განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის ნაწილი I

[metaslider id=2060]სწავლის პროცესში ჩვენ ვეხებით ბევრ თემას. ვსაუბრობთ ადამიანებზე, ნაციებზე, ისტორიაზე, მენტალიტეტზე, ცხოვრებისეულ სცენარებზე, ურთიერთობებზე წყვილში და ჯგუფთან ურთიერთობაზე, ხშირად ვახსენებთ მცენარეებს და ცხოველებს, პრინციპში ჩვენ ვეხებით ყველაფერს. ჩვენი დაკვირვება მოიცავს მთელ ქმნილებას. რა აქვს საერთო ყველა ქმნილებას? ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ რაღაც ნიშანი და ჩვენს დაკვირვებაში მოვაქციოთ ყოველი მოვლენა. როდესაც ვსაუბრობთ სამყაროს აღქმაზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე და არაცოცხალ დონეზე, მაშინ ის რაც მათ საერთო აქვთ, არის მათი არსი (პირველმიზეზი). მათი არსი არის სურვილი, სურვილი იმისა რომ აივსნენ, ჩვენ ამ მოვლენას სხვადასხვა სახელებს ვუწოდებთ: მიღების სურვილს, ავსების სურვილს, ეგოიზმს, მიმღებ აზრს, ქმნილებას, ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ამ სიტყვებს შორის შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი. კერძოდ, სისტემურ-ვექტორულ ფსიქოანალიზში ყველაფერ დანარჩენთან ანალოგიით (სისტემური და არა ანალური ანალოგიით, ანალური ანალოგია ესაა ,,შენ ისეთივე ხარ, როგორიც მე”. სისტემური ანალოგიაა, როცა ქვედა საფეხურის სისტემა, ზედა საფეხურის სისტემის ანალოგიურია, ფრაქტალური პრინციპით), ყველაფერი ერთი პრინციპითაა მოწყობილი და ერთნაირი მასალისგან შედგება. მოკლედ სისტემური ანალოგიით (სმენის ვექტორანის და არა ანალის ვექტორიანის) ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ეს სურვილია (ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია). თუ ზემოთ (ფინჯანის მაგალითზე) შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ფინჯანის მატერია ფაიფურია, ადამიანის შემთხვევაში ადამიანის მატერია სხეული (კანი, კუნთები და ა.შ.). მაგრამ ადამიანი არ შეიძლება გავაიგივოთ მხოლოდ მის შემადგენელ მასალასთან, რადგან ადამიანი შედგება მატერიალური და არამატერიალური კომპონენტებისაგან. თუ სხეული მატერიალური კომპონენტია, მაშინ სურვილი. არამატერიალური კომპონენტი იქნება. სწორედ სურვილი აცოცხლებს სხეულს და როდესაც სურვილები მიდის, სხეული კვდება. სურვილი ის ნაპერწკალია, რომელიც სამოქმედოდ აღანთებს სხეულს. ამას ეწოდება სიცოცხლე. სიცოცხლე – ეს არის სურვილი. სხეულს სურს ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. მაგრამ ,,ცოცხალ სულს” (საფშვინველს) ეს არ სურს. მაგრამ სხეულს არ სურს ფუფუნება, სხეულს არ სურს სიყვარული, სხეულს არ სურს 8 ვექტორიანი ფსიქოანალიზის ტრენინგის გავლა და ა.შ. ეს ყოველივე სწორედ ჩვენი არამატერიალური ნაწილის სურვილია. მოკლედ ჩვენი დაკვირვების და განხილვის პირველადი ობიექტია – სურვილი. ეს სურვილი ვლინდება ფუძედ, არსად, ვლინდება ადამიანის ფსიქიკაში და ყველაფერ დანარჩენში. უბრალოდ სურვილის დანარჩენი საფეხურები, არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური სურვილები ბევრად უფრო პრიმიტიულია, რაც უფრო ქვედა დონისაა სურვილი, მით უფრო მარტივია ის.