დამნაშავეები. ვინ არიან ისინი? (2)

სადისტი

ნებისმიერი ჩვენგანისთვის ცნობილია ისეთი მოვლენა, როგორიცაა სადიზმი. ვინ ხდება სადისტი? და როგორ ამოვიცნოთ ის?
სადისტები ხდებიან ძილერი წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანები. განვითარებული ანალები კარგი მეოჯახეები, მასწავლებლები და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ანალური ფსიქიკის ფუძეა წარსული. ყველაფერს, რაც აწმყოში ხდება, ისინი აღიქვამენ საკუთარი წარსული გამოცდილების ჩარჩოში. ამიტომ ძლიერი წყენის განცდით მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვის გამო, ანალის ვექტორიანს ეცვლება გარემოს აღქმა (თუ გახსოვთ ანალის ვექტორიანები გარემოსთან ურთიერთობენ გათანაბრების პრინციპით. როდესაც მათი წყენა ძალიან ძლიერია, მათ უნდებათ ეს წყენა გადაიტანონ ყველაზე, იძიონ შური საკუთარი ტკივილისთვის და დასაჯონ სხვებიც. ,,დაე ყველა ჩემსავით დაიტანჯოს“ – მთარგმნელის შენიშვნა). სწორედ ნაწყენი ანალის ვექტორიანები, მას შემდეგ რაც მათ ცოლი/ქმარი უღალატებთ იწყებენ ყველას გაიგივებას და ამბობენ ,,ყველა კაცი/ქალი მორალატეა“, ,,ყველა ერთნაირია“ და ა.შ. ძლიერი წყენის წარმოშობისას ანალის ვექტორიანს უჩნდება შურისძიების სურვილი და რაც დრო გადის, ეს სურვილი უფრო ძლიერდება. ხშირად ეს მიდის იქამდე, რომ ერთ ადამიანზე წყენა, გადააქვს მთელ გარემოცვაზე (მაგ: ცოლმა მიღალატა, ამის მერე ყველა ქალის ნდობა დავკარგე).
ნამდვილი სასტიკი სადისტები ხდებიან ის ანალის ვექტორიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრამვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მოხდა ბავშვობაში, ან მოზარდობისას. ანალის ვექტორიანისთვის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს. ოჯახი, მეგობრობა, ერთგულება, პატიოსნება – ანალის ვექტორიანისთვის უბრალოდ სიტყვები არ არის. ფსიქოლოგიური ტრამვის გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ეს ტრამვა მოდის დედისგან, მეუღლისგან, ან მეგობრისგან, ანალის ვექტორიანი შეიძლება გახდეს უსასტიკესი სადისტი.
სადიზმი ასევე შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაშიც, თუ ანალის ვექტორიანი განიცდის რაღაცის ძლიერ უკმარისობას. ამ შემთხვევაში ის თვლის, რომ მან ვერ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა და თავს თვლის მოტყუებულად, ან გაძარცვულად.
როგორც წესი ანალურ ვექტორში არსებობს ფიზიკური და ვერბალური (ფსიქოლოგიური) სადიზმი. ის როგორც ფიზიკური სადისტი არის უხეში, სწორხაზოვანი და მიმართავს ფიზიკური შეურაცხყოფას. ხოლო ვერბალური სადისტი როგორც წესი არის ტაქტიკური და მიმართავს მსხვერპლის მორალურ დამცირებას და შეურაცხყოფას. თუ ფსიქოლოგიური მაძალადე თავის მსხვერპლს ხელითაც ეხება, ამას აკეთებს იმდენად ჭკვიანურად, რომ კვალს არ ტოვებს.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks