ვექტორის აღქმის განვითარების ოთხი დონე

ფსიქიკის შემდეგი ფენაა აზროვნება (აღქმა), ფსიქიკის აზროვნების დონე არის ადამიანური განვითარების არაცოცხალი ეტაპი. აზროვნებაში თანდაყოლილი მხოლოდ ვექტორული მიმართულებაა, ანუ ყოველ ვექტორს აქვს საკუთრი სტილის აზროვნება, რომელიც გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან და თვისებებიდან, მაგრამ ამ მოცემულობის გარდა, აზროვნების შიგნით უკვე გვხვდება გრადაციები. ამ დონეზე გვხვდება პოტენციური შესაძლებლობა, რომ ინდივიდმა იმოძრაოს წინ თნდათანობით. არსობრივად ესაა ოთხი დიდი ნაბიჯი, ჩვენ შეიძლება განვვითრდეთ არაცოცხალ დონეზე მინიმალური ძალისხმევით, შეიძლება გადავდგათ წინ ნაბიჯი და განვავითროთ საკუთრი აზროვნება მცენარეულ დონემდე, გადავდგათ მესამე ნაბიჯიც და განვვითრდეთ ცხოველურ დონემდე, ან გადავდგათ მეოთხე ნაბიჯიც და ჩვენი აზროვნება განვავითაროთ ადამიანურ დონემდე. რა თქმა უნდა გადახრის არსებობის შემთხვევაში აზროვნების ცხოველურ დონემდე განვითრება უკვე გამორიცხულია, თუ აზროვნების დონეზე წარმოიშვა რაიმე გადახრა, განვითარების ცხოველურ დონეს ინდივიდი უკვე ვეღარ მიაღწევს.

აზროვნების დონის ჩარჩოში, ვლინდება რაღაც ვარიაციები, ეს მოცულობის დონეზე არ იყო, ეს ვარიაციები ადამიანს შესაძლებლობას აძლევს პირველად თავის ცხოვრებაში, მისი ქმედება მასზე იყოს დამოკიდებული. რა თქმა უნდა უმეტესად ჯერ კიდევ გარემოცვაზეა დამოკიდებული, მაგრამ უკვე ამ დონეზე ვლინდება რაღაც საკუთარიც. რითი განსხვავდება აზროვნების დონეზე არსებული განვითარების ოთხი საფეხური (არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური) ერთმანეთისაგან? ჩვენ არაერთხელ გითხარით, რომ განვითრების ყოველ მომდევნო დონეზე, ადამიანის ,,მე“, საკუთარ თავში აერთიანებს ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფს. განვითრების არაცოცხალ დონეზე ინდივიდი აღიქვამს მხოლოდ საკუთრ თავს, მცენარეულ დონეზე, ის როგორც მცენარე, აღიქვამს მხოლოდ იმას რაც მასთან შემხებლობაშია, ანუ ინდივიდი შეიგრძნობს თვის ვიწრო წრეს, მაგალითდ: ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და ა.შ. ცხოველურ დონეზე უკვე აღიქვამს გარკვეული მოცულობის გუნდს, ან ჯგუფს, ხოლო ადამიანურ დონეზე ინდივიდი თავს გრძნობს კაცობრიობის ნაწილად და შეიგრძნობს მთელ კაცობრიობას, ხვდება რომ ის არის საკაცობრიო ორგანიზმის ნაწილი.

