განსხვავება მენტალიტეტებს შორის, გამაოგნებელი აღმოჩენები

სიტყვა – მენტალიტეტი, მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან Mentalité, რაც თარგმანში „აზრთა მიმართულებას“ ნიშნავს. შეიძლება ითქვას, ეს არის ადამიანთა გარკვეული დაჯგუფების კოლექტიური აზროვნება და ამ აზროვნებისგან შექმნილი მათი ჯგუფური თავისებურება: კულტურული, სოციალური, მსოფლმხედველური, ყოფითი და ა.შ.
არსებობს მენტალიტეტების წარმოშობის სხვადასხვა თეორიები, თუმცა საყოველთაოდ მიღებულია, რომ მათ ფორმირებაზე გარკვეულწილად კლიმატი და სხვა ბუნებრივი პირობები მოქმედებს. საინტერესოა, სინამდვილეში რა მოქმედებს სხვადასხვა ხალხის მენტალიტეტის განსხვავებულობაზე?
ს.ვ.ფ. –ს შეუძლია მოახდინოს ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა თვისების და მათი გამოვლინებების დიფერენცირება და ამ თეორიებში შესწორებები შეაქვს.
მართლაც, მენტალობის ამა თუ იმ თავისებურების ფორმირება დამოკიდებულია სოციუმის საცხოვრებელ პირობებზე. ისინი განსაზღვრავენ როგორც აზროვნების ზოგად პრიორიტეტებს, ისე ზოგად ფასეულობებს. ზუსტად ამ ფასეულობების გარშემო ერთიანდებიან გარკვეული დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც უკვე შემდეგ ყალიბდებიან როგორც ერები, სახელმწიფოები.
ამ ფორმატში საინტერესოა ზოგიერთი მმართველის მცდელობა ხელოვნურად გააერთიანოს სხვადასხვა მენტალური ფასეულობების მქონე ადამიანები და მათგან შექმნას სახელმწიფო. სისტემური თვალსაზრისით, ასეთი მცდელობები კრახისთვის არის განწირული,რადგან შეუძლებელია ერთი დროშის ქვეშ დიდი ხნით გააერთიანო დიდი მასა ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ცხოვრებისეული ორიენტირები. ასეთი გაერთიანება ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, რადგან ის წებო, რომლითაც უნდა შეიკრას გაერთიანება, ამ გაერთიანებაში შეამავალი ცალკეული ინდივიდის ფსიქიკაში ღრმად ვერ ჩაწვდება. ასეთი შეწებება ზედაპირული იქნება და პირველივე დარტყმისთანავე მარტივად დაიმსხვრევა.
ს.ვ.ფ. –ს თანახმად, ადამიანთა ეთნოსებად, ერებად, სახელმწიფოებად გაერთიანება ხდება იმ თვისებების ბაზაზე, რომელებიც წარმოადგენენ ადამიანის ფსიქიკის საფუძველს და რომლებიც წარმოიშობიან ჩვენი სურვილებისგან. სურვილები ქმნიან რვა ჯგუფს, რომელსაც სისტემურ–ვექტორულ ფსიქოლოგიაში ვექტორები ეწოდებათ.
ფუძისეული სურვილები (ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი), გადარჩენისთვის აუცილებელი ამოცანების ამოხსნა და ჩვენი თავის გაგრძელება დროსა და სივრცეში ( ასევე დამატებითი სურვილები, რომლებიც ყველა ვექტორს თავის აქვს) – აი სულ ესაა ადამიანის ფსიქიკა და მისი ცხოვრება. ამაზე დაყრდნობით ვურთიერთობთ ერთმანეთთან სხვადასხვა დონეზე: წყვილებში, ჯგუფში, საზოგადოებაში, ფსიქიკის ამ თვისებებიდან ფორმირდება ეთნოსები, სახელმწიფოები, სხვადასხვა ნაციების მენტალიტეტები.
1. ვექტორები იყოფიან ორ ჯგუფად: ზედა და ქვედა ვექტორებად
2. ზედა: ვიზუალი, სმენა, ორალი, ყნოსვა
3. ქვედა: ურეთრა, ანალი, კუნთი, კანი.
მენტალურობის კონტექსტში ჩვენ ქვედა ვექტორები გვაინტერესებს, ესენია ურეთრალური, ანალური, კანი და კუნთის ვექტორი. სწორედ ეს არის ლიბიდო, ცხოვრება, გადარჩენის უნარი, რომლებიც შინაარსობრივად ორ კვარტელად იყოფიან:
სივრცის კვარტელი – ეს არის ცოცხალი არსების მასის და ფორმის შენარჩუნება, კონკრეტულ მომენტში გადარჩენა (პირველყოფილ სავანებში მონადირეები და შემგროვებლები, კანები და კუნთის ვექტორის მქონე ადამიანები) და დროის კვარტელი – ცოცხალი არსების გაგრძელება მომავალში (ჯოგის ბელადი) და წარსულის გამოცდილების შენარჩუნება (მასწავლებელი) – ურეთრალები და ანალები.
