გასვრისკენ მიდრეკილების ფსიქოლოგია

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც შეხვედრია ადამიანს, რომელიც ლანძღავს და ლაფში სვრის ყველაფერს, იქნება ეს სახელმწიფო, ხელისუფლება, უფროსი, მეუღლე ან სრულიად უცხო ადამიანი ინტერნეტიდან. ქსელში მათ ტროლები შეარქვეს. ჩვენ მათ გამსვრელებს ვუწოდებთ. სახელი არსს ასახავს: ასეთ ადამიანებს განასხვავებთ დაჟინებული მისწრაფება – დააბინძურონ და ლაფში ამოსვარონ.

სამწუხაროდ, ხშირად ანალურ ბავშვს არ აძლევენ ნორმალურად განვითარების საშალებას. როგორ ხდება ეს? ყველაფერი იწყება ქოთნიდან აგდებით: «მალე! ადექი დროზე!», შეძახილები ტუალეტში: «ჩქარა გამოდი! ბუასილი დაგემართება!» და უფრო უარესებიც. როცა ანალურ ბავშვს „ტაკოზე“ შემოსცხებენ ხოლმე, საშუალებას არ აძლევენ, რომ ბოლომდე თქვას რაღაც, აჯანჯღარებენ, არ აქებენ, არ ეუბნებიან, რა ყოჩაღია, მაშინ მისი თვისებები არ ვითარდება ან (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში) ნევროზში გადადის.

ნევროზი

ნევროზი – ეს ის ცნება არაა, რაც ყველას ჰგონია. ნევროზი – ესაა მდგომარეობა, როდესაც ყველა თვისება «მინუსში» გადადის, თავის საწინააღმდეგო მხარედ იქცევა. ანუ ანალი სუფთადან – პათოლოგიურ ბინძურად იქცევა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. იგი თავის გარშემო სიბინძურეს ამრავლებს – სვრის განურჩევლად ყველაფერს. როცა ანალი მართლა ნევროზიანია, იგი ყველაფერში ბინძური იქნება – დასანახავადაც კი საზიზღარი. გარდა ფიზიკურისა, იგი თავის გარშემო ფსიქოლოგიურ სიბინძურესაც ქმნის – საზიზღარი სიტყვები, ბინძური მინიშნებები. თუ ადრე თავისი ბინძური თითებით მხოლოდ ქალს ეხებოდა, ახლა ამავე თითებით შეუძლია კლავიატურას შეეხოს და სისაძაგლეები ბეჭდოს. ადრე მხოლოდ ერთ ქალზე, ერთ ბავშზე შეეძლო ზემოქმედება, ერთი საზოგადოებრივი ტუალეტის გასვრა შეეძლო, ახლა კი მათ მიერ ინტერნეტის მასშტაბით გავრცელებული სიბინძურე მრავალჯერ იზრდება – იგი ერთდროულად ყველას სვრის, თქვენც, ჩვენც. ნევროზის ეს სახე – მძიმე მდგომარეობაა. მისი მიღება მხოლოდ განვითარების პერიოდში შეიძლება, ანუ პუბერტატამდე (12-15 წლამდე). და ამისგან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ანალების ფასეულობათა სისტემა – სახლი და ოჯახია. ასეთ ანალებს კი ოჯახი არ ყავთ (ცოლმა ვერ გაუძლო და წავიდა) – სექსი არ აქვთ (ან ძალზე იშვიათად აქვთ მეძავებთან) – უმძიმესი მდგომარეობაა ანალური ადამიანისთვის. ანალები, ყველა ქალს  ორად ყოფენ: სუფთებად და ბინძურებად. სექსუალური ფრუსტრაციის შემთხვევაში განაცხადებენ: «ყველა ქალი – ბოზია, მყავდა ერთი ეგეთი!» ანალი – ყოველთვის პირველი გამოცდილების ტყვეა. ჩნდება წყენა, უკმარისობა. სექსუალური ფრუსტრაცია.  ამ შემთხვევაშ კი ყოველ ქალს ამკობენ იარლიყით: «ბოზი!»

გაბრაზებულმა მამაკაცმა, თუ იგი კანურია ან ურეთრალური, შესაძლოა გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ქალთან მიმართებაში, შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს მას. კანი იტყვის: «მიმიფურთხებია, წავიდეს ერთი!..» ურეთრალი – საფერფლეს ესვრის. აი, ანალი კი, სწორედ გასვრას დაიწყებს.

თუ ასეთ ანალს ერთვის ორალიც, მაშინ ისინი ხშირად არიან ბილწები, ხშირად იგინებიან, საუბრობენ უცენზუროდ. ასევე ხშირად არიან ინტერნეტ-ტროლები, შედიან სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კედელზე, ან დიდ ჯგუფებში და ილანძღებიან, იგინებიან, ვერც გააგებინებთ რაიმეს, რადგან მას შინაგანი მოთხოვნილება აქვს გარეთ გამოიტანოსსაკუთარი სინაგანი სიბინძურე.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks