დიაგნოსტიკის მიზნები და შეცდომები

ვექტორების სწორად დიაგნოსტირება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ადამიანები არასწორად ადიაგნოსტირებენ რომელიმე ვექტორს საკუთარ თავში, ისინი იწყებენ ამ ვექტორის ქცევათა კოპირებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი იწყებენ ცხოვრებას სხვისი ცხოვრებით და მათი ბუნებრივი სურვილები აუვსებელი რჩება. ხდება სხვისი მდგომარეობის, სხვისი სცენარის საკუთარ თავზე ძალით მორგების მცდელობა. ადამიანი ამ დროს იკოპირებს უცხო მიზნებს, უცხო აზრებს, ცდილობს დაისახოს ისეთი მიზნები, რომელთა აღსრულების მექანიზმი მასში რეალურად არ დევს. შედეგად ის უხვევს ბუნებრივი გზიდან და საბოლოოდ მიდის ყველაზე ნეგატიურ მდგომარეობამდე. ის ვეღარ ახერხებს განავითაროს მასში რეალურად არსებული ვექტორები და სრულიად გაუაზრებლად იფორმირებს ცუდ სცენარს. იგივე შეიძლება მოხდეს მაშინაც, როდესაც სხვას ადიაგნოსტირებთ არასწორად, რადგან ამ დროს მას აწებებთ იარლიყს და ამით აიძულებთ იმუშაოს იმ პრობლემების გამოსწორებაზე, რომლებიც რეალურად არ აქვს.

ადამიანები ცდილობენ ადიაგნოსტირონ ვექტორული წყობა, ან განვითარების დონე, მაგრამ ამ ცნებების რეალური მნიშვნელობა სწორად არ ესმით, შედეგად კი ვიღებთ უამრავ შეცდომას და შაბლონის მიკერებას. ამიტომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ რამოდენიმე შტრიხს. 1. როდესაც დიაგნოსტიკას გადაწყვეტთ, დაფიქრდით სწორად გესმით თუ არა სიტყვების მნიშვნელობა. ინფორმაციული მოუმზადებლობა პირველია შეცდომითი დიაგნოსტიკის მიზეზებს შორის. 2. ადამიანები ხშირად გაურბიან შინაგან სამუშაოს. დიაგნოსტიკა საკმოდ დიდი სამუშაოა, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. ადამიანებს ურჩევნიათ ვიღაც სხვისგან გაიგონ საკუთარი ვექტორული წყობა და სცენარი, ვიდრე თავად დაფიქრდნენ და იმუშაონ ამის გასარკვევად. მაგრამ ასეთი დიაგნოსტიკა მათ როგორც წესი რაფერს არ აძლევს. რადგან რეალურად მათ არ იციან რას ნისნავს იყო ანალის, ან სმენის ვექტორიანი (რომ იცოდნენ, თავადვე შეძლებდნენ დიაგნოსტიკას). ისინი ამბობენ, რომ გაიგეს, მაგრამ სინამდვილეში მათთვის ეს მხოლოდ სიტყვებია, რომელთა ნიშანდობლიობაც გააზრებული არ აქვთ. 3. სვფ-ს ზოგიერთი მასწავლებელი, დიაგნოსტიკისას თავაზობს ტესტების გამოყენებას. რეალურად კი ამ ტესტებს სწორი შედეგები არ აქვს. რადგან ადამიანები პასუხობენ სასურველს და არა რეალურს.

და მაინც: რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები დიაგნოსტიკისას? როგორ ცდილობენ შეცვალონ არსებული ვექტორები სასურველით და რა შედეგები მოსდევს ამას? არცთუ ისე იშვიათად შეხვდებით შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს დიაგნოსტიკა გადაყავთ იარლიყების მიწებებაში. ზოგი უბრალოდ რამდენიმე შტრიხს იჭერს და ფიქრობს რომ ეს სრულიად საკმარისია ადამიანის დიაგნოსტირებისათვის. ყველაზე დიდი შეცდომა დიაგნოსტიკისას არის ის, როდესაც ადამიანებს ვერ გაურკვევიათ, კონკრეტულად რა უნდა ადიაგნოსტირონ. რაღაც ვექტორს მიიწერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თვისებები მოსწონთ, ან უარყოფენ რაღაც ვექტორის არსებობას, იმიტომ, რომ არ მოსწონთ მისი სახელი, ან თვისებები. ამას კი ისინი მიყავს გაუგებრობამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი სხვისი ცხოვრებით ცხოვრებამდე.

შეცდომების მეორე ჯგუფი ეხება უშუალოდ ვექტორების დიაგნოსტიკას. ასევე იმაში თვითდარწმუნებას, რომ მთავარი საკუთარი ვექტორების გაგება. აქ უნდა განვმეორდეთ და ვთქვათ, რომ ვექტორული წყობის გაგება მხოლოდ დასაწყისია თვითდიაგნოსტირებისას. რა თქმა უნდა დასაწყისისთვის ეს გარკვეულ ინფორმაციას იძლევა (თქვენ იგებთ განსხვავებული ფსიქოტიპების, მათი არსის შესახებ და იგებთ თქვენს ვექტორულ წყობასა და სცენარს), მაგრამ როცა რაღაც დონეზე მიხვალთ, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ვექტორული წყობის ცოდნა არ გაძლევთ საკმარის ინფორმაციას და თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა განგასხვავებთ სხვა თქვენნაირი ვექტორული წყობის მქონე ინდივიდისაგან.
თუ ავიღებთ ადამიანს, ვექტორული წყობის გარდა მას გააჩნია პარამეტრების ნაკრები, აქვს ტემპერამენტი, სქესი, სცენარი, ასაკი, მენტალური დაშენება, მდგომარეობა, განვითარების დონე თითოეულ ვექტორში, თითოეული ვექტორის რეალიზაციის საფეხური, აზროვნების ფორმირების სისწორე ვექტორებში. უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რა გავლენას ახდენს ადამიანზე თითოეული ეს პარამეტრი. ეს ყველაფერი აუცილებლად გასათვალისწინებელი მახასიათებლებია.