ანალური ვექტორი ურთიერთობებში

ანალის ვექტორიანებს დიდი სექსუალური ლიბიდო აქვთ, ნამდვილი ხარები არიან, მათ სექსი შეუძლიათ ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე. ანალებს, კანის ვექტორიანებივით პირველ შემხვედრთან მხოლოდ სიახლის ფაქტორის გამო არც შეუძლიათ და არც სურთ სექსი, ისინი ჯერ კაგად გაიცნობენ, შემდეგ ქორწინდებიან, აი მერე კი რამდენიმე წლის ნაგროვებ სექსუალურ ენერგიას ერთიანად აფრქვევენ და რამდენიმე დღე პარტნიორს საწოლიდან არ უშვებენ. ანალის ვექტორიან ადამიანებს ფსიქიკური სხეულის დიდი მოცულობა აქვთ, ენერგიის მეოთხედში კი ეს დიდი ლიბიდოა, მათ შეუძლიათ დღეში რამდენჯერმე, მაგრამ ფანტაზიით დიდად არ გამოირჩევიან, ძირითადად სექსი კლასიკურ პოზაში აქვთ, სექსუალური სურვილი დიდი აქვთ, მაგრამ ტექნიკაში მოიკოჭლებენ. ზოგიერთ ცუდ მდგომარეობაში სექსისას ავლენენ მსუბუქ სადისტურ ტენდენციებს, უყვართ პარტნიორისთვის ხელის ძლიერად მოჭერა, უკანალზე წამორტყმა, პარტნიორისთვის სექსის დროს ცუდი სიტყვების თქმა, მკერდზე ან უკანალზე ძლიერად ჩმეტა, მოკლედ გარკვეული უხეშობები. განსაკუთრებულად ცუდ შემთხვევებში ეს სადიზმი უკიდურესი ხასიათისაა, ამ დროს პარტნიორზე პირდაპირ ძალადობენ, ურტყამენ სახეზე და კისერში მუშტებს, თმით ითრევენ, ამ ყველაფრის საფუძველს მომდევნო ლექციებში დაწვრილებით ავხსნით.

თუ ანალის ვექტორიანს ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ ის ნამდვილი ერთგული, მონოგამი მეუღლე და კარგი მეოჯახეა, რომელიც თავისი მეუღლის გარდა არავის ამჩნევს.

ანალები არ არიან კანის ვექტორიანებივით ნაზები და ალერსიანები, სამაგიეროდ მზრუნველები არიან, ვინაიდან პარტნიორს მთელი სიცოცხლის მასთან გასატარებლად ირჩევენ, ამიტომ კიდეც იცავენ მას. თუ ანალის ვექტორიანი მამრს არ აქვს გადახრები, ის უბრალოდ საუკეთესო ქმარია.