აუტიზმი (მეორე ნაწილი)

მოტორული სტერეოტიპიები და ბავშვის გაძლიერებული ტაქტილური (შეხებითი) მგრძნობელობა: მიზეზები და რეკომენდაციები მშობლებს.

მთარგმნელის შენიშვნა: სტატიაში განხილულია მხოლოდ სმენის ვექტორის დაზიანებით გამოწვეული აუტიზმი.

 

ბავშვს აუტიზმის დიაგნოზით უვლინდება სხვადასხვა დარღვევების მთელი პალიტრა. ამასთან, ხშირად გაურკვეველი ხდება მათი წარმომავლობა და მიზეზები. სვფ-ს გადმოსახედიდან არაა რთული დავინახოთ, რომ ეს დარღვევები გამოწვეულია ტრამვირებული სმენითი ვექტორის მქონე ბავშვებში. რატომ ხდება ასე?

 

მიზეზი და შედეგები

 

  პირველად ტრამვას აუტისტი ბავშვი დომინანტი სმენითი ვექტორის დაზიანებისას იღებს. მაღალ ხმებს, ხმაურიან მუსიკასა და მშობლების ჩხუბსაც კი შეიძლება ჰქონდეს ასეთი გავლენა, რის შემდეგაც ბავშვი იკეტება გარესამყაროსგან და წყვეტს ინფორმაციის მიღებას.

სამწუხაროდ, ტრაგედია ამით არ სრულდება. თანამედროვე სამყაროში თითქმის არ არსებობენ ერთვექტორიანი ადამიანები. ხოლო დარღვევები დომინანტ ვექტორში, თავის მხრივ, იწვევს გადახრების მთელ კასკადს სხვა ვექტორებშიც, რომელიც დაბადებიდან დაყვა პატარას. შედეგად ვიღებთ მრავალი პათოლოგიისა და დარღვევის არეულ სურათს. ამგვარად, სმენის ვექტორის მდგომარეობაზეა დამოკიდებული მთლიანად ყველა ვექტორისა და ბავშვის განვითარება.

სტატიაში გავარჩევთ კანის ვექტორიანი ბავშვის დარღვევების განვითარების მექანიზმს აუტიზმის დიაგნოზისას სვფ-ს მიდგომებით – როგორ გამოიხატება და რა სიმპოტმები ახასიათებს მას. სისტემური მიდგომით მიზეზების გააზრებისა და სვფ-ს რეკომენდაციებზე დაყრდნობით მშობლები შეძლებენ შეუქმნან თავიანთ აუტისტ პატარას მაქსიმალურად კომფორტული პირობები განვითარებისათვის.

 

კანის ვექტორიანი ჯანმრთელი ბავშვის განვითარების თვისებურებები

 

  კანის ვექტორი, ჯანმრთელ ბავშვს პირდება გასაკვირ მოქნილობას, მოძრავ ბუნებასა
და სხეულის კარგ ფლობას. პატარას დაბადებიდანვე აქვს ძალიან მგრძნობიარე კანი, რომელიც უმსუბუქეს შეხებაზეც კი რეაგირებს. ფიზიკური დასჯა კანის ვექტორიან ბავშვს აუტანელ ტანჯვას აყენებს და ამიტომ, მისი ცემა კატეგორიულად აკრძალულია.

კანის ვექტორიან პატარებს შენებისა და კონსტრუირებისაკენ მიდრეკილი გონება აქვთ. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ისინი უკვე აწყობენ, აშენებენ რაღაცას, იქნება ეს პირველი კოშკი კუბებისაგან თუ კოსმოსური ხომალდი მთელი იმ ავეჯის გამოყენებით, რასაც სახლში წააწყდნენ. მათ აქვთ რაციონალური აზროვნება და დაბადებით დაყოლილი „მოგებისა“ და „სარგებლობის“ შეგრძნება. თვლასა და რიცხვებზე ოპერაციებს სხვა ბავშვებზე ადრე სწავლობენ. მომავალში ეს მათ დაეხმარება გახდნენ კარგი ინჟინრები, კომერსანტები და იურისტები.

რა ხდება მაშინ, როდესაც კანის ვექტორი ვითარდება სმენის ვექტორის ტრამვის – აუტიზმის ფონზე?

 

კან-სმენა აუტისტი ბავშვის დამახინჯებული განვითარების სურათი

 

თუ განვიხილავთ პირველად აუტიზმს (როდესაც ბავშვმა სმენის ვექტორის ტრამვა მიიღო ჯერ კიდევ დაბადებამდე), მაშინ ჯერ კიდევ ჩვილობისასაა შესამჩნევი აუტიზმის ნიშნები (ბავშვი არ რეაგირებს სახელზე, არაა საკმარისი მხედველობითი კონტაქტი). პარალელურად გამოვლინდება უკვე კანის ვექტორის არასწორი განვითარების მანიშნებელი სიმპტომები.

რადგანაც კანი ამ ბავშვების ეროგენული ზონაა, ისინი ყვირილით აპროტესტებენ ისეთ ჩვეულებრივ პროცედურებსაც კი, როგორიცაა ჩაცმა, დაბანა, თმის დავარცხნა, ფრჩხილების დაჭრა. მოფერება და მსუბუქი მასაჟიც ასევე დიდი დისკომფორტის წყაროა. ასეთი ბავშვების დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძუძუთი კვებისას პატარები არ ჩერდებოდნენ მათ ხელებში, თითქოს გაურბოდნენ შეხებას. მათი დამშვიდება და გამოკვება მხოლოდ მაშინ ხერხდებოდა, თუკი ლოგინზე მოიწვენდნენ და არ შეეხებოდნენ.

თუ კან-სმენა ბავშვს აუტიზმი დაბადების შემდეგ უფორმირდნება, მაშინ სიმპტომები უფრო გვიან ავლენს თავს. ისინიც იწყებენ დაბანისა და ჩაცმის პროცედურების გაპროტესტებას. ასევე ხშირად უნდებათ, გაიხადონ ყველაფერი და იყვნენ შიშვლები მიუხედავად ტემპერატურისა.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათთვის ნებისმიერი ფორმით შეხება აუტანელია. ეს დასტურდება მშობლების დაკვირვებითაც – ბავშვები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩახუტებას, მოფერებას, კოცნას. რამდენიმე წამზე მეტად არ ჩერდებიან მშობლის ხელებში.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ ბავშვებს განსაკუთრებით სიამოვნებთ, ისეთი თამაშები უფროსებთან, როდესაც ეს უკანასკნელნი პატარას ჰაერში ისვრიან, ატრიალებენ, აბზრიალებენ. თუმცაღა, ამას არ ახლავს ემოციური დამუხტვა უფროსის ღიმილით – არაა ემოციური კონტაქტი. სავარაუდოდ, ბავშვებს სიამოვნებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეგრძნებები.

ფაქტიურად, აუტისტი პატარა ასე იღებს  სხეულის მოტორული ავტოსტიმულაციის (საყრდენ-მამძრავებელი სისტემის თვითსტიმულირების) პირველ გამოცდილებას. თუმცა, ხანდახან  აუტისტი ბავშვები კანის ვექტორით უფროსების გარეშეც ახერხებენ მსგავსი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მაგალითად, პატარები თავს ურტყამენ საბავშვო ეტლს, ან ზურგით ეჯახებიან სხვადასხვა ზედაპირს.

ადრეული ასაკიდანვე იწყებენ განსაკურებული სიამოვნების მიღებას ქანაობით: მათ საათობით შეუძლიათ წინ და უკან იქანაონ მანეჟში ჯდომისას (ეს შეიძლება ავხსნათ იმით, რომ კანის ვექტორია პასუხისმგებელი რიტმზე, მოძრაობასა და ტაქტზე).

 

პათოლოგიური სიმპტომების პროგრესი ერთი წლის ასაკის შემდეგ

 

ჯანმრთელი კანის ვექტორიანი ბავშვი სიარულის სწავლის მომენტიდან ხდება ძალზე აქტიური და მოძრავი. აუტისტი კანის ვექტორიანი ბავშვის შემთხვევაშიც იგივე ხდება: მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათმა შვილმა არ გაიარა, პირდაპირ გაიქცა. ამასთან ეს, როგორც წესი, ნორმაზე (9-10 თვე) ადრე იწყება. სამწუხაროდ, აუტიზმის შემთხვევაში ამ პროცესებს პათოლოგიური სიმპტომები ახლავს.

კი, ბავშვი აქტიურია, მოძრავი, დარბის. მაგრამ დარბის უმიზნოდ, თითქოს გარემო ექაჩება. მას არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება, მისი მზერა მუდმივად დაცურავს ნივთებსა და ადამიანებზე. ასეთი სიმპტომებს სპეციალისტები უწოდებენ „საველე ქცევას“, თუმცა მხოლოდ სვფ-ს შეუძლია დაგვეხმაროს გავიგოთ, რას უკავშირდება ასეთი საქციელი.

მოტორული სტერეოტიპიების რაოდენობა მუდმივად იზრდება: ბავშვი იწყებს უცნაური ჟესტების კეთებას, იღებს არაბუნებრივ პოზებს, დადის თითისწვერებზე, ძაბავს სხეულის გაკრვეულ ზონებს, იტრიალებს თითებს. შეიძლება იტრიალოს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო, რიტმულად მომუჭოს და გაშალოს ხელი, აქნიოს ხელები, იხტუნოს ერთ ადგილას. ზოგჯერ კი სტერეოტიპიების მთელ გამას ვაწყდებით.

ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდიდან დაწყებული ქანაობის, ქანქარის მცდელობა ასევე მოტორული სტერეოტიპიის განვითარების ფორმაა – მუდმივად გამეორებადი გაუაზრებელი მოქმედება. ამასთან, ხანდახან გაგვაკვირვებს უჩვეულო მოხერხებულობა, გრაციოზულობა და სრულყოფილება ამ მოქმედებებისა – ბალანსირებისა თუ ცოცვის დროს. თუმცაღა, ამ უნარების გამოყენების მცდელობა ბავშვისათვის გააზრებული მოქმედებების სწავლებისათვის, კრახით სრულდება.

საკმაოდ ხშირად, კან-სმენა ბავშვი გარემოს შესწავლის მეთოდად ირჩევს შეხებას. სწორედ ამიტომააა, რომ მათ განსაკუთრებულად სიამოვნებთ მარცვლეულთან თამაში, ქაღალდის დახევა ან ფენებად დაშლა, ქვიშის გადაყრა ან წყლის გადასხმა. თუ კი ჯანმრთელ კანურ ბავშვს ეს ინტერესები მხოლოდ პატარაობისას უჩნდება და მალევე გადაეზრდება სხვა კონსტრუქციულ ქცევებში, აუტისტს შეიძლება ახასიათებდეს მრავალი წლის განმავლობაში.

 

რეკომენდაციები აუტისტი კან-სმენა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით

 

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს აუტიზმის ჩამოყალიბების მექანიზმი – სმენის ვექტორის დაზიანება. შესაბამისად, პირველი და მთავარი პირობა ნებისმიერი აუტიზმის დიაგნოზიანი ბავშვის აღზრდისათვის იქნება „ხმოვანი ეკოლოგია“ შინ.

მაქსიმალურად შეამცირეთ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ხმაური, დაწყებული ელექტრომოწყობილობებიდან, დამთავრებული ხმამაღალი მუსიკითა და ტელევიზორით. თუ თქვენი საცხოვრებელი გზასთან ახლოსაა და შემოდის მანქანების ხმა, ჯობია გქონდეთ აუდიოიზოლაცია, ან თუ შესძლებელია შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. მშობლებმა, ერთმანეთშიც და ბავშვთანაც, უნდა ისაუბრონ წყნარად, რბილად და მშვიდად. დაუშვებელია ყოველგვარი დამამცირებელი აზრის გამოხატვა საუბრისას.

რაც შეეხება კან-სმენა აუტისტი ბავშვის აღზრდას: აქ უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ არათი მათი ცემა, მსუბუქად წამოწტყმაც კი კატეგორიულად აკრძალულია. კანი მათი განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონაა და უმცირესმა სტრესულმა ზემოქმედებამაც კი შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფულ შედეგამდე.

როგორც წესი, მშობლები, რომლებიც არ იცნობენს სვფ-ს მიდგომებს, იქცევიან სრულიად საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, მათთვის ძნელია ბავშვის ასეთი და უზარმაზარი რაოდენობის მოძრაობის მიღება, ამიტომ ცდილობენ, შეწყვიტონ ის ყველაზე მარტივი საშუალებით – ,,მოსცხონ“ ხელზე, ფეხზე, ზურგზე ან „რაც ვერ გაუჩერებია“. ამას კი მივყავართ იმასთან, რომ მაშინაც კი, როცა ბავშვი სასწაულით მოახერხებს და შეწყვეტს კონკრეტული მოქმედების კეთებას, მას სხვა, უფრო უცნაური ქმედებით ჩაანაცვლებს.

 

სპეციალური რჩევები დღის რეჟიმთან დაკავშირებით

 

აუტისტი კანის ვექტორიანი ბავშვები ხშირად მოუსვენრები და ჰიპერაქტიურები არიან. ამას მივყავართ ნერვული სისტემის მეტისმეტ აღგზნებათან, განსაკუთრებით დღის ბოლოს. მშობლებს ხშირად აქვთ სირთულეები დღის ნორმალური რეჟიმის დამყარებასთან. არადა, სწორედ რეჟიმია პირველი, რაც უნდა ჩამოყალიბდეს. ჯანმრთელი კანური ბავშვიც კი საჭიროებს გარკვეულ წესებს, რეჟიმსა და სისტემას დღის დაგეგმვისას. აუტისტებიც არ არიან გამონაკლისი. თუმცაღა, ეს უკანასკნელნი მოითხოვენ გაცილებით მეტ ენერგიასა და თანმიმდევრულობას მშობლებისაგან.

ყველა რუტინული მოქმედება (კვება, სეირნობა, გაკვეთილები, ძილი) მკაცრად ერთი და იმავე დროს უნდა იწყებოდეს ყოველ დღე. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკუთარი ხელებით უშენებთ ბავშვს ყაზარმას, თუმცა ეს ასე არაა. თავდაპირველი გაპროტესტების შემდეგ ის დაიწყებს რეჟიმთან შეგუებას, წესებს დამორჩილებას და თავს უკეთ იგრძნობს „წესების სისტემის“ ფარგლებში. თანდათან რეგულირდება საღამოს დაძინების პრობლემაც.

მნიშვნელოვანია, რომ წესები დაცვის აუცილებლობა ვრცელდებოდეს ოჯახის ყველა წევრზე. მათ შორის ბებიებსა და ბაბუებზე. აუცილებელია, ყველა ერთად დაჯდეს და განიხილონ, რა შეიძლება ბავშვისათვის, რა არა, როგორ, როდის, რა ვარიანტები არსებობს და შემდეგ უკლებლივ ყველამ გაითვალისწინოს ისინი.

წესები ერთნაირად უნდა მოქმედებდნენ მამასთანაც, დედასთანაც – ოჯახის ყველა წევრთან. თუ კი ბავშვს აეკრძალა წამლებისათვის ხელის დადება, ე.ი. არავინ დაუშვებს გამონაკლისს და არ მისცემს ამის უფლებას. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ წამლის ცარიელი კოლოფით თამაში უსაფრთხოა.

გარდა ამისა, გარემოც ზონების მიხედვით უნდა იყოს სტრუქტურირებული. ამ ბავშვებისათვის არ შეიძლება, რომ ჭამდნენ და თამაშობდნენ ერთსა და იმავე ადგილას. რაც უნდა პატარა იყოს საცხოვრებელი, ეცადეთ დაყოთ ის ზონებად: სათამაშო კუთხე, სამეცადინო მაგიდა, ხოლო ჭამა – მხოლოდ სამზარეულოში.

 

როგორ მოვაწყოთ სამეცადინო ზონა და ჩამოვაყალიბოთ სასწავლო პროცესი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცადინო კუთხის სწორად მოწყობა. მაგიდა უნდა იდგეს კედელთან, რომელზეც არაფერი უნდა დავკიდოთ. აუტისტ კანის ვექტორიან ბავშვებს ისედაც უჭირთ კონცენტრირება და თუ კი ექნებათ ყურადღების გადასატანად ხედი ფანჯრიდან ან ლამაზი პლაკატი კედელზე – მეცადინეობის ყველა მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის.

ჯანმრთელი კანის ვექტორიანი პატარა მგრძნობიარეა სარგებელი-მოგების ტიპის საკითხებისა და საკუთარი დროის ხარჯვასთან. აუტისტი ბავშვიც ასევეა. კარგად იმუშავებს მოტივაცია: გააკეთებ ამას – სამაგიეროდ მიიღებ ამას და ამას. საწყის ეტაპზე შეიძლება ტკბილეულის გამოყენება, მოგვიანებით – ბაღში გასეირნება, საქანელები ან/და ნებისმიერი ბავშვისათვის საყვარელი ადგილი.

დრო ცალკე საკითხია. დავუშვათ, მოახერხეთ ბავშვის მოტივირება და ის მზადაა, იმეცადინოს ჯილდოს საფასურად. თუმცა, კან-სმენა აუტისტი პატარა მეტისმეტად მოუსვენარია, ის პრინციპში ვერ იგებს, როდის დასრულდება ეს ტანჯვა და იწყებს ნერვიულობას სულ რაღაც ორიოდე წუთში.

დამხმარე ტექნიკად დროის ვიზუალიზაცია გამოდგება (მაგალითად ქვიშის საათი). ასევე გასაკეთებელი სავარჯიშოებისა და პრაქტიკების მოცულობა. გამოიყენეთ რამდენიმე ყუთი და დანომრეთ ისინი. თითოეულში ჩადეთ დავალება. დავუშვათ ეს ყუთები თავიდან ეწყობა მაგიდის მარჯვნივ. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ყუთები მიმდევრობით გადმოანაცვლეთ მაგიდის მეორე მხარეს. ასე ბავშვს შეექმნება წარმოდგენა, „კიდევ რამდენი დარჩა“. პროსტესტი დროთა განმავლობაში მოიკლებს.

 

რით ვივარჯიშოთ

 

კანურ ბავშვებს ძალიან უყვართ თვლა. თუმცა აუტიზმის მქონე ბავშვებში ეს გამეორებად სტერეოტიპიულ ხასიათს იღებს. ამიტომ, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ასწავლეთ მას რეალური ნივთებისა და ციფრების გამოსახულებების ერთმანეთთან დაკავშირება. კარგად მუშაობს ასევე სუფრის ბავშვთან ერთად გაწყობის პრაქტიკა. „რამდენი ჩანგალია საჭირო? აბა აიღე, დაითვალე“, შემდეგ კოვზები, ხელსახოცები… მოგვიანებით შეიძლება ჩავრთოთ შეკითხვა: „რამდენი ჩანგალი აკლდება?“.

კანის ვექტორიან პატარებს უყვართ პაზლები და კონსტრუქტორები. აუტისებს ეს გადაეზრდებათ ხოლმე ჩვევაში დააწყონ რიგებად ხელში მოხვედრილი ყველა საგანი: კუბები, მანქანები, კოვზები და ა. შ.  ამიტომ კონტრუქტორებით თამაშისას ეცადეთ ასწავლოთ ბავშვს რაიმე მაგალითის მიხედვით აწყობა – ისე, როგორც თქვენ აკეთებთ ამას. გეომეტრიული ფიგურების აწყობა მშვენიერი ხერხია, ასევე მაგნიტების ნაკრები სპეც. დაფაზე ფიგურების ასაწყობად. მოგვიანებით ბავშვი შეძლებს აპლიკაციის მიხედვით ააწყოს ფიგურები და მოზაიკები.

ასევე სასარგებლოა თამაშები ქვიშასთან, წყალთან, პლასტელინთან. ისინი ბავშვს მისთვის ძალიან ღირებულ ტაქტილურ (შეხებით) შეგრძნებებს აძლევენ. შეიძლება თითით დავხატოთ მარცვლეულში, ქვიშაში, ფერების მიხედვით დავახარისხოთ მარცვლები, ვითამაშოთ სხვადასხვა სახის ნაჭრებთან.

თუ კი ბავშვი არ გააპროტესტებს ხელის საღებავებს, შეიძლება მათი გამოყენებაც. ხოლო თუ ბავშვის ხელი და გონება დაძლევს, შეიძლება ფერადი ქვიშებით სხვადასხვა სურათების შესრულებაც.

მოგვიანებით ეს სავარჯიშოები უნდა გართულდეს – აპლიკაციის აწყობა, გაფერადება, კონტურების სწორად შემოტარება, ელემენტარული ნიშნების წერა/ხატვა.

 

რა მოვუხერხოთ მოტორულ სტერეოტიპიებსა და ტაქტილურ (შეხების) აუტანლობას?

 

კანის ვექტორის სწორი განვითარებისას ბავშვის ტაქტილური მოთხოვნილებები თავისთავად მცირდება, რადგან კანის ვექტორის ავსება (საჭიროებების დაკმაყოფილება კანის ვექტორში) სხვა გზებით ხერხდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი უნარის გამომუშავება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა შევქმნით სმენის (დომინანტი!) ვექტორისათვის კომფორტულ გარემოს.

აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვი ამ შეგრძნებებს „აგროვებს“ თვითსტიმულაციის გზით. მათი ერთბაშად მოშორება შეუძლებელია. ამიტომ დასაწყისისათვის, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მშობლებს შეუძლიათ, არის ამ მოქმედებებისათვის აზრის მიცემა და ამ მოქმედებების ადეკვატურ სიტუაციებში გამოყენების სწავლება.

მაგალითად, ბავშვი ქანაობს წინ და უკან. ის უბრალოდ აკეთებს იმ მოქმედებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. მას სათამაშოს დახმარებით ვასწავლით: „მოდი დათუნია დავაძინოთ… ნაანა, სძინავს დათუჩას“. რაღაც დროის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ბავშვი თვითონ აიღებს სათამაშოს „დასაძინებლად“. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ახალი წესი შემოვიღოთ – დათუნია უნდა დავაძინოთ მხოლოდ სახლში. როდესაც ბავშვი გარეთ დაიწყებს ქანაობას, ფრთხილად გავაჩერებთ და შევეკითხებით  „სადაა დათუნია? შინ, მივალთ სახლში და იქ დააძინებ დათუჩას.“ ამასთან, სხვა დანარჩენ მოქმედებებსა და სტერეოტიპიებს არ ვზღუდავთ.

დროთა განმავლობაში, იგივე სისტემით მივცემთ აზრს სხვა მოროტულ სტერეოტიპიებსაც: თითებს ვაქნევთ მხოლოდ ხელების დაბანის შემდეგ, ბაჭიასავით ვხტუნავთ მხოლოდ ვარჯიშის დროს. შედეგად ბავშვი ახერხებს იმდენ თვითონკონტროლს, რომ შეუფერებელ სიტუაციაში მოთოკოს თავისი მოტორული სტერეოტიპიები.

ასევე პირიქით, კან-სმენა აუტისტებს  შეიძლება ჰქონდეთ გადამეტებული შეხების სურვილი – ტაქტილური მოთხოვნილებები – მუდმივად ეხებოდნენ უფროსებს, უსვამდნენ ხელს. მოქმედების მექანიზმი აქაც იგივეა: დავეხმაროთ პატარებს დაიკმაყოფილონ კანის ვექტორის მოთხოვნილებები ალტერნატიული სასარგებლო მოქმედებებით, რომლებიც ზემოთაა აღწერილი.

პლუს ამას, შეხების სიყვარული შეიძლება გამოვიყენოთ ერთობლივი თამაშებში თითებით, სასარგებლო იქნება მსუბუქი მასაჟიც. კანის ვექტორის მოთხოვნილებების სწორი გზით ავსების შედეგად, ორივე სახის დარღვევა გარკვეული დროის შემდეგ თავისთავად შემცირდება.

ზემოთაღწერილიდან გამომდინარე, გასაგები ხდება რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს კან-სმენა აუტისტი ბავშვის სიმპტომებმა. ახლა წარმოვიდგინოთ, რა სურათს მოგვცემს 3-4 ვექტორიანი ბავშვი აუტიზმით, სადაც ყველა ვექტორი დაიწყებს თავისი სიმპტომებისა და დარღვევების გამოვლენას! სვფ-ს მიდგომების გარეშე ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა.

 

წყარო:   https://www.yburlan.ru/biblioteka/dvigatelnye-stereotipii-i-chrezmernaja-taktilnaja-vospriimchivost-u-rebenka-s-autizmom-prichiny

 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი