ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო (1)

როგორც იცით ანალური ვექტორი ქვედა ვექტორია. რას ნიშნავს ქვედა ვექტორი? ქვედა ვექტორი ნიშნავს ცხოველურ ბუნებას ადამიანში. ქვედა ვექტორი ნიშნავს ლიბიდოს. თუ ანალური ვექტორის ფსიქიკური სხეულის მოცულობას შევხედავთ ენერგიის მეოთხედიდან, ის ყველაზე დიდი ლიბიდოა. როგორც იცით, ყველაზე პატარა ლიბიდო კანის ვექტორიანებს აქვთ, ურეთრალებს საშუალო, მაგრამ ცეცხლოვანი, ანალებს კი ყველაზე დიდი, კუნთის ვექტორს ახლა არ ვეხებით, რადგან მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. რას ნიშნავს ენერგიის მეოთხედი? შეგახსენებთ, რომ საკაცობრიო დონეზე ესაა მთელი ორი ვექტორი, ყნოსვის ვექტორი – რომელიც პასუხისმგებელია მმართველობაზე და რანჟირებაზე (ეს ორი რამ პრინციპში არსობრივად ერთი და იგივეა), და ორალური ვექტორი – რომელიც პასუხისმგებელია გაერთიანებაზე, ნაწილებისაგან შეადგინოს გარკვეული ჯგუფი, ისე რომ შეიქმნას უფრო მაღალი წესრიგის ერთობა, რასთნაც არ უნდა იყოს ის შეფარდებული. პირობითად: რომ წარმიდგინოთ დანა, ის ერთი ცალკეული ნივთია, მაგრამ თუ მასთან ერთად განვათავსებთ, ჩანგალს, კოვზს, თეფშს, უკვე მივიღებთ სამზარეულოს კომპლექტს, რომელიც ხარისხობრივად ახალი რამაა, რაღაც აზრით ეს ნივთები ერთიანდებიან ჯგუფად, რომელიც უკვე ხარისხობრივად უფრო მაღალ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მხოლოდ ერთი დანით, ან მხოლოდ ჩანგლით, სუფრას ვერ გაშლი, მაგრამ სამზარეულოს მთელი ნაკრებით ეს უკვე შესაძლებელია. პრინციპში ზუსტად ასეა ადამიანებშიც, რადგან ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი ადამიანია და მეტი არაფერი, მაგრამ ქალის და კაცის წყვილში ურთიერთობა უკვე ოჯახია. ოჯახი კი ხარისხობრივად ახალ წესრიგს ნიშნავს, ამ ურთიერთობით შეიძლება შეიქმნას ახალი სხეული, დაიბადოს ბავშვი. ამიტომ ლიბიდო, არის ის მოვლენა რაზე გავლითაც ინდივიდი, როგორც ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, მიმართავს და ალაგებს თავის ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. ეს შეიძლება დავყოთ ორ მიმართულებად: 1. ესაა რანჟირება და ურთიერთობა თავისივე სქესის ადამიანებთან (აქ არანაირ სექსუალურ გადახრას არ ვგულისხმობთ), აქ იგულისხმება ჩვეულებრივი ყოფითი ურთიერთობები, თანამშრომლებთან, მეგობრებთან, რომელიც ასევე ლიბიდოდან გამომდინარეობს. ასევე პიროვნული რანგის დაკავება და ჯგუფში რანჟირება. ეს არის ის რაზეც ჯგუფურ დონეზე პასუხისმგებელია ყნოსვის ვექტორი. 2.ესაა ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის ინდივიდებთან, პრინციპში მათთან წყვილში ურთიერთობისას პიროვნება კი არ კონკურირებს, არამედ ერთიანდება და იწყებს ხანგრძლივ ოჯახურ ურთიერთობას. ყველაფერი ეს ხდება ასევე ლიბიდოდან გამომდინადე.