ანალური ვექტორის ,,მოქნილობა”

ანალებს უყვართ ცეკვა, მაგრამ ძალიან მოუქნელები და ტლანქები არიან, ამიტომ როცა ცეკვავენ, მათი ცეკვა დათვის ბაჯბაჯს უფრო წააგავს, ხშირად ადგამენ ფეხს პარტნიორს და ცეკვის დროს ხვნეშიან. თუ მას მოქნილი კანის ვექტორიანი ეცეკვება, მათი ცეკვა ცნობილი მულტფილმის გოგონას და ურჩხულის ცეკვას მოგაგონებთ.

აი თუ ორი ანალი ცეკვავს, უკვე ძალიან სასაცილო სანახავია, ეს ძალიან გავს ორი დათვის ჭიდაობას. ანალის ვექტორიანების აგებულება მაშინვე მიანიშნებს, რომ ისინი მოძრავი ადამიანები არ არიან. ერთვექტორიანი ანალები ძალზე მოუქნელები არიან, იმდენად, რომ ხშირად რაღაცას ეხლებიან და ამტვრევენ, ყველაფერს ოხვრა-ხვნეშით აკეთებენ. შეიძლება ეს ცოტა სასაცილოდ ჩანს, შეიძლება ანალები მოუქნელები არიან და ვერ დარბიან, კანის ვექტორიანებივით, სამაგიეროდ მათ აქვთ საკუთარი უნიკალური თვისებები, რომლებიც მათ გარდა არცერთ ვექტორს არ გააჩნია.