გადადებული ცხოვრების სინდრომი

ჩვენი ცხოვრება სწრაფდინებადია. დღეები გაელვებასავითაა, თვეებიც მიფრინავენ, გადის წლები. დგება მომენტი როცა ისმის კითხვა: რა არის ჩემი ცხოვრება? როგორ ვცხოვრობ, რატომ ვცხოვრობ, რას მივაღწიე? ხშირად პასუხები არ გვაწყობს, ზოგჯერ კი სათქმელიც არაფერი გვაქვს. თითქოს კიდეც ვცხოვრობთ, მაგრამ არა სიამოვნებისათვის, არა ბედნიერებისათვის, თითქოს არც კი ვმოძრაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეებს, განუსაზღვრელი დროით გადავდებთ ხოლმე. ეს ყოველთვის სხვადასხვა მოტივით ხდება: ,,ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, რომ დავასრულო ის, რაც დაწყებულია და ა.შ.“.

გადადებული ცხოვრების სიმპტომი

მნიშვნელოვანი საქმეების და მოვლენების განსაზღვრული დროით გადადება, გადადის პათოლოგიაში. ძალიან ძნელი ხდება განეწყო და დაიწყო რაღაცის კეთება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი რამ გაქვს გასაკეთებელი. საკუთარ თავში, საკუთარ ძალაში, საკუთარ ცოდნაში დაურწმუნებლობა. იმის ფიქრი, რომ ვერ გაამართლებ იმედებს და ვერ დასძლევ, მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. ჩვენც უბრალოდ გადავდებთ საქმეს ხვალისთვის. რეალურად კი მისი დაწყების უნარი არ გაგვაჩნია.

ზოგჯერ უკიდურესობამდე, აბსურდამდე მიყვანილი პერფექციონიზმი, არ იძლევა იმ საქმის დასრულების საშუალებას, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ ნაკლოვანებების მოძიებას და უბრალოდ არ გვაქვს იმის უნარი, რომ გადავერთოთ რაღაც სხვაზე, რადგან ვისწრაფვით ჩვენი ქმედების სედეგი იდეალურს მივუახლოვოთ. ყოველივე ამას ემატება იმისგან გამოწვეული დანაშაულის გრძნობა, რასაც ვაკეთებთ. რაც აუცილებელია, რომ ადამიანებს იმედი არ გავუცრუოთ. იმ წყენის გამოც, რომ არავის ესმის,  თუ როგორ გვიმძიმს ჩვენ…

ყოველგვარი მცდელობა იმისა, ავხსნათ თუ რატომ ხდება, რომ არ ვიწყებთ და არ ვამთავრებთ საქმეს, გვერდიდან მოჩანს უაზროდ, მაგრამ ეს მხოლოდ გვერდიდან, რეალურად კი ჩვენ ცუდად ვართ.

თვისებები სხვაა, ხოლო მათი გამოვლინება სხვა

განვიხილოთ ეს მოვლენა სვფ-ს თვალსაზრისით: სვფ განასხვავებს 8 ვექტორს, თანდაყოლილი სურვილების 8 ნაკრებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკურ თვისებებს.
არიან ადამიანები, რომლებიც არიან საქმის პროფესიონალები, პასუხისმგებელი პიროვნებები, რომლებსაც დაწყებული საქმე მიჰყავთ ბოლომდე და არიან კიდეც იმ უნარის მფლობელნი, რომ მოიძიონ უზუსტობანი უზარმაზარი მოცულობის მქონე მასალაში და გამოასწორონ ისინი. არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ ძალებში. იმის უუნარონი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ჩაციკლულნი უზუსტობათა ძიებებში – ყველა ესენი ანალური ფსიქოტიპის ადამიანებია. მაშინ რატომ არის მათ შორის ასეთ განსხვავება ფსიქიკური თვისებების გამოვლენისას?

ჩვენი სურვილების ნაკრები დაბადებიდანვეა თანდაყოლილი. ისევე როგორც ის თვისებები, რომლებიც მოცემულია ამ სურვილების რეალიზაციისათვის. ისინი განსაზღვრავენ ჩვენი აზროვნების ტიპს, ჩვენს ფასეულობებს და მოძრაობის წესს ცხოვრებაში. ჩვენი სურვილების რეალიზაცია დამოკიდებულია ჩვენი თვისებების ხარისხზე და სწორად განვითარებაზე, იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ვიყენებთ მათ ცხოვრებაში. თუ ყველაფერი წესრიგშია ფსიქიკური თვისებების განვითარებასთან და რეალიზაციასთან, მაშინ ადამიანი ცხოვრობს ბედნიერად. ხოლო თუ არა?

რასაც დასთეს, იმას მოიმკი

ს.ვ.ფ ამბობს, რომ ჩვენი ფსიქიკური თვისებების განვითარების თუ განუვითარებლობის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული გარშემომყოფთა გავლენაზე – ოჯახზე, სკოლაზე, თანატოლებზე, ე.ი. განვითარების სწორ ფორმაზე. დაწყებული ყველაზე ადრეული ასაკიდან, პუბერტატის ასაკით დამთავრებული, ე.ი 15-16 წლის ჩათვლით. ყოველი ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მშობლებს. ბავშვი პირველ რიგში მათგან ღებულობს უსაფრთხოებისა და დაცვის გრძნობას. ისინიც, არასწორი აღრზდის შემთხვევაში, ძლიერ აზიანებენ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას.

ანალური ბავშვი – ყველაზე მშვიდია, ისწრაფვის იყოს ყველაზე უკეთესი, თუმცა ამასთან ერთად, ის რამდენადმე ნელია, ზედმიწევნით მოწესრიგებული. მას აუცილებლად სჭირდება დრო, რომ დაწყებული საქმე აუცილებლად მიიყვანოს ბოლომდე. ასეა მისი ფსიქიკა მოწყობილი. ასეთ ბავშვს აუცილებლად სჭირდება დედა, მისი ყურადღება. იმ შემთხვევაში თუ დედა ფლობს ბავშვის ფსიქიკის საწინაამღდეგო თვისებებებს, მაგალითად, წარმოადგენს არც ისე განვითარებულ კანურ ფსიქოტიპს, მაშინ ის მიდრეკილი იქნება იქით, რომ ბავშვი მუდმივად აჩქაროს და ამით გული გაუწყალოს მას. კანის ვექტორიანი დედისთვის ძნელი მისახვედრია, რომ აუჩქარებლობა და ზედმიწევნით მოწესრიგებულობა მისი ბავშვის სრულიად ნორმალური თვისებებია. თავად ხომ მოუსვენარია, ძალიან მოძრავი და მუდმივად ჩქარი. ამიტომ ის ღიზიანდება ბავშვის შენელებულობაზე და აიძულებს მას იჩქაროს, აწყვეტინებს სიტყვას შუაში და ღამის ქოთნიდანაც სასწრაფოდ წამოაგდებს, სადაც ბავშვი ზის სხვა ბავშვებზე მეტ ხანს (ხოლო ასეთი ბავშვისთვის ეს ნორმალურია). არ აძლევს რა ბავშვს იმის საშუალებას, რომ სრულიად დაისრულოს კუჭნაწლავის განთავისუფლების აქტი, ამით არღვევს ანალის ვექტორიანი ბავშვის ფსიქიკური თვისებების სწორად განვითარებისათვის მნიშვნელოვან შემდგენელს. კანის ვექტორიანი დედა, თავს აბეზრებს ბავშვს, როცა ერთ მოთხოვნას ცვლის მეორეთი, როცა უბიძგებს მას მოქმედებისაკენ და აჩქარებს მას. ანალურ ბავშვს სჭირდება დრო მოსაფიქრებლად, ინფორმაციის გადამუშავებლად, დაწყებული საქმის ზედმიწევნით დასასრულებლად. თუ ამის საშუალება არ ეძლევა, ჩნდება სტრესი. ბავშვი ექცევა ჩიხში, კარგავს მოქმედების უნარს. სწორედ ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ქმედების, საქმის დაწყებისა და დასრულების უუნარობა. გარდა ამისა, სიახლის ფაქტორი ანალური ფსიქოტიპისთვის სტრესულია, რადგან მას, ბუნებრივი სწრაფვა აქვს წარსულისკენ. ეს მისი ბუნებრივი და აუცილებელი მოთხოვნაა საკუთარი თვისებების რეალიზაციისათვის: გამოცდილების დაგროვება, საფუძვლიანი გადარჩევა, ცოდნის სისტემაზიცია და მათი გადაცემა ახალი თაობებისათვის. რაღაც ახლის მიღებისათვის და ცვალებადი პირობებისადმი ადაპტირებისათვის, ამ ადამიანს სჭირდება დრო და თუ ვექტორული თვისებები არასაკმარისად არის განვითარებული, მაშინ შეიძლება ადაპტირება არაადეკვატურად გაიწელოს დროში, ან არასდროს არ შედგეს.