აღქმის დონე წარმოშობს საკმაოდ ბევრ კითხვას, ამიტომ ახლა ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ რას შეიგრძნობს ადამიანი აზროვნების დონის განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე. წარმოგიდგენთ პირობით მაგალითს: წარმოიდგინეთ თევზი უზარმაზარ აკვარიუმში. მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ დავივიწყოთ ცალკეული ადამიანები და უბრალოდ ვისაუბროთ აზროვნებაზე. წარმოვადგინოთ აზროვნება გიგანტურ აკვარიუმში მცურავი თევზის მაგალითზე. წარმოიდგინეთ გიგანტური აკვარიუმი, მასში ცხოვრობს თევზების უამრავი სახეობა. ავიღოთ რომელიმე საშუალო ზომის, არაფრით გამორჩული თევზი, ის ისევე დაცურავს როგორც ყველა და ამ გიგანტურ აკვარიუმში არსებობს სხვებთან ერთად. მაშ ასე, დაიბადა ერთი ჩვეულებრივი თევზი, დაცურავს თავისთვის, გარედან ვინც ამ აკვარიუმს ათვალიერებს და ამ თევზს უყურებს, ხედავს, რომ ის ისეთივეა როგორც უამრავი სხვა. მაგრამ თევზი თავის თავზე თვლის, რომ ის ყველასგან გამორჩეულია, თვლის რომ თვითონ განსაკუთრებულია, ის განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ მის თვალებს თითქოს რაღაც დაემართა, ის ჯერ ახალ დაბადებულია და საერთოდ ვერ აღიქვამს იმ გარემოცვას, რომელშიც ცხოვრობს. მისთვის მთელი აკვარიუმი ერთი ერთგვაროვანი მასაა, შეიძლება ამ აკვარიუმში უამრავი თევზია, მაგრამ ჩვენი თევზუნია მათ ვერ აღიქვამს. ამ თევზის ყველა განცდა, შემოიფარგლება პირადად მისი შეგრძნებებით, მას ცივა, ან ცხელა, ტკივა, ან უხარია, მისთვის არსებობს მხოლოდ პირადი სიამოვნება ან უსიამოვნება, მეტი არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ მის გონებაში არის მარტივი მოდელი, მე და მთელი დანარჩენი სამყარო, მე და დანარჩენები. დანარჩენი სამყარო მას კვებავს, აწვდის საკვებს და რასაც აწვდიან იმას ჭამს. თუ რაიმე სასარგებლო ნახა, იმას ჭამს, თუ უსარგებლოა, გვერდს აუვლის, თუ საშიშია – გაურბის. ოდესღაც მოხდა შემთხვევა, რომ ჩვენს თევზს უკბინა თავისზე დიდმა თევზმა, ჩვენმა თევზმა განიცადა ტკივილი, ახლა მან იცის, რომ როდესაც წყალში მის ირგვლივ ხდება ძლიერი ვიბრაცია, ეს ნიშნავს, რომ მას უახლოვდება რაღაც დიდი სხეული, მას ახსოვს ტკივილი და მსგავს სიტუაციებში ყოველთვის უჩნდება ტკივილის ასოციაცია, ამიტომ გარბის. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა, ცხოვრობს ისე, როგორც ადრე, თვლის რომ არის მარტო და მის გარშემო არავინ არ არსებობს.

ასე ერთფეროვნად აგრძელებს ცხოვრებას. სწორედ ასევეა ის ადამიანი რომლის აზროვნებაც არაცოცხალ დონემდეა განვითარებული, ის ცხოვრობს საზოგადოებაში, მის ირგვლივ არიან ადამიანები, ყოველ წამს რაღაც ხდება, მაგრამ ის ამას ვერ აღიქვამს და მთელი კაცობრიობა მისთვის ერთი ერთგვაროვანი მასაა, რა თქმა უნდა ის სხვებსაც ხედავს, მაგრამ აღქმით მხოლოდ საკუთარ თავს აღიქვამს. ამ საზოგადოებიდან ის რაღაცას იღებს, კარგს – ან ცუდს, მაგრამ ის ამას აღიქვამს როგორც ნამცხვარს და მათრახს, კარგი მოვლენა ნამცხვარია, ცუდი მათრახი. ის აღიქვამს მხოლოდ პირადულს, ტკივილს ან სიამოვნებას, მაგალითად განუვითარებელი კანის ვექტორიანი, ხედავს ადამიანს, ფიქრობს შეიძლება თუ არა მისგან იხეიროს, ანუ ხედავს სარგებელს, ან ხიფათს, მაგრამ სხვას, როგორც ადამიანს ვერ აღიქვამს. განუვითარებელი ანალის ვექტორიანი სხვაზე ფიქრობს, რამდენად შეძლებს სხვის ფონზე საკუთარი ვექტორის (საკუთარი ხარისხის) წარმოჩენას, მაგრამ სხვას, როგორც ადამიანს ასევე ვერ აღიქვამს. რაღაცას თუ აიღებს ეს ნამცხვარია, თუ ვინმე მასზე ძლიერი იარაღით დაემუქრა – ეს მათრახია. მაგრამ ის მაინც აღიქვამს იარაღს და არა ამ იარაღის მფლობელს, ანუ ხიფათს და არა იმას ვისგანაც ხიფათი მოდის. ასეთ განუვითრებელს უნდა სექსი, მაგრამ პარტნიორს აღიქვამს არა როგორც პიროვნებას, არამედ როგორც სექსის ობოექტს, ანუ აღიქვამს მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და სურვილებს. ასეთი პრინციპით ცხოვრობს მაგალითად: კრიმინალური ელემენტების უმრავლესობა, იქ მოქმედებს პრინციპი ყველა თავისთვის, რადგან სხვა ადამიანის აღქმა აზროვნების არაცოცხალ დონეზე უბრალოდ არ არსებობს. თუ ასეთები ჯგუფად ერთიანდებიან, ეს ხდება მხოლოდ გარე ფაქტორების და ძალის გამო. სწორედ ასეთია აზროვნების არაცოცხალ დონემდე განვითრება და გასაგებია, რომ თუ ინდივიდის აზროვნება მხოლოდ ამ დონემდე განვითრდა, ის სწორედ ამ დონით იურთიერთბს და იმოქმედებს. როგორ ექცევა ასეთებს სოციუმი? სოციუმი მას უბრალოდ იზოლირებას უკეთებს, ანუ თუ თვითონ მხოლოდ უხეში ძალით იღებს, საზოგადოება მას გამკეტავს ციხეში მისნაირებს შორის.

დავუბრუნდეთ თევზის მაგალითს, წარმოიდგინეთ იგივე თევზი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, წარმოიდგინეთ რომ ეს თევზი განვითარდა ერთი საფეხურით მაღალ დონემდე, მან გადადგა ნაბიჯი წინ, მისი აზროვნება გაიზარდა განვითარების მცენარეულ დონემდე. რა მოხდა? მის მიერ აღქმული სამყარო შეიცვალა რადიკალურად, ადრე მისი სამყარო იყო ,,მე“ და ყველა დანარჩენი, ახლა კი გაუჩნდა სხვა თევზების აღქმაც, ის მიხვდა, რომ თვითონ მარტო არ არის და მის გარშემო დაცურავენ სხვა თევზებიც, ზოგი მათგანი კეთილია, ზოგი ბოროტი, მთავარია რომ თურმე სხვებიც არსებობენ. მთავარია ჩვენი თევზი მიხვდა, რომ მის გარდა სხვა თევზებსაც აქვთ სურვილები და განცდები. რაც მთავარია მიხვდა, რომ სხვა თევზებთან საჭიროა ჰქონდეს რაღც ტიპის ურთიერთობა. მის გონებაში გაჩნდა კოლოსალური შეგრძნებები, ესაა განცდა იმისა, რომ ის მარტო არ არის. მის ირგვლივ, მის გარდა არიან კიდევ სხვებიც, ეს ის დონეა რაც აქვს მცენარეს, ამიტომაც არაცოცხალი დონისაგან განსხვავებით, მცენარე ხარისხობრივად ახალი დონეა. ის ურთიერთობს თავის უახლოეს გარემოცვასთან. ჩვენი თევზიც როცა ხვდება რომ მის გარდა არსებობს კიდევ ვიღაც, ხვდება იმასაც, რომ ამ ვიღაცასთან საჭიროა გარკვეული ურთიერთობა.

ამიტომ ჩვენი თევზი დაცურავს აკვარიუმში, ირჩევს თავის მოსაწონ თევზს, ან თევზებს, ამყარებს მათთან ოჯახურ, მეგობრულ, ან მტრულ ურთიერთობებს. არაცოცხალ დონეზე მას მოწინააღმდეგის აღქმის უნარიც კი არ ჰქონდა, რადგან არ ჰქონდა სხვისი აღქმა. მცენარეულ დონეზე კი მას ყავს თავისი გარემოცვა, ყველა დანარჩენს კი შეიძლება ითქვას, აღიქვამს კონკურენტად. კონკურენტებად იმ მხრივ, რომ სხვები მას და მის გარემოცვას ეცილებიან საარსებო რესურსებში. ვთქვათ ჩვენს აკვარიუმში ქაშაყების ერთი ოჯახი, კონკურირებს ქაშაყების სხვა ოჯახთან. მათ ერთნაირი სხეული აქვთ, ერთანაირი საარსებო გარემო, ყავთ საერთო მტრები, მაგრამ ჩვენი თევზი თავს აღიქვამს ერთი კონკრეტული ოჯახის ნაწილად და ყველა სხვა მათი კონკურენტია. აზროვნების განვითარების მცენარეული დონე მას შესაძლელობას აძლევს დაამყაროს გარკვეული ტიპის ურთიერთობები. მისი აღქმა მხოლოდ საკუთარ თვს კი არ მოიცავს, არამედ იცის რომ თვითონ ვიღაცის ქმარია, ვიღაცის მამა, ვიღაცის მეგობარი და ა.შ. ის თვს მუდამ გრძნობს წყვილში ურთიერთობის ობიექტად, ეს ნებისმიერ ვექტორში ასეა. მაგრამ ჩვენი თევზი ჯერ კიდევ არ განვითარებულა იქამდე, რომ თავი ერთიანი ჯგუფის ნაწილად იგრძნოს. ანუ ის მაგალითდ: ქაშაყების მთელ სახეობას თავის ნაწილად კი არ აღიქვამს, არამედ აღიქვამს მხოლოდ რაღაც მცირე ნაწილს, თავის გარემოცვას. ამიტომ ის მზადაა წაართვას რესურსები ყველა სხვას საკუთარი ოჯახის გულისთვის, ან ახლობლების გულისთვის. ამიტომ ამ დონეზე განვითარებული ადამიანი სამსახურში უპირატესობას თავის ნაცნობებს ანიჭებს, ყურადღებას არ აქცევს იმას, რომსეიძლება სხვა მის ნაცნობზე უკეთესი თანამშრომელი იყოს. მას საკუთარი ახლობელი, ნაცნობი, თუნდაც უვარგისი, ურჩევნია სხვას, თუნდაც ის სხვა საუკეთესო სპეციალისტი იყოს. რადგან მისი აზროვნება ასეთი ფასეულობებით აღიქვამს სამყაროს.

მისი სამყარო იყოფა თვისებად და უცხოებად. ეს არაცოცხალთან შედარებით მაღლი დონეა, რადგან არაცოცხალ დონეზე მხოლოდ საკუთარ თავს აღიქვამდა, მცენარეულ დონეზე კი სხვებსაც აღიქვამს, მაგრამ თავისი წრის გარდა ყველა სხვა მისთვის მხოლოდ კონკურენტია. ეს შეიმჩნევა მის ყოველ მოქმედებაში, მაგალითად: აზროვნების არაცოცხალ დონეზე მყოფი ადამიანი სხვებს საუბრის დროს ისე მიმართავს, რომ აშკარად იგრძნობა, მათ ვერ აღიქვამს, მიმართვა ასეთია: ეე შენ, ვიღაცა ხარ.

ამაზე დეტალურ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან ვფიქრობ გასაგებია, რომ განვითრების ყოველი მომდევნო ნაბიჯზე, ინდივიდის მიერ აღქმული სივრცე და ადამიანთ რაოდენობა მნიშვნელოვნად ფართოვდება და ადამიანი თავს აღიქვამს უფრო და უფრო მასშტაბური ერთობის ნაწილად.

აზროვნების არაცოცხალ დონეზე, ინდივიდი მხოლოდ  საკუთარ თავს აღიქვამს, სხვას ვერავის, მცენარეულ დონეზე ის თავს აღიქვამს უახლოესი გარემოცვის წევრად, ცხოველურ დონეზე ჯგუფის წევრად, ადამიანებს კი უკვე აღიქვამს ჯგუფისადმი სასარგებლოობის პრინციპით, ანუ იცის თვის ადგილი ჯგუფში, იცის რა სარგებელი მოაქვს ჯგუფისთვის თვითონ და რა ფუნქცია აკისრია ჯგუფის თითოეულ წევრს, ადამიანურ დონეზე უკვე მთელ კაცობრიობას აღიქვამს და მისთვის თითოეული ადამიანი და მათი განცდებიც კი მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს კი რომელიმე ცალკეული ჯგუფის, ან ნაციის წევრად კი არა, არამედ მთელი კაცობრიობის ნაწილად აღიქვამს. ფიქრობს სასრგებლოა თუ არა მისი ქმედებები კაცობრიობისთვის. აზროვნების განვითარების ამ დონეზე თითოეული ვექტორი თვისებურად ფიქრობს, მაგალითად: კანის ვექტორიანი ფიქრობს, ტოლფასია თუ არა მისი მიღწევები საკაცობრო მასშტაბისა, ანალი ფიქრობს რამდენად პატიოსანი და პროფესიონალია საკაცობრიო დონეზე, ვიზუალი ფიქრობს მოუწოდოს ჰუმანიზმისკენ მთელი კაცობრიობას, სმენის ვექტორიანი ფიქრობს შექმნას საკაცობრიო მასშტაბის იდეა და ა.შ.

ამ დონეზე განვითრებული აზროვნების მქონე პიროვნებისთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვიღაც მისი ოჯახის წევრია თუ არა, ქართველია, იაპონელი თუ ნიგერიელი, ქრისტიანია თუ ბუდისტი, მთავარია საკაცობრიო დონის ფასეულობები და მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ პიროვნების ფასეულობათა დონეა.

აზროვნების განვითარების არაცოცხალ დონეზე გააზრებული ურთიერთობები პრინციპში არც არსებობს, რადგან არ არსებობს სხვების აღქმა. მცენარეულ დონეზე ურთიერთობა არსებობს მხოლოდ ვიწრო, უახლოეს გარემოცვასთან, ყველა დანარჩენის ხარჯზე, ეს ჯგუფისთვის ნეგატიური სცენარია, მაგრამ რაღაც აზრით მისაღებია, იმ მხრივ რომ ურთიერთობის დონეზე ამით შეიძლება მიიღწეს რაღაც ტიპის წყვილში ურთიერთობა, წყვილის ურთიერთობა კი კაცობრიობას ამარაგებს ახალი სხეულებით (ბავშვებით), შეიძლება ეს ბავშვები განუვითარებელი მშობლების გამო იდიოტები გაიზარდნონ, მაგრამ მუშა სხეულებად მაინც გამოდგებიან. ცხოველურ დონეზე ადამიანი უკვე იწყებს ჯგუფურ ურთიერთობებს და როგორც წესი ურთიერთობს თავისივე დონეზე მყოფებთან, სხვებს კი ვინც ჯგუფისთვის სახიფათოა, იზოლირებას უკეთებენ (ციხეში, საგიჟეთში და სხვა), ხოლო ვინც უბრალოდ განუვითარებელია, მათთან ან არ კონტაქტობენ, ან კონტაქტობენ მხოლოდ ელემენტარულ დონეზე. ადამიანურ დონეზე განვითარებისას ადამიანი უკვე აღიქვამს მთელ კაცობრიობას და ყველაფერს რასაც აკეთებს, აკეთებს კაცობრიობის განვითარებისა და წინსვლისთვის. ეს იგივეა ჩვენს ზემოთხსენებულ აკვარიუმში გამოჩნდეს თევზი, რომელიც სხვა თვზებს ეტყვის: ძმებო მიმოიხედეთ, დაფიქრდით, ნუთუ ვერ ხედავთ რომ ჩვენ ყველა ერთ აკვარიუმში ვცხოვრობთ, ნუ ფიქრობთ მხოლოდ თქვენს ოჯახზე, ან სახეობაზე, არამედ ვიფიქროთ ჩვენს ერთიან ეკოსისტემაზე. იმედი მაქვს თქვენი უმრავლესობისთვის გასაგები იქნება, რომ თევზებს ასეთი მასშტაბური აზროვნება ვერ ექნებათ, აზროვნების ასეთი განვითარება მხოლოდ ადამიანურ დონეზეა შესაძლებელი, ეს დონე კი ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ ადამიანს აქვს. ცხოველებს არ აქვთ ფსიქიკის მეხუთე, განვითარების დონე, ამიტომ ისინი შეიძლება სრულყოფილები და უცოდველები არიან, მაგრამ მასშტაბური აზროვნება არ აქვთ. ფართე აზრით, ჩვენს მიერ მოყვანილი თევზის მაგალითი, კარგად აღწერს ფსიქიკის განვითარებას. თუ ადამიანის აზროვნება განვითარდა მხოლოდ არაცოცხალ დონემდე, მაშინ ფსიქიკის ყოველ მომდევნო დონეზე ის არაცოცხალ დონეზე იქნება განვითრებული. იმიტომ რომ სიღრმეში, აზროვნების საფეხურზე, ის ამ დონეზე დარჩა. ასე მუშაობს ეს აზროვნებაში თუ ამას შევხედავთ ფსიქიკის  შიგნიდან.

 

წყარო: http://training8.ru/

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე