დეპრესიის ფორმები სხვადასხვა ფსიქოტიპებში

,,დეპრესია ფსიქიკური აქტივობის დათრგუნვაა, რომელიც ვლინდება ქცევის უკიდურეს პასიურობაში, თვითშეფასების დაქვეითებაში, ცხოვრებისეული პერსპექტივების უგულებელყოფაში, დარდებისა და სასოწარკვეთილების მყარ გრძნობაში, შფოთვის მაღალ ხარისხში. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს გადაღლით, ან ნეგატიური ფსიქოგენური მოქმედებებით“ – ესაა დეპრესიის კლასიკური განმატება, ასე თუ ისე გადმოსცემს 21 საუკუნის შავი ჭირის რაობას.

დეპრესიისთვის დამახასიათებელია დარდი მომავალი საფრთხის დიფუზიური განცდით, ფიზიკური დაძაბუნების შეგრძნებით აწმყო და მომავალი შავ ფერებში ჩანს. წარსული აღიქმება, როგორც შეცდომების, ან ცოდვების ჯაჭვი. დეპრესიის დროს არაფერს მოაქვს სიხარული და ხალისი.

დეპრესიისას ადამიანს ხშირად უჭირს საკუთრა გრძნობებში გარკვევა, ამიტომაც შველასაც ვერ ითხოვს. თითქოს დარდის მეზეზი არ არსებობს და რაღაცა მუშაობას, გაღიმებას, ცხოვრებას არ გაცდის. ყველაგან თავის შხამიან საცეცებს ყოფს და ხელჩასაჭიდს არაფერს გვიტოვებს. დრო და დრო ის წარმოუდგენლად რთულდება და უგრძნობ არსებად გვაქცევს, აღარაფრის ხალისი, სუნთქვისა და გადაადგილებისაც კი, მხოლოდ ძილში ვპოულობთ ცოტაოდენ შვებას. ახლობლების ხმების თითქოს შორიდან ჩაგვესმის. წარმოიდგინეთ ერთდაროულად დაცლილი და დამძიმებული სხეული – დაახლოებით ესაა დეპრესია. ვეღარც გაქცევას ახერხებ და არც გინდა გაიქცე, საერთოდ არაფერი გინდა, მთელი შენი არსება ტკივილს და გულგრილობას მოუცავს. ხანდახან ეს შხამიანი ურჩხული უკან იხავს და საკუთარ თავს ეკიხები „რა მემართება’, „ნუთუ სიგიჟე ესაა“, მერე კი ყველაფერი ისევ ძველი გზით გრძელდება – ბორიალი უსასრულო ღამეში.

გაიხსენეთ რამდენჯერ გაგჩენით მსგავსი შეგრძნება, რამდენჯერ განაცრისფერებულა სამყარო, და სულ ერთი გამხდარა ის არაც აქამდე გახარებდათ ან სულაც გაბრაზებდათ, რამდენჯერ ყოფილხართ ინდიფერენტული და ინერტული – რამდენჯერ გაგვიგონია არაფრის მომცემი გამხნევება „თავს შემოუძახე“, ახლა რომ ასე გვაღიზიანებს მაშინ კი ისე იკარგებოდა ჩვენს გარსშემორტყმულ ნაცრისფერ სივრცეში როგორც კენჭი წყალში.

ამ დროს შესაძლოა გარეგნულად არც გვეტყობოდეს არაფერი – ძველებურად დავდიოდეთ სამსახურში/სასწავლებელში, ისევ ისე აკეთებდეთ თქვენზე დაკისრებულ ყველა საქმეს მაგრამ ყელანაირი ხალისის გარეშე. ახლობლები ვერ კი ამჩნევენ რა ხდება ვიდრე უკანასკნელი გზავნილი არ შეახსენებთ თავს…

დეპრესია – დღეს უკვე ძნელად მოიძებნება ზრდასრული ადამიანი რომელაც ერთხელ მაინც არ განეცადოს ის. სვფ-ს თანახმად, დეპრესია თავისი არსით მხოლოდ სმენის ვექტორიანების „პრივილეგიაა“. თუმცა ეს მდგომარეობა გარკვეული თავისებურებებით სხვა ვექტორებშიც იჩენს თავს, ქვემოთ სათითაოდ შევეხებით ყველა მათგანს – დეპრესიის როგორც გაჩენის მიზეზს ისე მის გამოვლინებებს.

 

„სადაც ყველა იქაც მე“

კუნთები მოსხლეობის 95% შეადგენენ, ეს ცოცხალი ნივთიერების ფუნდამენტური მასაა, სახეობრივი როლი – მუშა, მშენებელი, მეომარი, აზროვნების მოდელი – კოლექტიური.

