ე ჭ ვ ი ა ნ ო ბ ა

 

  ალბათ დამეთანხმებით, როცა ადამიანი პარტნიორს თავს ევლება, ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ ერთ ერთი მათგანი ეჭვიანია. ამ შემთხვევაში ყველაფერი მთლად კარგად ვერ არის. ეჭვიანობა საზიზღარი რამაა. გასაგებია, რომ ის შეიძლება გამოწვეულ იქნას რაღაც მიზეზით თუ უმიზეზოდ, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. ჩვენ ვისაუბრებთ მის არსზე, მის საფუძველზე. დავინახავთ, თუ როგორ განიცდიან ამას სხვადასხვა თვისებების (ვექტორების) მქონე ადამიანები.

  რა არის ეჭვიანობა მის არსში? ყოველგვარი ვექტორების გარეშე? საკითხი ძალიან საინტრესოა. რა არის ეჭვიანობა, როგორც ასეთი, რა გრძნობაა ის? ბევრი იტყვის, რომ ის მესაკუთრული გრძნობაა – ამაში არის სიმართლის მარცვალი. მაგრამ, სინამდვილეში, თავისი არსით ის ბევრად უფრო სიღრმისეულია. ეჭვიანობის აზრი იმაშია, რომ ცდილობ სამყაროს შენარჩუნებას – შეინარჩუნო შენი პატარა, სულ პაწაწინა სამყარო, მოხერხებული, სასიამოვნო, კომფორტული, შეინარჩუნო ის, რაც გაქვს. რომელიღაც მოსაზრებით ეჭვიანობა შეწინაამღდეგებაა ცვალებადობაზე. ეს სასოწარკვეთილობამდე მისული მცდელობაა იმისა, რომ დატოვო ეს სამყარო იმ მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გვინდა რომ დარჩეს ისეთად, როგორიც ის არის ახლა.

ს.ვ.ფ-ში მიღებულია ასეთი საგნების განხილვა ვექტორების მიხედვით. ეს კი იძლევა საგნის ღრმად შესწავლის საშუალებას. სტანდარტული ვექტორული ნაკრებიდან, ჩვენ შეგვიძლია ეჭვიანობა შევიგრნოთ ოთხი ვექტორის საშუალებით: ანალურის, ვიზუალურის, კანის და სმენის საშუალებით. კუნთურ, ორალურ, ყნოსვის და ურთრალურ ვექტორებში ეჭვიანობა, როგორც ასეთი არ არის. კუნთური და ორალური ვექტორები ეს ის ვექტორებია, რომლებსაც პრინციპში არ გააჩნიათ მკვეთრათ გამოხატული “მე” კონცეფცია, ამიტომ აქ ყველაფერი მარტივადაა. ყნოსვის ვექტორი საერთოდ არ საჭიროებს ამ გრძობას, რადგან ის პირდაპირ “ხედავს” ადამიანში ყველაფერს და საფრთხესაც მომენტალურად უკეთებს ანულირებას. ურეთრალიც არ საჭიროებს ამას, რადგან ის მხოლოდ ჯგუფზეა ორიენტირებული.

მაშასადამე შევხედოთ ეჭვიანობას სხვადასხვა ვექტორებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეგვიძლია ის განვიცადოთ. მრავალვექტორიანი ადამიანებისთვის ეს გრძნობა მრავალწახნაგოვანია. ყოველი ვექტორი მას უმატებს ცოტ-ცოტა თავის განსაკუთრებულობას, ანუ იმას, თუ რას განიცდის, მაშინ, როცა ეჭვიანობს.

განხილვას დავიწყებთ ,,ეჭვიანობის მამებისაგან” ანალური ვექტორიდან. ანალურ ვექტორს, ასევე ვიზუალურს, უამრავი განსაკუთრებულობა გააჩნია. ესენი ის ვექტორებია, რომლებიც უუნარონი არიან კონტროლი გაუწიონ თავიანთ ემოციებს და გრძნობებს. ეს ის ვექტორებია, რომლებიც მთლიანად შეპყრობილნი არიან თავიანთი ემოციური რეაქციებით, შეპყრობილნი არიან თავიანთი განცდებით და სადღაც ღრმად, ქვეცნობიერის დონეზე, ადამიანებმა ანალური და ვიზუალური ვექტორით, იციან, როცა მათ იპყრობთ ეს ტკივილი (ბუნებრივია ეჭვიანობა უზარმაზარი ემოციური ტკივილია), მათ იციან, თუ რამდენად ძნელი იქნება ამის გადატანა, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ მასთან შებრძოლება, ამისთანა რამეებთანაც, რამეთუ ისინი, ღრმად შინაგანად ეხვევიან ეჭვიანობაში, და ბუნებრივია წინასწარ განიცდიან შიშს მის მიმართ. და სწორადაც იქცევიან, რადგან სინამდვილეში ასეც ხდება, და ცხოვრების ეს პერიოდი (ეჭვიანობის გართულება), უსაშინლესი ტანჯვის პერიოდია. ამ ტანჯვის საფუძველში დევს გამყიდველობა, გამცემლობა. კონკრეტულად ანალურ ვექტორში ეს რა თაქმა უნდა წარსულის გამყიდველობაა, გამყიდველობა იმ ოჯახის, რომელიც ერთობლივად ააშენეს, გამყიდველობა ერთად ცხოვრების, საერთო მეურნეობის, იმის რაც ერთობლივად შეიქმნა. საერთოდ, ადამიანს ანალური ვექტორით, დამსახურებული აქვს ოჯახური მოძალადის რეპუტაცია, განსაკუთრებით – მამაკაცს (გასაგებია, რომ ყველა ანალური ვექტორის მქონე არ არის ასეთი). ეს კი ძალიან გავრცელებული მოვლენაა, და ხშირად ამ ძალმომრეობის მიზეზი ეჭვიანობაა, მიზეზით თუ უმიზეზოდ, ზოგადად საეჭვო მდგომარეობა, მუდმივად კონტროლის მცდელობით: სად იყავი, ვისთან იყავი, რატომ იყავი, რატომ დაიგვიანე!? აბა მაჩვენე ტელეფონი, გახსენი ფეისბუუქი, ან კონტაქტები, აბა ვნახო ვინ რა მოგწერა, რაზე დაწერე ლაიქები. ანალებს საერთოდ არ აინტერესებთ, ხანდახან ადამიანები თვითონ “ალაიქებენ” საკუთარ თავს, ეს უკვე საეჭვოა! მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მათ პარანოიკებად ხდის. ამიტომ, იქამდე სანამ, სინამდვილეში რაღაც მომხდარა, უკვე ადამიანმა ანალური ვექტორით, ამ მდგომარეობაში, შეიძლება უბრალოდ თავისი მეუღლე წინასწარ დაასამაროს. და ყოველივე ამის მიუხედავად ის თავს იცავს, ის იცავს თავისი ოჯახის ხელშეუხებლობას! მიუხედავად ყველაფრისა თუ რაც ხდებოდა და მოხდა (ქმარმა, ან ცოლმა უღალატა) ეს მისთვის მაინც მისთვის მოულოდნელობა იქნება. ეს მისთვის მეხის გავარდნასავით იქნება უღრუბლო ცაზე. ეს მსგავსი იქნება იმის, თითქოს დარაჯები ყველგან იდგნენ, ყოველ მეტრში, მტერმა კი მაინც შემოაღწია. ეს კი საშინლად მტკივნეულია. “ჩვენთვის ანალური ვექტორიანებისთვის, და იმათთვისასაც, ვინც ცხოვრობს ანალური ცხოვრების წესით, ეს უსაშინლესად მტკივნეულია. რატომ? იმიტომ, რომ რაც მოხდა, შეუქცევადი პროცესია”. ეს სხვადასხვა ადამიანებია, “აქამდე” და “ამის შემდეგ”. “აქამდე,” ღალატამდე და “ამის შემდეგ” – ღალატის შემდეგ. უკვე ვერაფერს ვერ იზამ, ვერაფერს შეცვლი, ადამიანმა უკვე გიღალატა, ამიტომ ანალურ ადამიანებს არასდროს არ შეუძლიათ პატიება, თვით მაშინაც კი როცა ამბობენ: “დიახ, ჩვენ შეგვიძლია მასთან ვიცხოვროთ, ვაპატიოთ”, ამის გატარება მათთვის შეუძლებელია! მრავალვექტორიან ადამიანს, რომელსაც არ აქვს წამყვანი ანალური ვექტორი, შეუძლია აპატიოს, გაატაროს, გადაიტანოს, ხოლო მრავალვექტორიანი ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებისეული მოდელით ეყრდნობა ანალურ ვექტორს, ამის გადატანას ვერ შეძლებს! ის მუდამ გაიხსენებს, მუდამ ცხვირწინ “აუფრიალებს”, დაიწყებს სმას. რატომ? აქ უნდა გავიხსენოთ თუ რა როლს თამაშობს ადამიანში ანალური ვექტორი, როცა ის ცდილობს აკონტროლოს სხვა და ეჭვიანობს. ძირითადი შიში მასში, ეს არის მომავლის შიში. თვითონ ეს მომავლის შიში როგორ გამოიყურება? ადამიანს ეჩვენება, რომ დიდი ხანი ირჩევდა, ყველაფერი შეამოწმა, აეწყო სხვა ადამიანზე, მათ ერთმანეთს უთხრეს მნიშვნელოვანი სიტყვები, შექმნეს დამოკიდებულება და ანალური ადამიანიც ყველაფერს აკეთებს, პირველად და უკანასკნელად. და როცა მან ყველაფერი გადაწყვიტა, ამის შემდეგ შევიდა საქორწინო კავშირში, ახლო დამოკიდებულებაში. მას ეჩვენება, რომ ეს უკვე ყველაფერია, ყველაფერი განისაზღვრა, “ეს უკვე ჩემია სამუდამოდ”. ის მომავლისაგან თავს იცავს ამ მოდელით, მან ხომ უკვე ყველაფერი გააკეთა ამისათვის, მან თავისი სიცოცხლით გადაიხადა, რომ ჰქონოდა ბედნიერება. ახლა კი მას მოდუნება უნდა, ახლა მან უნდა დაიცვას ის რაც აქვს. რა თქმა უნდა ეს საფუძველშივე მცდარი დარწმუნებულობაა, რადგან ამის უკან დგას მცდელობა, თავიდან აიცილოს ცვლილება, სამყარო გახადოს ისეთი, როგორიც არ არის სინამდვილეში. სამყარო, მოსახერხებელი მხოლოდ მისთვის. რა თქმა უნდა სამყარო ასე არ არის მოწყობილი. არ შეიძლება უძრაობაზე ანგარიშის გაკეთება. სამყაროში სტაბილურობა მხოლოდ ერთ რამეშია, ის მუდამ იცვლება. ეს ერთადერთი სტაბილურობაა, რომელიც გარანტირებული გვაქვს.

ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანიც იგივე პრობლემის წინაშე დგას როგორც ანალური და ძალიან გამოხატულადაც. ის უუნაროა გააკონტროლოს თავისი გრძნობები, მთლიანად ხელს სწევს და უბრალოდ ნებდება. ნებდება მთლიანად, თავისი ემოციური რეაქციების ძალაუფლებას. ამიტომ ზუსტად ისევე, როგორც ანალურთან, მასაც ძალიან, ძალიან ეშინია, (წინასწარ ეშინია), რომ რაღაც მოხდება, და ძალიან მძიმედ გადააქვს ის შემდეგში. ეს სიმწვავე გამოიყურება რამდენადმე
ნაკლებად, ვიდრე ანალურ ვექტორში, მაგრამ ის ხომ ემოციური ვექტორია, ამიტომ არ ახლავს ისეთი უხეშობა როგორიცაა: “აბა! სად იყავი? რას აკეთებდი?”- არა, ვიზუალური არსება – ნაზი არსებაა, ის უფრო ეწყობა სხვა ადამიანს, ის ამჩნევს უფრო ნატიფ ნიუანსებს: “აი, დადგა სარკის წინ, რაღაც ხშირად დაიწყო შიგ ჩახედვა, ამას ხომ ის წინათ არ აკეთებდა. და თუ აკეთებდა, ხანდახან. აი, შევიდა შემოსასვლელში, შეხედა სარკეს ზედმეტად, გაუგებარია, რატომ? დაიწყო ახალი პარფიუმერიის გამოყენება, ან საერთოდ დაიწყო ხმარება, როცა წინათ საერთოდ არ ხმარობდა, ხშირად დაიწყო პარსვა.” ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი საკუთარი სიღრმისეული მინიშნებების მიხედვით ქალი რამდენადმე ადრე ამჩნევს, რამდენადმე მგრძნობიერად განიცდის ხდება თუ არა რამე. მის შიგნით უცებ რაღაც იღვიძებს. ბუნებრივია, როცა ეს ხდება, ის რაც შთააგონებს ასეთ სიფრთხილეს, ზუსტად ისევე, ეს მუდამ მოულოდნელობაა მისთვის. თვით მაშინაც კი, როცა დანამდვილებით იცის, მაინც ეჭვი შეაქვს ამაში, არ უნდა ამის დაჯერება. აძლევს როგორღაც შანსს არ გააკეთოს, დაიხიოს. როცა ის იგებს, რომ ასეთი რამ ხდება, ეს ემსგავსება იმას, რომ ადამიანი თითქოს ვარდება ემოციურ ორმოში. თუ კი ამ დროს ანალური ადამიანი იწყებს სამაგიეროს გადახდაზე ფიქრს, ფიქრს მის გაგლეჯვაზე, გაცამტვერებაზე, მაშინ ეს ვიზუალური ლოგიკისათვის სხვანაირად ხდება. ეს არის ისტერიკა, ეს არის ცრემლები, ეს ხელების აპყრობაა ზეცისკენ, ეს მთლიანად საკუთარი თავის შეცოდების განცდაა. და ეს ისევ გამყიდველობა, არა როგორც ანალურ ვექტორში წარსულის გამყიდველობა, არამედ ეს უფრო საერთო გრძნობების, “ჩვენი სიყვარულის” გამყიდველობაა, იმის რაც ჩვენ ერთად შევქმენით!

როგორ თამაშს თამშობს ასეთ დროს ვიზუალური ადამიანი? ბუნებრივია, ეს არის რაიმეს შეცვლის სურველის არქონა. ეს ძალიან ჰგავს ანალური ვექტორის ქცევას. ანალური და ვიზუალური ვექტორის საერთო ფუძე მცენარეულია და ის არის ცვლილებების არასურვილი, არასურვილი იმისა, რომ უთხრა საკუთარ თავს, რომ შეცდი. დიდი ხანია გავიგე, რომ შევცდი, დიდი ხანია რომ ვგრძნობ, მაგრამ მეშინოდა, რომ გამოვტყდომოდი საკუთარ თავს. ვფიქრობდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რომ ის შეიცვლებოდა, მოკლედ რაღაც ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, არ მინდოდა გამოვსულიყავი ჩემი თავის წინაშე სინამდვილეში დამნაშავედ, იმის წინაშე, რომ დავეთანხმე. უზარმაზარი პლასტი, ემოციები ტივტივდება. ყველა ესენი არსობრივად ეფუძნება ცვლილებების შიშებს, საკუთარი თავის სიბრალულს და უპასუხისმგებლობას.
(პირველი ნაწილის დასასრული)
P.S სტატია თარგმნილია ვ. იუნევის ლექციიდან “ეჭვიანობა”: https://www.youtube.com/watch?v=43pMLQ803x4

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili