დაწინაურებული მომხმარებლებისათვის 2

რა საერთო შეიძლება არსებობდეს ანალსა და ვიზუალს, ან სხვა წყვილებს შორის? რა არის მათ შორის ისეთი საერთო, რაც იძლევა ერთნაირ თვისებებს აბსტრაქციის სხვადასხვა დონეებზე? ესეც ასევე ძალზე მარტივია, ჩვენს წინა ლექციებში ჩვენ ვახსენეთ ბუნების ოთხი დონე: არაცოცხალი ბუნება, რომელიც ქვედა ვექტორებიდან კუნთს, ხოლო ზედებიდან ორალს შეესაბამება; მცენარეული ბუნება – შეესაბამება ანალს და ვიზუალს; ცხოველური ბუნება – კანს და ყნოსვას; ადამიანური – ურეთრალს და სმენას. რით განსხვავდება ერთი ბუნება მეორისაგან? ყოველი მომდევნო დონე მოიცავს წინას და თავის მხრივ კიდევ უმატებს დამატებით თვისებებს. ეხლა ამის დაწვრილებით აღწერას აღრ მოვყვებით, რადგან ეს საკითხი ჩვენს წინა ლექციებში, კერძოდ: ,, ანალური ვექტორი, საკაცობრიო განვითარების ოთხი სტადია“ – ში დაწვრილებით განვიხილეთ. ახლა უბრალოდ შეგახსენებთ: არაცოცხალი დონე ფსიქიკის ფენებიდან შეესაბამება – აზროვნებას, მცენარეული – ურთიერთობას, ცხოველური – მოძრაობას, ადამიანური – განვითარებას. ეს არის ის შენატანი, რომელიც შეაქვს ჯგუფში თითოეულ ვექტორს. კუნთის და ორალური ვექტორები – ესაა აზროვნება, იმ კუთხით, რომ ორალური ვექტორი საერთო აზრით აერთიანებს კუნთურ მასას (რომელიც შეიგრძნობს თავს ერთიან სხეულად), კუნთის ვექტორის აზროვნება მუშაობს პრინციპით ,,ჩვენ“, კუნთის ვექტორში ,,მე“ ძალზე მცირე დოზით არსებობს. ანალსა და ვიზუალს აქვთ საკმარისად დიდი ,,მე“, იმისთვის რომ საკუთარი თავი დაუპირისპირონ გარემომცველ სამყაროს და დაიწყონ მისი ,,შეცნობა“, მასთან ურთიერთობა, მასზე ინფორმაციის შეგროვებით. ,,მე“ და სამყარო, მათი მთელი აზროვნება, ყველა დონეზე საკუთარი თავიდან გამომდინარეობს. კანი და ყნოსვა უკვე სხვა შესაძლებლობებია, ესაა მოძრაობის შესაძლებლობა. ორივე მათგანი, ესაა მოძრავი ფსიქიკა რომელსაც შეუძლია ადაპტირება გარემომცველი სამყაროს ცვლილებებთან. მათი აზროვნება მიყვება მდგომარეობას. არა ანალურად მხოლოდ ,,ჩემი მე“, არამედ კანის და ყნოსვის აზროვნება მთლიანად გამომდინარეობს გარემოცვიდან და შექმნილი მდგომარეობიდან. ურეთრალი და სმენა კიდევ უფრო განსხვავებული დონეა, ორივეს ფუძე უსასრულო გაცემის თვისებაა, უსასრულო ალტრუიზმი. ორივეს აქვს გაცნობიერებული განვითარება, ამიტომ ორივე მათგანი წინ უსწრებს ლანდშაფტს, წინ უსწრებენ მოცემულ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ ისინი უსახავენ მიზანს ყველა დანარჩენს. ესაა იდეა სმენის ვექტორში, ხოლო ურეტრალში მყისიერი რეაქცია და მუდმივი მზადყოფნა მოქმედებისათვის. ეს ოთხი დონე (არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური) არის მთელი ბუნების დამჭერი, ყოველ დონეში ჩასმულია ორი ვექტორი.

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/