აშშ ვექტორები

პირველი სტატია ციკლიდან-პოლიტიკა სისტემურია – ესაა მცდელობა სისტემური აზროვნების პოზიციით გავიაზროთ მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულებები. ასეთი მოვლენის გააზრებისას მნიშვნელოვანია ანალიზი დავიწყოთ მეტად წარმატებული და მსხვილი ელემენტების განხილვით, ამის შემდეგ შევძლებთ მათ ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებზე საუბარს.

განხილვისას ჩვენ არ გავითვალისწინებთ მოძველებულ, მენტლიტეტიდან გამომდინარე დოგმებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ენიჭებოდა შაბლონურად განსაზღვრული ეტიკეტი, ერთი ან ორი კულტურული თუ ცხოვრებისეული მახასიათებლიდან გამომდინარე და იგნორირებული იყო სხვა მრავალი არც თუ მცირე მნიშვნელობის ასპექტი. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ ქვეყანას რვაგანზომილებიანი სისტემით, გავაანალიზებთ ყოველ ზომას რომელიც მოიაზრება ნებისმიერი ქვეყნის მენტალიტეტში, მის მდგომარეობებს სხვა ყველა ზომასთან მიმართებაში, წამყვან და გამოვლენილ ზომათა ურთიერთდამოკიდებულებებს, პრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან-მათ მდგომარეობებს და განვითარებას. ერთი სიტყვით ვადიაგნოსტირებთ ქვეყნებს ისევე როგორც ვადიაგნოსტირებთ ადამიანებს და მცირე ჯგუფებს. რა თქმა უნდა იმ გარდაუვალი ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით ეტაპის სირთულის გათვალისწინებით. დავიწყებთ იმ ერთადერთი ქვეყნიდან, რომელსაც მეტად ვიდრე სხვა ნებისმიერს აქვს ზესახელმწიფოს სტატუსი.

ამერიკის კანის ვექტორი.

შემთხვევითი არ არის, როცა აშშ-ს რომის იმპერიას ადარებენ. ორივე ქვეყანა თავისი დროის მსოფლიო ცენტრს წარმოადგენს. ორივე უზრუნველყოფს მსოფლიო წესრიგს, ბალანსს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი კანური ზომის გლობალური გამოვლინებებია. რაც თავის მხრივ ქვეყნის მენტალიტეტის მთავარი შტრიხებია. რომის გავლენის წყარო ძლიერი დისციპლინირებული არმია, საუკეთესო გზები და საზოგადოებრივი წყობა. აშშ გავლენის წყაროს წარმოადგენს – მსოფლიო ოკეანეზე კონტროლი. შედეგად გლობალური სავაჭრო და მაღალგანვითარებული ეკონიმიკურ-ტექნიკური სისტემა. ასევე ძლიერი არმია. კანური ზომის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ რომის იმპერიის მთავარი კანური “კოზირი” იყო უპირველეს ყოვლისა კანონი, რომის სამართალი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო შემდგომ მთელი ევროპის კანონმდებლობას. ხოლო ამერიკაში კანური ზომის მთავარ საყრდენს წარმოადგენს მაღალგანვითარებული ტექნოლოგია და ბიზნეს ინოვაციები. რა თქმა უნდა იყო რომშიც იმ დროისთვის წამყვანი ტექნოლოგიური მიღწევები და არის განვითარებული კანონმდებლობა აშშ-ში, მაგრამ ეს მაინც ვერ წარმოადგენს სამაგალითო საექსპორტო ნორმას მსოფლიოსთვის. მსოფლიო ჰეგემონიის არსიც ამაში მდგომარეობს – ქვეყნებს შორის სავაჭრო (სახმელეთო და საზღვაო) გზების კონტროლი. ასევე წარმოადგენს ექსპერტს ახალი ტექნოლოგიების, იდეების სფეროში. ის კარნახობს ცხოვრების წესს. ამ კრიტერიუმებს დღეს მხოლოდ ერთი ქვეყანა პასუხობს.
მაშ ასე, რაში მდგომარეობს ამერიკის კანური ზომის სპეციფიკა დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში? ის ასრულებს შემოსაზღვრის, კონტროლის, რეგლამენტაციის (ე.წ. ,,მსოფლიოს პოლიციის) ფუნქციას. ასევე ახასიათებს გარშემომყოფების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია. შტატებში შიგნით კანური ზომა შემდეგნაირად ვლინდება: – ესაა პიროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი, ბიზნესის წარმოების თავისუფლება, ქვეყნის ცხოვრებაზე სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის მიერ კონტროლის დაბალი მაჩვენებელი, პრიორიტეტების ეფექტური დიფერენციაცია და ცვლილებებთან უმტკივნეულო თავსებადობის შესაძლებლობა. ეფექტურობა და რაციონალურობა – ესაა აშშ-ს კანური ზომის განმასხვავებელი ნიშანი.