განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ.

ხანდახან შეიძლება კანური რანჟირების მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ლიდერისა და ურეთრალური ბელადის ერთმანეთში არევა. ორივე მოძრავია, ორივე მათგანის გარშემო ბავშვები გროვდებიან, ორივეს გოგონები ეხვევიან გარს. ურეთრალურის გარშემო კი გაცილებით მეტი. ყველაფერი მეტია – ბიჭების, გოგონებიც, ძალაც , ფერომონებიც. მათ შორის კოლოსალური სხვაობაა.

კანი გამუდმებით რანჟირების მდგომრეობაშია, ხშირად მაგრამ არც ისე მაგრად ჩხუბობს; ხელის კვრა, ფეხის წამოდება. მოხერხებული მანევრი, არც ზურგიდან დარტყმას ერიდება, თუ ჩხუბის თავიდან არიდების საშუალება არის ყოველთვის გამოიყენებს, ხოლო თუ ჩხუბის მიზეზი არაა არაფრიდ დიდებით არ დაიწყებს აი როგორია კანური ხელწერა ლანდშაფტზე. კანური მოზარდი გამუდმებით თავის პირველობას ამტკიცებს. ცდილობს ყურადღება აქტიურობით მიიქციოს. ეს ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის მსხვერპლი.

ურეთრალურ მოზარდს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ერთიერთზე ჩხუბში ის მხოლოდ თავის თანასწორ მოწინააღმდეგესთან ურეთრალურ ბელადთან  გადის. თუ ფერომონების დონეზე კონფლიქტი ვერ წყდება მაშინ სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძვის. მაგრამ ეს იშვიათობაა. როგორც წესი ერთი უბრალოდ მიდის კოლექტივში ორი ბელადი არ არსებობს. კანი ურეთრალთან უშუალო კონფლიქტში არ შედის. შურს, ბაძავს, ინტრიგენსაც ხლართავს მაგრამ პირისპირ შეჯახებას მაინც გაურბის.

კანური და ურეთრალური ბავშვების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან მოქცევის წესები ხომ დიამეტრალურად განსხვავდება. თუ კანისთვის ადექვატური  შეზღუდვები და აკრძალვები მხოლოდ დისციპლინირებული განვითარებისკენ უბიძგებს, მაშინ როცა ურეთრალური ბელადისთვის რომელსაც ჯოგისთვის სიცოცხლის დათმობაც კი შეუძლია ნებისმიერი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი მზაობის გადამოწმების საშუალებაა.ასე წვრთნის საკუთარ თავს მომავალში ყოველგვარ აკრძალვებს მკლებული  ჯოგის გაძღოლისთვის. გახსოვდეთ! თქვენი აკრძალვა შეიძლება შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიიდეს და კარგია თუ ის მხოლოდ გაიქცევა.