ეროგენული ზონები სხეულზე

ყოველი ფსიქოტიპი საკუთარ თავში მოიცავს თავისი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ეროგენული ზონების სპეციფიურ სუბლიმაციებს ანუ ირიბი ინიციაციების ჩვეულ მექანიზმებს. ჩვევები ხასიათად ერთიანდება! ფროიდის ამ მარტივმა და ამავე დროს გენიალურმა აზრმა სიტყვა-სიტყვით „განმგმირა“. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაკვირდებოდი დამახასიათებელი ჩვევების კომპლექსებს, რომელიც ამა თუ იმ ფსიქოტიპს ახასიათებს. ამ დაკვირვებების კოლექცია მოცემულ წიგნში გადმოვეცი.

ჯერ კიდევ ჰერაკლიტეს დროიდან, ორიათასხუთასი წლის წინ, ადამიანები აკავშირებდნენ სამშვინველის (ფსიქიკის) გამოვლინებებს ინფორმაციულ „ფანჯრებთან“, ანუ ხვრელებთან ადამიანის სხეულზე. ტერტულიანე, საუბრობს რა სამშვინველზე, ამბობს, რომ სტრატონი, ენესიდემე და ჰერაკლიტე „საუბრობენ ერთიანი სამშვინველის შესახებ, რომელიც ჩაღვრილია მთელ სხეულში – ყველგან ერთი და იგივეა – და გრძნობათა ორგანოების (sensualia) ფორებიდან იმზირება, როგორც ჰაერი ხვრელებიდან.“ რა „ხვრელებია“ ეს ადამიანი სხეულზე და რა თვისებებს ატარებენ ისინი?

ადამიანებმა შეაჩნიეს, რომ სხეულის ზოგიერთი ადგილი (ლორწოვანი და კანი საფარველების საზღვრები, ანუ ხვრელების მიდამოები ადამიანი სხეულზე) ფლობენ საოცარ თვისებებს, სახელდობრ – განსაკუთრებულ მგრძნობელობას (სენსორიკას). სხეული ამ ნაწილების მექანიკური გაღიზიანება ივევს მათ აგზნებას, რასაც თან ახლავს სიამოვნების ემოციები, რომლბიც ძალითა და მოდალობით ზოგჯერ ორგასტულთან ახლოსაა ან ორგასტულია. აი, რატომ დაერქვათ მათ ეროგენული ზონები. ეროგენულ ზონათა მგრძნობელობა სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია, და თავად ეროგენული ზონებიც არ არიან ერთნაირად ეროტოგენულნი.

ამ მდგომარეობას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი ფუნქციური შესაძლებლობებით სისტემურად და ტიპიურად მკაცრად განსხვავებულნი ვართ! იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა სახეობის გადასარჩენად საჭიროა ადამიანები თანდაყოლილ და სპეციფიურ (პრეფერენტულ) ფუნქციონალურ თავისებურებათა სხვადასხვა ნაკრებებით. დედამიწაზე არსებული იმ ეკოლოგიურ-გეოგრაფიული განსაცდელების გავლა ჩვენ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლიობაში მოგვიწია, და ამ ერთობლიობას პირობითად პირველყოფილ ჯოგს ვუწოდებთ. მისი გადარჩენისთვის აუცილებელია სრული ნაკრები ინდივიდებისა სხვადასხვა თანდაყოლილი ტიპიური ფუნქციურ-როლებრივი განსაკუთრებულობებით. ადამიანი – ესაა ჯოგური ცხოველი!

ვ. ტოლკაჩოვი