დამღალა ცხოვრებამ. საიდან მოდის დაღლილობა.

 

“დავიღალე, ცხოვრება მომბეზრდა” – ამბობს ქალი, არადა მისი ცხოვრება რამდენს შურს, მას კი შინაგანად უძირო, ბნელი უფსკრული ითრევს.

 

მომბეზრდა ცხოვრება – სამზარეულოს მონოლოგი.

 

თითქოსდა ცხოვრებით უნდა დატკბე, კიდევ რამდენი წელია წინ… ჯერ სიცოცხლე ახლა იწყება! მაგრამ უკვე მოგბეზრდა, ცხოვრების არც ძალა არც ხალისი აღარაა. რობოტივით მექანიკურად ასრულებ აუცილებელ მოქმედებეს და ეგაა. ვისთვისაა აუცილებელი? რატომ აკეთებ? ვინ გადაწყვიტა საერთოდ რომ მე სწორედ ეს უნდა ვაკეთო? ნუთუ ცხოვრების აზრი სწორედ ესაა, რომ ყოველდღე ერთი და იგივე რუტინა გავიაროთ – სამსახურში წავიდეთ, მერე ნაშოვნი ფულით მაღაზიაში შევირბინოთ, მერე სახლში მივიდეთ, ვჭამოთ, დავიძინოთ და დილით ყველაფერი ისევ გავიმეოროთ? სახლი, სამსახური, მაღაზია, სახლი და ასე უსასრულოდ?

ყველაფერს ძალით აკეთებ, იმასაც კი რასაც სიამოვნებას ეძახიან – თავს აძალებ და იმედი გაქვს, რომ ეს გიშველის. ვერ გშველის… გეჩვენება, რომ ამ დაღლილობასთან ერთად დაიბადე. გძინავს და გამოძინებას ვერ ახერხებ.

ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა. “შეყვარებული გაიჩინე, ბავშვი გააჩინე, კატა მაინც იყოლიე”. აზრი?“ პოზიტიურად უნდა იაზროვნო.” მართლა? ამაზე პოზიტიურად? ოდესმე ყველა მოვკვდებით და მხოლოდ ამ აზრს შეუძლია მცირე იმედი გამიჩინოს. ჰო კიდევ სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველებები მამშვიდებენ.

ვცდილობ საკუთარ თავს შევუთანხმდე. უცხო თვალისთვის თითქოს საწუწუნო არაფერი მაქვს. ხომ არსებობენ ადამიანები, რომელბსაც ჩემზე მეტად უჭირთ, რომლებიც საშინელ პრობლემებს ებრძვიან. მაგრამ მერე რა? მე მაინც ყველაფერმა დამღალა! ამ ადამიანებმაც! ცხოვრებამაც! საკუთარმა თავმაც!

არა, არა სულაც არ მგონია, რომ თავის მოკვლა ადვილია, არც სწრაფი და უმტკივნეულო სიკვდილის ხერხებს ვეძებ, არც არაფერს მსგავსზე არ ვფიქრობ. ვგრძნობ, რომ ჩემს არსებობას რაღაც განსაკუთრებული აზრი აქვს. იცის კი მგონია, რომ რჩეული ვარ და აი საცაა გამოჩნდება ვიღაც და ჩემს წინ საიდუმლო კარს გააღებს, და მეც როგორც იქნა ჩემს ნამდვილ ცხოვრებაში შევაბიჯებ. ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას…

 

აპათია, დეპრესია, მოწყენილობა – ამ ყველაფერს ხაზი უნდა გაესვას.

 

დაუჩივლიათ ნაცნობებს თქვენთან აუტანელ დაღლილობაზე? ან იქნებ თავად დაგღალათ ცხოვრებამ. ხან და ხან ეს მართლაც მხოლოდ დაღლაა და სხვა არაფერი. მართალია ცარიელ ადილას არც ეს ჩნდება. როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობს – ცხოვრებაც უხარია, დაღლა კი მხოლოდ ზრდის სიამოვნების მოლოდინს დასვენებისას. დატვირთული დღის შემდეგ საწოლზე “დაღვრა” – ეს ხომ მთელი სიამოვნებაა.

