დიდი ბრიტანეთის ანალიზი ვექტორული კუთხით

იმპერია სადაც არ ჩადის მზე. ასე ეძახდნენ ოდესღაც ქვეყანას რომელიც ახლა ერთ კუნძულზე ეტევა. ამიტომ როცა ინგლისსა და მის მენტალიტეტს შევეხებით უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში დღევანდელი გაერთიანებული სამეფო და გუშინდელი ინგლისი სხვა დასხვაა და უძველესი ინგლისი ასევე განსხვავდება იმპერიისგან. თუმცა ამ განსხვავებების მიუხედავად ის მაინც იმავე ინგლისად დარჩა. მეორე მხრივ ჩვენთვის შეიძლება შეუმჩნეველიც იყოს დეტალები ამ კუნძულზე მაგრამ ინგლისელებისა და შოტლანდიელების და მით უფრო ირლანდიელების ერთმანეთში არევა დიდი შეურაცხყოფაა, და ფაქტიური შეცდომაცაა. ამის და ყველა სხვა სირთულის გათვალისწინებით გადავალთ მათი მენტალიტეტის განხილვაზე.

 

ინგლისის კანური საზომი.

სვფ-ს კლასიკური გაგებით დასავლეთს კანური მენტალიტეტი აქვს (იუნევი აქ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს, რადგან ფაზა, ერევა მენტალიტეტში. დასავლეთის ქვეყნებში მენტალიტეტი სხვადასხვაა, მაგრამ მათ დიდ ნაწილში დგას კანური ფაზა – ს.ღამბაშიძე), დიდი ბრიტანეთი კი დასავლეთის ერთ-ერთი სიმბოლოა. მაგრამ მოდი დაწვრილებით გავარჩიოთ. რა პირობებში ვითარდებოდა ინგლისის კანური ზომა? კუნძულის კელტური მოსახლეობა რომის იმპერიამ დაიპყრო მათი მმართველობის პერიოდის ბევრი ძეგლია შემორჩენილი.

გარკვეული პერიოდი ინგლისის სამეფოები ალფრედ დიდმა გააერთიანა, მაგრამ იმავე წლებში ვიკინგების თავდასხმები დაიწყო. 1066 წელს ვილჰელმ დამპყრობელმა იგივე ვილჰელმ ბასტარდმა (ურეთრალ-ყნოსვა) ბრიტანეთის სანაპიროებზე დესანტი გადმოსხა და ამის შემდეგ მთელი ინგლისური დიდგვაროვნები მათი შთამომავლები არიან ვინც ვილჰელმ დამპყრობელთანერთად მოვიდა.

ამით ისტორია არ დამთავრებულა. ინგლისი გაერთიანდა, შემოიერთა უელსი, სასტიკი ომი მიდიოდა შოტლანდიასთან და ირლანდიასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ინგლსი მაინც ძალას იკრებდა. ინგლისელებმა პირველებმა დაიწყეს ტექსტილის წარმოება, პირველებმა დააგეს რკინიგზა და ყველაფერი გააკეთეს, რომ მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი შეექმნათ.

ელისაბედ (პირველის) ტიუდორის დროს, ქვეყანამ უდიდეს აღმასვლას მიაღწია. საუკუნეების განმავლობაში მათი სამფლობელოები ფართოვდებოდა, სიმდიდრე იზრდებოდა, საბოლოოდ ბრიტანეთის იმპერია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა. ყველასთვის ცნობილია ინდოეთის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთის და აფრიკის ნაწილის კოლონიზაციის შესახებ. ბრიტანეთი ის იმპერია იყო, სადაც არასოდეს ჩადიოდა მზე და მსოფლიოში პირველი წარმოებითა და ტექნიკური აღჭურვით. ბრიტანეტის ძლევამოსილების პიკი დედოფალი ვიქტორიას მმართველობა ე.წ. “ვიქტორიანული ეპოქა” იყო.

რაში დაგვჭირდა ეს მოკლე ექსკურსი ისტორიაში? სწორედ ისტორია და ქვეყნის ფორმირება მოგვიყვება ბევრს  თუ როგორ ვითარდებოდა მისი სხვა და ზომები და მათ შორის კანურიც.

ინგლისის კანური საზომი განისაზღვრება – საომარი, დისციპლინირებული, ცივი და ბუნებრივი რესურსებით ღარიბი კუნძულის მკაცრ პირობებთან შეგუებით, გამუდმებული ომებით. ასეთ პირობებში კანის ვექტორი მაქსიმალურ მოქნილობასა და პრაგმატულოას იძენს, სწავლობს გავალოსნამდენიმენაბიჯით ადრე. ასე იყო ინგლისში, ამიტომაც სწორედ იქ გაეშვა მანუფაქტურები და პირველი რკინიგზები, სწორედ იქ განვითარდა ყველაზე უფრო ბურჟუაზია.

ინგლისური მმართველობის კიდევ ერთი თავისებურება – მეფეებს მცირე ხანს ქონდათ მმართველობა. თავისუფლების დიდი ქარტია, 1215 წელს  იოანე უმიწაწყლოს ნაჩუქარი, მათ საკუთარი სამფლობელოეის ერთპიროვნულად განკარგვის, საკუთარ მიწებზე გადასახადების დაწესებისა და სამართლის წარმოების საშულებას აძლევდა.

რევოლუცია კრომველის მეთაურობით შორს წავიდა და არისტოკრატებს უფლებების ნაწილი ბურჟუაზიის სასარგებლოდ დაათმობინა. ბრძოლა დიდხანს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა მაგრამ სწორედ ამ პროსესში იწრთობოდა დემოკრატია და დღეს მოქმედების თავისუფლებამ კანურ ზომას მქსიმალური ეფექტის გამოვლენის საშუალება მისცა.

დიდი ბრიტანეთის კანური ზომა ცხოველურ დონეზეა, საომარ მდგომარეობაში, მაქსიმალური დისციპლინის, კონტროლის, თვითდისციპლინს, რესურსების განკარგვის და მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ მტაცებლურ მიტაცების მდგომარეობაში.