„შენ თავად კოსმოსი ხარ” – ურთიერთობა გოგონა სმენასთან

გოგონი, დედათქვენს სიძე არ უნდა?

მამაკაცის ამ ხუმრობამ გოგონებში არაერთგვაროვანი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. ანალის ვექტორის მქონე გოგონა უკვე საქორწინო კაბის საყიდლად გაიქცევა, კანი იტყვის – „არა“, თუმცა იგულისხმებს „კის“ და მხოლოდ სმენას ექნება სრულიად უემოციო მზერა, რაც ნიშნავს – სისულელეებზე რეაგირებას აზრი არ აქვს.

რატომ? როგორც სვფ გვიხსნის, ჩვენ დაბადებიდან ვფლობთ თვისებების ნაკრებს, რომლებსაც ვექტორები ეწოდებათ. სულ რვა ვექტორია, ყველა ვექტორს თავისი სურვილები, უნარები და ცხოვრებისეული ფასეულობები გააჩნია. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ქცევებს და რეაქციებს.

გოგონა სმენა ხშირად ჩუმია, თითქოს ჩაფიქრებული… ის არ ოცნებობს არც ახალ კაბაზე, არც იმაზე იმტვრევს თავს რა გააკეთოს ვახშმად, არც ვინმე სიმპათიურ ბიჭთან გაჩენილ მომავალ შვილებს უგონებს სახელებს, შესაძლოა მის თავში ასეთ აზრებსაც გაურბენია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე ყველა ფიქრობს, ყველასგან გამორჩეულობა ხომ ხშირად არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა. გოგონა სმენას ვერ შეხვდებით ღამის კლუბებში, კარაოკეში ან ფიტნეს კლუბების სარკესთან, ის  უპირატესობას  რომელიმე რელიგიურ ღონისძიებაზე დასწრებას მიანიჭებს ან მთელი საღამო  ინტერნეტში მისი შინაგანი განწყობის შესაფერის მუსიკაში ჩაიძირება.

რა ხდება მის თავში? რითი ცოცხლობს, ან რითი შეიძლება გააკვირვოთ? საერთოდ ღირს კი მასთან ურთიერთობის აწყობა, მითუმეტეს მაშინ, როცა მასთან საუბარი დიდად არ ეწყობა, არადა ისეთი იდუმალების შეგრძნებაა, რომლის გახსნაც აუცილებლად გინდება.

ვინ არიან ეს სმენები?

სვფ–ს თანახმად, სმენის ვექტორის მქონე ადამიანები მოსახლეობის დაახლოებით 5% შეადგენს და ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. მხოლოდ აქ ხედავენ ისინი განვითარებისთვის ყველაზე დიდ პერსპექტივებს, ეს კი პირველ რიგში ლინგვისტიკაში, ტექნიკურ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუსიკაში და სხვა დარგებში მიღებული განათლებაა, რომელსაც აბსტრაქტული აზროვნება, იდეალური სმენა და კონცენტრაცია  სჭირდება.

ეს ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებმაც წარსულში შექმნეს გენიალური ფილოსოფიური ტრაქტატები, სამეცნიერო შრომები, ლიტერატურული ნაწარმოებები და მუსიკალური ქმნილებები, დღეს კი კოლექტიური შრომით ქმნიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ამის ნათელი მაგალითია ინტერნეტის მსოფლიო ქსელი.

სამწუხაროდ, არასწორი განვითარების შედეგად, განსაზღვრულ ასაკამდე ყველა სმენა ვერ ახერხებს თავის ჭეშმარიტ რეალიზებას და ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას სმენები ვეღარ იღებენ ცხოვრებისგან სიამოვნებას, მიდიან ღრმა დეპრესიაში და სიცოცხლესთანაც კი  ასწორებენ ანგარიშებს.

 

ვეძებთ სმენა გოგონას საიდუმლოს გახსნის გასაღებს.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული და რეალიზებული სმენაც კი ხშირად ჩაძირულია თავის თავში, გარკვეულ შემთხვევებში, კომპანიაში ის ძალიან კონტაქტურიც კი შეიძლება იყოს. თუმცა რომ კითხოთ, თავის თავზე ის ხაზგასმით იტყვის – ინტროვერტი.

გოგონა–სმენამ, ვიზუალური ვექტორის არსებობის შემთხვევაში, ძალიან ძლიერადაც შეიძლება გამოხატოს ემოციები: შთაგონებული ყვებოდეს ნანახი ახალი ფილმის ან წაკითხული  წიგნის შესახებ,  ემოციური ფრაზებით გამოხატოს დაისის ყურებით მიღებული სიამოვნება, წაიღიღინოს არც თუ ისე ცნობილი მუსიკოსის მელოდია, სხვათაშორის, სმენის მქონე მსახიობები გენიალური თამაშით  გამოირჩევიან, მაგ. მერილ სტრიპი, უმა თურმანი.

ხდება ისიც, რომ სმენები არც თუ ისე მორიდებულად იქცევიან – „რა ქედმაღალია… როგორ ტვინიკოსობს“, თუმცა  ამ შემთხვევაში სმენას აქვს გაპროტესტების სერიოზული მიზეზი „ ეს მე კი არ ვტვინიკოსობ, თქვენ არ შეგიძლიათ, გამომყვეთ…“  მაგრამ  ხმამაღლა ამას არ იტყვის, აქვს კი აზრი ? აზრი, ეს ის მნიშვნელოვანი რამაა, რომლის ძიებაშია სმენა მთელი ცხოვრება.

აზრის ძიებაში გართული სმენა ჩვეულებრივი ყოფითი პოზიტივისგან ვეღარ იღებს სიამოვნებას, ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ის ერთხელ გეტყვით,  რომ ბავშვები მაგალითად, ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული სულაც არ არიან, ეს უფრო საზოგადოების მოთხოვნაა, უფრო ხშირად კი – სმენის არქმონე ქმრის მოთხოვნა, მიუხედავად ამისა, აბსოლტური ავსების შემთხვევაშიც კი, ასეთი ქალები ბრწყინალე დედები და ცოლები ხდებიან. სმენა გოგონები ოჯახის შექმნას თავის არასმენა მეგობრებთან შედარებით უფრო გვიან ახერხებენ.

გაარკვიეთ ბოლოსდაბოლოს სად პოულობს თავს სმენა გოგონა – სწორედ ეს იქნება თქვენს ურთიერთობაში ერთმანეთისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, შეიხედეთ მაგალითად, მის ინტერნეტ ბლოგში, თუმცა, ბლოგის როლს სოც. ქსელების გვერდიც შეიძლება  ასრულებდეს. ეს გვერდი ბევრ საინტერესო რამეს გეტყვით მის მფლობელზე. სმენის ვექტორი – მწერალი ვექტორია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თვისებას ყველა ვერ არეალიზებს, შესაძლებელია,  მოულოდნელობისაგან გაოგნდეთ კიდეც, რადგან ეს  ჩუმი და უწყინარი არსება შეიძლება გრძნობების და ემოციების ვულკანიც კი აღმოჩნდეს, ან საგანთა არსზე ღმრმად მოაზროვნე, თუმცა მცირე, მაგრამ რაღაცა გარკვეული აღმომჩენების გამკეთებელიც კი…  ან შეიძლება იქ უბრალოდ ლექსები ან პროზა დაგხვდეთ.

ვეძებ კომპანიონს ხვალინდელ წვიმაში…

თუ ამ აბზაცამდე ყველაფერი წაიკითხეთ და ჯერ კიდევ გაქვთ სმენა გოგონას ყურადღების მიქცევის სურვილი, აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც ურთიერთობისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ:

  1. თავი აარიდეთ ხმამაღალ და ხმაურიან გამაღიზიანებლებს, ხმაური ძალიან მტკივნეულად მოქმედებს სმენებზე. ყურები  – მათი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა, ნაკლებად დაურეკეთ, უფრო სასურველია, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოთ. თუ მას დაჟინებით გაუმეორებთ ერთსა და იმავეს, ან უყვირებთ, ის უბრალოდ, წავა.
  2. მიეცით პირადი სივრცე. ახლა, როცა უკვე გაიგეთ რა აინტერესებს და რითია აღფრთოვანებული სმენა, დროა, ან გაიზიაროთ მისი ინეტერესები, ან უკიდურეს შემთხვევაში, ხელი მაინც არ შეუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დიდხანს კამათს და ურთიერთობების გარკვევას არ დაგიწყებთ, ის უბრალოდ, წავა.
  3. გახდით თავად სმენა. ეს საკმაოდ ადვილია. რა ემოციურ ტალღაზეც არ უნდა აწყობილიყო ურთიერთობა, ან რაც არ უნდა გიჟური გატაცებით დაწყებულიყო ის…. რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო დასაწყისისთვის თქვენი რომანი, თუ თქვენ სმენა არ ხართ, მას მალე მობეზრდებით და ის წავა.

ამდენად, თუ თქვენ მზად ხართ მალევე არ დაყაროთ ფარ–ხმალი, მაშინ უკვე დროა გვერდზე გასწიოთ კომპიუტერი, აიღოთ ტელეფონი და აკრიფოთ მესინჯერში ( ოღონდ არ დარეკოთ) : „გამარჯობა… ვეძებ კომპანიონს ხვალ წვიმაში სასეირნოდ, ყავა და სიგარეტი ჩემზე იყოს… შენ – შენი თავი მოიყვანე“. სხვათაშორის წყვილები, რომლებმაც ერთად გაიარეს სვფ–ს ტრენინგი, განსაკუთრებულ ურთიერთგაგებას, განსაკუთრებულ სიახლოვეს აღწევენ.

 

მთარგმნელი ლიზი ხუციშვილი