რა ხდება, რა არ არის ისე? მოდით გავერკვეთ. როგორ ვვარდებით სიტუაციაში როდესაც ყველაფერი გვღლის და რა ვქნათ როცა ცხოვრება გვბეზრდება?

“ცხოვრებამ დამღალა” – ამ ფრაზის სათქმელად მილიონი მიზეზის მოფიქრება შეიძლება. მათი უმრავლესობის კლასიფიცირება სამ ჯგუფად შეიძლება

 

მოწყენილობა

აპათია

დეპრესია

 

ბევრისგან გაიგონებთ – “ცხოვრებამ დამაღალა” და ამ დროს ცხოვრების არასასურველ პირობებს გულისხმობენ. მაგრამ აი სმენის ვექორიანები, როდესაც ცხოვრების აზრზე იწყებენ ფიქრს ხშირად მიდიან იქამდე, რომ აზრი საერთოდ არ არის. მერე კი თავად უაზრობის ფაქტი აწვალებთ. და სანამ ზუსტად არ განვასხვავებთ ერთ მდგომარეობას მეორისგან – არანაირ რჩევას აზრი არ აქვს. საუკეთესო შემთხვევაში შემთხვევით გავიცნობთ და მერე იმედი გვექნება, რომ იგივე მეთოდი სხვებზეც იმუშავებს. უარეს შემთხვევაში კი უფრო დავამძიმებთ მდგომარეობას.

მაგალითად, თუ სმენის ვექტორიანის დეპრესიიდან გამოყვანას მხიარული წვეულებებით ვეცდებით – საქმე უფრო მძიმე დგომარეობით დასრულდება, ყველაზე კარგ ვარიანტში თავისტკივილით. მაგრამ ვიზუალის ვექტორიანი მხიარულ კომპანიაში თავს ბევრად უკეთ იგრძნობს.

 

მოწყენილობა – ნუ ელოდები რომ შეგიყვარებენ – თავად შეიყვარე.

 

მოწყენილობა და სევდა – ვიზუალების მეგობარია. ნებისმიერი მათგანი სიცოცხლეს მხოლოდ განცდების, ემოციების, ფერების ცვლილებისას გრძნობს. ემოციების ზედა წერტილი სიყვარული და ეფორიაა, ქვედა კი – სევდა და მოწყენილობა. ხდება ხოლმე, რომ თვითონ ვერ ახერხებენ მკვეთრი შთაბეჭდილებებით ავსებას, სხვებისთვის თანაგრძნობის გაწევის უნარი კი არ გააჩნიათ. „არავის ვუყვარვარ“ – ვიზუალური მოწყენილობის მუდმივი თანამდევი და ცხოვრებისგან დაღლის ძირითადი მიზეზი ამ ვექტორში.

თუ ვიზუალური ვექტორის განვითარების შკალას წარმოვიდგენთ, დასაწყისში დავინახავთ მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტაციას და საკუთარ განცდებზე და შიშებზე. რაც უფრო ვითარდება მით მეტ ყურადღებას აქცევს გარშემომყოფებს. და თუ თავიდან მოითხოვს „მე სიყვარული მინდა, შემიყვარეთ,“ ბოლოს უკვე – „მე მიყვარს“ დგება. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ამა თუ იმ ვექტორის თვისებების მდგომარეობა და განვითარების დონე არც განაჩენია და არც ცუდი ნიშანი. ეს პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, რასაც პროვნების საერთო განვითარება გულისხმობს. ამასთან განვითარება მხოლოდ პუბერტატამდე ხდება და ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკდებლად ვაკონტროლოთ პროცესი. სამაგიეროდ შეგვიძლა ჩვენ თვისებების რეალიზება ისე, როგორც ამის შესაძლებლობა გვექნება. საინტერესოა ისიც, რომ ზესტრესის მდგომარეობაში – ჩვენ, ყველამ, თვისების განვიარების დონე შეიძლება დავკარგოთ.

