ბელადის აზროვნება.

ურეთრალური ვექტორის მატარებელი ადამიანი – ესაა ბელადი,რომელიც აზროვნებს პოტენციალებით,ფიქრობს მომავალზე და კაცობრიობა ახალი მიღწევებისკენ მიყავს. ურეთრალის დამოკიდებულებას ადამიანებთან განსაზღვრავს მათი პოტენციალი. თუ ადამიანი მიეკუთვნება ჯოგს და შეუძლია მას მოუტანოს რაიმე სიკეთე – ის მეგობარია. თუ დესტრუქციულ ხასიათს ატარებს – მტერი. მესამე მდგომარეობას ურეთრალი არ განიხილავს.
ბელადი ფიქრობს მომავალზე, სხვანაირად ის ბელადი არაა. ნებისმიერი ელემენტი თავის ფუნქციას ასრულებს სისტემაში – ურეთრალის ფუნქციაა მომავალზე ფიქრი, წარუძღვეს კაცობრიობას წინ ახალი მიღწევებისა და მონაპოვარებისთვის. ამიტომ განვითარებული ურეთრალი ბელადია, გრძნობს პასუხისმგებლობას ჯოგზე, მის გადარჩენაზე. ის ნებისმიერ საგანს ან მოვლენას განიხილავს აზრით: რა სიკეთეს მოუტანს ჯგუფს. აზროვნებს პოტენციალებით. ეს კი ნიშნავს რომ ნებისმიერ მოვლენას, ადამიანს, ჯგუფსაც კი განიხილავს იმის მიხედვით თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია.
ნებისმიერი წევრი მნიშვნელოვანია ჯგუფისთვის თუ თავის ფუნქციას ასრულებს და ვითარდება. ურეთრალი კი პოტენციალის მიხედვით აფასებს მათ. ურეთრალი ბელადი საზღვრავს მეგობარს ან მტერს არა საკუთარ თავთან მიმართებაში, არამედ ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი, ვისი გავლენაც ჯგუფზე ჩაითვლება სახიფათოდ – ჯგუფის მტერია. და პირიქით – თუ ინდივიდის ინტერესები ემთხვევა ჯგუფისას – ” მიღებულია”. ურეთრალისთვის არ არსებობს შუალედური მდგომარეობა, ან ჩვენია ან ჩვენ წინააღმდეგაა.
ლიდერი კანი თუ ურეთრალი ბელადი.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კანის და ურეთრალის ვექტორიან ადამიანებს ერთნაირი ხედვა აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. კანი სარგებელს განსაზღვრავს მხოლიდ საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მაშინ როცა ურეთრალი ჯგუფის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. მცდარი აზრი – თითქოს ამ ორი ვექტორის ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს იქიდან, რომ კანი ხშირად ცდილობს იყოს ბელადი. ამბიციურ კანს მიდრეკილება აქვს მმართველობისა და კონტროლისკენ. ნაგრამ კანის საფიქრალი უკეთეს მდგომარეობაზე სხვა არაფერია თუ არა ზრუნვა საკუთარ თავზე აქ და ახლა. ურეთრალი ბელადი არ მიისწრაფის მმართველობისა და კონტროლისკენ. მას ეს ყველაფერი ბუნებისგან მინიჭებული თვისებების გამო აქვს. ის სიამოვნებას სხვებზე ზრუნვით და მათთვის სარგებლის მოტანით იღებს.
ურეთრალი არ აწარმოებს კეთილ საქმეთა აღრიცხვას – ის უბრალოდ მომავალზე ზრუნავს. ბუნებას არ სჭირდება ბელადთა სიმრავლე, ამიტომ ჩვენ შორის ისინი ცოტაა.
,,სახეობის სიცოცხლე – ყველაფერია, ჩემი სიცოცხლე არაფერი“. ურეთრალური ვექტორის მატარებელი თავისი ხალხის ინტერესებს საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებს. თუ ხელისუფალი რეალიზებული ურეთრალია – ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ელის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და სამართლიანი ცხოვრების პირობები.

მალე! სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში

შემოგვიერდით ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!