ანალური ფსიქოტიპის მოძრაობა

თუ საკაცობრიო ჯოგის ჩვენს მოდელს შევხედავთ, ანალური ზომა დგას სხვების უკან, უკან არა იმ აზრით, რომ ისინი უკან მიყვებიან მიმავალ ჯოგს, არა, ისინი როგორღაც საერთოდ გამოყოფილნი არიან ჯოგისგან. ანალური ვექტორი მშვიდობის მდგომარეობაა, ეს ის ხალხია რომლებიც პრინციპში არ მონაწილეობენ ტერიტორიის გასაფართოებლად მიმდინარე ომებში, ურეტრალი და კანები ტოვებედნენ საკუთარ გამოქვაბულს იმისთვის რომ ეკონკურირათ სხვა ტომებთან, მიდიოდნენ ტერიტორიების გასაფართოებლად, ანალის ვექტორიანები კი (თუ ეს შესაძლებელი იყო) რჩებოდნენ შინ გამოქვაბულის დასაცავად. იმიტომ კი არა რომ ეშინოდათ, ან თავს არიდებდნენ, უბრალოდ აუცილებელი იყო ვიღაც დარჩენილიყო შინ და დაეცვა ქალები და ბავშვები, სხვა შემთხვევაში ეს ქალები და ბავშვები დაუცველები დარჩებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გარედან საფრთხე არ იარსებებდა, ანალების გარეშე ჯოგის საცხოვრებელი ადგილი მოუწყობელი დარჩებოდა. ბრძოლიდან, ან ნადირობიდან დაბრუნებულ მეომრებს შინ უნდა დახვედროდათ ცეცხლი და მყუდროება, სწორედ ეს იყო ანალების პირველადი ფუნქცია, ყველანაირი შეგროვილი რესურსის, თუ გამოცდილების შენახვა და დაცვა. ყველაზე მეტად კი ანალის ვექტორიანები ზრუნავდნენ ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე.

სწორედ ასეთი ფუნქციის გამო ანალები არ საჭიროებდნენ ბევრ მოძრაობას, რაც აისახებოდა მათ სუსტ ფეხებზე, ეს კი დღემდე ასეა, ანალებს უყვართ შინ ჯდომა და მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა. ერთადერთი სადაც ანალები სიამოვნებით დადიან, არის თევზაობა, დაჯდებიან წყლის ნაპირზე, დაიკავებენ ხელში ანკესს, დაიჭერენ თევზს და ბრუნდებიან შინ. თევზაობა ანალის ვექტორიანების დიდ ნაწილს უყვარს. ანალის ვექტორიანები ბუნებრივად ნაკლებ მოძრავები არიან, მათ არ შეეძლოთ გამოდევნებოდნენ გაქცეულ ირემს, თევზაობას კი ბევრი სირბილი არ ჭირდება.

ისე არ იფიქროთ, თითქოს ანალები სახლიდან არასოდეს გადიან, უბრალოდ ისინი მოძრაობენ მხოლოდ თავისთვის ნაცნობ ტერიტორიაზე, იმ ადგილებში რომელიც მათი ჯოგის მიერ უკვე ათვისებულია. როდესაც ჯოგი გადადის ახალ ადგილზე საჭირო ხდება ანალური გამოცდილება, ანალები სიამოვნებით უზიარებენ ჯოგს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ტრადიციებს. ანალური ცოდნის დახმარებით ჯოგი ახერხებს მოაწყოს ახალი საცხოვრებელი სივრცე ისე კომფორტულად როგორც ,,ძველ კარგ დროში“ ქონდათ მოწყობილი. როდესაც ერთვექტორიანი ანალები ახალ ბინაში გადადიან, ხშირად ყიდულობენ ზუსტად ისეთ ავეჯს, ან იმის მსგავსს როგორიც ძველ ბინაში ქონდათ. როდესაც ყველაფერს ისე ალაგებენ როგორც ძველ სახლში ქონდათ, უჩნდებათ მყუდროების განცდა.

ანალის ვექტორიანები ვერ იტანენ დაუცველ ზურგს, როდესაც სამსახურში არიან, ცდილობენ დაჯდნენ კედელთან ახლოს, ზურგით კედლისკენ, გახსნილი სივრცე არ უყვართ, ოთახის შუაში თუ დასვამთ აუცილებლად დისკომფორტი ექნებათ. კანურ კომპანიებში სადაც ბევრი მაგიდა დგას ცენტრში, კედლისგან დაშორებით, თუ ანალს მოუწევს ცენტრში დაჯდომა, იტყვის ასე მუშაობა არ შემიძლია, ხალხს ზურგს ხომ არ შევაქცევო, თუ რამენაირად მიეცა საშუალება, აუცილებლად გადაჯდება სადმე კედელთად. როდესაც ზურგი გამაგრებული აქვთ და უკან კედელი ეგულებათ, თავს დაცულად გრძნობენ, მათი ეროგენული ზონა დაცულია, ეს ანალის ვექტორიანებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ანალები ვერ იტანენ გამცემლობას, წარმოიდგინეთ მას აქვს თავისიანის იმედი, ზურგი დაცული ეგულება, ამ დროს კი ვიღაც ნაძირალა ზურგიდან ურტყამს. ანალისთვის ყველაზე ცუდია როდესაც ზის შუა ოთახში და მის უკან ღია კარია, ეს უსაშინლესი განცდაა.