განვითარება ისტორიულ პერსპექტივაში

ანალური ფაზის დადგომასთან ერთად კოლექტიურ არაცნობიერში მოხდა მნშვნელოვანი ცვლილებები. ნებისმიერი ცვლილება შედგება გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ნაკრებისგან. ჯგუფისთვის გარე ფაქტორი არის ლანდშაფტი, ხოლო შინაგანი ფაქტორი არის ის გარდაქმნა, რომელიც მოხდა ადამიანის გონებაში, გონება ქვეცნობიერი მდგომარეობიდან გადავიდა ცნობიერ მდგომარეობაში. როგორ გვმართვდა ჩვენ ლანდშაფტი? კუნთურ ფაზაში ლანდშაფტი გვმართავდა ძალზე უბრალო პრინციპით, ის ჩვენ უზრუნველგვყოფდა ყველაფრით – რაც გვჭირდებოდა. მაშინდელი ადამიანის მოთხოვნილებები კი პრიმიტიული იყო: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. კუნთური ფაზიდან ანალურ ფაზაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში ადამიანებმა შეძლეს გამოეცალკევებინათ ,,მე“ ლანდშაფტისაგან. როგორც კი ისწავლეს ლანდშაფტისაგან თავის გამოცალკევება, დადგა ანალური ფაზა. კუნთურ ლანდშაფტში მმართველობა ხდებოდა შიმშილით, თქვენ ეს უკვე იცით. რა შეიცვალა ანალურ ფაზაში? ანალურ ფაზაში შიმშილს დაემატა ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიცაა სიცივე. ადამიანებმა თანდათნ გადაინაცვლეს ჩრდილოეთით, ამას დაემატა მთელ დედამიწაზე დაწყებული გამყინვარების პროცესი და ადამიანებს შეცივდათ.

ანალის ვექტორიანებს, როგორც ყველაზე შენელებული მეტაბოლიზმის მქონე და ყველაზე უმოძრაო ადამიანებს, ყველაზე მეტად გაუჭირდათ, რადგან თავისი უმოძრაობის გამო, მათ ყველაზე მეტად უჭირდათ სხეულის ბუნებრივი ტემპერატურის შენარჩუნება. მოკლედ შიმშილს დაემატა სიცივეც. ამასთან მოხდა ის, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია, კაცობრიობა უკვე აღარ იყო ერთი გაუცნობიერებელი ჯოგი, ის დაიშალა პატარა ტომებად, პატარა ჯგუფებად და დაიწყო კონკურენცია ამ ჯგუფებს შორისაც.

ნებისმიერი ცვლილება შედგება გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ნაკრებისგან. ჯგუფისთვის გარე ფაქტორი არის ლანდშაფტი, ხოლო შინაგანი ფაქტორი არის ის გარდაქმნა, რომელიც მოხდა ადამიანის გონებაში, გონება ქვეცნობიერი მდგომარეობიდან გადავიდა ცნობიერ მდგომარეობაში. როგორ გვმართვდა ჩვენ ლანდშაფტი? კუნთურ ფაზაში ლანდშაფტი გვმართავდა ძალზე უბრალო პრინციპით, ის ჩვენ უზრუნველგვყოფდა ყველაფრით – რაც გვჭირდებოდა. მაშინდელი ადამიანის მოთხოვნილებები კი პრიმიტიული იყო: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. კუნთური ფაზიდან ანალურ ფაზაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში ადამიანებმა შეძლეს გამოეცალკევებინათ ,,მე“ ლანდშაფტისაგან. როგორც კი ისწავლეს ლანდშაფტისაგან თავის გამოცალკევება, დადგა ანალური ფაზა. კუნთურ ლანდშაფტში მმართველობა ხდებოდა შიმშილით, თქვენ ეს უკვე იცით. რა შეიცვალა ანალურ ფაზაში? ანალურ ფაზაში შიმშილს დაემატა ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიცაა სიცივე. ადამიანებმა თანდათნ გადაინაცვლეს ჩრდილოეთით, ამას დაემატა მთელ დედამიწაზე დაწყებული გამყინვარების პროცესი და ადამიანებს შეცივდათ. ანალის ვექტორიანებს, როგორც ყველაზე შენელებული მეტაბოლიზმის მქონე და ყველაზე უმოძრაო ადამიანებს, ყველაზე მეტად გაუჭირდათ, რადგან თავისი უმოძრაობის გამო, მათ ყველაზე მეტად უჭირდათ სხეულის ბუნებრივი ტემპერატურის შენარჩუნება. მოკლედ შიმშილს დაემატა სიცივეც. ამასთან მოხდა ის, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია, ,,კაცობრიობა” დაიშალა პატარა ტომებად, პატარა ჯგუფებად და დაიწყო კონკურენცია ამ ჯგუფებს შორისაც.

 

როდესაც ჯგუფები სახლდებოდნენ ახალ ტერიტორიებზე, ლანდშაფტის ტიპი, გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა მათ კოლექტიურ ცნობიერებაზე, ეს კი გამოვლინდა იმაში, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ მენტალიტეტს. ეს იყო ის ეპოქა, როდესაც პირველად გამოვლინდა მენტალური მოწყობა. რომელიღაც ტომი დროთა განმავლობაში აღმოჩნდა კუნძულზე, ყველასგან იზოლირებული, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. რას შეეჯახნენ ისინი? ისინი აღმოჩნდნენ შეზღუდულ სივრცეში, თვიდან ათსამდე ადამიანი იყო და ამას კიდევ არ უშავდა, მაგრამ დროში ისინი გამრავლდნენ, მათი რიცხვი გასამმაგდა. ის ტერიტორია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა ათას ადამიანს – სამი ათასისთვის უკვე ძალიან პატარა იყო. რაც უფრო მრავლდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო რთულდებოდა სასიცოცხლო რესურსების მოძიება. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეზომათ საკუთარი სივრცე და ეცადათ ამ სივრცის მაქსიმალური ეფექტურობით ათვისება. ასე გამოვლინდა ამ ადამიანებში კანური მოწყობა. აქ უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი ვიღაც ანალის ვექტორიანი იყო, კანის, თუ ურეთრალის, ისინი აღმოჩნდენენ შეზღუდულ სივრცეში, გააჩნდათ მწირი რესურსები, იძულებულნი იყვნენ ყველაფერი დაეთვალათ და გაეთვალათ, ამიტომ ასეთ დასახლებებში ძირითადად გამოვლინდა კანური მენტალიტეტი, ამისკენ მათ ცხოვრების პირობებმა უბიძგა. ამიტომ მაშინაც კი თუ ვინმე ანალის ვექტორიანი იყო, ის რა თქმა უნდა ვექტორს ვერ შეიცვლიდა, მაგრამ იძულებული იყო, რომ ესწავლა გარკვეული გათვლა, იძულებული იყო გაეგო, რომ მათი რესურსები შეზღუდულია და მეტის მიღების საშუალება უბრალოდ არ არსებობდა. ასე გამოვლინდა მაგალითად ორი ცნობილი კანური მენტალიტეტი: ინგლისი და იაპონია. იაპონია: კან-სმენის მენტალიტეტი და ინგლისი: კან-ანალ-ყნოსვის მენტალიტეტი. როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში კანური კომპონენტები ძალზე მკაფიო და არსებითია.