ვექტორის ფუძე

მოდით შევხედოთ საერთოდ რა არის ვექტორის ფუძე. ფუძე, როგორც ხშირად ვახსენებდით არის საბოლოო წესრიგის მიზეზი. ფუძე ეს არსია, რომელიც უსასრულო რაოდენობის სხეულებითაა გამოვლენილი. ალბათ გახსოვთ, რომ ვამბობდით, დედამიწაზე მილიარდზე მეტი ანალის ვექტორიანია, მაგრამ მათ სუყველას ერთი ფუძე აქვთ. ერთი ვექტორი, ერთი არსი, ისინი ყველა ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებენ საზოგადოებაში. ერთი და იგივე ვექტორის სტრუქტურით შედგება მათი ფსიქიკა, არანაირი განსხვავება, განსხვავება მხოლოდ კონკრეტულ ასრულებაშია, თუ როგორაა გამოხატული ის. განსხვავება ცალკეულობაშია, ხოლო მათი ფუძე ერთია.

კანის ვექტორიანი ათვალიერებს მანქანას რომელიც მეგობარმა იყიდა. რას ამბობს? ვასია როგორი ყოჩაღი ხარ, ვამაყობ რომ შენთან ვმეგობრობ. რას ფიქრობს სინამდვილეში? ნეტა ჩაძაღლდე, და იქით კვირას შენი მანქანა დაიმტვრეს. რატომ ფიქრობს ის ასე? და რატომაა ჩვენთვის ეს ასე ნათელი? იმიტომ რომ არის ფუძე, ფორმა. რა არის ფორმა? ეს მრავალი ფუნქციაა, ეს არის ნივთიერების ორგანიზების, ნივთიერების შემოსაზღვრის ფუნქცია, ეს ფუნქცია არის ნივთიერების დაყოფა შიდა და გარე ნაწილად და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. არის გათვლა რამდენი შიგნით და რამდენი გარეთ. თუ გარეთ მეტია რას აკეთებს კანი? შურს. თუ გარეთ ცოტაა რას აკეთებს? მას სხვა ურთიერთობა აქვს, უპატივცემულობის, უყურადღებობის, უგულებელყოფის. ანუ მე უფრო დიდი ვარ მე უფრო მაგარი ვარ. ბანკში მე უფრო დიდი ანგარიში მაქვს. აქაც ვხედავთ, თუ სხვას მასზე უკეთესი მანქანა აქვს, შური მისი ავტომატური რეაქციაა. გასაგებია ან თეთრი შური ან შავი შურით, ეს დამოკიდებულია კანის განვითარებაზე. მაგრამ თვითონ ანგარიშის პროცესი, აზროვნების შედეგია და აზროვნება მოცულობის შედეგი ხოლო მოცულობა არის არსის, აზრის-ფორმის შედეგი.

ვექტორების გარჩევას განსაკუთრებული ენით ვაკეთებთ. გარკვეულ ვითარებაში ამბობენ რომ ეს ტოტების ენაა. ტოტების ენას ალეგორიულად ეძახიან. სინამდვილეში ასეცაა და ასეც მუშაობს. რას ნიშნავს ტოტების ენა? ეს აღნიშნავს რომ არის გამოვლინება და არსებობს ამ გამოვლინების არსი. ალბათ გახსოვთ ლექცია განვითარების 4 სტადიის შესახებ. იქ გადმოცემულია თუ როგორ ევოლუციას გადის არსი. ის გადის განვითარების რამოდენიმე სტადიას, არაცოცხალს, მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს. კი მაგრამ რა იცვლება, რა განიცდის ამ ცვლილებებს? იცვლება არსი, უფრო სწორად იცვლება არსის თვითგაცნობიერების დონე. ფიზიკურ სამყაროში ეს გამოვლენილია განსხვავებული ფიზიკური სხეულებით, რომლებიც სხვადასხვა შესაძლებლობებს ფლობენ. მაგალითად არსი დაიყო რამოდენიმე ქვე არსად. არსი დაიყო ცალკეულ ნაწილებად და მათ დაიწყეს რანჟირება ერთმანეთთან. რა მოხდა ფიზიკურ სამყაროში? გაჩნდა ფიზიკური სხეულები რომელთაც გაუჩნდათ ფეხები იმისთვის რომ იმოძრაონ ერთმანეთთან მიმართებაში. რაც გონებაშია სხეულშიც ისაა. რაც გონებაში გაშეშებაა, ის სხეულში გამოხატულია ყაბზობით, შეკრულობით – ასე მუშაობს ეს ანალის ვექტორიანისთვის. გონებაში ძუნწი, ხარბი, სხეულში ულამაზო უსიამოვნო, უგრძნობი, უხეში, კანი – ასე მუშაობს კანის ვექტორისთვის. ეს ყველასთან ასე მუშაობს.

მაინც რა არის ეს ტოტების ენა? როცა ვლაპარაკობთ არსზე, ზოგიერთ ადამიანს უჭირს იმაზე საუბარი, რასაც ვერ შეეხება. მეტიც ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია ილაპარაკოს იმაზე რასაც ვერ შეეხება და აქ კიდევ რაღაც აზრი და არსი. აი ვლაპარაკობთ ორ ადამიანზე კუნთის ვექტორის და კანის ვექტორის მქონეზე, კუნთი მატერია და კანი ფორმა. მეტ-ნაკლებად კიდევ გასაგებია როცა, კიტრზე ვლაპარაკობთ რომ მას აქვს მატერია და აქვს ფორმა. გასაგებია როცა ვლაპარაკობთ მაგიდაზე რომ მას აქვს მატერია, ხე და აქვს ფორმა მაგიდის. მაგრამ როცა აბსტრაქტულად ვლაპარაკობთ მატერიასა და ფორმაზე ყველაფერი რთულდება, და ამისთვის არის ტოტების ენა. ფუძე-მატერია და არის სხვა ფუძე-ფორმა. მაგრამ ის თუ როგორ ვლაპარაკობთ ჩვენ მათ ურთიერთქმედებაზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ აბსტრაქტულად ეფემერულად, ისეთ რამეებზე რასაც ვერ შევეხებით, არამედ ვლაპარაკობთ ამ არსის, აზრის კონკრეტულ გამოვლინებებზე. ჩვენ ვლაპარაკობთ მაგიდის ფორმა და მაგიდის მატერია და ყველაფერი გასაგები ხდება. უბრალო მსჯელობით განვიხილავთ მის რეალურ არსს. როგორც ფესვებიდან იზრდება ტოტები, ფესვებს ვერ ვხედავთ ისინი მიწაშია და არ ჩანს, ნებისმიერ ხეს ფესვები მიწაში აქვს და არ ჩანს, მაგრამ ჩანს ტოტები. აი ტოტები ერთი ხის, აი ტოტები მეორე ხის. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტოტებზე და სინამდვილეში ზუსტად, თანაბრად, ასევე შესაბამისობა ექნება ფესვებს რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ფორმა ნივთიერებასთან მიმართებაში ასრულებს ორგანიზაციულ ფუნქციას. თითქოს გასაგებია თითქოს არა. ამის განხილვა შეიძლება კანის ვექტორიანი დედის მაგალითზე, რომელიც ამბობს: აბა დაჯექი სკამზე! კოვზი აიღე! რას აკეთებს კანის ვექტორიანი დედა? ის ორგანიზებას უკეთებს ცოცხალ ნივთიერებას. ორგანიზებას უკეთებს თავის ბავშვს. კანი – ფორმა, ორგანიზებას უკეთებს მატერიას – სხვა ცოცხალ ნივთიერებას. ანუ მასთან მიმართებაში ფორმად გვევლინება. ნუთუ რაღაც ცოტა უფრო გასაგები ხდება, აი ის თუ ფორმა როგორ უკეთებს ორგანიზებას მატერიას, როგორც კანის ვექტორის მქონე ხალხი უკეთებენ ორგანიზებას სხვებს, აი იგივეს აკეთებს მატერიის ის ფორმები რომლებსაც ვერ შეეხები.