დიაგნოსტიკა 1 (სქესი), ვისაუბროთ არსობრივად.

ჩვენს წინ ადამიანია. როგორ ვადიაგნოსტიროთ? რას შევხედოთ? რა თანმიმდევრობით?
გთავაზობთ მიდგომას «საერთოდან ნაწილობრივისკენ». ჯერ კიდევ წინა ლექციაში ვამბობდი, რომ თავად ბუნებამ მოიგონა მექანიზმი, ანალური ზომა, სისტემური აზროვნება, როგორც ინფორმაციის გადაცემის მეთოდი. სწორედ ასე ფიქრობს ანალური ადამიანი — საერთოდან ნაწილობრივისკენ. იღებს პრობლემას, ნაწილებად ალაგებს მას და თანდათანობით უღრმავდება, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს მოვლენის სიღრმეში, შეისწავლის მას, გულდასმით იწერს და სწორედ ასევე გადასცემს სხვებს.
ნებისმიერი საგანი, სკოლაში, უნივერსიტეტში, ყოველთვის იწყება საგნობრივი სფეროთი, მისი მიზნით, მისი ურთიერთობით სხვა საგნებთან, შემდეგ იგი ლაგდება ნაწილებად, და თანდათანობით მოსწავლე ითვისებს მთელ მასალას, უფრო და უფრო უღრმავდება დეტალებს, ცოდნის იმ ბაზაზე ალაგებს მას, რომელიც თავიდანვე მისცეს. სწორედ ასევე ვადიაგნოსტირებ ადამიანებს და ვთავაზობ ამ მიდგომის გამოყენებას.
რას ვაკვირდებით? პირველი — ესაა სქესი. მეორე — ასაკი. მესამე — ტემპერამენტი. შემდეგ ვუყურებთ ინდივიდის მდგომარეობას: ვგულისხმობ ომისა და მშვიდობის მდგომარეობებს. შემდეგ ვექტორულ წყობას. ვექტორულ წყობაში ჩვენ განვიხილავთ დომინანტურ ვექტორებს და საყრდენ ვექტორებს, თუკი ასეთები არის. შემდეგ ვნახულობთ კულტურულ ან სხვა დაშენებებს. შემდეგ ადამიანის განვითარებას მთლიანობაში. შემდეგ მის რეალიზაციას, ამასთან ორი მიმართულებით: ავსების მეთოდით, და შემდეგ რეალიზებულობის დონით (წყვილი, ჯგუფი და ა.შ.) შემდეგ თეორიულად უნდა განვიხილოთ თითოეული ვექტორის 36 თვისება და ყოველი მათგანი გაგვატაროთ ანალიზის ქვეშ.
მთლიანობაში, ყოველ ვექტორს ჩამოუყალიბდა საზოგადოებაში ქალის ან მამაკაცის აღქმის თავისი გარკვეული სტერეოტიპი. ყველა ეს სტერეოტიპი ათასწლეულების მანძილზე შეერივნენ, დალაგდნენ ერთმანეთზე, და შედეგად ჩვენ ვიღებთ უამრავ სტერეოტიპულ შეხედულებას: «აბა, მოიწმინე ცინდლები! რას ჩამოუშვი სახე?! ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ მაშინ ტირის, როცა ხახვს ჭრის, ან შვებულებიდან დაბრუნებული სიდედრს ხვდება»; «მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფული, რა კაცი ხარ, თუ ფული არ გაქვს»; «ყველა დედაკაცი— შტერია, და ყველა კაცი — თხა»; «რა კაცი ხარ, თუ სახლში ქოთნის შეკეთება არ შეგიძლია!»; «დედაკაცო, წინდა გამხადე!», და მრავალი სხვა. ანუ ბუნებრივია, შეხედულებები განსხვავდება, ადამიანები ხომ განსხვავდებიან, გაგებაც ძალიან განსხვავებული აქვთ. ფრაზები, რომლებსაც ვიყენებთ, ძალიანაა დამოკიდებული ჩვენს ვექტორულ ნაკრებზე და სიტუციაზე. მაგრამ დაბნეულობა, როგორც უცნაური არ უნდა ჩანდეს, არაა. ერთთვიანი ალყის შემდეგ ურეთრალური ბელადის მთაურობით აიღეს ქალაქი, გაანადგურეს, ყველა მამაკაცი მოკლეს, ყველა ქალი გააუპტიურეს. ყურადღებას ვამახვილებ; არა პირიქით, ანუ ზუსტად იციან, ვის რა უნდა გაუკეთონ, გრძნობენ ამას, მაგრამ ვერბალიზება არ შეუძლიათ. არის თუ არა გამონაკლისი ამ წესიდან? დიახ, არის. სისტემურ ფსიქოანალიზში დღესაც არაა სრული პასუხი კითხვაზე: რისთვის არსებობს ბუნებაში კან-ვიზუალი მამრი.
