აუტიზმი (მეექვსე ნაწილი).

ოჯახისა და გარემოცვის როლი აუტისტი ბავშვების აღზრდაში.

 

მთარგმნელის შენიშვნა:
სტატიაში განხილულია მხოლოდ სმენის ვექტორის დაზიანებით გამოწვეული აუტიზმი.

 

თანამედროვე სამყაროში ყოველწლიურად იზრდება აუტიზმის სინდრომით დიაგნოსტირებულ ადამიანთა რიცხვი. თუ ოცდაათი წლის წინ ფიქსირდებოდა ერთეული შემთხვევები, დღეს საშუალო სკოლის თითოეულ კლასზე დაახლოებით ერთი აუტისტი ბავშვი მოდის. ასეთი მაჩვენებელი საზოგადოების წინაშე აყენებს აუტისტი ბავშვების სწავლების, აღზრდისა და სოციუმში ადაპტირების საკითხებს.

მაგრამ… როგორ მივუდგეთ ამ საკითხს? აუტისტების პრობლემა ხომ სწორედ ისაა, რომ ისინი საკუთარ სამყაროში არიან ჩაღრმავებულნი და გარესამყაროს აღქმის უნარი სერიოზულად აქვთ დარღვეული? როგორ დავამყაროთ კავშირი ადამიანთან, რომელსაც არ სურს კომუნიკაცია და, უმეტეს შემთხვევებში, გაურბის მას?

ოჯახი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი

  სვფ-ს მიდგომებით აუტისტი ბავშვები არიან სმენის ვექტორის მქონენი. ბუნებისგან მინიჭებული აქვთ ძალიან მგრძნობიარე სმენა, მათი ყურები აღიქვამენ უმცირეს ხმაურს და ტონის ცვლილებას საუბარში – ყოველგვარ ნაგულისხმევს. ყვირილი, ნეგატიური და დამამცირებელი ფიქრები სტკენენ და აზიანებენ მათ. ასეთი მოცემულობის ბავშვი, ფსიქიკური ტრამვის მიღებისას (მაგალითად ძალიან ხმამაღალი ხმების, ან ოჯახში სკანდალების გამო), შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ თავში და განუვითარდეს აუტიზმი.

აუტისტი პატარას თავისი სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში გამოყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ოჯახით იწყება. სწორედ ოჯახია ის უახლოესი გარემო, რომელსაც შეუძლია, შექმნას ოპტიმალური პირობების ბავშვის დასახმარებლად.

ჩვენ – ცხოვრების შეგნებული და ემოციური(მგრძნობელობითი) ფორმები

2008 წლიდან მოყოლებული, პროექტ „განსაკუთრებულ ბავშვში“, მის ხელმძღვანელ ელენა პერელიგინასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა აუტისტი ბავშვების ოჯახს. თავად პროექტის ორგანიზატორები და ასევე აუტისტი ბავშვების მშობლები, საკუთარი გამოცდილებიდან ხვდებოდნენ, რომ თუ ბავშვი ვერ მოახერხებს ადაპტაციას საკუთარ ოჯახში, არ დაამყარებს კონტაქტს საკუთარ მშობლებთან – სხვა ყოველგვარი სოციალიზაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

პროქტში ბავშვებს იღებდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლები გაივლიდნენ სპეციალური სემინარების კურსს. ამ სემინარებზე მშობლები იღებდნენ არამარტო თეორიულ რჩევებს აუტიზმისა და მისი კორექციის შესახებ, არამედ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ე.წ. „ცოცხალი სცენების“ გათამაშებას.

სვფ ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ ჩვენ ყველანი მგრძნობიარე და გონიერი არსებები ვართ. აუტისტ ბავშვებზე დაკვირვებისას აშკარა ხდება, რომ ამ პატარებს დარღვეული აქვთ ემოციონალური კავშირი სხვა ადამიანებთან, პირველ რიგში კი დედასთან და მამასთან. ასევე, მათ უმეტესობას მოშლილი აქვს შეცნობითი კავშირებიც, ანუ მათ არ აქვთ უნარი, გაიაზრონ გარე სამყაროდან ვერბალური ფორმით მიღებული ინფორმაცია.

თუმცა, პროექტში მონაწილე მშობლების უმრავლესობა რთულად იგებდა და ითავისებდა შვილის ასეთ თავისებურებებს. ხშირად ეს იწვევდა სასოწარკვეთასა და უძლურებას, ხანდახან სულაც ბრაზსა და გაღიზიანებას საკუთარი ბავშვის მიმართ. „ცოცხალი სცენების“ დადგმის პროცეში, სემინარებზე მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეყენებინათ თავი თავიანთი შვილების ადგილას.

ემოციონალური (მგრძნობელობითი) თანაგრძნობის გამოცდილება

პროექტ „განსაკუთრებული ბავშვის“ მონაწილეთა მშობლების ჯგუფიდან „ცოცხალი სცენების“ დასადგმელად ირჩეოდა ორი, რომელთაგან ერთი ბავშვის, ხოლო მეორე მშობლის როლს ირგებდა. ჯგუფის დანარჩენი წევრები წარმოადგენდნენ სოციუმს, ე. წ. გარე სამყაროს. “დედა-შვილი“ დროებით გაჰყავდათ ოთახიდან. „ბავშვს“ უხვევდნენ თვალებს და ოდნავ უკრავდნენ ფეხებს (იმდენად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება ვერ შესძლებოდათ). „დედას“ კი ეუბნებოდნენ, რომ შვილი უნდა წაეყვანა და ოთახის ბოლოში, ფანჯარასთან მდგომ სკამზე დაესვა. ამისათვის გამოყოფილი იყო გარკვეული დრო. ასევე, „დედას“ აკრძალული ჰქონდა „ბავშვთან“ ვერბალური კომუნიკაცია (როგორც აუტისტი ბავშვების მოსმენილი ინფორმაციის გააზრების უუნარობის  იმიტაცია), თუმცა, შეეძლო წაემღერა რაიმე მელოდია გამოკვეთილი სიტყვების გარეშე.

პარალელურად, ოთახში დარჩენილელბი გადააადგილებდნენ ავეჯს, ქმნიდნენ ხელოვნურ წინაღობებს და „იარაღდებოდნენ“ ყველანაირი ხმის გამომცემი სათამაშოთი – ჩხრიალებით, ჟღარუნებით, სასტვენებით და . შ.). სანამ „დედა“ ცდილობდა ბავშვთან ერთად ოთახის გავლას, ისინი ქმნიდნენ ქაოტურად ხმაურიან გარემოს. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ჯგუფურად აანალიზებდნენ მომხდარს.

ექსპერიმენტის შედეგების სვფ-თან გაერთიანებით დაასკვნეს, რომ ყველაზე მძიმე სიტუაციას წარმოადგენდა შემთხვევა, როცა „დედა“ იყო კანის ვექტორიანი სტრესის მდგომარეობაში. ასეთი „დედა“ პირდაპირი მნიშვნელობით მიათრევდა „ბავშვს“ მთელ ოთახში, თან უყვიროდა და აჩქარებდა, რომ დროში ჩატეულიყო. ხანდახან, მას არაადეკვატური რეაქციები ჰქონდა „სოციუმის“ მიმართაც, რადგან ის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა.

მეორე მხრივ, როდესაც დედის როლს თამაშობდა ანალ-ვიზუალი ქალი მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში, იქმნებოდა სრულიად განსხვავებული სურათი. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ, თითქოს მისთვის არ არსებობდა დრო. ის მშვიდად უმღეროდა ბავშვს რაღაც გაურკვეველს და ფრთხილად ატარებდა ყველა წინააღმდეგობასთან. სწორედ ამ სიმშვიდის დამსახურებით ასეთი წყვილი ყოველთვის ეტეოდა გამოყოფილ დროში.

განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებდნენ ისინიც, ვინც თამაშობდა ბავშვის როლს. როგორც წესი, ცდილობდნენ ბავშვის ადგილას დაეყენებინათ ის მშობლები, რომლებსაც ყველაზე მწვავედ ედგათ ოჯახში აუტისტი ბავშვის მიღებისა და გაგების პრობლემა. მათი უმეტესობა ამბობდა, რომ „დედა“ იყო ერთადერთი დასაყრდენი, შუქურა, რომელიც ეხმარებოდა გარესამყაროში ორიენტირებაში. ხოლო, თუ დედის როლში აღმოჩნდებოდა სტრესის მქონე კანის ვექტორიანი ქალი, „ბავშვი“ განიცდიდა საშინელ ტკივილსა და დანაშაულის გრძნობას დედის წინაშე.

ამგვარად, მშობლებს (განსაკუთრებით „ბავშვის“ როლის შემსრულებლებს) ეძლეოდათ საშუალება, ემოციურად და თავის თავზე გამოეცადათ, როგორ უმწეობას, დაუცველობასა და უუნარობას გრნობდნენ მათი შვილები. ბევრისათვის ეს იყო გამოცდილება, რომელიც ძირეულად ცვლიდა მათ დამოკიდებულებას ბავშვისადმი.

შეგნებული გააზრების მცდელობები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აუტისტი ბავშვებისათვის ისიცაა, რომ არ შეუძლიათ მოსმენილის გააზრება.  და საქმე მხოლოდ იმაში არაა, შეძლებს თუ არა ბავშვი ლაპარაკს (ასეთებს შეუძლიათ ბარათების დამახსოვრება, ჟესტები ენის ათვისება და ა. შ.). მთავარი ამოცანაა – პასიური ლექსიკონის შექმნა, რათა შეძლონ სხვების საუბრის გააზრება.

პროექტის ფარგლებში დადგინდა, რომ აუტისტი ბავშვები პირველად აღიქვამენ მათთვის ყველაზე მკვეთრ სტიმულებზე გარემოდან. სვფ-თან კომბინაციაში ადვილი მისახვედრია, რომ ვიზუალური ვექტორის მქონე ბავშვებისათვის ასეთი სტიმულები მკვეთრი ფერებია, კანის ვექტორიანისათვის შეხებით გამოწვეული შეგრძნებები და ა. შ.

ამასთან დაკავშირებით მშობლებს სემინარებზე ეძლეოდათ შემდეგი სახის დავალება: ფლიფჩარტზე დახატული იყო ლიმონი. „დედას“ ევალებოდა ესწავლებინა „შვილისათვის“ სიტყვა ლიმონი სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად – ბავშვი და მშობელი არიან სამზარეულოში, დგას ახალგამზადებული წვნიანის სუნი, მრგვალ სტაფილოსფერ ლამბაქზე დევს ლიმონი – მსუბუქი ციტრუსის არომატიანი. მამა სასტუმრო ოთახშია, უყურებს ტელევიზორს და ხმამაღლა ყვირის „გოლი!“, ამასობაში ბავშვს ჯდომისაგან დაუბუჟდა ფეხი და თან შალის პიჟამოსგან კანი ექავება.

თავიდან მსჯელობდნენ ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე. ლოგიკურია, რომ ჯანმრთელი ადამიანის ტვინი თიშავს გვერდით გამღიზიანებლებს და გამოყოფს შესასწავლი საგნის ძირითად მახასიათებლებს – ყვითელი, ოვალური, ციტრუსის სუნით. თუმცა, აუტისტი ბავშვებისათვის სიტუაცია შეიძლება სრულიად სხვანაირად წარიმართოს.

კანის ვექტორიანი აუტისტისათვის ყველაზე ძლიერი გამღიზიანებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს შალის შემაწუხებელი პიჟამო ან დაბუჟებული ფეხი. ვიზუალისთვის – სტაფილოსფერი ლამბაქი. ანდა სულაც წვნიანის სუნი უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ლიმნის ციტრუსოვანი არომატი. ხმოვან გამღიზიანებლის (მამის ყვირილი) აღნიშვნა არც ღირს, რადგან ყველა აუტისტს პირველადი ტრავმა სწორედ დომინანტ სმენის ვექტორში აქვს მიღებული.

თუ ჩამოვაშორებთ ყველაზე ძლიერ გამაღიზიანებლებს, დაგვრჩება გამოსახულება, რომელსაც ლიმოთან საერთო არაფერი აქვს. ამ სავარჯიშოს დახმარებით მშობლები აანალიზებდნენ მთავარს – იმისათვის, რომ ვასწავლოთ აუტისტ პატარას მოსმენილის გააზრება, ერთი და იგივე საგანი უნდა დავანახოთ გაცილებით მეტ სხვადასხვა მდგომარეობაში, ვიდრე ჯანმრთელს სჭირდება – მაღაზიაში თაროზეც, მაცივარშიც, სამზარეულოს მაგიდაზეც. ზოგი მშობლისთვის ეს იყო გამოცდილება, რომელიც ეხმარებოდა მათ, მოთმინებით გაეგრძელებინათ სწავლება მიუხედავად ერთი შეხედვით უშედეგო მცდელობებისა პირველ რამდენიმე ჯერზე.

ეს ეხება არამხოლოდ მოსმენილის გააზრებას, არამედ სხვა უნარებსაც. როგორც წესი, აუტისტ ბავშვებს სჭირდებათ გაცილებით მეტი პრაქტიკა, სანამ დადგება შედეგი. მაგალითად,  შეიძლება ძალიან სწრაფად ისწავლონ ანბანი, მაგრამ დიდხანს ვერ მოახერხონ ორი ასოს შეერთება – მაგალითად, ორი წელი, შემდეგ კი ბავშვმა მოულოდნელად შეადგინოს ნებისმიერი ასოთშეთანხმება, თანაც უშეცდომოდ.

იმედით მომავლისაკენ

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ოჯახები, რომლებშიც აუტისტ ბავშვებთან მიდგომისას ცდილობდნენ, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დაენახათ, ყველაზე კარგ შედეგებს იღებდნენ აღზრდის, სწავლების, განვითარებისა და სოციუმში ადაპტაციის პროცესში. სვფ იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, უშეცდომოდ განვსაზღვროთ ბავშვების თანდაყოლილი ფსიქიკის თავისებურებები და მშობლები ბრმად კი აღარ აწყდებიან წინააღმდეგობებს, არამედ ზუსტად იციან, რა და როგორ სჭირდება მათ შვილს, უქმნიან შესაბამის გარემოს და აძლევენ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინოს შესაძლებლობები.

 

წყარო:   https://www.yburlan.ru/biblioteka/rol-semi-i-okruzhenija-v-vospitanii-autichnyh-detej

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი