ანალური ვექტორი – გარეგნული იერი

ერთვექტორიანი ანალი ადამიანის ხასიათის და ვიზუალური შტრიხები ადვილი შესამჩნევია: ფართო, გახსნილი სახე, დიდი, ხანდახან ორადგაყოფილი ,,ნებისყოფიანი” ნიკაპი. ხშირად მელოტდებიან. არც ისე მაღალი, ჯმუხი, მკვრივი, საკმაოდ სრული, ძვალმსხვილი. ხშირად აქვთ მოკლე ფეხები (თუ არ ერთვის კანი), რომლებიც ერთი შეხედვით მძლავრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათ ფეხებს არ შეუძლიათ გაუძლონ მძიმე დატვირთვას. ასეთი ფეხების გამო ანალის ვექტორიანი ადამიანების სიარული მოგვაგონებს ,,ბაჯბაჯს” – ისე მძიმედ დადიან თითქოს სხეულის ტარება უჭირთო.

ანალ მამაკაცებს ხშირად უყვართ წვერის მოშვება – ეს არა მხოლოდ მათ მამაკაცურ გამომეტყველებას უსვამს ხაზს, არამედ ასაკსაც მატებს, ეხმარება გამოიყურებობნენ ასაკიანებად, ე.ი. (მათი აზრით) ავტორიტეტულად. ხშირად ანალ მამაკაცებს ასევე უყვართ თავის გადაპარსვა – თუმცა ისინი ბუნებრივადაც სხვებზე ადრე მელოტდებიან. ანალის ვექტორიან გოგონებს უყვართ ტრადიციული, გრძელი ნაწნავების ტარება, ასაკოვან ანალ ქალებს კი – ტრადიციულად, აკურატულად შეკრული ვარცხნილობები, ასევე თავსაფრები.

იცვამენ მორიდებულად მაგრამ აკურატულად. უზომოდ სუფთა ტანსაცმელი, იდეალურად დაუთოებული (სტრესის დროს პირიქით ბინძური დაჭმუჭნული სამოსი აქვთ), შეხამებული სხეულის მოყვანილობასთან. ანალური ვექტორი კლასიკური სტილის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელია. უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური მასალისგან შექმნილ ნივთებს. ანალური ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს დიდ მოცულობას, თავის საცხოვრებელ სივრცეს ისინი ასევე მასიური დეტალებით აფორმებენ, რომლებთანაც მიჯაჭვულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე – ესაა საყვარელი ტყავის სავარძელი, საყვარელი ჩუსტები, საყვარელი საათი მამისგან (სახსოვრად დატოვებული), საყვარელი მანქანა (მაგ: ჯიპი) რაც შეიძლება დიდი ზომის, და საყვარელი კვადრატული ყავისფერი პორტფელი.

ანალის ეროგენული ზონაა მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხორხიდან ანუსამდე. ზონა დაფარულია სხეულში, ასევე ანალის ვექტორიანი ადამიანი ესწრაფვის დაფაროს ამ ზონის მგრძნობელობა. ანალისვექტორიანი ადამიანი კარგ მდგომარეობაში არასოდეს ამახვილებს ყურადღებას საჭმლის მონელების პროცესზე და არასოდეს ხუმრობს ამ თემაზე (თუ ორალი არ ერთვის). მაგრამ იდეალური მდგომარეობები ფსიქიკისთვის პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ სტრესისას ანალის ვექტორიანი ადამიანები ხშირად იყენებენ ბინძურ, წელსქვემოთ იუმორს.

ანალურ ვექტორს აქვს ბევრნაირი სცენარი, რომლებიც კავშირშია ბუნებრივი დავალებიდან გადახრასთან. ნებისმიერი ჭიდილი ,,დარტყმა გარემოსგან” ძლიერ აისახება მის გარეგნულ იერზე. ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება ვნახოთ ანალები: არააკურატულები, ზედმეტად გასუქებულები, ისეთებიც თავის გარეგნობას მუსკულებით რომ უსვამენ ხაზს, ასევე მორცხვები, დათრგუნულები, ან შეუმჩნევლად წყნარები. გარეგნული იერი – ესაა პროექცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა. ყველა გადახრა რომელიც ანალის ვექტორიან ადამიანს აქვს შიგნით, ზუსტად აისახება მის გარეგნულ იერსახეზე.