ქვედა ვექტორების გარეშე არცერთი ადამიანი არ იბადება, რადგან ის არასიცოცხლისუნარიანი იქნება. ზედა ვექტორების ნებისმიერი თვისება, სურვილი, თავისი განვითარებისთვის საჭირო ენერგიას ქვედა ვექტორებიდან იღებს. დიდი სოციალური ორგანიზმი მთლიანობას დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს, თუ ის სწორედ ამ ქვედა ვექტორების სურვილებით და თვისებებით (ფასეულობებით, პრიორიტეტებით) არ გაერთიანდა და მათ საფუძველზე არ შეიკრა საერთო ნეირონული კავშირები. ამდენად, საქმე გვაქვს ოთხი ტიპის მენტალიტეტთან: ურეთრალურ, ანალურ, კანურ და კუნთურ მენტალიტეტთან.
1. კუნთური მენტალიტეტი ხელს უწყობს მასის გაზრდას. მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა ( ჩინეთი)
2. ანალური მენტალიტეტი ორიენტირებულია ცხოვრების ტრადიციულ მოწყობაზე (არაბული ქვეყნები)
3. კანური მენტალიტეტი, ორიენტირებულია სწრაფ ინოვაციურ განვითარებაზე, შენდება მომხმარებელი საზოგადოება (დასავლეთის ქვეყნები)
4. ურეთრალური მენტალიტეტი ორიენტირებულია მომავლის უზრუნველყოფაზე, ნახტომი გაურკვევლობაში ( რუსეთი და ნაწილობრივ პოსტსაბჭოური სივრცე)
ცალკეულ მენტალიტეტში შეიძლება განვითარდეს ფასეულობების სხვა სისტემებიც, რომლებიც ძირითადი ფასეულობების უბრალო დამატება იქნება. მაგალითად ურეთრალურ მენტალიტეტში ხშირად ვითარდება მისთვის კომპლიმენტარული ანალური ვექტორის ფასეულობები (წესიერება, ტრადიციების პატივისცემა, ისტორია). კანური ფასეულობები უცხოა ურეთრალური მენტალიტეტისთვის, რადგან ურეთრალური ვექტორი კანის ვექტორის კონტრარულია. დასავლურ კანურ მენტალიტეტში ანალური ფასეულობები სუსტად, მაგრამ მაინც ვლინდებოდა, თუმცა ელვისებურმა განვითარებამ ეს ფასეულობებიც წარსულს ჩააბარა. სხვადასხვა მენტალიტეტის სხვადასხვა განვითარების და მიმართულების ბაზაზე იქმნება სოციალური ინსტიტუტები, რომლებსაც ძირითადად ზედა ვექტორები ქმნის. მაგ. ურეთრალური მენტალიტეტის ბაზაზე კარგად ვითარდება ელიტარული ვიზუალური კულტურა და სმენური სულიერება. კანური მენტალიტეტის ბაზაზე ყვავდება ყნოსვური ფინანსური და სტანდარტიზირებული მასიური კულტურა.
გარდა ამისა, სვფ–ში არსებობს ცნება „მენტალური დაშენება“. რომელიმე მენტალიტეტის მქონე ქვეყანაში დაბადების შემთხვევაში, რა ვექტორების მქონეც არ უნდა იყოს ადამიანი, იღებს იმ ფასეულობებს, რაც საზოგადოებაშია გაბატონებული, სწორედ ამას ჰქვია მენტალური დაშენება. მაგ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსეთში დაიბადა, ურეთრალური მენტალიტეტის დაშენება შეიძლება ჰქონდეს. არსებობს სხვა დეტალი ამ სურათის შესავსებად, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების ამა თუ იმ მენტალური თავისებურების გაგება დამყარებულია რვა ვექტორის და მათ შორის სხვადასხვა დონეზე ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერების გაგებაზე (ადამიანი, წყვილი, ჯგუფი, საზოგადოება). ამის საფუძველზე იგება სრულიად ახალი შეხედულებები სამყაროს გეოპოლიტიკურ რუქასა და კაცობრიობის განვითარების ფუნდამენტურ ტენდეციებზე.
მთარგმნელი ლიზი ხუციშვილი