ბელადი. ურეთრალური ბავშვის თავისებურებანი

პეტრეს უკვე ექიმად ვხედავ. გიორგი ნამდვილად სამხედრო გამოვა. მაია მასწავლებლადაა დაბადებული. ვოვა კი მხოლოდ ცირკში უნდა გამოდიოდეს. და არც ერთი სიტყვა ბელადზე. თითქოსდა ბელადად დაბადბულები არ არსებობდნენ. არადა არსებობენ. უბრალოდ დიდებს მათი – პატარების გარჩევა არ შეუძლიათ, თვლიან რომ… რას აღარ თვლიან.

ან პირველია ან საერთოდ არ არის.

უფროსები მიეჩვივნენ ბრძანებეს, მითითებეს, სასჯელებს. მაგრამ თუ თქვენი ბავშვი ბელადია ეს უნდა დაივიწყოთ. საკუთარ თავში იმ სტერეოტიპის მსხვრება მოგიწევთ, რომ ბავშვი აუცილებლად დამჯერი უნდა იყოს. ეს გარდამტეხი ნახტომია აღმზრდელი – მშობლებისთვის. თავად ისინი ხომ ძალიან დამჯერები იყვნენ მათ აზრადაც კი არ მოუვიდოდათ ასეთი თავნებობა. როგორ აღვიქვათ დაუმორჩილებლობა ნორმად? როგორ შევეგუოთ გამუდმებით ფართოდ მიღებული და დადგენილი წესების ზღვრის გადალახვას? თუ ოჯახში ურეთრალის ვექტორიანი (ურეთრალური ფსიქოტიპის) ბავშვი იზრდება შეეჩვიეთ ყველაფრის უკუღმა კეთებას.

სვფ-ს საშუალებით ბევრი რამის გაგება შეიძლება. თურმე ურეთრალის ვეტორიან ბავშვში მორჩილება საერთოდ არ წერია. ადამიანური ჯოგის იერარქიაში სადაც ურთიერთდაკავშირებული ელემენტები გარემოსთან როგორც ერთ მთლიანთან ურთიერთქმედებენ – ურეთრალური ბელადი მთავარ პოზიციას იკავებს. კანონი და შეზღუდვები უკვე მის ქვემოთ რანჟირდება. ბელდი კანონს არ ცნობს – კანონი გამოხატავს ბელადის ნებას. ურეთრალურმა ბელადმა შეიძლება დიდსულოვნად მოგცეთ რაც გაკლიათ თუ მისი ნება იქნება, მაგრამ არასოდეს დაგემორჩილებათ. დამორჩილება ეს რანგის დაქვეითებაა, ეს ბელადისთვის წარმოუდგენელია, ის ხომ კანური მოუსვენრებივით არ რანჟირდება – თუ დღეს შენ ხარ უკეთესი მაშინ ხვალ მე ვარ. ბელადი ან პიველია ან საერთოდ არ არის.