როცა კანურ დედას არ ჰყოფნის მოთმინება, მოუსმინოს ბოლომდე ანალური ბაშვის ზედმიწევნით, ძალიან მნიშვვნელოვანი დეტალებით აღსავსე ამბავს და აწყვეტინებს სიტყვას შუა გზაზე, ამ დროს პატარას უწყდება აზრების ფორმირების მნიშვნელოვანი პროცესი და ამ აზრების გარეთ გამოტანის უნარიც უქვეითდება. ასეთ ბავშვს წარმოექმნება აზროვნების სიზანტე, უუნარობა იმის, რომ მკაფიოდ აფორმიროს თავისი აზრი ბოლომდე, და ხდება წინსვლის უნარს მოკლებული. ასეთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოქმედების შეფასება. ისწრაფვის რა გახდეს ყველაზე უკეთესი, ანალური ბავშვი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ხარისხიანად, რომ დედამ შეამჩნიოს ეს და შეაქოს. ის მონდომებით სწავლობს, ხდება საუკეთესო მოსწავლე კლასში, მაგრამ კანი-დედა, რომელიც ძუნწია მოფერებაში და გრძნობების გამოვლენაში, არ აქებს მას, აუფასურებბს ყველა მის მონდომებას.

ჩიხში მოქცევა, უუნარობა, რომ დაამთავროს დაწყებული საქმე, ანულირებას უკეთებენ ანალური ადამიანის შესანიშნავ თვისებას, რომელიც მოწმობს უდიდეს პროფესიონალიზმზე – პერფექციონიზმით. ის მიდის უკიდურესობამდე, როცა უკვე არ შეუძლია თავის დროზე მოამთავროს საქმე, დაასრულოს ნახატი, დაწეროს წიგნი და დასვას წერტილი. ამიტომ აგრძელებს უზუსტობების და დამახინჯებების ძიებას, რომ მიიყვანოს თავისი ქმნილება სრულყოფილებამდე. ეს პროცესი არასოდეს არ მთავრდება: ნახატი არ დამრთავრდა, წიგნი არ დასრულდა, ასევე საქმეც არ გაკეთდა, ხოლო ცხოვრება გადაიდო.

დათესე, მაგრამ მოსამკელი არაფერია

ბავშვს ბუნებისაგან ყველაფერი აქვს ბოძებული: როგორც სურვილები, ასევე თვისებები მათი რეალიზაციისათვის, მაგრამ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ფორმირდა დაზიანება. ეს კი ნიშნავს, რომ არასწორი აღრზდის შედეგად, დედის მიმართ წყენით და ამ წყენის სამყაროზე პროეცირებით მოხდა ცხოვრების გადადება.

ადამიანს არ შეუძლია აიძულოს თავი, რომ იმოქმედოს, არ შეუძლია ადგილიდან დაძვრა, არ შეუძლია გაჩერება, უსასრულოდ ხვეწავს და ეძებს უზუსტობებს თავის შრომის შედეგებში. ამით თავადვე გადააქცევს მას სიზიფეს შრომად. ცხოვრება კი მიედინება შორიახლოს და პოტენციური პროფესიონალები, საიმედო ქმრები, ერთგული მეგობრები, ყველაზე საუკეთესო მამები მსოფლიოში, რჩებიან გარიყულნი. მათი ცხოვრება როგორღაც ჩერდება, გადაიდო ხვალისთვის, ზეგისთვის, სამუდამოდ…

იცხოვრო თუ არ იცხოვრო

ცხოვრება შეუძლებელია გადაიდოს. ის ხდება დღეს, ახლა, თვითონვე ამ გაელვებაზე, იმისგან დამოუკიდებლივ, ვართ თუ არა მზად ჩვენ! ჩვენ ქვეყანაზე მოვედით იმისთვის, რომ აღვასრულოთ ის რაც დაგვავალა ბუნებამ და მივიღოთ ტკბობა იმავე ამოცანის რეალიზირებისაგან. დღეს შეგვიძლია თვითონვე შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთობისაკენ, ჩვენი ბუნების, ჩვენი ჭეშმარიტი სურვილების გაცნობიერებით, იმ მიზეზების კვლევით, რომლებსაც მივყავართ ცხოვრების გადადებასთან. ამის გასაღებს იძლება სისტემური ცოდნა, რომელიც ნებას გვრთავს ჩავიხედოთ ჩვენს დაფარულ ქვეცნობიერში და გავიგოთ მისი მექანიზმი. დრო კი მიჰქრის სწრაფად და ვხვდებით რა ზრდასრულნი, ჩვენ არ შეგვიძლია მისი უკან დაბრუნება და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ აეწყობა ის: იქნება ბედნიერი, რეალიზაციით აღსავსე თუ წარსულს ჩაბარდება მოუმთავრებელი საქმეებით და შეუმდგარი დამოკიდებულებებით წყენათა ჭაობში ჩაფლული. ჩვენს არჩევანს ჩვენვე ვაკეთებთ!

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/sindrom-otlozhennoj-zhizni-ili-pochemu-ja-ne-mogu-nachat-zhit

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili