ვერბალური ინტელექტი.

ორალურმა ვექტორმა საზოგადოების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველყოფილ საზოგადოებაში მას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა – საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. მისი ცივი და სულისშემძვრელი კივილი გარშემომყოფებში მომენტალურ რეაქციას იწვევდა. შემდეგ ორალურმა ადამიანმა შეძლო ეს ყვირილი საუბრად ექცია და  ამით  აზროვნებისა და  ურთიერთობისთვის ისეთი  ინსტრუმენტი მოგვცა რომელიც სიცოცხლის ფორმირებისვის  დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანია.

თავისი უბრალოების მიუხედავად ორალური ვექტორი საკმაოდ ძლიერია. ძლიერი არა ენერგეტიკული მუხტის გამო არამედ იმ გლობალური ცვლილებების გამო რომელიც მან საზოგადოების განვითარებაში შემოიტანა.ვექტორების შესწავლისას ჩვენ ყოველთვის შორს, უხსოვარ დროში მივდივართ როდესაც ჯოგი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო.

ამგვარად უძველეს დროში როცა ჩნდებოდა პირველი აღნიშვნები ერთ-ერთ ძველ არამეულ ენაზე სიტყვა ადამენი ნიშნავდა „მოლაპარაკეს“.რა შუაშია აქ მოლაპარაკე? სამყაროს აქვს განვითარების ოთხი სტადია -არაცოცხალი, მცენარეული,ცხოველური და ადამიანური. მხოლოდ ადამიანურ დონეს აქვს უფლება ისაუბროს ამისთვის განკუთავნილი განსაკუთრებული ორგანოთი – პირით. რაც არ უნდა მოიფიქრონ ვიზუალებმა,მცენარეებმა ან ცხოველებმა მათ არ გააჩნიათ ისეთი გამოხატული ორალური საზომი როგორიცაა ენა, მის  გამოხატულებაში ხომ ორალური ვექტორის განვითარება ჩანს.ესაა ის ერთ-ერთი თვისება რაც ადამიანს სხვა დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებზე მაღლა აყენებს.აქედან მოდის სიტყვა „მოლაპარაკე“.

რა არის სიტყვა და საუბარი? პირველი ყველაზე მარტივი სიტყვები მოქმედებებიდან წამოვიდა. ჩვილის პირველი ტირილი რაც იმას ნიშნავს რომ მას შია. სწორედ ასეთი პირველი ბგერებისგან გაჩნდა პირველი სიტყვები.დღეს კანვითარების კანურ ფაზაში ადამიანის აზროვნებაა მთლიანად სიტყვებზეა აწყობილი.ამის ახსნა მარტივია სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მაგალითზე.ვიდრე ადამიანმა არ იცის  რა არის ვექტორი არ აქვს წარმოდგენა ისეთ ცნებებზე როგორიცაა კანური, ანალური და ა.შ ვექტორები. ის ამ კატეგორიებით ვერ იაზროვნებს.

ის გადაწყვეილებას იღებს, დასკვნები გამოაქვს,მაგრამ ვერ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს რომლებიც გარკვეული სიტყვებით არაა აღნიშული.აქედან ჩანს რა მნიშვნელოვანია საუბრის შესწავლა.ეს ცხოვრების ასაგებად ძალიან ნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.რაც უფრო მეტი სიტყვა იცის ადამიანმა მით უფრო მეტ რამეზე შეიძლება იფიქროს და შესაბამისად მისი სააზროვნო პროცესიც უფრო მოცულობითია.