ანალური ვექტორი – აზროვნება

ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნება მუშაობს თანმიმდევრულად. თავიდან ის იღებს, აგროვებს ინფორმაციას ცალკეული დეტალების ფონზე. შემდეგ ახდენს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დაყოფა პატარა კომპონენტებად, და შეითვისებს მოგროვებულ მასალებს ,,საერთოდან ცალკეულამდე” ათვისების პრინციპით.

სხვა მოდელით – კომპონენტების ეს განაწილება ხარისხობრივი დახასიათებით, ნაწილდება და ანალიზდება მისი გონების ,,უჯრებში” (განყოფილებებში).

გარემომცველი სამყარო ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის შედგება დეტალების ნაკრებისგან. იგი ყოველ გამოვლინებას, ცხოვრებისეულ შემთხვევას, დაკვირვების ნებისმიერ ობიექტს ჩასვამს მისთვის განკუთვნილ უჯრედში. გონებაში დეტალების განაწილების თანმიმდებრობა და წესრიგი, დამოკიდებულია ობიექტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ანალის ვექტორიანი ადამიანი გაცნობის დროს ხშირად აღნიშნავს თავის პროფესიას ან მოქმედების სფეროს: ისტორიკოსი; მექანიკოსი; იუველირი; მოკლედ ატყობინებს რომ არის განსაზღვრული ხარისხის ადამიანი (აკეთებს საკუთარი ხარისხისა და გამოცდილების ხაზგასმას).

ობიექტების პირველად განაწილებას გონების ,,უჯრებში” (განყოფილებებში)   ახდენს პრინციპით ,,თავისი – უცხო“: ანალი ახდენს ნებისმიერი რამის ხარისხობრივ შედარებას საკუთარ ხარისხთან. ანალის ვექტორიანი საკუთარ თავსაც აიგივებს მის მიერ დახარისხებულ განყოფილებებიდან ერთ-ერთთან.

გაანალიზებით ის ყოფს მთლიანობას ნაწილებად, ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას და აფორმირებს ცხრილს. მაგალითად: ანალის ვექტორიანს აქვს რაღაც წარმოდგენა ადამიანებზე, რომლებიც პირობითად მისთვის იყოფიან ცუდებად და კარგებად, თვითონ ის კი მიეკუთვნება კარგებს. მის გონებაში არსებულ განყოფილებებში განაწილებულია მისი ყველა ნაცნობი, მათი განაწილება კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი აზრი ჩამოუყალიბდა მათზე მათთან ურთიერთობისას.

პირადი გამოცდილება მათთვის უდავო არგუმენტია. ანალური ზომისთვის სამყაროში დადგენილი და ცხადია. თუ ერთხელ რაიმე გადაწყვიტა, ის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მაგ: თუ ის გადაწყვეტს რომ ყველა მისი მეზობელი მატყუარაა, აზრს არასოდეს შეიცვლის.

,,განყოფილებების” რაოდენობა გონებაში, ასევე ხარისხობრივი შეფასების გრადაცია და სამყაროს აღქმა, პირდაპირ კავშირშია ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნების განვითარების საფეხურთან. სანამ ხდება განვითარების პროცესი – განყოფილებები მის გონებაში დეტალიზდება და წარმოიქმნება ახალი ,,უჯრები” (ანუ ახალი დეტალები) (რაც მეტად ვითარდება მით უფრო მასშტაბურია მისი დახარისხების მექანიზმი). ზრდასრული ანალის ვექტორიანი ხაზს უსვამს იმას რისი ათვისებაც შეძლო: მისი გონებრივი ცხრილი უკვე ფორმირებულია და ყველა მოვლენა დახარისხებულია. აზროვნების განუვითარებლობა ანალის ვექტორიანში გამოიყურება როგორც უხეში დაყოფა ცუდად და კარგად, მხოლოდ შავად და თეთრად (ყოველგვარი გრადაციის გარეშე). ეს წარმოშობს კატეგორიულობას და წინააღმდეგობრიობას. განუვითარებელი ანალები პრინციპულად იცავენ თავის გონებადახშულ თეორიებს: “ყველა დედაკაცი სულელია”; “ყველა დიზაინერი გეია”; “ჩემი ნაცია ყველაზე საუკეთესოა” და ა.შ.

ანალური აზროვნების  უმაღლესი განვითარება – არის სტრუქტურული, დეტალური ცოდნა, პროფესიონალიზმი და ფაქიზი გრადაცია შავსა და თეთრს შორის.