კუნთის ვექტორი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცოცხალი ნივთიერების ბაზაა, მისი სურვილები და მოთხოვნილებები ადამიანის ოთხ საბაზისო მოთხოვნას უკავშირდება, ესაა – ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. კუნთის ვქტორი მოსახლეობის 95% გააჩნია, თუმცა სუფთა სახით გამოვლენილია 40% , სხვა ვექტორებთან კუნთის ვექტორი იკარგება სხვა ვექტორების სურვილებში და აძლიერებს ამ უკანასკნელთ.

კუნისთვის თავისი ბუნებრივი ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია ჯოგი -კოლექივი, მისნაირთა გარკვეული რაოდენობა რათა იომოს ან მძიმე შავი სამუშაო შეასრულოს. ის რაც სხვისთვის შესაძლოა დეპრესიისა და ისტერიკის მიზეზი გახდეს, კუნთისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა.

ის არც განიხილება როგორც ერთი ცალკე აღებული პიროვნება, როცა ვამბობთ კუნთი – იგულისხმება კუნთების კოლექტივი. სწოედ ამ კოლექტივს ახასიათებს ამ ვექტორის ორი მდგომარეობა – რისხვა და მონოტონია.

სისტემურ ფსიქოლოგიაში გარკვეული მკითხველი უკვე მიხვდებოდა საით მიგვყავს საუბარი, თუ კუნთის ვექტორიანის ჰარმონიული ფუნქციონირებისტვის კოლექტივში ყოფნა აუცილებელია მასინ მისი დეპრესიის მიზეზი სწორედ კოლექტივიდან მოწყვეტა ხდება. მართლაც რა უნდა გააკეთოს ერთვექტორიანმა კუნთმა თუ მის მოთხოვნილებათა მთელ სპექტრს მხოლოდ საბაზისო სურვილები წარმოადგენენ – „სადაც ყველა იქაც მე „ – და სადღაა ყველა? მარტო დარჩენილი კუნთი დეზორიენტირებულია, ისედაც ინერტული კიდევ უფრო იკეტება საკუთარ თავში და ცდილობს იპოვოს გამოსავალი – დაუბრუნდეს კოლექტივს.

 

„სიტყვის კაცი“

ანალის ვექტორიანები მოსახლეობის 20% შედგენენ, მათი სახეობრივი როლი ჯოგში არის კერიის მცველი, ინფორმაციის, გამოცდილების შემგროვებელი და უცვლელად გადამცემი. საუკუნეების მანძილზე შესრულებულმა ამ როლმა ანალის ვექტორში მთელი რიგი თავისებურებები განავითარა – პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საიმედოობა, მხარში დგომა და ა.შ.

ამ ვექტორი მატარებლები სწორედ ამ თვისებების რეალიზაციით იმკვიდრებენ თავს ლადშაფტზე. მისი სურვილები და მოცანები მიმართულია საკუთარი პროფესინალიზმის დახვეწისკენ, მომავალი თაობებისთვის შემოწმებული და სანდო ინფორმაციის გადაცემისკენ. ამ ყველაფრის ფონზე მას ფენომენალური მეხსიერებაც გააჩნია.

პარადოქსულია მაგრამ ანალის დეპრესიის წყაროც სწორედ ეს თვისებები ხდება. ბეჯითი და გულმოდგინე ანალისთვის მნიშვნელოვანია როგორც თავისი შესრულებული სამუშაოს ასევე მისი საკუთარი ხარისხი, წონა საზოგადოებაში და როცა ეს ეჭვქვეშ დგება ან ნადგურდება დეპრესიაც არ აყოვნებს.

ძნელი მისახვედრი არაა ანალური დერესიის სომატური გამოხატულებები – წონისა და მადის ცვლილებები, ყაბზობა, მენტალურ დონეზე უგუნებობა, პესიმიზმი…
სანდო და პატიოსანი ანალისთვის ხარისხის დაკარგვასთან ერთად დეპრესიის მიზეზი შეიძლება ღალატიც გახდეს. მისი ფსიქიკა ხომ კვადრატს წარმოადგენს, ნებისმიერი უზუსტობა კი ამ კვადრატს არღვევს – ამის შემდეგ ანალის ვექტორიანი კვადრატის გასწორებას იწყებს და თუ ამას ვერ ახერხებს დეპრესიაში ვადება. ღალატი კი ადამიანებისადმი ნდობას უკარგავს და საკუთარი ფუნქციების შესრულების საშუალებას აღარ აძლევს. თუ მისი შრომა დაუფასებელია და როგორც ის ამ დროს თვლის არასაჭიროა, მაშ რატომღა უნდა გაისარჯოს. მაგრამ ბუნებით ბეჯითს და შრომისმოყვარეს, მუდამ სრულყოფისკენ მიმავალს მოულოდნელად გაჩერებაც არ შეუძლია. სწორედ ეს შინაგანი წინააღმდეგობა ავითარებს მის დეპრესიას. მისი შესაშური მეხსიერება ახლა ძველი გამოცდილებისა და სასრგებლო ინფორმაციის ნაცვლად წყენისა და ბოღმის დაგროვებას იწყებს ხოლო ცოდნის ნაცვლად უკვე ღვარძლს აგროვებს.

 

„სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურე“

კანის ვექტორიანები მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ, მათი წარმმართველი მოტივია შემოსაზღვრა, ფორმის მიცემა. სახეობრივი როლი ჯოგში -სკვები მარაგების შექმნა და გადანაწილება, გვერდითი მონადირე, ალიმენტატორი.
კანი აწმყოს ადამიანია და აქედან გამომდინარე მთლიანად მოცემულ სიტუაციაზე, მიმდინარე მოვლენებზე კონცენტრირდება. მორგება და სწრაფი ადაპტაცია მისი მთავარი თვისებებია. კარგად განვითარებული ლოგიკური აზროვნება მხოლოდ ეხმარება თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულებაში. საუკეთესო ლიდერია (არ აგერიოთ ურეთრალში – ის ბელადია), რამაც თავის მხრივ ასკეტიზმი და დისციპლინა ჩამოუყალიბა. კანის ბუნებრივი ფუნქციებბის შესრულება არა მხოლოდ სამომხმარებლო საქონლის მოხვეჭასა და სწორად გადანაწილებას გულისხმობს არამედ ადამიანური რესურსებისაც – რასაც საზოგადოების რანგობრივი სტრუქტუირებისკენ მივყავართ.

დისციპლინირებული და ლოგიკურად მოაზროვნე კანისთვის „მისი წესრიგის“ – კანონის დაცვა აუციელბელი პირობაა.
ლანდშაფტში ადაპტირებისას უამრავ სასარგებლო თვისებას იძენს, როგორიცაა – მოქნილობა, სისხარტე, გადაწყეტილების სწრაფად მიღების უნარი, ყოველთვის საჭირო ადგილას საჭირო დროს ყოფნა, ეფექტურობა , მაქსიმალური სიმარტივე და ა.შ.

თითქოსდა რას უნდა გამოეწვია ასეთი ადამიანსი დეპრესია, მან ხომ ბელადის მოცემულ მიმართულებას ხორცი შეასხას, მოულოდნელად გაჩენილ დაბრკოლებას გაუმკლავდეს, რესურსები მოიძიოს, მერე სწორად და ეფქტურად გაანაწილოს, დროც არ რჩება მოსაწყენად – დეპრესიისთვის მით უფრო.

„… ჟანდარმის ოფიცერი, ნამდვილი გოლიათი, თავზე ბუმბულებიანი ჩაფხუტით, კაპიტანს მიუახლოვდა და მუნდირიდან სამხრეები, ღილები და პოლკის ნომერი ააწღვიტა. ბოლოს ხმალიც აართვა და მუხლზე დაგატეხა…“ – უმბერტო ეკო „პრაღის სასაფლაო“

თავისი ბუნებრივი ფუნქციების ეფექტურად შესრულება კანს რანგის ძიებას და მის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას აიძულებს. ხოლო როცა გარკვეული მიზეზების გამო ერთ დღესაც ამ ბრძოლით მოპოვებულ რანგს კარგავს – დეპრესიაც არ აყოვნებს. როგორც ზემოთ დავინახეთ რანგის დაკარგვა მხოლოდ ღილებისა და ოთახის ნომრის დაკარგვას არ გულისხმობს, კანი ამით ლანდშაფტში თავის ადგილს კარგავს და თავისი ფუნქციის კონკრეტულ არეალში შესრულების შანსიც ერთმევა.

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა – ეს ხომ ანალი არ არის, რომ ღალატი გადაულახავ დაბრკოლებად ექცეს და გულში წყენა დაიგროვოს. მას ხომ ამდენი კარგი თვისება აქვს – სად მიდიან ისინი? – სად და არქეტიპში. რესურსების მოზიდვა შესაძლოა ქურდობამ შეცვლოს, მუდმივ დისციპლინას შეჩვეული ნატურა უეცრად ეშვება და უფრო ხშირად ლოთობას იწყებს – აღარანარი სამომავლო გეგმა – ცხოვრობს ერთი დღით – დათრობიდან დათრობადე.

 

„ან კეისარი ან არაფერი“

ურეთრალები მოსახლეობის 5% შეადგენენ, მათი წარმმართველი მოტივი სიცოცხლის შექმნა და დაცვაა, აგრეთვე სასიცოცხლო სივრცის გაფართოება. ურეთრალები მომავალში მცხოვრები ექსტროვერტები არიან (შესაძლოა კანში ან ორალში აგერიოთ მით უფრო, რომ ეს უკანასკნელნი ხშირად ბაძავენ და აკოპირებენ ბელადის ქცევებს და თან მასთან მუდმის კონკურენციაში არიან).

ადამიანები ყოველთვის ბინადარ ცხოვრებას არ ეწეოდნენ, პირველყოფილი ჯოგი ერთ ადგილას გაჩერებით თავს შიმშილისთვის გაწირავდა, როცა გამოქვაბულის ახლოს საკვები ამოიწურებოდა აუცილებელი ხდებოდა ახალი საბინადროს ძებნა და სწორედ ეს ევალებოდა ურეთრალს – ახალ მიწაზე გაეყვანა ჯოგი, მოეძებნა გადრჩენის გზა. უშრეტი ენერგია ამაში ხელს უწყობდა და ასე განვითარდა მისი შორსმჭვრეტელობა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ურეთრალი პასუხს აგებს ჯოგზე, ის აზროვნებს კოლექტიური კატეგორიებით, მაგრამ კუნთებისაგან განსხვავებით ის წევრი კი არა მეთაურია. ამ ფუნქციამ განავითარა მისი ცხოველური ალტრუიზმი. ურეთრალი ჯოგისთვის ცხოვრობს – ჯოგის პოვნა აუცილებელია მისი ბელადად შედგომისთვის. ამის მერე მთელ თავის ენერგიას და განსაკუთრებულ უნარებს მთლიანად ჯოგს ახმარს – მიჰყავს ისინი ახალ მიწებზე, ახალ სივრცეებში.

თუ კანმა უნდა მოიპოვოს რანგი ურეთრალს ეს არ სჭირდება – ჯგუფი მას თავისთავად აღიარებს ბელადად და ექვემდებარება, ეს არაცნობიერ დონეზე ხდება. მთლად თავისთავად და ჯადოსნურად არც ეს მიმდინარეობს – უბრალოდ ურეთრალის ვექტორის ქონა ბელადობისთვის საკმარისი არაა, საჭიროა გარკვეულ დონეზე განვითარება და რაც მთავარია ჯოგის შამანის – ყნოსვის ხელდასხმა.

ბელადად შემდგარი ურეთრალი ეკუთნის ჯოგს – მთელი მისი უზარმაზარი პოტენციალი მიმართულია ჯოგის კეთილდღეობისკენ. წარმიდგინეთ რა მოხდება, როდესაც ბელადი ჯოგის გარეშე რჩება. აქ არ აქვს მნიშვნელობა ამოწყდა ჯოგი თუ უფრო ძლიერმა ურეთრალმა უფრო სუსტი ჩაანაცვლა – უჯოგოდ დარჩენილი ბელადი განწირულია. ასე იწყება ურეთრალური დეპრესია.

მისი ცხოველური ენერგია თითქოს ორმაგდება, მაგრამ თუ ადრე ეს ახალ აღმოჩენებს და გარღვევებს ხმარდებოდა, ახლა თავად მის წინააღმდეგ ტრიალდება. ამ დროს მის ცხოვრებაში ალკოჰოლი და ნარკოტიკები შემოდიან და თავდავიწყებით გადაეშვება თრობაში. ასეთ დროს მისი შეჩერბა პრაქტიკულად შეუძლებელია. სექსიც უკონტროლო ხდება, ჩხუბი და კონფლიქტებიც უფრო გახშირებულია. ურეთრალისთვის დეპრესია დამღუპველია, ასეთ დროს ის დიდხანს ვეღარ ცოცხლობს და საკუთარი მოუთოკავი ენერგიის მსხვერპლი ხდება, თუ პირდაპირ სიუციდით არა – რომელიმე უმნიშვნელო ან სულაც უმიზეზოდ ატეხილ ჩხუბში ვინემს მოაკვლევინებს თავს.

 

„იმარჯვებს უძლიერესი“ – ჯუნგლების კანონი

ჯუნგლებში გადარჩენა დიდწილად მართლაც ფიზიკურ ძალაზეა დამოკიდებული, ადამიანთა ჯოგში კი ნამდვილი ძალა-ძალაუფლება ბუნებამ ფიზიკურად ყველაზე სუსტს უბოძა.

ყნოსვის ვექტორიანები მოსახლეობის 1% ნაკლებს შეადგენენ. ფუნქციური როლი ჯოგში – ბელადის მრჩეველი, შამანი. წარმმართველი მოტივი – ანტივირუსი, ცოცხალი მატერიის გადარჩენა ნებისმიერ ფასად. სწორედ მისი ფუნქციებით აიხსნება ყნოსვის ვექტორიანების ასე მცირე რაოდენობა – ჯოგს ორი შამანი არ სჭირდება.
მისი აზროვნების ტიპია სტრატეგიული, ინტუიციური. საფრთხის „სუნი“ არასოდეს გამოეპარება. ინფორმაციასაც სწორედ სუნები აწვდიან, ყნოსვისთვის სამყარო ყოველთვის ყარს, ოღონდ ყოველთვის ერთნაირად არა, ყველაფერს მისთვის დამახასიათებელი სიმყრალე აქვს – ამით ორიენტირებს ის და ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, გადარჩეს ნებისმიერი ხერხით. გადარჩენა კი ჯგუფთნ ერთად უფრო იოლია ამიტომაც ის ჯგუფის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებს.

ყნოსვებს ხშირად შეხვდებით დაზვერვის და უშიშროების სამსახურებში, ფინანსებში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში, ასტროლოგიაში – ერთი სიტყვით ყველგან სადაც ინტუიცია და ინფორმაციის საშუალებით მართვაა საჭირო.

ყნოსვა ის ვექტორია, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანდება და ყველაზე იშვიათად ავლენს ცუდ მდგომარეობებს. თუმცა დეპრესიისგან არც ეს ვექტორია დაზღვეული.
ყნოსვური დეპრესიული მდგომარეობა რამდენადმე გავს სმენურს. ოღონდ სწორედ დეპრესიული მდგომარეობა და არა თავად სუფთა სახის დეპრესია, რადგან „ყნოსვურ დეპრესიას“ თავისი სახელი აქვს – მელანქოლია – დეპრესიის სხვანაირი ტყუპისცალი. მისთვისაც, როგორც დეპრესიისთვის დამახასიათებელია მოდუნება, სევდიანი განწყობა. ბერძნულიდან მელანქოლია ითარგმნება როგორც შავი ნაღველი, ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია პესიმიზმი და უარყოფითი გრძნობები, დადებითზე მეტად ყურადღების ნეგატივზე გამახვილება. დეპრესიისგან კი ის განასხვავებს, რომ ამ დროს სასოწარკვეთა არ დგება. ამასთან ეს ყნოსვის მუდმივი მდგომარეობაა და გაუსაძლისი ხდება გარკვეული სპეციფიური მოვლენების დროს. ქვემოთ სწორედ ასეთს წარმგიდგენთ.

ყნოსური დეპრესიის ყველაზე კარგი მაგალითია სოლ ბერენსონი სერიალიდან „სამშობლო“. ესაა CIA გამოცდილი აგენტი და გარკვეული პერიოდი ამ ორგანიზაციის დირექტორიც. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ის ახრხებს რამენიმე საშიში ტერორისტის განეიტრალებას, მისი წყალობით ქვეყნის თავდაცვა მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს, ჰყავს ლამაზი, ჭკვიანი, მასზე შეყვარებული ცოლი, მშვენიერი ვილა სანაპიროზე, საკუთარი ბიზნესი, დამსახურებული პატივისცემა კოლეგებისა და მთელი CIA-ს მხრიდან. ნებისმიერი სხვა ვექტორის მატარებელი ამ დროს თავს უბედნიერეს ადამიანად იგრძნობდა – მაგრამ ყნოსვა არა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყნოსვას არც რანგი და რეგალიები ხიბლავს, არც ხარისხი, არც თაყვანისცემა, ფუფუნებასაც ელემენტარული კომფორტი ურჩევნია – მისი „სიამოვნების“ ერთად-ერთი წყარო ცოცხალი მატერიის გადარჩენაა, ძალაუფლებაც ამისთვის სჭირდება. დეპრესია იწყება მაშინ როდესაც ყნოსვა თავის ბუნებრიც ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ჩვენს გმირსაც ასე დაემართა – ის დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, ორგანიზაციამ რომელსაც ცხოვრების 35 წელი შეალია არსებობა მის გარეშე განაგრძო. მას ისევ იწვევენ ოფიციალურ ღონისძიებებზე, პატივისცემით ექცევიან მაგრამ აღარავინ ეკითხება რჩევას, აღარავინ ეძახის საპასუხისმგებლო მისიებში, შემორჩენილ წყაროებს თუ არ ჩავთვლით – ვეღარც ინფორმაციას იღებს. პარადოქსულია მაგრამ ამდენი ხნის ნანატრ დასვენებას შვება არ მოაქვს – პირიქით დეპრესიაში აგდებს. იწყება მელანქოლია – ბუნებრივი ინსტინქტები ისევ მუშაობენ, საფრთხეს უსევ შეუცდომლად გრძნობს, არც გარშემომყოფთა ფიქრები და სურვილები გამოეპარება მაგრამ მოქმედების ხალისი დაკარგულია.

