ანალური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

თუ ამ ანალურ და ვიზუალურ ფსიქოტიპებს დავაკვირდებით, ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ. რაღაც აზრით მათი თვისებები თითქმის ერთნაირია (უბრალოდ აბსტრაქციის სხვადასხვა დონეზე). არცერთი მათგანი ჯგუფის მოძრაობაში აქტიურად არაა ჩართული. რატომ? ანალის ვექტორიანს იმიტომ, რომ ის არ მონაწილეობს საერთო მოძრაობაში, მას არ აქვს მოძრაობის თვისება, როგორც ასეთი, მისი თვისება უმოძრაობაა, ან უფრო ზუსტად მოძრაობა უკან, წარსულისაკენ. ასევეა ვიზუალი ზედა ვექტორებიდან. იმიტომ რომ ის ამოდის უკვე არსებულიდან, მას არ სურს რანჟირება, არ სურს გაერთიანება, მისი მახასიათებლებია ანტისექსი, ანტიმკვლელობა, ანტიგაერთიანება. ამიტომ მას არ სურს მოძრაობა მდგომარეობის ღერძზე. ჯგუფის მეტაფიზიკურ მოძრაობაზე პასუხისმგებელია სმენის ვექტორი, ისევე როგორც ქვემოთ, მომავალზე პასუხისმგებელია ურეთრალური ვექტორი. ვიზუალიც და ანალიც ფლობენ მაქსიმალურ შესაძლებლობას ინფორმაციის ასათვისებლად. რაც გამოხატულია მათ ფუნქციებშიც, ანალის ვექტორიანი ასწავლის (ხდება მასწავლებელი), ვიზუალი კი აღზრდის (ხდება აღმზრდელი). ეს პრინციპში ერთი და იგივეა, უბრალოდ პირველი ცხოველური ბუნებაა, მეორე – ადამიანური. ანალსაც და ვიზუალსაც, აქვთ განსაკუთრებული ხედვა ჯგუფის სხვა ელემენტებისა: დეტალებად დაშლა, დეტალიზება, ნაწილების უნივერსალურობის აღქმა. ორივეს გონება მუშაობს ასე: ან ხარ ჩემნაირი და მაშინ ჩემიანი ხარ, ან არ ხარ ჩემნაირი და მაშინ უცხო ხარ. ეს ანალურ ვექტორში გამოხატულია მეგობრობით, ეს არის ურთიერთობა პრინციპით: ჩვენ ხარისხობრივად ერთნაირები ვართ. და არის მეგობრობა რომელიც ვიზუალურ ვექტორში არსებობს, პრინციპით: ჩვენ ერთნაირად ვბრწყნავთ. თვით ამ ვექტორების მუშაობის აზრი, შეიცავს ელემენტს, რომელიც მათ ანიჭებს გარკვეულ თვისებებს, ანალურ ვექტორს – ხარისხს, ვიზუალურ ვექტორს – მორალს. ამ თვისებებიდან გამოდის მათი ურთიერთობები. ურთიერთობებს ორივე ერთგულებაზე აყრდნობს, ანალი – მზრუნველია, ვიზუალი კი მოსიყვარულე.

თუმცა ამ მსგავსებათა მიღმა მათ შორის არის ფუნდამენტური განსხვავებებიც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანალური ვექტორი ცხოველური ბუნებაა, ვიზუალური კი ადამიანური. ანალური ვექტორი თავის ქცევებს წარსულზე აფუძნებს, ვიზუალი კი მოცემულ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასეულობათა დაცვაში ორივე მათგანი საკმაოდ ხისტია, ქცევის და გამოხატულებების მექანიზმი რადიკალურად განსხვავებული აქვთ. ვიზუალი შინაგანად საკმაოდ მყარი და მტკიცეა და როდესაც საქმე ფასეულობათა დაცვას ეხება, კიდევ უფრო მყარდება, მაგრამ ძირითადად ურთიერთობებში ის მოქნილი და რბლია, ამ მხრივ უფრო კანის ვექტორს წააგავს, თუმცა მთლად კანივით გაქნილი და მოსარგებლეც არაა. ანალის ვექტორიანი ფასეულობათა დაცვისას ასევე კლდესავით უტეხი და მტკიცეა, მაგრამ ვიზუალისაგან განსხვავებით ის ასეთივეა ურთიერთობებშიც, მყარი, პირდაპირი, ხისტი. ორივე ეს ფსიქოტიპი ურთიერთობის ფსიქოტიპებია, მაგრამ თუ ანალური ფსიქოტიპისთვს პრიორიტეტული ოჯახური და მეგობრული ურთიერთობებია, ვიზუალისთვის პირველადი ჯგუფში რეალიზება, თავის წარმოჩენა და სახალხოდ გაბრწყინებაა.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი: ანალური ვექტორი უფრო მამაკაცური არქეტიპის მატარებელი ვექტორია (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვექტორის მატარებელი მდედრები არ არსებობენ, უბრალოდ ამ ფსიქოტიპში უფრო მეტად მამაკაცური არქეტიპია წარმოჩენილი), ვიზუალი კი მდედრობითის. საქმე იმაშია, რომ პირველყოფილ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს მოუწიათ ბრძოლა არსებობისათვის და როდესაც საქმე ეხებოდა გადარჩენას, საკვების მოპოვებას, ლანდშაფტის გაფართოებას და ა.შ. ეს ფუნქციები მამრებმა შეითავსეს. წარმმართველი გახდა ე.წ. ,,ჯუნგლის კანონი“, სადაც ძლიერი გადარჩებოდა სუსტის ხარჯზე. ანალურმა ზომამ, რომელიც ხარისხობრივად აზროვნებს, ამას საკუთარი აღქმის კრიტერიუმები მიუყენა, რომლის მიხედვითაც კაცი, რომელიც ომობდა, ნადირობდა და ა.შ. დომინანტად აღიქვა. მოგვიანებით, როცა მოხდა ანალურ ფასეულობათა გაბატონება, ანალური აღქმის ,,წყალობით“ მოხდა ქალის როლის დაკნინება და დაზიანებულმა ანალურმა ზომამ ქალი მეორეხარისხოვან არსებად მონათლა. ეს კი ანალის ვექტორიან მდედრებზე სხვებზე მეტად აისახა და ანალურ ვექტორიანი მდედრების ძირითად სარეალიზაციო სფეროდ ოჯახი იქცა (ეს ასე გრძელდებოდა კანურ ეპოქამდე, თუმცა ანალური მენტალიტეტის მქონე ქვეყნებში, ეს დღემდე ასეა). სრულიად საპირისპიროდ იყო საქმე ვიზუალურ ვექტორში. ამ ვექტორის მატარებელი მამრები არ იყვნენ ბრძოლისუნარიანები (გარდა ურეთრალ-ვიზუალი მამრისა, რომელიც ძირითადად ურეთრალურად რეალიზდებოდა), არ შეეძლოთ ებრძოლათ გადარჩენისათვის, ხშირად მათ უბრალოდ ხოცავდნენ, მსხვერპლად წირავდნენ, ან თავადვე ხდებოდნენ მტაცებლების მსხვერპლი (განსაკუთრებით კან-ვიზუალი ბიჭები). ამ ყველაფრის შედეგად კუნთურ ფაზაში ვიზუალურ ვექტორში პრაქტიკულად ვერ გამომუშავდა ვიზუალი მამრის არქეტიპი. მისგან განსხვავებით ვიზუალი მდედრები სრულფასოვნად რეალიზდებოდნენ ჯგუფში, ანალ-ვიზუალები შინ, ხოლო კან-ვიზუალები და ურეთრალ-ვიზუალები გარეთ, ჯოპის მამრებთან ერთად იბრძოდნენ, ნადირობდნენ და ა.შ. მხოლოდ მოგვიანებით, ანალური ფაზის დადგომასთან ერთად მოახერხეს გადარჩენა ვიზუალმა მამრებმა. ჯერ ანალ-ვიზუალებმა შეიძინეს ფუნქცია, დახვეწეს ანალური ხელმარჯვეობა და აქციეს ის ხელოვნებად, ხოლო ანალური ფაზის ბოლოს და კანურის დასაწყისში გადარჩენა შეძლეს კან-ვიზუალმა ბიჭებმაც.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე