დიაგნოსტიკა. ასაკი

  რა ხდება მნიშვნელოვანი სიცოცხლის პირველ მონაკვეთში? ჩვენი პირადი თვისებების გადმოსახედიდან, ჩვენი ვექტორული წყობიდან გამომდინარე, ცხოვრების ორ მონაკვეთად გაყოფა ატარებს საკმაოდ ღრმა აზრს. პირველ მონაკვეთში ჩვენ ვანვითარებთ ჩვენს თვისებებს, ხოლო მეორე მონაკვეთში მათ ვარეალიზებთ. ანუ გადარჩენის პარალელურად ჩვენ ვვითარდებით ფიზიკურად და ფსიქიკურად ლანდშაფტის ხარჯზე. ეს ასეა ნებისმიერი ვექტორისთვის. ავიღოთ ჩვენი საყვარელი პერსონაჟი ანალის ვექტორიანი ვასია. მას უდევს სავარძელზე თავისი ეროგენული ზონა, კითხულობს, აგროვებს ცოდნას, ნიკაპით ეყრდნობა თავის ფართე ხელებს, წარბებს ჭმუხნის, ცოდნას ძნელად ითვისებს, მაგრამ თუ ისწავლა აღარ ავიწყდება, სწავლაში ძალიან ეხმარება თავისი მოთმინების და ხანგრძლივად ჯდომის უნარი. ჰოდა ზის, სწავლობს, შემდეგ კი დაგროვილ გამოცდილებას მომდევნო თაობას გადასცემს. ქმნის თავის შიგნით იგივე სისტემას, რომელიც მისგან მოითხოვს მისი ფსიქიკის თვისებების და მისი აზროვნების მობლიზაციას. ვასია აწყობს თავისი გონების კარტოთეკას, ავსებს მას, მიღებულ ინფორმაციას გონების ,,განყოფილებებში“ ახარისხებს. კითხვის დროს წარწერას თითს აყოლებს, ის კარგი და დამჯერი ბიჭია. სწავლობს გაკვეთილს, კითხულობს რომ სტაფილო და კომბოსტო ბოსტნეულია, კარგად რომ აითვისოს ბევრჯერ იმეორებს. თუ შეეშალა და ვაშლიც ბოსტნეულს მიათვალა, დედა უსწორებს და ეუბნება, რომ მან თავის გონებაში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა და რომ ვაშლი ბოსტნეული კი არა ხილია. ვასია ანალია, ის შექმნილია იმისთვის, რომ ინფორმაცია დაიმახსოვროს, ამიტომ ერთხელ ნასწავლს დიდხანს და ხარისხიანად იმახსოვრებს. მეორე დღეს მიდის გაკვეთილზე, ელოდება როდის შეეკითხებიან, თუ მასწავლებელი იკითხავს ვინ იცის რას მიეკუთვნება ვაშლიო, ვასია ბედნიერი სახით აწევს ხელს. თუ მასწავლებელი შეაქებს და ეტყვის, რა კარგი ბიჭი ხარ ყველაფერი ასე კარგად რომ იციო, ვასია ბედნიერია, მისი შრომა დაფასდა. 30 წლის შემდეგ ვასია უკვე ზრდასრულია, ასევე ზრდასრული ღიპით, ის თავისი საქმის პროფესიონალია, რაც არ უნდა კითხოთ, თავის სფეროში მან ყველაფერი იცის, თუ მაინც მოხდა რომ რაღაც არ იცის, წიგნში წაიკითხავს. რა თქმა უნდა ის გადაწყვეტილებებს ძნელად იღებს და მთელი მისი ცოდნა წარსულიდან გამომდინარეა, ამიტომ ვასია არასოდეს დანერგავს სრულიად ახალ სწავლებას, ის ვერ მოახდენს გარღვევას მეცნიერებაში (თუ რა თქმა უნდა სმენა არ ერთვის), მაგრამ თავის სფეროში მან იცის აბსოლუტურად ყველაფერი. ის საუკეთესოა თავის დარგში, კედელი სავსე აქვს დიპლომებით, ჯოლდოებითა და მიღწევებით. დედის მადლიერია, რომ მისთვის რჩევებს არ იშურებდა. ზის ვასია კაბინეტში სერიოზული სახით, ის უკომპრომისოა, მაგრამ მართალი. ასე მუშაობს ეს, თუ ჩვენს ანალ ვასიას გაუმართლებს, თუ ნორმალური მშობლები შეხვდება და ისინი ყველაფერში დაეხმარებიან. შედეგად მივიღებთ საკმაოდ სასიამოვნო, კარგად განვითარებულ ადამიანს, რომელიც კარგად ასრულებს საკუთარ ფუნქციას.
  იგივე სქემაა სხვა ვექტორებთანაც, ოღონდ განსხვავებული რეალიზაციით. კანის ვექტორიან სერიოჟას უყიდეს ბავშვობაში სასწყობი კონსტრუქტორი, ის ზის აწყობს ზოგას დროსა და სივრცეს, იყენებს კრეატიულ აზროვნებას, ამზადებს თავის თავს, რომ მომავალში შედგეს ვთქვათ არქიტექტორად. ზრდასრულობის ასკში უკვე ახალ და კრეატიულ შენობებს აგებს, უახლესი ტექნოლოგიებით მოწყობილს. ბავშვობაში კარგად განავითარა თავისი კანური თვისებები და შედეგად შესანიშნავი არქიტექტორი დადგა. ბავშვობაში რომ რესურსების ეფექტურად მართვა არ ესწავლა, რეალიზაციის სურვილი მაინც დარჩებოდა, მაგრამ ასე კარგად რეალიზებას ვერ მოახერხებდა და მთელ დროს დაუთმობდა 5 თეთრის დაზოგვას დენზე, ან ფასდაკლების ძებნას ინტერნეტში და ა.შ. დაზოგვას მაინც ახდენს, მაგრამ არც ისე ეფექტურად.
კუნთის ვექტორიანი ბავშვიც იმავე წესით ვითარდება. პუბერტატამდე ასაკში სწავლობს შრომას. იღვიძებს დილით ადრე, მუშაობას სწავლობს, შემდეგ კი ზრდასრულობაში გახდება მუშა, ან ტრაქტორისტი, ან რაიმე მსგავსი. თუ შრომას ვერ ისწავლის, ზრდასრულობაში ზარმაცი და უსარგებლო იქნება.
  ურეთრალის ვექტორიანი ბავშვთან თავისი ნიუანსებია, მაგრამ პრინციპი იგივეა. თუ სქესობრივ მომწიფებამდე სწორად რანჟირდა, თუ ისწავლა როგორ გაუძღვეს თანატოლებს, მაშინ ის შემდგარი ბელადი გაიზრდება და ზრდასრულობაშიც შეძლებს ჯგუფის სწორად რანჟირებას და იქნება ჭეშმარიტი ბელადი. თუ ამას სწორი აღზრდაც ემატება, ყავს კარგი ოჯახი, სკოლაში ასწავლის კან-ვიზუალი მასწავლებელი, რომელიც მას კულტურულ და ეთიკურ ფასეულობებს უნერგავს. მაშინ ჩვენი ურეთრალი ბავშვი ნამდვილად კეთილშობილ და გულმოწყალე ბელადად გაიზრდება. მის ირგვლივ თავს ყველა დაცულად გრძნობს. თუ ეს ყველაფერი სწორად არ წარიმართა, თუ მან ბავშვობაში ვერ შეძლო სწორად რანჟირება, ან ოჯახში სწორად ვერ აღზარდეს, მაშინ გულმოწყალე ბელადის ნაცვლად მისგან სასტიკ ყაჩაღს, ან მარტოხელა მგელს მივიღებთ. ის ან საერთოდ მარტო დარჩება, ან იქნება ისეთივე მარგინალური ჯგუფის ბელადი, როგორიც თავად დადგა.
  ორალის ვექტორიანი ბავშვი. თუ პატარაობაში ცუდად განვითარდა დგას ბაზარში და ყვირის ცხელი ხაჭაპურები, ლობიანებიიიიი, თან შეიძლება ცოტა ენაბლუც იყოს. თუ კარგად განვითარდა მაინც დგას და ყვირის, ოღონდ პალამენტში, ან ტელევიზიაში: ,,სააკაშვილი დასაჭერია ხააააააააააალხოოოოოოო“. ის ორალია და სულ ლაპარაკობს, ან ყვირის, მაგრამ განვითარებიდან გამომდინარე მისი საუბარი, თუ ჭყივილი სხვადასხვა თემებს შეეხება.
ვიზუალი ბავშვი. თუ ის შეძლებს თავისი თვისებები თანაგრძნობასა და სიყვარულის გრძნობამდე განავითაროს, მაშინ ზრდასრულობაში მას ეს გრძნობები საკუთარ თავში შეაქვს და თავის ირგვლივ ყველგან ამ ფასეულობებს ავრცელებს. თუ საშუალოდ განვითარდა, მაშინ მთელი სიყვარული ადამიანების ნაცვლად ცხოველებზე გადააქვს, ცხოველებს აღმერთებს, ადამიანების აღქმა კი დაქვეითებული აქვს. ცუდად განვითარებული ჩვეულებრივი ისტერიული არსებაა, რომელიც სხვათა სიყვარულისა და თანაგრძნობის ნაცვლად, საკუთარი თავის შეცოდებითაა დაკავებული, ან მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე ფიქრობს.
  სმენის ვექტორიანი ბავშვი. სერიოზული, ჭკვიანი ბავშვები არიან, შეუძლიათ მიაღწიონ ნამდვილ სულიერ განვითარებას, თუ პუბერტაციამდე ასაკში მუსიკის, ან ფანტასტიკის დონეში არ გაიჭედნენ. ან კიდევ უარესი შეიძლება დეპრესიულ მდგომარეობაშიც ჩარჩნენ.
  ყნოსვის ვექტორიანი ბავშვი. იზრდება პირადი გარემოებებით, თუ ვერ განვითარდა დარჩება ოჯახის წევრთა მუდმივ ნერვებისმომშლელად და ჭკუიდან გადამყვანად, თან რაღაცნაირი უსიამოვნო, სრუტუნა და ამაზრზენ ადამიანად გამოჩნდება. მაგრამ თუ კარგად განვითარდა, თუ შედგა ომის მგდომარეობაში მყოფად მას შეუძლია მსოფლიო მასშტაბის მზვერავი გახდეს (ყნოსვის ვექტორიანის ფსიქიკა მუდამ ომის მდგომარეობაშია, მას არ აქვს მშვიდობის მდგომარეობა, ეს მის არქეტიპში დევს: ,,გადარჩს ნებისმიერ ფასად“, ამიტომ მისთვის მთელი გარემო საბრძოლო მოქმედების არეალია და რაც ძალზე უცნაურია, რაც უფრო მძიმეა გარემო პირობები, მით უკეთ ახერხებს განვითარებას ყნოსვის ვექტორიანი. მისი ვექტორული თვისებებით, მისი ინტუიციური ინტელექტით უზარმაზარი შესაძლებლობები იხსნება და საცოდაობაა, მუდამ ოჯახში დარჩეს და ეს ინტელექტი მხოლოდ ოჯახის წევრების გასაბრაზებლად და მათი მანიპულირებისთვის გამოიყენოს).
  რისთვის ავხსენით ეს ყოველივე? მთავარია გასაგები გახდეს, რომ პუბერტატამდე ასაკი ის ასაკია, რომელშიც ადამიანი ვითარდება და ემზადება ზრდასრულობისთვის. ხოლო პუბერტატის შემდგომი ასაკი, ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა ვარეალიზოთ ის თვისებები, რაც მანამდე ჩვენში განვავითარეთ.
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში