა გაგიჩნდებათ კითხვა თუ ამ ორ ვექტორს ერთდროულად საკუთარ თავშიც, პარტნიორშიც და ბავშვშის ერთნაირად მივიღებთ, პრობლემა აღმოიფხვრება? რა თმა უნდა არა, მაგრამ ცვლილებას მაშინვე იგრძნობთ. ეს იქნება სწორედ ის უზარმაზარი ცვლილება რომელსაც ასე ელოდით და არ იცოდით როგორ მიგეღწიათ. დარჩენილი ნიუანსები კი უკვე პრაქტიკის საქმეა.

 

რა ვქნათ თუ მიღების საკითხი უკვე გადაწყვეტილია?

საჭიროა სიტუაციასთან მიდგომა შევცვალოთ. სტანდარტული ანალური მიდგომა ასეთია – ურეთრალის ქცევა არაპროდუქტიულია (არასწორია). საჭიროა მისი ქცევის ანალებისთვის დამახასიათებელი ქცევით შეცვლა.

გთავაზობთ ახალ მიდგომას – ურეთრალისთვის ასეთი ქცევა ორგანული და ჯანსაღია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს რაღაცას ანალური ვექტორიდანაც დავუმატებთ (რომელიც ასევე აუცილებლად ექნება) მაშინ ბავშვი უფრო მდგრადი, წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

იმის მაგივრად, რომ ბავშვს რაღაც წავართვათ, ან შევუცვალოთ, გთავაზობთ რაღაც დავუმატოთ. მაშინ კი წინააღმდეგობის მაგივრად პოზიტიურ გამოძახილს მიიღებთ.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: https://www.psy8.ru/articles/krasnyi-rebenok-u-korichnevykh-roditelei