ანალური და ურეთრალური ვექტორების კომბინაცია

არის თუ არა ადამიანში შინაგანი დაჭიმულობა მაშინ, როდესაც მას ერთდროულად აქვს ანალური და ურეთრალური ვექტორები?

ჯერ შევხედოთ რას ნიშნავს შინაგანი დაჭიმულობა. ეს არის ორი ვექტორის ურთიერთსაპირისპირო სურვილების არსებობა ერთად. როდესაც არსებობს საპირისპიროობა ფუნქციებში, ეს ავტომატურად გულისხმობს ამ დაჭიმულობის არსებობას. ერთი მეოთხედის ვექტორები ერთი მხრივ არიან ურთიერთშემავსებლები, მაგრამ თუ სურვილის ბუნებიდან გამომდინარე შევხედავთ მაშინ ამ ორ ვექტორს შორის რა თქმა უნდა არსებობს წინააღმდეგობრიობა. რადგან ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანში ფუნქციურად დევს წარსულისკენ ყურებაც და მომავლისკენ გაძღოლის სურვილიც. ანალური ვექტორი ამ ადამიანს მთელი ძალით ექაჩება უკან, ურეთრალური კი ასევე მთელი ძალით წინ ითრევს, რაც ქმნის შინაგან კონტრარულობას. თუმცა არის ერთი შტრიხი: ურეთრალური ვექტორი დომინანტია და მისი სურვილები დომინირებს ყველა სხვა ვექტორის სურვილზე (გარდა სმენისა). ამიტომ როდესაც ერთ ადამიანს აქვს ანალურიც და ურეთრალური ვექტორებიც, უმეტესად ეს ადამიანი თავს ავლენს როგორც ურეთრალი, ხოლო ანალური ვექტორის სურვილები ვლინდება მხოლოდ როგორც შემავსებელი ფაქტორი. მაგალითად ეს იქნება ურეთრა, რომელიც უკანმოუხედავად კი არ მიდის წინ, არამედ ასევე ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებასაც.