აშშ-ს ანალიზი ვექტორული კუთხით 2

ამერიკის ანალური ვექტორი.
თუ ფიქრობთ რომ ამერიკა მხოლოდ ფინანსებზე და მოგებაზეა ორიენტირებული-უნდა გაგაოცოთ. შესაძლოა თქვენ არ გსმენიათ ეგრეთწოდებული “ბიბლიური ბალთის” (Bible belt) შესახებ. ესაა აშშ-ში მოქმედი უძლიერესი რელიგიური და ოჯახური ტრადიციების დამცველი ჯგუფი. ამერიკაში ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება ხშირად ოჯახის სასარგებლოდ წყდება, ეს კარგადაა ხაზგასმული მათ ფილმებშიც.
ანალური ზომა არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ ვექტორების განსაზღვრისთვის, რომელიც ასევე ვლინდება ამერიკულ პერფექციონიზმში – მისწრაფებით, საკუთარი პროფესიონალური სფეროს დეტალურად შესწავლაში. (ცხოველური დონე) დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს. ძლიერად ვლინდება ასევე ნაციონალისტური განწყობა (არც თუ უსაფუძვლოდ). რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს – სხვა კულტურებს უჭირთ ამ სისტემასთან ინტეგრირება. რაც შეეხება აშშ ანალური ვექტორის განვითარებას, გარკვეულწილად იხრება სადიზმისკენ: ყველას გვახსოვს ამერიკული მონათმფლობელური ეპოქა, რომლის გამოძახილი დღემდე ამღვრევს წყალს თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აშშ ურეთრალური ვექტორი.
რაც შეეხება ურეთრალურ მახასიათებლებს, ერთი შეხედვით შეუმჩნეველია კანური თვისებების სიჭარბის ფონზე. თუმცა ეს შეხედულება მცდარია. თუ გავავლებთ პარალელს ძველ რომთან, იყო ურეთრალური განზრახვა/ჩანაფიქრი რომის იმპერიის შექმნის პროცესში. დევნილების დაარსებული ქალაქი თავისუფალი ადამიანების წყალობით მოწესეიგებულ, აყვავებულ იმპერიად იქცა. რომაელები მოქალაქეობას აძლევდნენ სხვა ხალხებს და ამით იმპერიის ერთგულ მსახურებს იკრებდნენ, ამასთან არ ამსხვრევდნენ მათ ტაძრებს, არამედ აძლევდნენ საშუალებას ყველას თავის ტაძარში ელოცა. ეს იყო ექსპანსია, რომელიც გაერთიანებით და არა აღრევით ქმნიდა ხმელთაშუა ზღვის სივრის ერთიან კულტურას, მრავალფეროვანი ტრადიციებით და პოლიტიკური ერთობით. ეს სწორედ ურეთრალური ზომის გამოხატულებაა.
მსგავსებას ვხვდებით აშშ შემთხვევაში. აშშ-ს რევოლუციურ ბრძოლებში დაიბადა. თავისუფლების იდეისთვის გაღებული ხარკი უსაზღვრო შესაძლებლობებს ანიჭებს ნებისმიერ მოქალაქეს. გარდა ამისა თითოეული შტატი – ეს ცალკე ქვესახელმწიფოა თავისი წესებით და კანონებით. არავის აქვს უფლება შეზღუდოს ადამიანის ნების თავისუფლება – ეს დამაარსებელთა ნაანდერძევია და მას ვერავინ შეცვლის! ასევე შეზღუდულია ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილება შტატებთან მიმართებაში. გარდა ამისა მოქალაქეები თვითონ ირჩევენ არამარტო მერს, გუბერნატორს და სენატორს, არამედ მოსამართლეს, პროკურორებს და შერიფებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია არამარტო ზემდგომი ხელისუფლების მიმართ, არამედ მათთან ვისაც შესწევს უნარი როგორც აირჩიოს, ასევე შეუჩეროს უფლებამოსილება მას.  ეს გახლავთ თავისუფალი სახელმწიფოს შენების ურეთრალური პრინციპი. ურეთრალური თავისუფლებაა – “ოქროს ციებცხელება” და ვესტერნი, ველური დასავლეთი და კოვბოები, ოქროსა და თავგადასავლების მაძიებლები საკუთარი თავის იმედად და სიცოცხლის რისკის ფასად მოპოვებული ზღაპრული სიმდიდრით – ვინც არანაირად არ იზღუდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან.  რა თქმა უნდა ურეთრალურ და კანურ ზომას შორის გაუთავებელი ბრძოლა მიდის – კანი ცდილობს კანონს დაუქვემდებაროს ურეთრალური თვითნებობა, გააძლიეროს ბიუროკრატიული დომინანტობა, და არც თუ უშედეგოდ. თუმცა ამერიკა იცნობს ურეთრალ პრეზიდენტებს – კენედი, კლინტონი, ჯიმი კარტერი – და ეს მხოლოდ მეოცე საუკუნის მანძილზე (მანამდეც არაერთი ურეთრალი პრეზიდენტი იყო).
რა თქმა უნდა იშვიათობაა, რომ ურეთრა კანის ზეგავლენით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებს, მაგრამ მენტალიტეტის გავლენით ეს შესაძლებელია. ქვედა ვექტორების რანჟირებისას აქ კანი სახავს მიზანს – ურეთრა დამხმარე პრინციპია, უზრუნველყოფს შინაგან თავისუფლებას, კანი კი გარე საზღვრებს. ურეთრა რაღაც დონეზე ემორჩილება კანურ შეზღუდვებს და დისციპლინას თუკი რეალიზდება კანური საქმიანობის სფეროში-ბიზნესში.
აშშ ურეთრის განვითარების დონე არის ადამიანური, მდგომარეობა ნორმალური გადახრების გარეშე.