დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

როგორ განვსაზღვროთ ტემპერამენტი? არის გამოსავალი, თუ შევხედავთ ყველაფერი დამოკიდებულია განზრახვაზე. თუ ეს ზოგადად გაინტერესებთ, შეგიძლიათ ტემპერამენტი დაყოთ სამ ნაწილად, დაბალი, საშუალო და მაღალი. აქ საკმაოდ ადვილად განსაზღრავთ ადამიანის ტემპერამენტს მისი მასშტაბების მიხედვით. თუ უფრო დეტალურად გსურთ ტემპერამენტის განსაზღვრა, დახაზეთ ცხრილი და ეავსეთ ის ყოველი ვექტორის მაგალითებით.პირობითად: ადამიანი ტემპერამენტ ერთით, იქნება ძალზე პატარა მასშტაბებში რეალიზებული. მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ სმენის ვექტორიანს და მის კავშირს მუსიკასთან, ტემპერამენტი ერთით ის იქნება უბრალო მსმენელი. ტემპერამენტ ორით ის უბრალოდ მუსიკის მსმენელი კი არაა, არამედ თვითონაც უკრავს რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ტემპერამენტ სამით ის იქნება რომელიმე პატარა ორკესტრის რიგითი შემსრულებელი. ტემპერამენტ ოთხით, ის უკვე თავისი სფეროს სპეციალისტი იქნება და დაუკრავს ორკესტრში უკვე საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე. ტემპერამენტ ხუთით, ის უკვე იქნება წონიანი მუსიკოსი, რომელსაც ამ სფეროში იცნობენ, ის უკრავს ვთქვათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. ტემპერამენტ ექვსით ის უკვე ტალანტია, ის არა მხოლოდ უკრავს, არამედ თვითონაც წერს მუსიკას, თუმცა ის როგორც მუსიკოსი შემდგარია, მაგრამ როგორც კომპოზიტორი – არა. ტემპერამენტით შვიდი ის უბრალოდ სრულყოფილი შემსრულებელი კი არაა, არამედ ის კომპოზიტორადაც ასე თუ ისე შემდგარია, მაგალითად წერს მუსიკას რომელიმე საშუალო ჯგუფისთვის. როგორც შემსრულებელი მას ყველა იცნობს, მაგრამ როგორც კომპოზიტორს ნაკლები ცნობადობა აქვს. ტემპერამენტით რვა ის არა მხოლოდ ბრწყინვალე შემსრულებელია, არამედ თავისი ჯგუფის ყველა სიმრერსა და მუსიკის ავტორი და კომპოზიტორიც. ის უკვე რეალიზებულია არა მხოლოდ შემსრულებლად, არამედ საკმაოდ ცნობად კომპოზიტორადაც. ტემპერამენტ ცხრით ის კიდევ უფრო მაღალტალანტიანია, ერთი მხრივ როგორც შემსრულებელი ნამდვილი ვირტუოზია, ამასთან თავად წერს მუსიკებს არა მხოლოდ თავისი ჯგუფისთვის, არამედ ჰოლივუდის ფილმებისთვის, ესტრადის შემსრულებელათვის, მისი მუსიკები ხშირად იქცევა ჰიტებად. ხოლო ტემპერამენტით ათი ის უკვე იქნება ბახი, ან მოცარტი, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალურობას და მთელ მსოფლიოშია ცნობილი. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ ტემპერამენტი ათით სმენის ვექტორიანი მაინცდამაინც კომპოზიტორი იქნება, ან მხოლოდ კლასიკურ მუსიკას დაწერს, ეს უბრალოდ საჩვენებლად მოყვანილი მაგალითია. თქვენ შეგიძლიათ ასეთივე ცხრილი გააკეთოთ ნებისმიერ ვექტორთან მიმართებაში (თუ თქვენ უკეთესი მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ, მოგვწერეთ და ერთად განვიხილოთ). თუ თქვენ ასეთ ცხრილებს შეადგენთ თქვენს ნაცნობებთან მიმართებაში და ეცდებით განსაზღვროთ მათი ტემპერამენტი, დროთა განმავლობაში ისე გაიწაფებით, რომ ცხრილების შედგენა არც დაგჭირდებათ.


სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks