ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც შეხვედრია მათ, ვინც, როგორც ამბობენ «სისხლს გწოვთ», ნერვებს გიფიტავთ და ძალებს გაცლით. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ თავს დაცარიელებულად გრძნობთ. მათ ენერგეტიკულ ვამპირებს უწოდებენ. რა ხდება სინამდვილეში? ვინ და რატომ იქცევა ასე?

აქ არანაირი მისტიკა არაა. უბრალოდ, როცა ქცევის მოტივს ვერ ხედავთ, ძნელია მსგავსი საკითხების შეფასება და გარკვევა, თუ რა მოუხერხოთ ამას. განვიხილოთ ვამპირიზმი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ჭრილში.

შემიყვარე სასწრაფოდ!

ენერგეტიკული ვამპირიზმის ყველაზე კლასიკური ვარიანტია – ადამიანები ვიზუალური ვექტორით – ცუდ მდგომარეობაში.

ვიზუალური ვექტორის მფლობელს მკაფიო ემოციები ჰაერივით სჭირდება. და თუ მისი ცხოვრება ემოციურად ღარიბია, მაშინ იგი ცარიელ ადგილზე წარმოშობს მათ და ბუზისგან სპილოს ქმნის.

გრძნობები ვიზუალურ ვექტორში ან გარეთკენაა გამოხატული – სიყვარულსა და ემპათიაში (და მაშინ ასეთები ყველაზე გულისხმიერი ადამიანები არიან), ან საკუთარ თავში შთაინთქმება ემოციური შანტაჟის, ისტერიკებისა და ცრემლების მეშვეობით. «ყველამ მხოლოდ მე შემიყვარეთ!». აი, სადაა გრძნობათა ამპლიტუდა გიგანტური, ხოლო თეატრალური ეფექტები ამოუწურავი! განსაკუთრებით მაშინ, თუ «ემოციურ ვამპირს» კანის ვექტორიც გააჩნია.

ვექტორების კან-ვიზუალური შეერთება სცენის გმირებს «ქმნის». მაგრამ თუ დიდი მსახიობები იწვიან სცენაზე, ბოლომდე აძლევენ საკუთარ თავს მაყურებელს და ემოციურ ურთიერთგაცვლას ქმნიან, «ემოციური ვამპირი» არ გაძლევთ პოზიტიურ ემოციებს. იგი თქვენსას შთანთქავს და პროვოცირებას გიკეთებთ ემოციის ამოხეთქვაზე, გითრევთ თავის ნეგატივიზმში და გაიძულებთ, რომ განიცადოთ განცდის გულისთვის.

ზოგიერთი კან-ვიზუალი მოხერხებულად იყენებს თავის მომხიბვლელობას და არტისტიზმს, მთელი თავისი სახით მსხვერპლის როლს თამაშობს და აიძულებს გარშემომყოფებს, რომ თავის დაკრულზე აცეკვოს.

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ განასხვავოთ ემოციური ტრენაჟორის როლში გიყენებენ თუ თანაგრძნობის მოთხოვნილება აქვთ. როცა ადამიანი მართლაც მძიმე სიტუაციაში იმყოფება, თქვენმა ყურადღებამ და თანადგომამ შესაძლოა საჭირო იმპულსი მისცეს სირთულეების გადასალახავად.

შემიყვარეთ, თორემ მეწყინება

ემოციური ვამპირის მეორე ვარიანტი – ანალური ვექტორის ბაზაზეა. ადამიანი ანალური და ვიზუალური ვექტორებით არ მოახდენს თეატრალურ ეფექტებს. როცა ასეთ ადამიანს არ ჰყოფნის თანდაყოლილი თვისებების რეალიზაცია, იგი მიდრეკილი იქნება დამახრჩობელი მზრუნველობისკენ და უსაზღვრო ბუტიაობისკენ.

მიიღეთ რა მთელი მისი მზრუნველობა (რომელიც შესაძლოა არც კი გჭირდებოდათ), თქვენ როგორც მინიმუმ იმავეთი უნდა გეპასუხათ. როდესაც ვერ ღებულობენ იმ მადლიერებას და ყურადღებას, რომელსაც თქვენგან ელოდნენ, ასეთი ადამიანები მძიმე წყენებს განიცდიან, ტირიან და გადანაშაულებენ, ან დემონსტრაციული სიჩუმით «გსჯიან». ამ შემთხვევაში წყენა – წმინდა წყლის შანტაჟია.

ასეთ «ემოციურ ვამპირთან» ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, როგორც წესი, ან შეეგუებით თქვენს «ცუდად აღზრდილობას» ან ღრმა დანაშაულის გრძნობას გამოიმუშავებთ.

დანაშაულის გარეშე დამნაშავენი

ცხოვრების რაღაც მომენტებში თითქმის ყველა შეგიძიათ «დაადანაშაულოთ» «ვამპირიზმში». როდესაც ადამიანს არ ჰყოფნის რეალიზაცია, ან სტრესშია და საკუთარი ცუდი მდგომარეობებისგან განთავისუფლებას სხვებისგან შევსების ხარჯზე ცდილობს, და უნებლიეთ მათზე ნეგატიური ზეგავლენას ახდენს.

არასწორი იქნება, თუ ჩათვლით, რომ «ემოციურ ვამპირს» თავისი «თავდასხმების» დაგეგმვა შეუძლია. უმეტეს შემთხვევაში, მან საერთოდ არ იცის, როგორ რეაგირებენ გარშემომყოფები, სანამ ვინმე არ ეტყვის ამას. მაგრამ ეს არაფერს ცვლის – გაუცნობიერებელი სურვილების დაუკმაყოფილებლობა ძველებურად მოითხოვს შევსებას.

ყველამ მომისმინეთ!

სანამ განვითარებული ორალური ვექტორის მქონე ადამიანები სცენაზე გამოდიან და შთააგონებენ ასობით და ათასობით ადამიანს დიად იდეებს, ან საფეხბურთო მატჩს აკომენტირებენ, მათი შედარებით ნაკლებად განვითარებული ძმები თავისუფალ ყურებს ეძებენ. მაშ, რა უნდა ქნას, როდესაც ბუნებამ შექმნა ორალური ადამიანი ლაპარაკის მოთხოვნილებით? მას ფიქრიც კი მხოლოდ ლაპარაკის პროცესში შეუძლია.

სცადეთ და დასვით ასეთი ოფისში დილიდან საღამომდე ტელეფონზე ლაყბობის ვალდებულების გარეშე – და ადგილობრივი «ენერგეტიკული ვამპირით» უზრუნველყოფილი ხართ. აქ კი, როგორც გაგიმართლებთ – საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება თავშეუკავებელი ხუმარა, რომელიც გაიძულებთ რომ გამუდმებით «იკრიჭებოდეთ» და ხარხარებდეთ, უარეს შემთხვევაში კი – ჭორიკანა, რომელიც საიდუმლოდ («по секрету всему свету») ჰყვება თქვენს და სხვების საიდუმლოებებს და არარსებულ პიკანტურ წვრილმანებსაც აყრის მარილად.

ძირითადი პრობლემა – ამ მოლაყბეს შეუძლებელია, რომ არ უსმინო. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ, ისეთ თემას შეარჩევს, რომელიც სწორედ თქვენ შეგეხებათ.

თავიანთ «მსხვერპლად» ორალები ყველაზე ხშირად ირჩევენ ვიზუალებს და სმენებს. პირველებს ისინი იმით «ემსახურებიან», რომ მათ გრძნობებს დასცინიან. ხოლო მეორეებს, რომლებიც თავიანთ შინაგან სამყაროში არიან ჩაღრმავებულები, აყრუებენ თავისი ლაყბობით და ხელს უშლიან კონცენტრაციაში.

სახიფათო ტიპის მოლაპარაკე

თუკი ორალური ვექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშა და თანაც კანის ვექტორთან ერთადაა, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს სკანდალისტის კომპლექსი. საბედნიეროდ, ასეთები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ერთთან შეხვედრაც კი საკმარისი იქნება, რომ სკანდალი მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეთ.

მდუმარე უფსკრული მზერაში

სხვა საიდანაა გადმოხატული კინოს ვამპირული ხატ-სახეები, თუ არა ყნოსვის ვექტორთა წარმომადგენლებიდან. მაგრამ ასეთ მიზანთროპებს თამაშობენ არა ყნოსვიანი, არამედ სმენის ვექტორიანი მსახიობები. გაიხსენეთ ეს ხატ-სახე – ცივი, გულგრილი მზერა სახის მკვეთრი ნაკვთებით და იქ არმყოფი მზერით.

ყველამ, ვინც ოცნებობს, რომ ემოციური პასუხი მიიღოს სმენითი ადამიანისგან, თავისუფლად შეუძლია დაადანაშაულოს იგი ვამპირიზმში. «მე მას… ის კი საერთოდ არ რეაგირებს», «ის იგნორირებას მიკეთებს, თითქოს დამცინის!» – ვიზუალების ტიპიური შეფასებები სმენების მიმართ.

თუმცაღა საიდუმლო იმაშია, რომ სმენებს საერთოდ არ აქვთ მიზნად, რომ იგნორირება გაგიკეთონ, უბრალოდ ისინი ძალიან ჩაღრმავებულნი არიან საკუთარ თავში. ემოციური ქარიშხალი მისი შინაგანი სამყაროს სიღრმეში ტრიალებს. ის ნაკლებად ამჩნევს გარეგნულს. რაც უფრო მეტად შორდება გარესამყაროს, გრძნობს რა მის უაზრობას, მით უფრო რთულია მასთან „დაკაკუნება“.

რეალიზაციის გარეშე ცხოვრება არაა ცხოვრება

ნებისმიერი ადამიანი ტკბობისკენ მიდის და ისე ღებულობს, როგორც შეუძლია. მაქსიმუმს იღებს შესაძლებელიდან. ამიტომ, რაც უფრო მეტად ვახდენთ ჩვენი პოტენციალის რეალიზაციას მუშაობაზე, ურთიერთობებზე, მით უფრო ნაკლები შანსი გვაქვს, რომ «ენერგეტიკული ვამპირები» გავხდეთ. მსგავსი ავსება – ნამდვილი რეალიზაციის ფერმკრთალ ჩრდილს ჰგავს.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს კრიზისული სიტუაციები, როცა საჭიროა დამხმარე ემოციური და საერთოდ ყველანაირი თანადგომა. ეს ნორმალურია. ასეთი სიტუაციები უნდა განვასხვავოთ «ვამპირიზმისგან», როცა გარშემომყოფებისადმი გამომყენებლური ურთიერთობა – ცხოვრების სტილია.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია დაგეხმარებათ, რომ გაერკვეთ საკუთარ და სხვის მოტივებში და ამოიცნოთ ე.წ. «ვამპირიზმის» სხვადასხვა ფორმები.