დედაა დამნაშავე! ანუ წყენა, როგორც ცხოვრების სცენარი!

ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს აქვთ განსაკუთრებით სათუთი დამოკიდებულება დედასთან: კარგი ან ცუდი, მაგრამ არასოდეს გულგრილი. და სწორედ ანალებს ამოაქვთ ბავშობიდან წყენა დედაზე. არც კუნთის, არც კანის და მითუმეტეს არც ურეთრალურ ვექტორში არაა ასეთი თვისებები, რომლებიც საშუალებას მისცემენ წყენას, რომ ფორმა მიიღოს, დაგროვდეს და «ნაწყენობის» მძიმე მდგომარეობად იქცეს. ეს მდგომარეობა ანალის ვექტორიანში შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და წლების განმავლობაში მხოლოდ დამძიმდეს. დედა — ყველაზე პირველი და ყველაზე მთავარი ადამიანია ანალური ბავშვისთვის. სწორედ ის აშენებს პატარა ანალის პიროვნების საფუძვლებს, და სწორედ დედასთან ურთიერთქმედების გამოცდილებას უბრუნდება იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
ანალური ბავშვი უკიდურესი თანდაყოლილი არადამოუკიდებლობით, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს მოძრაობა, მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს არჩევანი. იგი მიჯაჭულია თავის სათამაშოებზე, უყვარს სახლში ჯდომა, დედის გვერდით, სიამოვნებით კითხულობს წიგნებს და საერთოდ, ძალიან დამჯერი ბავშვია. მაგრამ იგი ძალიან ნეგატიურად რეაგირებს ყველაფერ ახალზე: ახალ ადამიანებზე, ახალ ბაღზე, სეირნობის ახალ მარშრუტზე, დღის ახალ რეჟიმზე, ახალ საცხოვრებელ ადგილზე და ა.შ. ყველაფერი ახალი ანალური ბავშისთვის — სტრეს-ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა შედეგებამდე მიიყვანოს, დეფეკაციის უმნიშვნელო დარღვევებიდან ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარის ფორმირებამდე. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იდოს, რომ ხელები და ტანსაცმელი სუფთა იყოს. ყველაფერს აკეთებს ნელა, ბეჯითად. მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს: ბოლომდე უყუროს მულტფილმს, ბოლომდე ააწყოს ასაწყობი სათამაშო, ბოლომდე იჯდეს ქოთანზე, ბოლომდე დახატოს, დაწეროს. და კიდევ, ანალური ბავშვი, როგორც არავინ სხვა, საჭიროებს დედის კარნახს და რჩევებს. ანალურ ბავშვს უნდა, რომ დედას უყვარდეს და ყურადღებას უთმობდეს, მას შექება სჭირდება. ეს მისი სტიმულია განვითარებისთვის. და არავის შეუძლია უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს ანალურ ბავშვს, ვიდრე მის ყველაზე ახლობელ და პირველ ადამიანს — მშობელ დედას, …რომელსაც არც თუ ისე გაუმართლა საკუთარ დედასთან.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/