აი, ის არის კან-ვიზუალი მამრი, მსუბუქი, კარგი აღნაგობის, თავს უვლის. დილიდან მასაჟი, შემდეგ სპორტული დარბაზი, მაგრამ არა შტანგა, როგორც კუნთური ლოსები იქნევენ 100 კილოგრამიანებს, არამედ ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის, კანისთვის — ჯანმრთელობა, ვიზუალისთვის — სილამაზე. შემდეგ პროტეინის კოქტეილი. შემდეგ გარბენა «Adidas»-ის მოდურ კოსტუმში. ის არ არის კუნთ-ანალი კამეჩი თქვენი თავის ზომა ბიცეფსით. ის მსუბუქია, ლამაზი. მისი სპორტი — ესაა ძღვენი ჯანმრთელობისადმი, მოდისადმი. სახლში დაბრუნდა, დაივარცხნა, გაიპარსა, ტუჩსაცხი წაისვა. ფრჩხილები მოვლილი აქვს, იღლიები და საზარდული – გაპარსული. გავიდა ქუჩაში,რომ ყველას დაენახოს, ხალხს შეხედოს. ყველას იცნობს, აქ მოდური „ტუსოვკა“აქვს. საღამოს ერთ კლუბშია, ღამე — მეორეში, დილით — მესამეში. ყველგან მისი ნაცნობები არიან. ყველა უღიმის, როცა ხედავს. ხვდება გოგონებს, ლოყზე კოცნის, ბიჭებს მსუბუქად ართმევს ხელს. ორიოდ სიტყვა ერთს უთხარა, მეორეს ცოტა წაეფლირტავა, მესამესთან კოქტეილი დალია. ის მოდურია, დონეა, „ტუსოვშიკია“, მანერული, ქალებს უყვართ, მას კიდევ ისინი უყვარს. უყვარს ცხოვრება გლმურის მცირე ელფერით. კანსა და სმენაში მისი განვითარების დონე არაცოცხალი ან მცენარეულია. მთელი კონცენტრცია საკუთარ თავზე, თავის ლამაზ, ჯანმრთელ სხეულზე აქვს, ასევე ნაცნობებზე, საჭირო ნაცნობებზე. აბა სცადეთ, მიდით მასთან ზამთარში, როცა ქარისგან გამოშრობის საწინააღმდეგო ტუჩსაცხს იყენებს დაუთხარით, რომ ნაიარევი ამშვენებს მამაკაცს. როგორც დარეხვლს, ისე შემოგხედავთ.
აი, ჩაიარა მორიგმა დღემ. ღამეს ერთ-ერთ ნაცნობ გოგოსთან გაატარებს, რომელსაც კლუბში შეხვდა. მასთან სექსი წელიწადში ორჯერ აქვს, როცა შემთხვევით შეხვდებიან ხოლმე: ხან აქ, ხან იქ. შემდეგ სპორტ-დარბაზი და მასაჟი, ან პირიქით. შემდეგ სალონი, სოლარიუმი, მოდური ჯინსები. ღამე მიდის მთავარ ქუჩაზე მოდური, საინტერესო, მიმზიდველი. შედის «Dolce & Gabbana»-ს ბუტიკში, უნდა ახალი კედები იყიდოს. იქ უკვე ყველა იცნობს, მრავალი ათასი ლარი დაუტოვებია. კანის ვექტორიანი გამყიდველი მაშინვე უღიმის. მასაც შეხვდა შვებულების დროს. საკმოდ საინტერესოდ გაატარეს სამი დღე. ის რაღაცას თავაზობს. ეს ათვალიერებს, ისინჯავს, სარკეში იყურება. ამ დროს ამჩნევს, რომ შორეულ კუთხეში ზის ანალური ვექტორის მქონე დამლაგებელი დეიდა და არაკეთილგანწყობილი ანალური მზერით უყურებს მთელ ამ პორნოგრაფიას.
ამ დეიდამ ბავშვობიდან იცის, რომ მამაკაცი უნდა იყოს ბეწვიანი, ძლიერი და სუნიანი. «ეს კი აქნევს უკანალს აქეთ-იქით! ქარხანაში უნდა იმუშავო, დამატებითი პროდუქტები შექმნა, მოდური შარვლები კი არ უნდა იყიდო!». როგორ ფიქრობთ, კაცია ეს? შემიძლია დავნაძლევდე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა არ იტყვის დაუფიქრებლად, რომ «დიახ». თუმცა სისტემურად ეს საკითხი არ დგას.კან ვიზუალი მამრი ასი პროცენტით მამაკაცია.
კომბინაცია: კანი + ვიზუალი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, ესაა იური ბურლანის გენიალური აღმოჩენა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კან-ვიზუალი მამაკაცი, რომლის მნიშვნელობაც მკაფიო და ცხადი არაა, და კან-ვიზუალი ქალი, რომლის მნიშვნელობაც ცხადია და იგი უზარმაზარია, — ესაა ორი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც მამაკაცი-ქალის საერთო რიგს გარეთ არიან.
იმისთვის, რომ გავარჩიოთ ფერები, დავინახოთ ელფერები, საჭიროა ერთგვარი კონტინიუმი. მაგალითად, თეთრი-შავი, მათ შორის არის ტონების და ნახევარ-ტონების უსასრულო რაოდენობა, ყველაზე შავიდან ყველაზე თეთრამდე. თეთრის და შავის გაგებით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ნებისმიერი ტონი და ნახევარ-ტონი, როგორც სხვაობა, როგორც კონტრასტი ამ ორ უკიდურესობასთან მიმართებაში.
როდესაც მე, მამაკაცი, ვსაუბრობ ქალზე, მხედველობაში მაქვს, როდესაც მე, არასისტემური მამაკაცი, ვსაუბრობ ქალზე, მე არ მაქვს შესაძლებლობა, გავაცნობიერო, თუ ვინაა ჩემს წინ, რადგან საერთო მონაცემების მხოლოდ ნაწილი ვიცი. თუკი ჰკითხავთ მოზარდს, რა განსხვავებაა გოგოსა და ბიჭს შორის, თქვენ გაიგებთ, რომ ბიჭები ფეხზე მდგარნი შარდავენ. თუ ზრდასრულ ბიძას ჰკითხავთ, ის გეტყვით, რომ ქალები ბავშვს შობენ. თუ ამ ზრდასრულ ბიძას ერთი ან ორი წიგნი მაინც წაუკითხავს ცხოვრებაში, იგი გეტყვით, რომ ქალები უფრო ნატიფი და მგრძნობიარე ნატურები არიან, ამასთან მათ შობის უნარიც გააჩნიათ. დიდი ალბათობით, სულ ესაა, რასაც მოისმენთ.
ამრიგად, კან-ვიზუალი ქალი წარმოადგენს სწორედ იმ კონტინიუმის უკიდურესობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა არის ქალი. არის ჩვეულებრივი ქალი, არა კან-ვიზუალი, ნებისმიერი ქალი ნებისმიერ სხვა ვექტორში. პირველ რიგში ვგულისხმობ ქვედა ვექტორებს. და არის კან-ვიზუალი ქალი. შეგვიძლია გავუგოთ ქალს კან-ვიზუალი ქალის მეშვეობით, შეგვიძლია გავუგოთ კან-ვიზუალ ქალს უბრალოდ ქალის მეშვეობით. მაგრამ თუ ქალების ამ ორ ტიპს არ გავარჩევთ, ვერცერთ მათგანს ვერ გავიგებთ. ყველა ქალი შობს, და ქალები ომში არ მიდიან. კან-ვიზუალი ქალი ერთადერთია, რომელიც არ შობს და ომში მიდის. ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს, იმის საპირისპიროდ, რასაც ჩვეულებრივი ქალი გააკეთებდა და ამასთან არ არის მამაკაცი. კვლავაც, ეს არ წარმოადგენს ჩემი დღევანდელი საუბრის თემას, ამიტომ დაწვრილებით აღარ გავჩერდები ამაზე.
რას ვღებულობთ ჯამში? როგორ უყურებს მამაკაცი ქალს, და ვერ არჩევს, თუ ვინაა იგი? ამასწინათ ფილმს ვუყურე ლერმონტოვის წიგნის «ჩვენი დროის გმირის» მიხედვით. იქ არის მომენტი, სადაც მთავარი გმირი, პეჩორინი, ითანხმებს მოზარდს, აზამატს, რომ მოიპაროს თავისივე და – ბელა. და პასუხად პეჩორინი იღებს ასეთ ფრაზას: «რად გინდა ჩემი და? ჯობია იარაღი წაიღო».
კავკასია, მთები, ანალური ფასეულობები. რატომ ანალური? ანალური — ეს კვადრატია. ესაა უზარმაზარი, უხეში ლიბიდო. ამგვარად, როცა მთას ვუყურებ, უზარმაზარ უხეშ მთას, მასში რაღაც მშობლიურს ვგრძნობ, რაღაცას, რაც ჩემს საკუთარ სისტემაში ძალიან მაგონებს საკუთარ თავს. ამიტომ აიღეთ ნებისმიერი მთები; სამხრეთამერიკულიდან ევროპამდე. ეს ყოველთვის ერთი და იგივე მენტალიტეტია, ყოველთვის ერთი და იგივე ღირებულებებია: ოჯახი, რწმენა, თემი, ეს ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის შურისძიების ინსტიტუტია, რომელიც საოცარ სიმაღლეებამდეა აყვანილი, ყველაზე ხშირად სისხლის აღება. ესაა ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუმართან, ურთიერთობა მასპინძელი-სტუმარი, და ასევე ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალთან («რად გინდა ჩემი და? ჯობია იარაღი წაიღო»). ანალები, ქალს ისე უყურებენ, როგორც ნივთს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ზემოდან უყურებენ, ანუ გაცნობიერებულად აქვეითებენ ქალს ნივთის დონემდე, ეს აბსოლუტურად არაა ასე. ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ ცოლებს და განსაკუთრებით დედებს. მაგრამ უბრალოდ არ შეუძლიათ მათში ქალის დანახვა. საუკეთესო შემთხვევაში მათში ცხოველს ხედავენ. აჟღერებენ კიდეც ამას, ცოლს უწოდებენ ფისუნიას, გოჭუნას — ეს ხდება ქორწილიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე ვერ აეწყო, 3 წლის შემდეგ ფისუნია და გოჭუნა ღორად, ვირად და ძროხად იქცევა. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ქალისა და მამაკაცის არსთა შორის განსხვავებაში და ანალური ვექტორის მქონე ადამიანის მიერ ამ განსხვავების ვერგაგებაშია.
ანალური ვექტორის მქონე ადამიანი საკუთარ თავში სისტემას აწყობს, ჩვენ გვახსოვს Excel-ის ცხრილი, უჯრედები A1-დან Q28-მდე. იქ ყველაფერი გაწერილია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ამიტომაც დედაკაცი სახლში თავის ადგილზე უნდა იყოს. «დედაკაცო, იცოდე შენი ადგილი!». თუ სუფთა დედაკაცია — მაშინ კარგია, თუ ბინძურია — „ბოზია“. ანალები, არ არიან სიტყვებთან ცერემონიულები. სულ ორი უჯრედი აქვთ, ორი რიგი: რიგი «სუფთა» — იქ ერთი სახის ქალები არიან, რიგი «ბინძური» — იქ სხვა ქალები არიან, მეძავები და კახპები. კარგ ქალს, ნორმალურ დედაკაცსაც კი აქვს თავისი ადგილი ოჯახში. აი, ბიჭებთან ერთად ითევზავა რამდენიმე დღის წინ, სახლში დაბრუნდა და ძმაკაცებთან ერთად მაგიდას მიუჯდა. «ქალო, გაშალე!», და ცოლი მათ გარშემო ფუსფუსებს: არაყი, საწებელი, კარტოფილი, ნამდვილ სოფლის პურს დიდ ნაჭრებად ჭრის, როგორც ჩვენ, ანალებს გვიყვარს. ანალების აზრით თუ ქალი კარგად აღზრდილია, იგი ხალათს და ჩუსტებსაც მოგაწოდებს, და ა.შ. მგონი გასაგებია რაზეც ვსაუბრობ.
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/