ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

                                                      (წარსულის ადამიანი)

ადამიანი რომელსაც უყვარს ტუალეტში ფიქრი

ეროგენული ზონის არაცნობიერი ინიციაცია გადადის ჩვევებში, ჩვევები აყალიბებენ ხასიათს, ერთხელ უკვე ავღნიშნეთ, რომ სწორედ ამ პროცესში იდება ხიდი ინდივიდის სომატიკასა და პიროვნების ფსიქიკას შორის. ფორმირდება არაცნობიერი დევიზი: ”შეინახე, შეინარჩუნე, გაუკეთე სისტემატიზაცია, შეაგროვე” – აღნიშნული კატეგორიები ხდება მოცემული ტიპაჟის ხასიათის ტენდენციები და ყალიბდება:

  1. აკურატულობა – ფიზიკური სისუფთავე და აკურატულობა ვალდებულებების შესრულების დროს (წესიერება და სინდისიერება)
  2. მოფრთხილება – ძალიან ახლოს მდგომი სიძუნწესთან, მაგრამ არასოდეს გადადის სიძუნწეში.
  3. სიჯიუტე – აღნიშნულ ინიციაციებზე კულტურული აკრძალვების ზემოქმედების  შემთხვევაში,  ამ აკრძალვების წინააღმდეგ პროტესტის სახით, ანალურ ფსიქოტიპს შეიძლება ჩამოუყალიბდეს სიჯიუტე, სიხისტე, შურისმაძიებლობა და ფარული სადიზმი.
  4. შემგროვებლობა – ანალების უმრავლესობა რა სახის კოლექციებს აღარ აგროვებს : კაკტუსების, მარკების, პეპლების, ძველი ავტომობილების და ა.შ. ყველაფერი სისტემატიზირებულია, მოწესრიგებულია, ერთ-ერთი ანალი (სმენით) აგროვებდა სხვადასხვა ქიმიურ ელემენტებს და მოწესრიგებულად ათავსებდა კვადრატებში, რა გამოვიდა აქედან ყველამ იცის, ან შეიძლება არც იცის… მენდელეევის ცხრილი.

მას შემდეგ, რაც შევთანხმდით ანალური ეროგენული ზონის და ზემოთჩამოთვლილი თვისებების კავშირზე, შევჩერდეთ და დეტალურად განვიხილოთ ისინი:

აკურატულობა

ანალური ფსიქოტიპის აკურატულობა ხანდახან ხელოვნურს ჰგავს

ანალური ფსიქოტიპის სახლში (სხვა ტიპაჟების აზრით) არაბუნებრივი სისუფთავეა, თეთრეული გატკიცინებულია და ზედმიწევნით აკურატულადაა დაწყობილი, მტვრის გასაწმენდი ტილო მუდმივად ხელთან ახლოსაა, ნებისმიერი ნივთი უკიდურესად მოწესრიგებულია და ზედ წარწერები აქვს გაკეთებული, ყველაფერი თავის ადგილზეა და იდეალურად დალაგებული, ანალური ფსიქოტიპი არასოდეს დახვდება სტუმრებს სახლის გენერალური დალაგების გარეშე, აუცილებლად გაასწორებს გადაწეულ ფარდას, სადმე უადგილოდ გამოჩრილ ქაღალდსაც თავის ადგილს მიუჩენს. ტანსაცმელსაც აკურატულად ატარებს, ციხის კამერასაც ალაგებს და ადამიანებიც თავისუფლად  შეიძლება გაამგზავროს ჩამოსახრჩობად. ანუ აკურატულობაში იგულისხმება არამხოლოდ ფიზიკური სისუფთავე, როგორც ჯანმრთელობის გარანტია, არამედ ნებისმიერი საქმის შესრულების დროს სინდისიერება და წესიერებაც.

ანალურ ფსიქოტიპს უყვარს საკუთარი სახლი, ადგილი სადაც შეუძლია მოაწესრიგოს და დაასუფთავოს ყველაფერი, მისთვის სახლის დალაგება სულაც არაა მოსაწყენი საქმიანობა, პირიქით, ეს მისი სულიერი მოთხოვნილებაცაა და ერთგვარი ფსიქოთერაპიაც. დალაგება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. განსაკუთრებით ეს გრძნობა მძაფრდება დალაგების ბოლო მომენტში – ის ბედნიერია, როცა ტკბება მის მიერ დალაგებული სახლით. სისუფთავე, აკურატულობა, წესრიგის სიყვარული, როგორც რეაქცია მისი სხეულისთვის არადამახასიათებელი სიბინძურისაკენ მიდრეკილებაზე, ფაქტიურად ყველაფერში ვლინდება. საპონზე ხომ საერთოდ გიჟდება – აი ბედნიერი ანალური ფსიქოტიპი, ლამაზად შეფუთული საპნით ხელში ბრუნდება სახლში, აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ის შეიძლება აგროვებდეს როგორც საპნების, ასევე საპნის შესაფუთი მასალის კოლექციასაც. ხელებს ხშირად იბანს და სიამოვნებით იფშვნეტს კიდეც, დღესასწაულზე არ დაგავიწყდეთ აჩუქოთ პარფიუმერია. ანალური ფსიქოტიპი თვითონაც აკურატულია და არც სხვებს პატიობს სიბინძურეს. არასოდეს გააღიზიანოთ ანალი ხელმძღვანელი თქვენი დასვრილი ფეხსაცმლით, მან ამის გამო შეიძლება დაუფიქრებლად გაგათავისუფლოთ სამსახურიდან. აგარაკზეც ყველაფერი მოწესრიგებულია – ლარივით სწორი კვლები, არცერთი სარეველა ბალახი, მთელი აგარაკი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია ყველასთვის. მის გარშემო ნაგვის გროვას ვერსად შენიშნავთ, იდეალური წესრიგი კი მისი მუდმივი თანმდევია.

ანალური ფსიქოტიპის ქალი არანორმალურად აკურატულია, ოთახი ისეა მოწესრიგებული წუნს ვერავინ დაუდებს, სამზარეულო გაწკრიალებულია, ვერც კი წარმოიდგენთ რა გულმოდგინებით ასუფთავებს და ახარისხებს  ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს… ჭურჭლის ერთხელ დარეცხვას  არასოდეს შეეგუება, სუფრა საოცრად აკურატულადაა გაწყობილი, სუნელები ქილებშია დახარისხებული და თითოეულ მათგანს თავისი წარწერა აქვს, გიჟდება დაუთოვებაზე, ადგომისთანავე აუთოვებს თეთრეულს. ეს სისუფთავე ურთიერთობაშიც გადადის, ურთიერთობაში ანალური ფსიქოტიპი სასტიკად ვერ იტანს ტყუილს და თავადაც პათოლოგიურად წესიერია.

მოფრთხილება

ანალურ ფსიქოტიპს რაიმეს მოფრთხილება ყოველთვის სიძუნწის ზღვარზე აქვს, მაგრამ ეს სიძუნწე ნამდვილად არ არის. ანალი ძალიან აკურატულია ფულთან და ნივთებთან ურთოერთობისას. ეს არც სიძუნწეა და არც სიხარბე, უბრალოდ მას სჩვევია ამ საკითხებში ყოველი ნაბიჯზე  კარგად დაფიქრება.

სიჯიუტე

ანალური ფსიქოტიპი ტყუილად არასოდეს არაფერს დაგპირდებათ, მაგრამ თუ რამე დაგპირდათ, სიცოცხლის ფასადაც კი შეასრულებს, ხანდახან ასეთი ხისტი მიდგომა პარანოიაშიც კი გადასდის (პარანოია-ფსიქოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ახასიათებს ერთ რაიმე იდეაზე ზედმეტად კონცენტრირება).

შემგროვებლობა

ანალური ფსიქოტიპი ყველაფერს გააზრებულად უდგება, ნებისმიერი რამის შეგროვებაც სისტემაში ყავს მოყვანილი, აგროვებს ყველაფერს, მათ შორის სამეცნიერო ფაქტების კოლექციასაც, რომელსაც დიდი მოთმინებით ახარისხებს. შეიძლება ეს მის სამეცნიერო წვლილადაც გადაიქცეს. ამ ეტაპზე კაცობრიობის მიერ წარსულში უკვე გადამუშავებული ინფორმაციის ხელახალი გადააზრება ხდება. სწორედ ანალის ვექტორიანები ქმნიან სქელტანიან სამეცნიერო წიგნებს, სადაც კეთილსინდისიერად აღწერილია ყველაფერი, რაც წარსულში იყო, მაგრამ რაიმე ახალს იქ ვერ იპოვნით, ისე კი მეცნიერების ისტორიაც ძალიან საჭირო რამეა.

სადიზმი

ანალური ეროტიკა-პირველად ფროიდმა ახსენა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ანალებისთვის თუმცა დღესაც კი ამაზე ჩურჩულით ლაპარაკობენ (ის. ფროიდის სტატია: ,,ხასიათი და ანალური ეროტიკა“). მოთხოვნილებაზე კულტურული აკრძალვა (მთელი კულტურა ხომ აკრძალვებზეა დამყარებული) ანალებში იწვევს საზოგადოების მიმართ გაღიზიანების დაგროვებას და წარმოიშვება მთელ ამ უბედურებისთვის პასუხისგებინების ფარული სურვილი. თუ გავითვალისწინებთ ანალების საქმის ბოლომდე მიყვანის საკმაოდ კარგ უნარს, საზოგადოება საშინელი აგრესიის და სისასტიკის, ძალადობის და ღია სადიზმის  აფეთქებისთვის უნდა იყოს მზად, სწორედ ამ ანალური ეროტიკულობის არარეალიზებულობის გამო. ისე  ანალის სხვა კომპლექსებიც ნამდვილად არაა ბედის საჩუქარი.

გარეგნობა

ალბათ ზემოთნათქვამიდან გამომდინარე არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ანალური ფსიქოტიპის ჩაცმულობა საოცარი აკურატულობით გამოირჩევა, მას ”ფეშენობის” ან  ორიგინალურობის პრეტენზია არ აქვს, არც მოდური ტანსაცმლის ჩაცმაზე გიჟდება, მათ უფრო მკაცრი კლასიკური სტილის კოსტიუმი, ან ჩითის უბრალო კაბა იზიდავთ. კოსტიუმი ბოლო ღილამდე შეკრულია და შეიძლება ითქვას კისერში წაჭერილიც, ჰალსტუხსაც დიდი აკურატული კვანძი აქვს. სამკაულები დიდად არ უყვართ, განსაკუთრებით ვერ იტანენ იაფფასიან სამკაულებს (ჯობია ერთი ოქროს სამაჯური ატარო, ისიც მაშინ, თუ თეატრში ან სტუმრად მიდიხართ) მხოლოდ ახალგაზრდულმა ასაკმა შეიძლება შეიტანოს ჩაცმულობაში მცირე კორექტივები, მაგრამ აკურატულობა ყოველთვის დაცული იქნება. საშინლად ვერ იტანს ამოჩაჩულ ტანსაცმელს ვერც თავის თავზე და ვერც სხვაზე. ავადმყოფურად გაპრიალებული ფეხსაცმელებიც ძალიან მოსწონთ. ანალური ფსიქოტიპი არასოდეს გავა სახლიდან ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, სხვისი ბინძური ფეხსაცმელებიც ძალიან აღიზიანებთ, ვარცხნილობა ყოველთვის აკურატულია (ქალებს თმები როგორც წესი ახვეული აქვთ), თუ მამაკაცები ატარებენ წვერს, ისიც იმიტომ რომ დაზოგონ დრო სახის ყოველდღიურ ზედმიწევნით გაპარსვაზე, თითქოსდა თანდაყოლილი შენელებულობის გამო ვერ ასწრებენ გაპარსვას. თუმცა დაკვირვებული  ფსიქოლოგი ანალების მიერ წვერის ტარებაში ეროტიკულ მარცვალს იპოვნიდა, როგორც ჰომოსექსუალურ გამოძახილს-თავის მამაკაცურ კუთვნილებაზე ხაზგასმის სახით. თუ ანალი იპარსავს, აუცილებლად  ნელა და მონდომებით აკეთებს ამას.

უყვართ მშვიდად ჯდომა. უმოძრაობა ხშირად იწვევს წონის მატებას, თუმცა პათოლოგიების გარეშე. ანალური ფსიქოტიპის ფიგურა ხშირად სტატიკურია, ჩაფსკვნილი. უპირატესობას ანიჭებენ ყავისფერს (ან სხვა მუქ ფერებს), გეომეტრიული ფიგურაა კვადრატი.

როლი და ადგილი ჯოგში

ანალური ფსიქოტიპი ყოველთვის ჯოგის ცენტრშია, მათი როლია ნანადირევის თანაბარი განაწილება ჯოგის წევრებს შორის, მათი მოწოდება  ცეცლხის და კერის გაფრთხილებაა. მათი არქეტიპული ფუნქციაც ესაა – კერის მოფრთხილება

ანალური ფსიქოტიპის ლოზუნგები

  • მოთმინება და შრომა ყველაფერს სჯობს
  • შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო
  • ყველას დაავიწყდება, რომ ნელა გავაკეთე, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება რომ კარგად გავაკეთე
  • სულ მთლად დავპატარავდები, რომ არავინ შემნიშნოს

ცხოვრებისეული  წესები

  • სტაბილურობა
  • საიმედოობა
  • ინსტრუქციებით და რჩევებით უზრუნველყოფა
  • ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

 

 

საყვარელი ჟესტიკულაცია

 

ანალის საყვარელი ჟესტია ხელისგულების დასრესა (როგორც დაბანის დროს). ამ ჟესტის წარომავლობაზე ადრე გვქონდა საუბარი.

 

ანალური ფსიქოტიპთან ურთიერთობისას გახსოვდეთ!

 

მას ახასიათებს ნელი მოძრაობა და ამიტომ შეიძლება დააგვიანოს სადმე. იმისათვის რომ არ დააგვიანოს, დათქმულ დროზე გაცილებით ადრე უნდა მოემზადოს და ისე  გამოვიდეს სახლიდან. ნებისმიერი საქმე ბოლომდე დაასრულებინეთ, აცალეთ საუბრის დამთავრება. დაე დასვას წერტილი საქმეში თუ საუბარში.

  • არავითარ შემთხვევაში არ ააჩქაროთ
  • მასთან ურთიერთობის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ყველაფრისთვის.
  • არავითარ შემთხვევაში არ გააწყვეტინოთ არცერთი საქმიანობა, მათ შორის საწოლშიც, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე.
  • ხელი არ მოკიდოთ მის ნივთებს და მითუმეტეს არ გადაადგილოთ ისინი (თუ რამე ნივთი მაინც აიღეთ, აუცილებლად აკურატულად და სუფთა სახით უნდა დააბრუნოთ და დადოთ ზუსტად იმ ადგილზე, საიდანაც აიღეთ)
  • ეცადეთ არ გააღიზიანოთ ჭუჭყიანი ფეხსაცმლით ან უსიამოვნო იერით
  • ნუ აურდაურევთ გარშემო ნურაფერს
  • საქმის დაწყების დროს მას ცოტა დახმარება სჭირდება, უბიძგეთ გადაწყვეტილების მიღებისკენ
  • ნუ იძუნწებთ რჩევის მიცემას და ამით ნუ ცდილობთ უბიძგოთ მას გადაწყვეტილების მიღებისკენ. ის ელის თქვენს რჩევებს და გულის სიღრმეში მადლობელიც დაგრჩებათ რჩევისთვის

სანალურ ფსიქოტიპთან საუბრისას სასურველია გამოიყენოთ ფრაზები;

  • როგორც ამბობდით..
  • რაც რა თქმა უნდა თქვენ უკვე იცით…
  • თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე…
  • ისევე, როგორც ადრე იქცეოდით..
  • რა თქმა უნდა შეამჩნევდით, რომ სიბრაზე ძალიან ვნებს თქვენს ჯანმრთელობას..
  • ადრე ამ საკითხზე შეხებისას, სწორედ აღნიშნეთ, რომ ..
  • ეს თქვენი აზრია, მე მხოლოდ მინდოდა დამეზუსტებინა..
  • ანალებთან ურთიერთობისას ჯადოსნური სიტყვაა ”რეკომენდირებულია”, ანალი არ ჩაგეკითხებათ ვის მიერაა რეკომენდირებული ან როდის, რახან რეკომენდირებულია ესე იგი დროში გამოცდილია და იმწამსვე თავდაჯერებულად შეუდგება საქმეს.
  • თუ თქვენთან საუბრისას რამე ვერ გაიგო, გული რომ არ ატკინოთ, უნდა უთხრათ: ”ეტყობა ცუდად ავხსენი, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ ვცადო..”

სახის კორექცია უნდა იყოს არა მყისიერი, იმისათვის, რომ დაარწმუნოთ პიროვნება, მას უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ ეს აზრი მას მუდამ ჰქონდა, რომ ეს აზრი თავად მის თავში დაიბადა, ფსიქოლოგმა კი მხოლოდ გამოავლინა ეს აზრი და ეთანხმება მას. რჩევის ფორმა საკმაოდ კორექტული უნდა იყოს და აპელირება აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინდივიდის ისტორიულ გამოცდილებაზე.

ანალური ფსიქოტიპისთვის საუკეთესო საჩუქარია რაღაც სიურპრიზი, მოულოდნელი და აუცილებლად დიდ კოლოფში, თუ მას ფულს ჩუქნით, აუცილებლად რამეში შეფუთეთ, ასეთი საჩუქარი შეიძლება დაგეხმაროთ შეკრულობასთან, ჩაკეტილობასთან ბრძოლაში.

აქვე გაფრთხილებთ, რომ ქრთამი არ მიიღება!

საუბრის მთავარ თემას ფრთხილად, ზიგზაგისებურად მიუახლოვდით. კარგი იქნება თუ ამ დროს ანალ ქმარს/ცოლს ზურგიდან მოეხვევით.

ის ყველაფერს აწესრიგებს და ნებისმიერი, ვინც გაბედავს მის მოწესრიგებულ გარემოში შეჭრას, მტრად აღიქმება, ამიტომ აუცილებელია ანალ ბავშვს გამოუყოთ თავისი კუთხე, სადაც მხოლოდ მისი ნებართვით შეგეძლებათ შესვლა, თანაც კარებზე დაკაკუნებაც მოგიწევთ. ჯობია ესაუბროთ მის ზურგს უკან მდგარმა. ანალთან მიახლოვებაც ზურგიდან ჯობია.

თუ ანალს უმიზეზოდ შეაქებთ, ეს მას დააფრთხობს, არავითარ შემთხვევაში არ შეაქოთ დაუმსახურებლად.

სწავლა

ანალური ფსიქოტიპის ბავშვები სწავლისას დიდად  ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ ციდან, სამაგიეროდ ათვისებული მასალა სამუდამოდ რჩება მათ გონებაში, ხანდახან ერთი მეთოდის სწავლისას, მხოლოდ მას იყენებს ყველაფერში, მაშინაც კი თუ ეს მეთოდი არ იმუშავებს. ანალს სხარტი აზროვნება არ აქვს და საერთოდაც მისი ინტელექტი გარკვეულწილად შეზღუდულია და მიმართულია პრაქტიკული გამოყენებისკენ. შენელებული ცხოვრების წესის მქონე ბავშვებს შენელებული აზროვნება უვითარდებათ. ასეთ ბავშვს მოფიქრებისთვის, აზროვნებისთვის სჭირდება დაჯდომა, ცოტა სკამზეც გაკატავება – ორგანიზმი დადებით ემოციებს ითხოვს, მაგრამ რასაც ერთხელ აითვისებს, ის მის გონებაში მთელი ცხოვრება დარჩება. ცხოვრების სცენარის ფორმულირებისას არ უთხრათ, რომ ის წავა სკოლაში და აკადემიკოსი გამოვა. ამის გამო ბავშვმა შეიძლება მიზნის მიღწევის საბოლოო ეტაპით ტკბობით განცდილი სიხარული დაკარგოს, უნდა უთხრათ ”აი წახვალ სკოლაში და დაამთავრებ პირველ კლასს”.  ანალი ბავშვიც დიდი სიხარულით დახურავს პირველ კლასს და ფსიქოლოგიურ წერტილსაც დასვამს, შეიძლება სიხარულისაგან გაშეშდეს კიდეც. და მეორე კლასში წავა და ა. შ. თუ ესევე ”აკადემიკოსად” გაამწესებთ, ბავშვს შეიძლება ნერვული სპაზმიც კი დაემართოს შიშისგან.

 

ტუალეტში ფიქრის მოყვარული.

ანალურობა გემრანული მენტალიტეტის ნიშანთვისებაა. საშუალოსტატისტიკური გერმანელის პიროვნულ სტრუქტურაში ადვილად შევნიშნავთ პედანტიზმს, დაფარულ სადიზმს, რომელიც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ვლინდება. ნაციონალირი ხასიათის გამოვლინებებმა ხანდახან შეიძლება საოცარი კურაჟით იჩინოს თავი – ”გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წიგნებს ტუალეტის ქაღალდებზე ბეჭდავენ – ბერლინი, ინტერფაქსგერმანია.   წიგნებს, რომლებიც ტუალეტის ქაღალდებზეა დაბეჭდილი, უახლოეს პერიოდში იხილავთ. ამ საოცარი იდეის ავტორის აზრით, ტუალეტი წიგნის საკითხავად იდეალური ადგილია”

 

ტენდენციები

  1. ანალი. აკურატულობა – ურ. დაუდევრობა
  2. ან. მოფრთხილება – კან. გათვლა
  3. ან. პრინციპულობა -კუნტ. ინერტულობა
  4. ან. სტაბილურობა- ორ. არასტაბილურობა (ხან თავისი სიტყვის ერთგულია, ხან არა)
  5. ან. მიჯაჭვულობა – ყნ. გარიყულობა
  6. ან. ანალიზი- სმ. ინტუიცია
  7. ან. ჩახურულობა- ვიზ. გახსნილობა
  8. ფლეგმომანია

 

დამახასიათებელია

 

ჩაფიქრებულობა, კაცთმოყვარეობა, მიზანდასახულობა, სანდოობა, ინტრავერტულობა, პასიურობა, აკურატულობა, რიგიდულობა, ჩაკეტილობა, ემოციური სტაბილურობა, შემსრულებლობა, სიჯიუტე, პრინციპულობა, შენელებულობა, გამფრთხილებლობა, საქმის ბოლომდე მიყვანა (პერფექციონიზმი), წესიერება, სხვებისადმი უნდობლობა, მერყეობა, სიმკაცრე და სისასტიკე.

 

 

წყარო: http://www.viktor-sistema.com/shop/index.php?ukey=auxpage_analny_vektor

 

მთარგმნელი: Lizi Khutsishvili