განვითარება ისტორიულ პერსპექტივაში (2)

ორი ვექტორის, კანის და ანალურის რეზულტატის საბოლოოდ გადმოსატანად, საჭიროა გავიაზროთ, რომ არსებობს ცალკე თემა, რომლისთვისაც საჭიროა ცალკე ლექცია. საჭიროა სრულფასოვნად გადავხედოთ სისტემური აზროვნების განვითარებას. რა თემაა ასეთი? ეს თემა შეეხება იმას, თუ როგორ ავლენს საკუთარ თავს ესა თუ ის ზომა (ვექტორი), საკაცობრიო განვითარების ამა თუ იმ ფაზაში. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ რა ფაზებია ეს. ესენია: კუნთური ფაზა, ანალური ფაზა, კანური ფაზა და ურეთრალური ფაზა. ასევე შეიძლება ითქვას რომ ესაა არაცოცხალი ფაზა, მცენარეული ფაზა, ცხოველური ფაზა და ადამიანური ფაზა. ეს იგივეა რაც ფსიქიკაში: აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა და განვითრება. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ამიტომ ურეთრალური ვექტორის ლექციებში ჩვენ გამოვყოფთ ცალკე ლექციას ამ თემის განსახილველად.
მაშ ასე, პირველი, კუნთური ფაზა, ის დაიწყო დაახლოებით 40-50 ათასი წლის წინ და დასრულდა დაახლოებით 6 ათასი წლის წინ. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ანალური ფაზა დაიწყო 6 ათასი წლის წინ. ანალური ფაზა დაიწყო გაცილებით ადრე, შეიძლება 20 ათასი წლის წინაც კი, ან შეიძლება კიდევ უფრო ადრე. ბუნებაში ისე არ ხდება – ერთი დასრულდა და პირდაპირ მეორე დაიწყო. ფაზები გარკვეულწილად ერთმანეთშია შერეული, მუდმივად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში არის რაღაც ფასეულობები წინა ფაზიდან და ასევე შემდეგი ფაზის რაღაც ნაწილი. შემდეგ კი არის რაღაც მომენტი, როდესაც დომინირებას იწყებს მხოლოდ ახალი ფაზის ფასეულობები. მაგალითად: იყო კუნთური ფაზა, მასში თანდათან დაიწყო შერევა ანალური ფაზის ელემენტებმა, ეს მიმდინარეობდა დიდი ხნის მანძილზე, ჯერ იყო ბევრი კუნთური და ცოტა ანალური, შემდეგ ცოტა მეტი ანალური და ნაკლები კუნთური, რაღც ეტაპზე კი უკვე იყო მხოლოდ ანალური. შემდეგ ანალურში შეერია ცოტა კანური ფასეულობები, შემდეგ ბევრი კანური ფასეულობები და ა.შ. ანუ ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლა ხდება თანდათან. უბრალოდ დაახლოებით 6 ათსი წლის წინ კუნთური ფაზა საბოლოოდ დასრულდა.