ანალური ვექტორი – კაცობრიობის ,,ოქროს ხელები”

თანამედროვე ეპოქაში ცხოვრება ანალის ვექტორიანებისთვის ცოტათი ძნელია. ყველაფერი რასაც დღეს თქვენ მუზეუმებში ხედავთ, სურათები, ქანდაკებები, კულტურის ძეგლები, ანტიკვარული ნივთები, თუ ამ ნივთებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ დამზადებას ჭირდებოდა უზარმაზარი ძალა, მონდომება და მოთმინება. მთელი ეს შედევრები შექმნილია ანალური ვექტორის მიერ (რა თქმა უნდა ერთვექტორიანი ანალი ამ ყველაფერს ვერ შექმნიდა, ამის შემოქმედს უნდა ჰქონოდა კიდევ სმენა, ან ვიზუალი, ან ორივე მათგანი,მაგრამ ანალური ვექტორის ნებისყოფის გარეშე ამ ყველაფრის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია). კან-ანალ-ორალები, ხშირად აგროვებენ ასეთი ნივთების კოლექციას, მაგრამ აგროვებენ არა მხოლოდ კოლექციისთვის, არამედ ფინანსური ღირებულებისთვის, ასევე იმისთვის, რომ საკუთარი კოლექციით ერთმანეთში იტრაბახონ. შექმნით კი ამ შედევრებს ქმნიდნენ ანალის ვექტორიანები, რომლებიც მოგვიანებით მსოფლიომ გაიცნო, ანალის ვექტორიანებს აქვთ ხელნაკეთი ნივთების შექმნის საკუთარი მეთოდები, ფერების შერევისა და საღებავების მომზადების,  ლითონის, ქვის, თუ ხის მასალის დამუშავების მეთოდები. მხოლოდ ანალის ვექტორიანის ოქროს ხელებს შეუძლია ასეთი სამუშაოს შესრულება, ანალის ვექტორიანებს ყოველთვის ბოლომდე მიყავთ საქმე, განვითარებული ანალის ვექტორიანები სრულყოფილად ასრულებენ სამუშაოს. განვითარებულ ანალის ვექტორიანს რომ დაავალოთ ჩაარჭოს ფიცრებში ათასი ლურსმანი, ის ამას ისე გააკეთებს, რომ ერთი ლურსმანიც კი არ იქნება გაღუნული, ან ცერად ჩარტყმული, გაღუნული ლურსმნით რომ ჩაებარებინა, ეს სამუშაოს არაპროფესიონალური შესრულება იქნებოდა, ერთი გაღუნული ლურსმანი, შავი ლაქა იქნებოდა იდეალურად შესრულებულ სამუშაოში, ეს არ იქნებოდა სუფთა ნამუშევარი, განვითარებული ანალის ფსიქიკისთვის ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.