ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)

როგორ განიცდის ეჭვიანობას კანის ვექტორის მქონე ადამიანი?

კანის ვექტორი თავის მწიკვს ჰმატებს ეჭვიანობის შეგრძნებების პალიტრას. უნდა ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ეყრდნობა კანის ვექტორს ეჭვებისადმი სულ სხვანაირადაა განწყობილი, სულ სხვანაირად განიცდის ეჭვიანობას. დავიწყოთ იქიდან, რომ მისი სასტარტო მდგომარეობა სულ სხვანაირია – მას აქვს უნარი აკონტროლოს თავისი ემოციები და მართოს ისინი. ის ხშირად დგას ცდუნებების წინაშე და ქორწინებაშიც მართავს თავის ემოციებს, მიუხედავად იმისა საჭიროა თუ არა ეს. ამიტომ მისი დამოკიდებულება ქორწინებასთან სრულიად სხვანაირია. ეს არა იმდენად ემოციური, ან მგრძნობელობითი შერწყმა, მომავლის გარანტი, ან ღალატის არ არსებობაა მომავალში, როგორც ვიზუალურ და ანალურ ვექტორებში, არამედ ეს მისთვის არის როგორც პარტნიორობა. სხვა ადამიანი კანის ვექტორის გავლით შეიგრძნობა როგორც რესურსი, როგორც რაღაც ძალის წერტილი, პარტნიორობა შემდეგი სახით: შენ რაღაცას აკეთებ ჩემზე მეტად, ხოლო მე ვაკეთებ შენზე ძლიერად, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ უფრო მოხერხებულნი, უფრო მოქნილნი და უფრო მეტის მიღწევაც შეგვიძლია, და ამის გავლით ეწყობა ადამიანთან ურთიერთობაც. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ფასეულია ეს რესურსი. თუ ადამიანები ანალური და ვიზუალური ვექტორებით მთლიანად იქნებიან თავიანთი რეაქციების ხელისუფლების ქვეშ, ადამიანი კანის ვექტორით დაუსვამს კითხვას თავის თავს: როგორ უნდა მოვახდინო მე ამაზე რეაგირება? იგი შეხედავს, აწონდაწონის, აქედანაც და იქიდანაც, მან შეიძლება კითხვაზე მტკივნეულადაც გიპასუხოთ, გული გატკინოთ, გაიძულოთ, რომ იეჭვიანოთ, გაზომოს ამ ეჭვიანობის ძალა, გამოიყენოს მრავალი მეთოდი თქვენი ეჭვიანობისათვის, “დაგაქუცმაცოთ” ნაწილ-ნაწილ და ყველაფერი ეს ერთმანეთს შეადაროს. თუ კი ეს იქნება მისთვის სარფიანი, შეუძლია თავი მოგაჩვენოთ ისე, რომ გაიძულოთ ეჭვიანობა შემდეგნაირად: “მერე რა მოხდა, ადამიანი გაერთო, ყურადღება გადაიტანა, ცოტათი მოდუნდა, “წაიბალახა”, ამაში ხომ დიდი უბედურება არ არის, მამაკაცი ხომ დაბრუნდა?” მაგრამ ვის დაუბრუნდა? არავის! ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იკავებს ისეთ პოზიციას, თითქოს ის შენ ნებას გრთავს, შენც შეგიძლია თავს ნება მისცე, მოდუნდე, ანუ ის თითქოს ნებას გაძლევთ ღალატისათვის ”ამიტომ მეც შემიძლია მოვდუნდე!” ე.ი. საუბარი მიყავს გაწონასწორებისკენ, შეფასებისკენ, რისკებისკენ, და კანიც ამ თამაშს თამაშობს გაცნობიერებულად, რამდენადმე გაცნობიერებულად, მაგრამ აქ არი სხვა ფასეულობაც. იმის გამო, რომ ხდება ემოციათა კონტროლი, მათი ურთიერთშეზავება, ურთიერთგაშინაურება – ის წყვეტს შინაურულობას, ხდება ახლო დამოკიდებულებად და თვითონვე მისი ფასეულობა ძალიან ხშირად იკარგება. და მაინც რჩება, ნამდნილად რჩება პარტნიორობად. მის შიგნით სულ ერთია, ყოველი თავისკენაა. ისინი მიდიან არასაერთო მთლიანობისკენ და ამ თამაშში ეს ძირითადი წაგებაა.

ეჭვიანობა სმენის ვექტორთან.

წინა ვექტორებთან შედარებით აქ სულ სხვა ისტორიაა, სრულიად თავისებური განცდა. ასეთი ფსიქოტიპი ისევე განიცდის გამყიდველობას, ღალატს. განცდა კი უშუალოდ მოდის ღალატისაგან, მაგრამ ეს ღალაატი სრულიად სხვა ხასიათისაა. ის არ არის წარსულის ღალატი, არამედ მომავლის ღალატია… “ჩვენ ხომ ერთად ვაშენებდით, ერთად გვჯეროდა რაღაცის, ერთად სადღაც მივდიოდით, სადღაც გადავაადგილდებოდით, ამხანაგები ვიყავით ამ გზაზე, ე.ი. როგორღაც ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვავსებდით და ძალიან სამწუხაროა, ძალიან მტკივნეულია, რომ შენ აირჩიე სხვა მიმართულება, რომ ეს ეს დაგერღვია”. ეს არ განიცდება როგორც შენი მომავლის კარგვა, როგორც თავის შეცოდება, რადგან სმენის ვექტორი ამოდის არჩევნის თვისუფლებიდან, ეს კი ნიშნავს, რომ ოდესღაც ჩვენ ავირჩიეთ ვყოფილიყავით ერთად, ახლა კი შენ გადაწყვიტე ამის შეწყვეტა, შენ აირჩიე, რომ იყო ვიღაც სხვასთან. ეს იყო შენი არჩევანი თავიდან ბოლომდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პასუხისმგებლობის პოზიციაა. რა თქმა უნდა ესეც ტკივილია, განსაკუთრებით მთლიანობის კარგვის, რომელიც შენდებოდა, რომელსაც ვაშენებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. აქ როგორც ასეთი არ არის თამაშები. თამაშები როგორც წესი წარმოიქმნებიან სხვა ვექტორის გავლით. აქ სიტუაციის სრულიად სწორი შეფასებაა. ადამიანთა უმრავლესობა ალბათ ვერ შეძლებს შეხედოს ყოველივე ამას ასე უბრალოდ, სმენის ვექტორის პოზიციიდან, როგორც ავღწერე, რადგან ამისათვის უნდა იცოცხლო შენთვისვე პასუხისმგებობითი ცხოვრებით. თუ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშინ ეს გახდება მორიგი მოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ის არ გაგხდით თქვენ არც თავისუფალს, არც დაგძლევთ თქვენ, არც დაგასახიჩრებთ. ამ გაგებით სმენის ვექტორისაგან ძალიან სწორი დამოკიდებულებაა ამ მოვლენისადმი. ეს გაგებაა იმისა, რომ არის ისეთი რამ, რაზედაც შეიძლება მადლობელი ვიყოთ იმაზე, რაც იყო, მადლობა ვთქვათ იმაზე რაც ჰქონდა ადამიანს და არის მიზეზი ფიქრისა თუ რატომ ააგო ასეთი დამოკიდებულება, რომელიც მთავრდება ასეთი სახით. კიდევ, რაც არის კარგი აქ, რამაც შეიძლება გაგახაროთ სმენის ვექტორთან დამოკიდებულებაში და მოისურვებთ მის აღრზდას თქვენს შიგნით. რომ ეს ის ადამიანებია, რომლებიც ტანჯავენ ერთმანეთს ეჭვიანობით, ვინაიდან ამჯერადაც ორი ადამიანის ქორწინება სმენის ვექტორის დონეზე ეს შეერთებაა ორი თავისუფალი ადამიანის, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეყოთ ბედნიერება ერთმანეთში. აი, ასეა ეს იდეაში, აი ამ მოდელში ღირს ორიენტირება.

დასკვნაში გავაერთიანოთ ის რაც ითქვა და ვუპასუხოთ ძალიან ხშირად დასმულ კითხვას: მაშ როგორ მოვიქცეთ? რა მოვუხერხოთ ამ ეჭვიანობას? სად არის რეცეპტი?

დავიწყოთ იქიდან, რომ ეჭვიანობა სათუთი, ბუნებრივი გრძნობაა და გასაგებია, რომ ის სრულიად ნორმალური გრძნობაცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ვექტორისათვის ის რაც ავღწერეთ, რომელიც ხშირად გვხდება, ეს სრულიად ბუნებრივია, სრულიად ნორმალურია, და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არ მოხდება. ამიტომ რაც ხდება ადამიანის განსაზღვრული ბუნების, ანალურის თუ კანის ვექტორის, სრულიად ნორმალური რეაქციაა. საკუთრივ ეჭვიანობა თავიდანვე უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. ის მუდამ იყო, არის და იქნება. თუ რა უნდა მოვუხერხოთ მას, ამისათვის უნდა ვუპასუხოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რას განვიცდით? არის ეს საფუძვლიანი? ცნობილი ანალური ეჭვი: “სად იყავი, რა, როგორ”, კანური კონტროლი: “გავხსენი ფოსტა, ჩავიხედე, ვის რას სწერს, ჩუმად ვუთვალთვალე, ვიხედები ტელეფონში ვის ურეკავდი და ა. შ”. აი, ეს, რაც სინამდვილეში ხდება, ამისათვის სინამდვილეში არის საფუძველი? თუ ეს ნიშნები ნამდვილია, რომ თქვენი მეუღლე ნამდვილად გატაცებულია სხვა ადამიანით, აცნობიერებს რასაც აკეთებს, არის კი ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუ ეს ძირითადად თქვენი ვარაუდებია? და თუ ეს თქვენი ვარაუდებია, თქვენ უბრალოდ ტანჯავთ სხვა ადამიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული, რაღაც ვერა გაქვთ თვითშეფასებასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ათამაშებთ თქვენს შინაგან კომპლექსებს და აიძულებთ ტანჯვას სხვა ადამიანს ამ თქვენი გადავარდნებით. და მაშინ თქვენ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.

 

P.S სტატია თარგმნილია ვ. იუნევის ლექციიდან “ეჭვიანობა”: https://www.youtube.com/watch?v=43pMLQ803x4

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili