ბუნების განვითარების ოთხი ფაზა

დღეს ევოლუციის გვირგვინად ადამიანია მიჩნეული, სწორედ ადამიანმა შეითავსა წინა დონეების (ცხოველურ, მცენარეული და მინერალური დონეების) საუკეთესო თვისებები. საერთოდ ნებისმიერი განვითარება 4 სტადიას მოიცავს .

1. დაბადება (არაცოცხალი დონე)– მეცნიერების დასკვნით 14 მილიარდი წლის წინ მოხდა აფეთქება და წარმოიშვა პლანეტა დედამიწა. ამავე სტადიაზე გაჩნდნენ სიცოცხლის ყველაზე უბრალო ფორმები – მინერალები.
რაც დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ ნებისმიერ ქვაზე, ის არის, რომ ქვა უბრალოდ არსებობს. მისი ერთადერთი ფუნქცია თავისი ფორმის შენარჩუნებაა.

2. ზრდა (მცენარეული დონე)– ამ დონეზე გაჩნდნენ მცენარეები. მცენარე აშკარად განსხვავდება ქვისგან და ეს განსხვავება ზრდაშია. ამ შემთხვევაში ზრდა გარემოსთან ურთიერთქმედების პირველი მცდელობაა. მცენარე იწოვს წყალს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. იზრდება და შესაბამისად მისთვის გარემოც მცირდება. ასევე ხდება ცხოვრებაშიც. ერთმა ერმა მეორეს ომით ტერიტორია წაართვა, ამით გაზარდა თავისი ტერიტორია და შეამცირა სხვისი. ან მეანაბრემ ჩადო ბანკში ფული, ამით მან გაზარდა ბანკის კაპიტალი და შეამცირა თავისი. ამ დონეზე შეიძლება უკვე საუბარი ცოცხალი ორგანიზმის 4 თვისებაზე: ჭამა, დალევა, ძილი და სუნთქვა. ეს თვისებები ზრდის სტადიაზე ჩნდება და ყველა სხვა სტადიაზე ნარჩუნდება.

3. რანჟირება (ცხოველური დონე) – მესამე სტადიაზე იბადება იერარქია: ცხოველები, რომლებიც ამ ეტაპზე გაჩნდნენ, უკვე ეძებენ თავის ადგილს საერთო ჯაჭვში. მცენარეებს მოძრაობა არ შეეძლოთ, ცხოველები კი თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც აძლევთ მათ საშუალებას შეცვალონ გარემო თავის გარშემო. შეხედეთ ფაუნას: ყველა მისი წარმომადგენელი აღჭურვილია ბრძოლისათვის საჭირო ყველა საშუალებით: ზოგს რქები და ჩლიქები აქვს, ზოგს კბილები, ზოგს სწრაფი ფეხები. ცხოველებს მართავს სხვებზე მეტის მიღების მოთხოვნილება: უფრო ლამაზი მდედრი, უფრო დიდი ნადავლი, უფრო ფართო ადგილი მზის ქვეშ, რაღაცით ადამიანს არ გაგონებთ?

4. განვითარება (ადამიანური დონე) – სამყაროს ამ უკანასკნელმა ფაზამ შობა ადამიანი თავისი უნიკალური თავისებურებით – განვითარების უნარით. ცხოველები სხვაგვარად ვითარდებოდნენ: მათში უბრალოდ ახალი სახეობა ჩნდებოდა, ძაღლი მაგალითად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჭიაყელა, თუმცა ჩამორჩება მაიმუნს, ანუ ცხოველთა დონეზე განვითარება ევოლუციაა, ახალი სხეულის შეძენაა, ადამიანისთვის კი განვითარება მის შიდა სამყაროს ეხება, მართალია ადამიანები ჰგვანან ერთმანეთს გარეგნულად, მაგრამ შინაგანი განვითარებით ადამიანებს შორის უფსკრულიც შეიძლება იყოს. ამის გასაგებად შორს წასვლა არ არის საჭირო: გაიხსენეთ თქვენი ბებიები, პაპები, ან მშობლები. ისინი კომუნალურ სახლებში ცხოვრობდნენ, ყველაზე პრესტიჟული უცხო ქვეყანა იყო იალტა, საუკეთესო დელიკატესი კი – მანდარინი საახალწლო სუფრაზე. იმ პერიოდში ეს სრულიად ნორმალური ცხოვრება იყო. ეხლა კი წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ ყოფაში, როგორ მოგწონთ? ჩვენ უკვე მივეჩვიეთ პროდუქციით გადატვირთულ მაღაზიებს, თავისუფალ გადაადგილებას დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ინტერნეტის მეშვეობით თავისუფალ ურთიერთობებს. თაობებს შორის უფსკრული უზარმაზარია და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იზრდება ეს დაშორება. დღესდღეისობით ყველაფერი თავდაყირა დადგა: ყველა დროში უფროსი ასწავლიდა უმცროსს, დღეს უკვე პირიქით, შვილები ასწავლიან მშობლებს, ასწავლიან როგორ ნახონ ინტერნეტში ამინდი, ან როგორ მოხარშონ ფაფა მიკროღუმელში.

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო: http://training8.ru/library/razvitie-vselennoy

სრული ტექსტი იხილეთ ჩვენს Facebook ჯგუფში:

https://www.facebook.com/groups/571353209673619/