დაწინაურებული მომხმარებლებისათვის 1

თუ ჩვენ განვიხილავთ ვექტორს, როგორც სისტემას, როგორც ჩვენი ხედვის ძირითად ბაზისს, რომელიც კავშირშია ყველა სხვა მოვლენასთან. მაშინ ვექტორთან დამოკიდებულებაში მივიღებთ: 1.ზესისტემას, ანუ უფრო მაღალი წესრიგის სისტემას. რაღაც ერთობას, რომელთან შეფარდებითაც ვექტორი ვლინდება როგორც ნაწილაკი. 2. ქვესისტემას, ესაა ის, რისგანაც შედგება თვითონ ვექტორი. 3. სისტემა, ანუ თვით ვექტორი. ანუ თვით ვექტორი არის სისტემა, მისი შემადგენელი ნაწილები, მისი თვისებები, ფსიქიკის ფენები და განვითარების დონეები, არის მისი შემადგენელი ქვესისტემა, ხოლო სამყარო რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ვექტორი თავის მხრივ, არის ზესისტემა. აქ შეიძლება გარკვეული არეულობის შეგრძნება გაგიჩნდეთ. მაგალითად: არის მოცემული, ხანგრძლივად ფესვგადგმული გაგება, რომ ჩვენს საიტზე მოცემულია ვექტორის ფსიქიკის ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენამდე არსად არ იყო. და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი მეთოდის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებას, ანუ არსებული სისტემის შიგნით, ჩვენი სწავლება გამოვლინდა როგორც ქვესისტემა, მაგრამ ეს მოჩვენებითია, ვექტორის სტრუქტურა თავიდანვე მოცემულია, სისტემა ნამდვილად არის განლაგებული ქვესისტემაში, მაგრამ ძირითდი სხვაობა ამაში არ მდგომარეობს. მთვარი სხვაობა ჩვენსა და სვპ-ს სხვა მეთოდიკებს შორის სწორედ ზესისტემის აღქმაში მდგომარეობს. სწორედ ზედა დონეზე დანახული ვექტორის სტრუქტურული ხედვა განასხვავებს ჩვენს მეთოდს სხვებისგან. ჩვენ ქვემოდან ზემოთ, თანდათანობით ვხსნით მთლიან სურათს და წარმოგიდგენთ ერთიანობაში აღქმულ მოდელს. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სისტემურად წარმოგიდგენთ ყოველი ვექტორის ფუძეს (საფუძვლებს). კუნთის ვექტორის ფუძეა – მატერია, კანის ვექტორის – ფორმა, ორალის – გაერთიანება, ყნოსვის – რანჟირება, ურეთრალის – მომავალი, ანალის – წარსული, სმენის – საერთო, აბსოლუტური ინფორმაცია, ვიზუალის – ნაწილობრივი ინფორმაცია. ამაზე ადამიანებს ხშირად აქვთ კითხვა: ,,მერე რა გამომდინარეობს აქედან?“ პრინციპში სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. სწორედ ფუძეა თვით ვექტორის არსი. 

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/