ამგავარად ყნოსვის დერესიის მიზეზი ხდება – პენსიაზე გასვლა. საქმეს ჩამოცილება, ძალაუფლების დაკარგვა, ხოლო გამოვლინდება მელანქოლიის სახით და ეს გრძელდება იქამდე ვიდრე ყნოსვა ისევ არ დაიბრუნებს სადავეებს, ანდა თავისთვის სხვა უფრო მოხერხებულ სამოქმედო არეალს აირჩევს.

 

„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“

ორალს ვერბალური ინტელექტი აქვს, ის საუბრით აზროვნებს, სიტყვის ოსტატია. ორალები მოსახლეობის 5% შეადგენენ მათი ბუნებრივი ფუნქცია მათივე აზროვნების ტიპიდან გამომდინარე ჯგუფის სიტყვით გაერთიანებაა. სახეობრივი როლი – პანიკიორი, მზარეული, ჭორიკანა, კლოუნი, მასხარა…

ორალი აბსოლუტური ექსრავერტია. ის ყოველთვის ძალიან ადვილად შესამჩნევია ჯოგში. ყველაზე მეტს და ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, იცინის – უფრო სწორედ მთელი ხმით ხარხარებს. გახსოვთ რიტა სკიტერის „ფრთიანი ფრაზების ფრთა“ „ჰარი პოტერიდან“ – როგორ გადააქცევდა მთავარი გმირის მშრალ და უღიმღამო პასუხებს გულისამაჩუყებელ და პროვოკაციულ ტექსტებად.

სიცილი და ლაყბობა მისი ძირითადი ხელსაწყოებია, მხოლოდ ორალს შეუძლია ბელადს ისე მიახალოს სიმართლე სახალხოდ, რომ მისი რისხვა არ დაიტეხოს თავზე. სწორედ ორალის ვექტორიანები საუკეთესო ორატორები დგებიან – მათ შეუძლიათ ნებისმიერ იდეას მისცენ ისეთი ვერბალური გამოხატულება რომელიც ადვილად აიყოლიებს მასებს, რომელსაც ადვილად „გადაყლაპავს“ ჯოგი. ლენინი, ჰიტლერი, ფიდელ კასტრო, ტროცკი… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მათი იდეური მოწინააღმდეგენიც კი იხსნებდნენ, რომ ამ ხალხის გამოსვლებისას რთული იყო მათ პათოსსა და მუხტს არ აჰყოლოდი.

გემოები – მათი შეზავება, ინგრედიენტების ყველაზე უჩვეულო კომბინაციები, სამზარეულოს მაგია, ესეც ორალების სამფლობელოა.

ორალები საჭირო ხალხია, განსაკუთრებით „უფროსი ძმებისთვის“ – ყნოსვებისთვის. ისინი ვერბალურად აერთიანაბენ მასას – საუბარი მათი ძირითადი ფუნქციაცაა და ამ ფუნქციის შესრულების ხელსაწყოც. დეპრესიის მიზეზიც საუბარი, უფრო სწორად საუბრის შეუძლებლობა ხდება. იწყება ემოციური გამოცარიელება – აპათია. მას საკუთარი ემოცია ისედაც არ გააჩნია ხოლო დეპრესიისას ჯგუფზე გასვლასაც ვეღარ ახერხებს. ამიტომაც ნებდება, ჩერდება, თითქოს ითიშება, მაგრამ ეს სმენური გათიშვა არ არის, როცა მოქმედებას აზრი ეკარგება და სული ტკივილით ივსება. ორალის სული ცარიელია – ამ დროს შესაძლოა დაიწყოს საზოგადოების წინაშე გამოსვლის პანიკური შიში, უფრო ჩაიკეტოს ორალი და ადამიანებს გაუუცხოვდეს, ან პრიქით ურეთრალივით აიწყვიტოს – ლოთობას და ღორმუცელობას მიჰყოფს ხელს, ჩხუბს გინებას და ბილწსიტყვაობას დაიწყებს.

გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ ორალს საკუთარი ემოციები არ გააჩნია, მისი დეპრესიული მდგომარეობის გამოხატულებაც უფრო მეტად თანდართულ ქვედა ვექტორებზე იქნება დამოკიდებული.

 

სიჩუმის მუსიკის მელომანები.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ დეპრესია სმენის ვექტორიანების „პრივილეგიაა“. სმენებისთვის ეს თითქოს ჩვეული მდგომარეობაა. მაგრამ მხოლოდ აუვსებელი სმენებისთვის. ვინაიდან სმენის ავსება ყველაზე რთულია ამიტომ დეპრესიული მდგომარეობაც მათთან ყველაზე საგრძნობი და ყველაზე ხშირია.

მოსახლეობის მთელი რაოდენობის 5%. ჯოგის ღამის დარაჯი ყველაზე მახვილი სმენით, მის ყურს არ გამოეპარება სულ მცირე ჩქამიც კი. ჯოგში ყველაზე უცნაური ადამიანია, არაფერი მატრიალური არ აინტერესებს, ვარსკვლავებს უფრო კარგად იცნობს ვიდრე ჯოგის წევრებს, მისი წარმმართველი მოტივი – პირველმიზეზთან უკუკავშირის დადგენაა, აზროვნების ტიპი – აბსტრაქტული. ამ არაამქვეყნიური არსების ჯერ არავის ესმის, (თავად უჭირს საკუთარ თავში გარკვევა) მაგრამ მომავალში ის ჯოგის სულიერი ბელადი გახდება.

სწორედ პირველყოფილ ჯოგში ხდება მისი თვისებების გამომუშავება, ღამის სიჩუმეში არა მხოლოდ ნადირის ხმებს აყურადებს – სამყაროსაც აკვირდება, საკუთარ თავს უღრმავდება და ცდილობს შესაქმის პირველმიზეზს ჩასწვდეს. სმენის ყველაზე მგრძნობიარე ორგანო ყურებია და შესაბამისად სიჩუმე მისი კომფორტის წყაროა. სმენები სიტყვაუხვობით არ გამოირჩევიან, თითქოსდა სამყაროს მოწყვეტილები, ექსცენტრიულები, საკუთარ თავში ჩაღრმავებულები არიან. მათ მატერიალური ინტერესები ნაკლებად ამოძრავებთ და ურჩევნიათ მარადიულ კითხვებზე პასუხები ეძიონ. ამ პასუხებს კი მეცნიერებაში, რელიგიაში, ეზოთერიასა და ხელოვნებაში ეძებენ. სმენებისთვის იდეა მთავარია – სმენის მთელი ცხოვრება იდეის პოვნა/შექმნას უკავშირდება. ამიტომაც განმარტოება სმენისთვის იშვიათად მაინც აუცილებელია. პირველყოფილი პერიოდიდან მოყოლებული სმენის აბსტრაქტული ინტელექტის მუშაობისთვის აუცილებელი იყო ყურადღების კონცენტრაციის მაღალი ხარისხი, რაც მხოლოდ სიჩუმეში მიიღწეოდა.

სმენა დომინანტი ვექტორია ამიტომაც მისი მოთხოვნილებები ყველაზე დიდი უკმარისობებია და მათი აუვსებლობა ყველაზე მტკივნეულად აღიქმება.

სმენას არ სჭირდება განსაკუთრებული კომფორტი, არც გადამეტებულ ყურადღებას მოგთხოვთ. პირიქით – თუ ფიქრებში წასულს არ შეაწუხებთ ამას ძალიან დაგიფასებთ. მაგრამ სიმშვიდე, ხმაურის, ყვირილის და აგრესიისგან დაცლილი გარემო მისი ფაქიზი ყურებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ხმაურში ყოფნა დიდხანს გაგრძელდა ეს დათრგუნულობის , გაფანტულობის, ყურადღების დაქვეითების, კონცენტრაციის უუნარობის მიზეზი ხდება. ეს ყველაფერი კი სმენური სურვილების ავსებას აფერხებს და დეპრესიას უწყობს ხელს. ასეთი სმენა სრულყოფილ რეალიზაციას ვეღარ ახერხებს და არასრულფასოვნების განცდა უჩნდება.

ისედაც ნაკლებად კონტაქტური და ინტროვერტი სმენა საკუთარ ნაჭუჭში უფრო იკეტება არასასურველი რეალობიდან გასაქცევ გზებს ეძებს. ისინი კი მეტად მრავალფეროვანია – ვიდეო თამაშები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, მძიმე როკი … და ყველაზე უფრო მარიტივი თავშესაფარი – ძილი.

დეპრესიულ სმენას შეუძლია დღე-ღამეში 12-14 საათი იძინოს და მაინც ვერ დაისვენოს. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. ძილიანობის ფაზები გარკვეული დროის შემდეგ მკვეთრი უძილობით იცვლება, რასაც არც ერთი ხალხური და სამედიცინო პრეპარატი არ შველის. ბუნება თითქოს გასაქცევ კარს უკეტავს სმენას და აიძულებს თავისი აბსტრაქტული ინტელექტი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს.

სმენისთვის იდეა სასიცოცხლოდ აუცილებელია – იდეის გარეშე დარჩენილი სმენა უბრალოდ არსებობას წყვეტს – თავს იკლავს. სუიციდი სმენებს შორის ყველაზე გავრცელებულია – აქ ხომ მხოლოდ აბსტრაქტული იდეების საუფლოა, სხეულზე არავინ დარდობს და ამიტომაც არც საკუთარ არც სხვის სიკდილს არ დაგიდევთ. სხვ თანდართული ვექტორის წყალობით სმენა შეიძლება სულაც არ ჩამდეს დეპრესიული, არ ავლენდეს ამ მდგმარეობისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ნიშნებს და სრულიად უეცრად მოიკლას თავი. ეს განსაკუთრებით ურეთარლ-სმენბს ემართებათ.

 

სიყვარული არის კანონი

ამ ვექტორის მატარებლებისთვის სიყვარული უმაღლესი ღირებულებაა. ისინი სიყვარულზე გავლით შეიმეცნებენ სამყაროს, ვიზუალისთვის გაიგოს ნიშნავს შეიყვაროს. ,,სიყვარული არის კანონი“ ეს ფრაზა ყველაზე კარგად გამოხატავს სამყაროსთან მათ დამოკიდებულებას.

ვიზუალები მოსახლეობის 5% შეადგენენ, აზროვნების ტიპი – ხატოვანი, ჯოგის დღის დარაჯი. მხოლოდ ვიზუალს ძალუძს ერთი ფერის უსასრულო რაოდენობის ელფერების შეუცდომლად გარჩევა. ჯოგის ყველაზე ფაქიზი და დაუცველი არსება, სამაგიეროდ მხოლოდ მას შეუძლია მზის ათინათების თამაშში ჩუმად მოპარული ლეოპარდის ლაქები არ გამოეპაროს. მისი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო თვალებია, ნებისმიერი ემოცია (და ვიზუალს ემოციათა მთელი სპექტრის განცდა შეუძლია) ჯერ თვალებში აესახება. ასეთი თვალების პატრონს შეუმჩნევლად არც ერთი წვრილმანი არ გამოეპარება. ისინი მშვენიერების ყველაზე უკეთესი დამფასებლები არიან, სურათის ყველა დეტალს გულმოდგინედ აკვირდებიან და რა გასაკვირია თუ ფერებითა და ხატებით ცხოვრობენ და ასე ეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი ხომ სამუდამოდ დაუხუჭავს თვალებს და ვიზუალური შთაბეჭდილებებით ტკბობას გაუქრობს. თავისი სუსტი ნატურიდან და სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე ვიზუალი ყოველთვის ცდილოდა ჯოგის შუაგულში ყოფილიო რაღა რაც შეიძლება დაცულად ეგრძნო თავი.

ვიზუალი ექსტრავერტია, მას შეუძლია ემოციათა მთელი გამა განიცადოს და გარეთაც გამოიტანოს. თუ ორალი სათქმელს მხოლოდ ვერბალურად გამოხატავს, ვიზუალი ამას მთელი სხეულით აკეთებს. ის დრამის ნამდვილი ოსტატია. ისიც შეუცდომლად გრძნობს სხვების განწყობას მაგრამ ყნოსვასავით სათვისოდ გამოყენების ნაცვლად, ცდილობს თითოეული ინდივის უთანაგრძნოს და სითბო გაუნაწილოს.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ამ არსების დეპრესიულ მგომარეობაში ჩაგდება ძალიან ადვილია. ის ხომ ასეთი მგრძნობიარეა. რაც უფრო განვითარებულია ვიზუალი მით უფრო მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა შეუძლია, უანგაროდ, თავგანწირვამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უმოციური უკუკავშირი მისთვისაც აუცილებელია და როცა ამას ვერ იღებს დეპრესიაში ვარდება.

ჯერ კიდევ პირველყოფილი ჯოგიდან მიეჩვია ყურადღების ცენტრში ყოფნას, მას ყურადღება ჰაერივით სჭირდება. ამიტომაც მის მოსაპოვებლად არაფერს მოერიდება – თვითმკვლელობის მცდელობასაც კი, ოღონდ მხოლოდ მცდელობას, სიცოცხლე მისთვის ძალიან ძვირფასია. არც შანტაჟზე დაიხევს უკან, არც ცრემლებზე, ყურადღების მისაქცევად შეუძლია ყველაზე უჩვეულო ხერხს მიმართოს.

 

 

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე