ბელადის აღზრდა – მითი თუ რეალობა?

საოცრად გაუგონარი, ადრეული ბავშვობიდან მხოლოდ იმას აკეთებს რაც უნდა, აღზრდის ყოველგვარ მცდელობაზე ან საერთოდ არ რეაგირებს, ან რეაგირებს რისხვით. ძალიან მოძრავია, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მთელ დროს ეზოში, თავის ჯოგთან ატარებს და ყველა თამაშს მეთაურობს. სახეზე მოუცილებელი ღიმილი დასთამაშებს (თითქოს მგელი იღრინებაო), ასეთი ბავშვის ნახვა, ხშირად შეიძლება ყინვაში, გაღეღილი ქურთუკით და უქუდოდ. უფროსები მთავარ ხულიგნად თვლიან. მოზარდობის ასაკში ასეთ ბავშვთან პრობლემები უფრო იზრდება – ისევ არ თვლის საჭიროდ ვინმეს მორჩილებას. არც უფროსების და არც მასწავლებლების, გამუდმებით აცდენს სკოლას და მისი ქცევები არც ერთ მიღებულ ნორმაში არ ჯდება. საერთო ჯამში ძალიან უპასუხისმგებლო ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშ ასე, რა ვქნათ თუ სახლში ურეთრალური ფსიქოტიპი გვეზრდება? პასუხი მარტივია – არაფერი. თუ ისე მოხდა რომ თქვენს ოჯახში არატრივიალური ბავშვი დაიბადა მისი აღზრდის მეთოდებიც არატრივიალური უნდა იყოს. თუ ურეთრალი შვილი გყავთ მომემზადეთ იმისთვის რომ არანაირი აღზრდის მცდელობა სასურველ შედეგს არ მოგცემთ. მით უფრო დაჟინებით ვერაფერს მიაღწევთ (დრო და დრო რისხვის ამოფრქვევის გარდა) რადგან ურეთრალი ბავშვი/მოზარდი ვერც კი ამჩნევს თქვენს პედაგოგიურ ღონისძიებებს. თავადაც ხომ მხოლოდ ნერვებს იშლით. პროტესტი. აი რას მიმართავს პატარა ბელადი მშობლების აღმზრდელობითი საქმიანობის საპირისპიროდ. ,,კარგი” მაგრამ მისთვის მიუღებელი ტანისამოსი იხევა და იყრება, თმას განგებ არ ივარცხნის, სკოლაში კი უჩანთოდაც შეიძლება წასვლა. თქვენ მას ოთახში კეტავთ და გამოსვლას უშლით ის კი ფანჯრიდან იპარება, სახლში გვიან დაბრუნებისთვის სჯით, ის კი უფრო გვიან იწყებს დაბრუნებას. მაგრამ როცა თქვენ იმას უკრძალავთ რაც მისთვის საყვარელია რომელიმე ჰობის ან გატაცებას, შეიძლება სახლში საერთოდაც აღარ დაბრუნდეს, მეგობართან ერთი ორი თვით სტუმრად დარჩება.

სკოლაში მასწავლებლები ცდილობენ მასზე ზემოქმდედებას, ის კი მხოლოდ იღიმება და ახალ ახალ ოინებს იგონებს მთელი კლასისთვის. რაც უფრო დაიჟინებით მოითხოვთ მისგან სწავლას, მით მეტი შანსია, რომ ის ამას არასოდეს გააკეთებს, მაშინაც კი როცა ზოგიერთი რამ მართლაც დააინტერესებს, უბრალოდ პროტესტის გამო არ ისწავლის. ურეთრალური გოგონას შემთხვევაში პროტესტი მისი განსაკუთრებული გენდერული ქცევით გამოიხატება. რაც უფრო მეტს ეუბნებით როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი ქალიშვილი, მით უფრო უმყარდება სურვილი ბიჭუნას დაემგვანოს, მოკლე თმა, შარვალი და არანაირი კაბები, ქუსლები და კოსმეტიკა. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან პროტესტი და ჩვეულებრივი ბავშვური დაუმორჩილებლობა. პროტესტი ჩნდება მაშინ როცა თქვენ ისეთ რამეს დაიჟინებთ, რაც პატარა ბელადს არ მოსწონს. პროტესტი კი თქვენი დჯინების საწინააღმდგო ქცევით გამოიხატება. უნდა გვესმოდეს რომ ურეთრალი ბავშვი ჩუმად და ფარულად არ იძიებს შურს. თავისი პროტესტით ის მხოლოდ თავისივე დომინანტობის დემონსტრაციას ახდენს. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მისი პროტესტი არ დამთავრდება და თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ მისი დამორჩილება. თუ ამას მოახერხებთ მაშინ ურეთრალს ნეგატიური სცენარი უვითარდება მაგრამ ეს მოგვიანებით. რატომ იქცევა ასე პატარა ბელადი? ის არც უმადურია და არც უტვინო, ის უბრალოდ ბელადია, ეს კი არ სწორდება. თქვენ მას ვერ გადააკეთებთ სამაგიეროდ შეგიძლიათ განვითარების სწორი მიმართულება მისცეთ, რათა მან შეძლოს საკუთარი პოტენციალის მთლიანდ გახსნა რაც მომავალში თავისი კუთვნილი ადგილის დაკავებაში დაეხმარება. ეს თქვენი მშობლური აქტივობის ყველაზე სწორი და საუკეთესო მიმართება. ვინაა რეალიზებული ბელადი? ეს ადამიანი არა მხოლოდ წინ უძღვის ჯგუფს არამედ ქმნის და ცვლის ლანდშაფტს. მისთვის ნებისმიერი მოვლენა არც შეზღუდვაა და არც წინააღმდეგობა – ეს სამუშაო მასალაა მომავლის შესაქმნელად. ნებისმიერი (მხოლოდ ასეთი შეუზღუდავი) გარე ფაქტორებით – წინ წაყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოგის მოძრაობას მომავლისკენ ხელს შეუშლიან კანონები და ტრადიციები, რომელიც ახალ მოცემულობებში ხშირად უძლურია.
ასეთ – ყოველთვის შემოქმედებით აზროვნებას ჯგუფის მომავლის შინაგანი შეგრძნებაც ემატება, ანუ ესმის მოცემულ კონკრეტულ მომენტში რა სჭირდება ჯგუფს, რა აკლია მას და საით უნდა წავიდეს. იმისთვის რომ ამ შინაგანმა შეგრძნებამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს, ურეთრალს საჭირო თვისებებიც აქვს; ჯგუფზე პასუხისმგებლობა და მისდა სასიკეთოდ მოქმედების სურვილი. ჯოგი კი თავის მხრივ ურეთრალს სრული მორჩილებით პასუხობს. პატარა ურეთრალს (გოგონასაც და ბიჭსაც) მთელი კლასი უკან გაყვება – ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. ურეთრალი არჩეული მიზნისკენ ყოველთვის ენერგიულად გატაცებით მიდის. ვნება ბელადის მუდმივი მამოძრავებელია. ამ მოძრაობის შეჩერება შეუძლებელია. ვერც შესვენებას გააკეთებ შინაური მყუდროების შესაქმნელად, ვერც ქონების დროულად შენახვაზე იზრუნებ. ჯგუფმა ყოველთვის იცის საით წავიდეს, მომავალი უსასრულოა და თავისუფალია ახალი გადაადგილებისთვის. სწორედ ამიტომ ადრეული ბავშვობიდან ურეთრალის ფასულობათა რიგში ვერ ხვდება ვერც ოთახის დალაგება, არც კარგი ნიშნები სკოლაში, არც ოჯახთან გატარებული საღამოები, არც გარეგნობაზე ზრუნვა. პატარა ბელადისთვის ეს მოსაწყენი და უაზროა. ამასთან ერთად მას მხოლოდ დედისთვის გარჯის სურვლიც არ აქვს, სამაგიეროდ მთელი ჯოგის კეთილდღეობისთვის ზრუნვას არ დააკლებს. გლობალური ამოცანები და მასშტაბები, პასუხისმგებლობა, თავდანწირვა სხვების საკეთილდღეოდ, დიდებული იდეები – მხოლოდ ასეთი მიზნები იზიდავენ ურეთრალს ყველაზე ადრეულ ასაკშიც კი. სწორედ ესაა მისი მთავარი ფასეულობები მაშინაც კი როცა ის უბრალოდ ფეხბურთის თამაშს მეთაურობს ეზოში. გაივლის რამოდენიმე წელი და ეზოს გუნდი დიდ საწარმოდ გაფართოვდება. როცა არადისციპლინირებულ ხულიგანს უყურებთ ამ მასშტაბებისთ ზრდა რა თქმა უნდა წარმოუგდენელი ჩანს. რატომ არ უნდა იყოს პატარა ბელადი ყველაფერი კარგის მაგალითი (დიდების აზრით ) – წესრიგი დაიცვას და კარგად ისწავლოს.
აქ საჭიროა დაწვრილებით მოვყვეთ ურეთრალური ვნების ფენომენზე. ბელადს არც წესრიგი არც დისციპლინა არ სჭირდება რადგან მას აქვს ერთი დიდი რამ – ძლიერი და ვნებიანი “მინდა” რომელიც დაუღალავად წავა დასახული მიზნისკენ. ეს “მინდა“ კი მომავლის შეგრძნებას არ სცილდება. ბუნებამ ისე ჩაიფიქრა რომ ბელადი თავისი ჯოგის კეთილდღეობის წინააღმდეგ არ წავა, მას მხოლოდ იმ საქციელის ჩადენა უნდა რაც ჯგუფს სიკეთეს მოუტანს და ახალ, უკეთეს მდგომარეობაში გადაიყვანს. მაგრაგ ამ “მინდას” მეორე მხარეც აქვს – სურვილის მეორე პოლუსი – “არ მინდა არაფერი სხვა”. იმიტომ რომ წინ სიარულს დაბრკოლება არ უნდა შეხვდეს, ურეთრალი არ უნდა (და არც სურვილი აქვს) მოცდეს ცხოვრების სხვა სფეროებისთვის. ამიტომ მშობლებისთვის სამწუხაროდ, პატარა ბელადმა ჭურჭლის რეცხვისთვის დრო არ უნდა დაკარგოს, არც გაკვეთილების სასწავლად თუ ეს ყველაფერი მის ,,არმინდაში “ მოხვდა.
ბუნების თვალსაზრისით – ბელადის ქცევა, აბსოლუტურად ჰარმონიული მექანიზმია. მშობლებისა და სხვა უფროსების თვალსაზრისით კი ესაა უპასუხისმგებლობა, თავქარიანობა უმადურობა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ურეთრალ ბავშვთან, დაძაბულობის მცდარ ნიადაგს ქმნის, რომელიც ყოველთვის თავისებურად იქცევა და ყოველთვის საკუთარი გზით მიდის. რა დაემართება ურეთრალ ბავშვს თუ მის მორჯულებას ვეცდებით და ჩვენს ჭკუაზე აღვზრდით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად? პირველი – ყველაზე კარგი ვარიანტი – ბავშვი სახლიდან გაიქცევა და მეტად ვეღარ იხილავთ. ის ყველგან იოლად შეძლებს გადარჩენას და არც ეცადოთ მისი ძებნა. მეორე ვარიანტი: თქვენი ურეთრალი ბავშვი ნევროზის მსხვერპლი ხდება. თუ ეს გოგონაა ის ყველანაირად ეცდება ბიჭს დაემგვანოს, რათა უკეთ გამოვლინოს თავისი აქტიური ხასიათი. ის დაიწყებს შესაბამისად ჩაცმას და შესაძლოა ბიჭისმაგვარი ლესბოსელიც გახდეს. თუ ბიჭია, შეიძლება დამნაშავეთა ჯგუფის მეთაური გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ პატარა ურეთრალის ენერგია ვერ იპოვის განვითარებისთვის საჭირო კალაპოტს, მაშინ ჯგუფის ბელადის ნაცვლად, აგრესიულ, საზოგადოებასთან გამუდმებულ პროტესტისა და ბრძოლის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიიღებთ, რომელიც თავისი ხასიათით ადვილად მიიყვანს თავის თავს სამარემდე (ან თავად მოიტეხს კისერს, ან ვინმე დაეხმარება).
დასკვნის სახით კი ვიტყვით რომ ურეთრალური სცენარის განვითარების სულ ორი ვარიანტი არსებობს – ბელადი და არაბელადი. თუ ურეთრალური ენერგია საჭირო კალაპოტში ვერ მოხვდა, ის ადამიანს ნგრევას შიგნიდან დაიწყებს. ამიტომ ჯობია ონვარი და გაუგონარი, რომელიც თავის ადგილს ბავშვობიდანვე მოიპოვებს რაც ჯგუფის მომავლისკენ წაყვალის პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ასეთი ურეთრალი გაზრდის თანავე რეალიზდება ანუ გახდება ბელადი და ბედნიერი იქნება. ის ურეთრალი კი ბავშვობაში “გაანორმალურეს” უბედური ადამიანი ხდება. არარეალიზებულობის ტრაგედია, ეს არა მხოლოდ მისი პირადი ტრაგედიაა, არამედ იმ ჯგუფისაც, რომელიც უმეთაუროდ დარჩა.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.