მაშ ასე – მოწყენილობის შესახებ – თუ ვიზუალური ვექტორი გვაქვს და ემოციების გაცვლის ჩვენს მოთხოვნილებას ვერ ვიკმაყოფილებთ, არ არის გვერდით ადამიანი ვისაც ვუთანაგრძნობთ და ჩვენი სიყვარულით ტკივილს შევუმსუბუქებთ, მაშინ მოწყენილობა გვიპყრობს. მაშინაც, როცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ჩნდება აუტანელი სევდა და ცხოვრებისგან დაღლის შეგრძნება.

მოწყენილობის ყველაზე გავრცელებული სახეა – ემოციური კავშირის გაწყვეტა, როდესაც ახლობელი ადამიანი კვდება, ან გშორდებათ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი რჩევა უადგილოა, სანამ ადამიანი თავად არ გააცნობიერებს ასეთი მდგომარების ნამდვილ მიზეზს, იქამდე „გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩნდება“. სვფ-ს ტრენინგზე დაწვრილებით ვხსნით ამ თემებს. როცა საკუთარ სურვილებს და თანდაყოლილ თვისებებს უღრმავდებით, ყველაზე მძიმე სევდაც კი მსუბუქ ნოსტალგიად გადაიქცევა – გახსენდებათ სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც დაკარგულ ადამიანს უკავშირდება. ეს კი ახალი ურთიერთობების გზას ხსნის, მათი დაკარგვის შიშის გარეშე.

 

აპათია. ასე ცხოვრება შეუძლებელია, ხოლო როგორც შესაძლებელია – ისე არ მეცხოვრება.

 

აპათიას სულ სხვა პროცესები მოჰყვება და შესაძლებელია სხვა და სხვა ვექტორებში დადგეს. შესაბამისად ცხოვრებისგან დაღლისა და აპათიის მიზეზებიც სხვა და სხვაა. აქ კი ჩნდება კითხვა: რა ვქნათ როცა ყველაფერი მოგვბეზრდა. სირთულე კი იმაშია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ პაციენტმა შეიძლება გასცეს.

როცა ვექტორის თვისებების რეალიზაცია ვერ ხერხდება, სურვილებიც გამუდმებით ვერ სრულდება – ხელებს უშვებ, ხოლო ფსიქიკა დამამშვიდებლად რეაგირებს და სურვილებს თიშავს. გასაგებიცაა, ის რასაც უკვე ვეღარც კი გრძნობ აღარც გინდა. მხოლოდ ის მოგდის თავში, რომ ასე ცხოვრება აღარ გინდა. და როგორ გინდა? ვერ ხვდები, არ იცი. ხშირად ამას ემოციურ გადაწვას ეძახიან. მაგრამ ხშირად ემოციები სულაც არ “იწვიან”.

ჩვენ ხშირად ვხელმძღვანელობთ იმ ცხოვრების სტილით, რომელსაც ტელევიზორიდან, ან ინტერნეტიდან გვთავაზობენ. გვაჩვენებენ “მდიდარ უსაქმურებს”, რომელბიც იახტებზე და ვილებზე ატარებენ დროს… ჩვენ კი პრობლემები არ გველევა – ხან ფული არ გვყოფნის, ხან დრო. ხან ბავშვი ცივდება, ხან ბებიას სიცხე აქვს. ან ქმარია ლოთი და უსაქმური, ან სულ არ გვყავს ქმარი – ვერ გაიგებ უარესი რომელია. მსგავსი თავგადასავლები არცერთ ჩვენგანს არ აკლია. სულ სადღაც გვეჩქარება, მძიმე ჩანთებს დავათრევთ, თეთრების ეკონომიას ვაკეთებთ, ვღელავთ და ვნერვიულობთ. პასუხისმგებლობასაც ვერავის გადავაბარებთ. ისიც კი აღარ გვახსოვს ბოლოს როდის გამოვიძინეთ.

სვფ-ს წყალობით ვიცით, რომ ყველას დაბადებიდან თან დაგვყვება სურვილების პაკეტი, ყოველ ვექტორს თავისი სურვილები, პოტენციური ნიჭი და ფსიქიკის თვისებები აქვს. უფრო მეტიც, ბუნებას განსაზღვრული აქვს, რომ სიამოვნებას და კმაყოფილებას ჩვენი სურვილების რეალიზაციისას ვიღებთ.

მაშ რა გვაიძულებს სხვისი ცხოვრებით ვიცხოვროთ? არანაირი “გარემო პირობები”, რომელბზეც ასე ვცდილობთ პასუხისმგებლობის გადადებას. მიზეზი ისევ საკუთარ თავში ვერგარკვევაა. ხან ხდება ხოლმე, რომ ინტუიციურად ვპოულობთ გამოსავალს. მდგომარეობა უმჯობსედება და ცხოვრებასაც ვაგრძელებთ. მაგრამ მოგვიანებით დაღლილობა ისევ ბრუნდება და ახლა უკვე აღარც დრო და აღარც სურვილი აღარ გვაქვს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ.

 

ძლიერი კი არა საჭირო უნდა იყო.

 

მოზრდილი ადამიანის რეალიზაცია – ეს ყოველთვის თვისებების ფასეულობებზე გაცვლაა. ამავე დროს ყოველ ვექტორს თავისი ფასეულობები აქვს. გვეჩვენება, რომ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ რადიკალურ ზომებს შეუძლია, მაშინ როცა გამოსავალი არც ისე რთულია, ყოველი ჩვენგანი ნამდვილად არ ოცნებობს ვილებზე და იახტებზე, ბევრისთვის სიყვარულისა და მადლიერების სიტყვები საკმარისი იქნებოდა. მხოლოდ იმის გააზრებაც კი, რა გვჭირდება სინამდვილეში, ჩვენს პრობლემას საგრძნობლად ამსუბუქებს.

მაგალითად ანალის ვექტორიანი ქალი პოტენციურად კარგი დიასახლისია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება, რომ ოჯახის წევრებმა მადლიერება გამოხატონ. და რა ხდება მაშინ როცა სულსა და გულს დებს საქმეში და უბრალო მადლობაც კი არ ესმის პასუხად, თუნდაც გემრიელი სადილისთვის? მისი ძალისხვება ამაოა? ჩნდება წყენა და ამავე დროს დაღლაც ამ დაუძლეველი ტვირთის გამო. ხოლო თუ ამას სამსახურის არაკომფორტული სიტუაციაც ემატება, სადაც გამუდმებით აჩქარებენ?

თანდაყოლილი ბუნებრივი თვისებების ვერ რელალიზაცია და “სხვისი ცხოვრებით” ცხოვრება ფსიქკისთვის სტრესულია. როცა ძალიან დიდხანს ვერ იღებ სასურველს, ჯერ ფრუსტრაცია ჩნდება, მერე კი გაღიზიანება მოსდევს. თუმცა ყველაზე მათავარი ისაა, რომ ჩვენს სურვილებს ვერ ვაცნობიერებთ. ამიტომ არა მხოლოდ კონკრეტული სიტუაცია გვაღიზიანებს, ყველაფერი გამაღიზაინებელია. ამიტომაც ქრონიკული ავადმყოფური განცდებისგან რომ დაგვიცვას, აპათია მოდის. მერე კი ადამიანი უბრალოდ უაზროდ მიაბიჯებ დარჩენილი ცხოვრების გზაზე.

მაშინაც კი, როცა უკვე გეჩვენებათ, რომ ჩიხში შეხვედით – სვფ-ს მაინც შეუძლია გამოსავალი გაპოვნინოთ. თავიდან მოიცილოთ აპათია და ცხოვრებით დატკბეთ. ყველაფერი კი საკუთარი სურვილების გაცნობიერებიდან იწყება.

 

დეპრესია – შეიცან შენი თავი და ცხოვრების აზრსაც იპოვი.

 

სმენის ვექტორიანების ცხოვრებისაგნ დაღლის მიზეზი – იდეის ვერ პოვნაა. ხოლო ამის გარეშე კი არანაირი მოქმედება აღარ გამოდის. ცხოვრების აზრის არქონა და გვანადგურებს, თითქოს ან რატომ უნდა ვიცხოვროთ?

აბსტრაქტულ ინტელექტს სიჩუმე სჭირდება, კონცენტრაცია და გონების დაძაბვა. მხოლოდ ასე მოდის ცხოვრების ფილოსოფიის პასუხები. ასე იბადებიან ლექსები და მუსიკა. ასე იბადებიან იდეები. მაგრამ – არის ერთი მაგრამ – კონცენტაცია უნდა ხდებოდეს გარეთ – ადამიანებზე – გარეგნულ პრობლემებზე. ვისაც სმენის ვექტორი არ აქვს ეს დაზუსტება უცნაური იქნება. მიუხედევად ამისა სმენებისთვის არსებობს დიდი საშიშროება საკუთარი სამყაროს უფრსკრულებში გადაჩეხვის. სამწუხაროდ საკუთარ თავში არაა პასუხი კითხვაზე რაშია ცხოვრების აზრი?

სმენებს სურთ პირველმიზეზთან მიახლოება და ამისთვის ძებნის ყველა ფორმას მიმართავენ. როცა საკუთარ სურვილებს ვერ აცნობიერებენ ხშირად ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს მიმართავენ, რომ “რაიმე” მოიხელთონ. ვიღაცეები უფრო ადვილ გზებს პოულობენ – მედიტაცია, ნარკოტიკები… სხვები რელიგიებს მიაკითხავენ, ვიღაცა ენებს სწავლობს და პროგრამირებითაა დაკავებული, რომ აქ მაინც იპოვოს რამე. ვიღაც შორეულ ვარსკვლავებს აკვირდება იმ იმედით, რომ სწორედ აქ იპოვის პირველმიზეზს. უამრავი მათგანი კი სავსებით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს – სულ ვერ აცნობიერებს საკუთარ სურვილებს – მათ ყველაზე მეტად უჭირთ.

ვექტორი – ესაა სურვილი, კომპასის ისარივით უცვლელად ჩრილოეთს რომ ჩვენებს. ნუთუ ამის შეცვლა შეიძლება? შეიძლება მაგრამ კარგი არაფერი ამისგან არ გამოვა. მხოლოდ ფსიქიკს გადაძაბავთ – ეს კი მაგალითად სმენის ვექტორში გარდაუვალ დეპრესიას გამოიწვევს, აქ კი აბსტრაქტული არაფერია – ეს სავსებით რეალური ტანჯვაა.

სმენას ბუნებისგან განსაკუთრებული მოვალეობა ერგო – თავიანთი გაცნობიერებით ისინი მთელი კაცობრიობის ცხოვრების გზას განსაზღვრავენ. მაგრამ სხვების განსხვავებების ფონზე ჯერ საკუთარი თავი უნდა გააცნობიერონ.

 

დავიღალე – რა ვქნათ როცა ყველაფერი მოგვბეზრდა.

 

ყველა ზემოთჩამოთვლილმა მიზეზმა შესაძლოა ერთად გაგიფუჭოთ ცხოვრება. დიდი ქალაქების მაცხოვრებლები ხომ ასე ხშირად ატარებენ რამდნიმე ვექტორს ერთდროულად. ამ დროს მართლაც ჭირს საკუთარ თავში გარკვევა – ხან ცხოვრების აზრი საერთოდ ქრება, ხან კი უსიხარულოდ ცხოვრებისგან ვიღლებით. ერთი ცხადია – ცვლილებების აუცილებლობა.

“დავიღალე – ასე ცხოვება აღარ მინდა” – სწორედ ეს სიტყვები ხდებიან ახალი სამაყაროს გამცილებელები. სამყაროსი სადაც თქვენი ნამდვილი ცხოვრება იწყება.

ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა პრობლემა აორთქლდება. არც იმას, რომ ცხოვრება რთულ ამოცანებს აღარ მოგვცემს. ეს ნიშნავს, რომ თუ “ონკანი წვეთავს” პანიკაში კი არ ვაარდებით -ადვილად აგვარებთ პრობლემას. სად მიედინებიან თქვენი უმიზნო აზრები? რით შეივსებთ ამ უკმარისობას? სვფ – ხელსაწყო რომელიც ამ კითხვებზე პასუხსაც გაგაცემთ და ცხოვრების სიძნელეების გადალახვაშიც მოგეხმარებათ.

 

 

წყარო https://www.yburlan.ru/biblioteka/ya-ustala-zhit-otkuda-prihodit-ustalost

მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე